eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფიზიკა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: სოსო გოგილიძე
კახაბერ თავზარაშვილი
ირაკლი ნოსელიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფიზიკის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 180
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან ფიზიკის ან ფიზიკასთან დაკავშირებული მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან, მათ მოეთხოვებათ სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამისი კვლევის წერილობითი კონცეფციისა და ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის მიერ წერილობით და ზეპირი სახით წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას კანდიდატის კვლევით უნარებთან ისევე, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სამეცნიერო თემატიკასა და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალი სამეცნიერო ღირებულების კვლევის წარმოება და ახალი ცოდნა შექმნა ფიზიკასა ან/და მასთან დაკავშირებულ სფეროებში. პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის მიზნით.

კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • სამეცნიერო კვლევების ჩატარება;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • საკუთარი და სხვისი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება;
  • პრეზენტაციების წარდგენა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • პედაგოგიკის საბაზისო, ფუნდამენტალურ საკითხებსა და პრობლემებში უახლესი მიღწევების ცოდნა; სწავლისა და სწავლების თანამედროვე თეორიებისა და პრაქტიკული მეთოდების სიღრმისეული ცოდნა; სწავლისა და სწავლების შეფასების უახლესი სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
    • პროფესიულ–დარგობრივი ტექსტისათვის რელევანტური ტერმინოსისტემის ცოდნა და ლექსიკური მარაგი;
    • ზოგადი ფიზიკის საკითხების სიღრმისეული ცოდნა, ზოგადი ფიზიკის სწავლების თნამედროვე მეთოდებისა და მიდგომების ცოდნა. ზოგადი ფიზიკის საკვანძო ამოცანების ამოხსნის და სწავლების მეთოდების ცოდნა;
    • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვლევითი პროექტების მომზადების, მართვის, შეფასების საკითხების ცოდნა. სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და დაფინანსების სქემების ცოდნა.

  • უნარი
    • სწავლისა და სწავლების  სფეროში უახლესი ცოდნის  კრიტიკული ანალიზის საფუძველზე   განათლების სფეროს აქტუალური პრობლემის გადაჭრისთვის რელევანტური და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
    • სასწავლო პროცესის  შეფასებისა და თვითშეფასების უნარი.
    • კვლევის მეთოდების გამოყენებით კრიტიკული ანალიზის, მიღებული შედეგების მეცნიერული შეჯერებისა და სინ­თე­ზირების უნარი.
    • ემპირიული და თეორიული კვლევების პროცესში წარმოჩენილი ახალი, რთული და ზოგჯერ  წინააღმდეგობრივი მოსაზრებებისა და მიდგომების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე საკითხისათვის რელევანტური და მკაფიოდ არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების  უნარი;
    • წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორც საკუთარი, ასევე სხვა კვლევითი პროექტებსა და სამეცნიერო აქტივობაზე ობიექტური დასკვნის გაკეთების უნარი.
    • კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;
      კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენების უნარი;
      ნაშრომის დამოუკიდებლად დაგეგმვის, შესრულებისა და შედეგების ეფექტურობის მონიტორინგის  უნარი სხვადასხვა მეცნირებებისათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების შემოქმედებითად გამოყენებით;
    • პედაგოგიური კვლევის უახლესი პრინციპებისა და მათთან დაკავშირებული კვლევითი ტექნოლოგიების საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში გამოყენების უნარი; სხვისთვის სწავლების უნარი; შეძენილი მეცნიერული ცოდნის სტუდენტებისათის გაზიარების უნარი; სასწავლო პროცესის ორგანიზების სხვადასხვა ფორმების შერჩევისა და გამოყენების უნარი;
    • პროფესიულ–დარგობრივი შინაარსის მქონე ტექსტის თარგმანის დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
    • კვლევისთვის შესაბამისი დაფინანსების წყაროს მოძიების უნარი; კონკრეტული კრიტერიუმებს მისადაგებული კვლევითი პროექტების შედგენის უნარი; სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროდუქციის (სტატია, მოხსენება, პოსტერი და სხვ.) მომზადების უნარი; სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების უნარი.
    • პედაგოგიური კვლევის უახლესი პრინციპებისა  და მათთან დაკავშირებული კვლევითი ტექნოლოგიების შესახებ თემატურ პოლემიკაში ჩართვის უნარი უცხოურ ენაზე.
    • მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი;
    • რთული და კომპლექსური ტექსტის დამოუკიდებლად კომპრესირების უნარი ანალიზისა და სინთეზირების გზით;
    • კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ახალი ცოდნის, მეცნიერული დასკვნებისა და არგუმენტების ეფექტურად წარმოჩენის უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • სამეცნიერო საქმიანობის, როგორც საერთაშორისო პროცესის შემადგენელი ნაწილის აღქმისა და აღიარების უნარი; კვლევის, როგორც შედეგზე ორიენტირებული პროცესის, აღქმისა და აღიარების უნარი; სამეცნიერო რეფერირების/ექსპერტიზის პროცესში კონსტრუქციული მიდგომისთვის მზადყოფნა, რაც კრიტერიუმებით შეფასებასთან ერთად გულისხმობს სხვისი მიღწევების დაფასებასა და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას.
    • სწავლისა და სწავლების სფეროს უახლესი მიღწევების გათვალისწინებით  პედაგოგიური პროცესის ინოვაციური  დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
    • კვლევის პროცესში დარგის შესაბამისი ახალი ცოდნის გენერირების უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამაზე მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ სკოლის აკადემიური საბჭოს მიერ წინასწარ დამტკიცებულ კვლევითი თემატიკების მიხედვით. გამოცხადებული თემები შეესაბამება სკოლის სამეცნიერო ინტერესებს. აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს გამოცხადებულ კვლევით თემატიკასთან მიმართებაში საკუთარი კონცეფცია და აჩვენოს შესაბამისი კვლევისა და კომუნიკაციის უნარი. პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ერთვება კვლევით პროცესებში.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს 60 ECTS სასწავლო და 120 ECTS კვლევით კომპონენტს. 

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 0
    PHYS7900სადისერტაციო ნაშრომი ფიზიკაში120 0
    PHYS7000ზოგადი ფიზიკის რჩეული თავები15 1
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10 3

    კრედიტების ჯამი:

    160

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    PHYS7010გამოთვლითი ელექტროდინამიკა10
    PHYS7030ფუნდამენტური ურთიერთქმედებები10
    MATH7020მათემატიკური მოდელირება10

    კრედიტების ჯამი:

    30










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი