პროგრამა: | მათემატიკა |
განათლების საფეხური: | დოქტორანტურა |
ხელმძღვანელი: | როლანდ დუდუჩავა |
სწავლების ენა: | ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | მათემატიკის დოქტორი / PhD in Mathematics |
პროგრამის მოცულობა: | 0 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. ამასთან მათ მოეთხოვებათ: 1. სადოქტორო თემატიკიდან გამომდინარე სპეციალობის მიხედვით (წმინდა და გამოყენებითი მათემატიკა) შესაბამისი კვალიფიკაცია/ცოდნა/აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგებში. კერძოდ, უმაღლესი მათემატიკის ფუნდამენტური საკითხების კარგი ცოდნა. 2. სადოქტორო პროგრამაზე გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამის კვლევის კონცეფციის წარმოდგენა; 3. ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კანდიდატის კვლევით უნარებს და სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და რესურსთანკანდიდატის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობას. |
პროგრამის მიზანი: | დოქტორანტურა წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას და დოქტორანტის ჩამოყალიბებას მაღალი სამეცნიერო ღირებულებების მქონე მეცნიერად გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, რომელსაც ექნება დარგის უახლესი მიღწევების ცოდნა და შეეძლება დამოუკიდებლად განახორციელოს ორიგინალური სამეცნიერო კვლევები. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, მაღალტექნოლოგიურ წარმოებებში, სადაც მოითხოვება თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, დარგის უახლესი მიღწევების და სიღრმეების ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მეცნიერული გადაჭრის უნარი, სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის უნარები. სწავლება დოქტორანტურაში გრძელდება არანაკლებ 3 წელი და მთავრდება, სადოქტორო ნაშრომის წარმატებულად დაცვის შემთხვევაში, დოქტორის ხარისხის მინიჭებით. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | · წიგნზე მუშაობის მეთოდი; სიახლეთა გარჩევა; · სამეცნიერო კვლევების ჩატარება; · პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა; · რიტიკული ანალიზი; · საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება; · სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა; · სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება; · წერითი მუშაობის მეთოდი; · პრეზენტაციების წარდგენა; · დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა |
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
უნარი
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-01-1900 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | შეფასება შეადგენს 100 ქულას (100%). დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია 51 ქულა (51%); შეფასება ხდება როგორც შუალედური, ისე დასკვნთი შეფასებებით. შეფასების კრიტერიუმები გაწერილია სილაბუსში. · სტუდენტი შეფასებისას ინდივიდუალურად იღებს ინფორმაციას მიღწეული შედეგების ნაკლოვანებების და შედეგის გაუმჯობესების გზების შესახებ. სადოქტორო ნაშრომის გვერდების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 70 და არაუმეტეს 150 გვერდით. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. კვლევითი კომპონენტები ხორციელდება მეორე და მესამე სასწავლო წელს (მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრში). სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები და მეცნიერ-ხელმძღვანელი, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
BUSN7110 | კვლევითი პროექტის მომზადება და მართვა | 10 | 0 |
LANG7210 | ტექსტის რეფერირება და თარგმანი | 10 | 0 |
MATH7012 | უმაღლესი მათემატიკის რჩეული თავები | 10 | 0 |
METH 7117 | სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში | 5 | 0 |
PDPR 7217 | პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა) | 5 | |
STEM0001 | კვლევა | 0 | |
კრედიტების ჯამი: | 40 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
EENG7007 | ზოგადი ფიზიკის რჩეული თავები | 10 | |
MATH7009 | MATLAB და პროგრამირების საფუძვლები | 10 | |
MATH7011 | სტოქასტური ანალიზი | 10 | |
MATH7014 | დიფერენციალური განტოლებები | 10 | |
MATH7070 | რიცხვითი მეთოდები - გაღრმავებული კურსი | 10 | |
MATH7077 | ფინანსური მათემატიკა | 10 | |
STAT7007 | სტატისტიკა | 10 | |
MATH7005 | გიუნტერის დიფერენციალური ოპერატორების აღრიცხვა და გარსთა თეორიის ამოცანები | 10 | |
MATH7006 | ალგებრა და ტოპოლოგია | 10 | |
MATH7007 | ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი | 10 | |
MATH7008 | დრეკადობის მათემატიკური თეორია | 10 | |
MATH7020 | მათემატიკური მოდელირება | 10 | |
კრედიტების ჯამი: | 120 |
დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან. სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია. სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით. კვლევითი კომპონენტები ხორციელდება მეორე და მესამე სასწავლო წელს (მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრში). სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები და მეცნიერ-ხელმძღვანელი, კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |