eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
ირაკლი ნოსელიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ელექტრონული ინჟინერია
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

საქართველოს მოქალაქეებისთვის:
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:
უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს და განუვითაროს ელექტრული და კომპიუტერული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და  ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია - სემინარი
  • წიგნთან მუშაობის მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • პრაქტიკული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • განმარტავს ელექტრონული ინჟინერიის ფუნდამენტურ თეორიებსა და პრინციპებს.
    • აღწერს ზოგადი ფიზიკის (მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, ოპტიკა, ტალღები) ძირითად კანონებსა და მათ მნიშვნელობას საინჟინრო კონტექსტში.
    • მათემატიკური ანალიზის, ახდენს იდენტიციფირებას მათემატიკური ანალიზის, ალგებრის, გეომეტრიისა და დისკრეტული მათემატიკის ელემენტებს, როგორც საინჟინრო ამოცანების გადაჭრის ინსტრუმენტებს.
    • განასხვავებს დაპროგრამების ენის C++ სინტაქსურ სტრუქტურებსა და მონაცემთა ტიპებს.

     

    ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით

    • აყალიბებს წრედთა თეორიის, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის, ასევე ნახევარგამტარული მოწყობილობების მუშაობის ფიზიკურ პრინციპებს.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • იყენებს მათემატიკურ აპარატს და ფიზიკის კანონებს ელექტრონული ინჟინერიის პრაქტიკული პრობლემების მოდელირებისთვის.
    • აანალიზებს ელექტრონული და კომპიუტერული სისტემების მარტივ ამოცანებს და გვთავაზობს მათი ამოხსნის ეფექტურ გზებს.
    • გეგმავს და ახორციელებს საბაზისო ექსპერიმენტებს წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციების შესაბამისად.
    • ქმნის (წერს) მცირე მოცულობის კომპიუტერულ პროგრამებს კონკრეტული ფუნქციონალის რეალიზებისათვის.

    ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით

    • ახდენს ელექტრონული კომპონენტებისა და სისტემების პროექტირებას მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და რესურსული შეზღუდვების გათვალისწინებით.
    • ატარებს ელექტრონული წრედების ტესტირებას, ადგენს ხარვეზებს და უზრუნველყოფს მათ აღმოფხვრას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • გეგმავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ავლენს რთული ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო სწავლის უნარს.
    • აცნობიერებს და აღიარებს ცხოვრების მანძილზე მუდმივი სწავლისა და თვითგანვითარების აუცილებლობას.
    • მოიძიებს და ამუშავებს ახალ ინფორმაციას ციფრული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით დამოუკიდებელი კვლევისათვის.
    • იცავს პროფესიულ ეთიკასა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.
    • აფასებს ინჟინერიის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში.
    • ავლენს პატივისცემას ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების, პიროვნების უფლებებისა და საკუთრების (როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური) მიმართ.
    • იღებს პირად და გუნდურ პასუხისმგებლობას პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენა ან საჭიროებენ ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა III (B1/1), ინგლისური ენა IV (B1/2), ინგლისური ენა V (B2/1). 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ელექტრონული ინჟინერის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:

    • პროგრამის ძირითადი 102 ECTS ·
    • სპეციალობის ძირითადი 36 ECTS
    • საუნივერსიტეტო ძირითადი 18 ECTS
    • პროგრამის და სპეციალობის არჩევითი 60 ECTS;
    • თავისუფალი კრედიტები 24 ECTS.

    თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს სპეციალობის, მომიჯნავე სპეციალობის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით. 

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 4
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    საუნივერსიტეტო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    18

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG2213კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები6 1
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    INFO1112საოფისე სისტემები6 1
    EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6 2
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    MATH1115კალკულუსი I6 2
    MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 2
    EENG1104მექანიკა6 3
    INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 3
    MATH1166კალკულუსი II6 3
    EENG1205ელექტროობა და მაგნეტიზმი6 4
    EENG2101საინჟინრო მათემატიკა I6 4
    EENG2108თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა6 5
    EENG2202საინჟინრო მათემატიკა II6 5
    MATH2110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I6 6
    EENG4010საბაკალავრო პროექტი12 8

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    MATH1121პრეკალკულუსი6
    INFO5122ალგორითმიზაციის მეთოდები I6
    INFO5123ალგორითმიზაციის მეთოდები II6
    EENG3217თანამედროვე ფიზიკა6
    EENG2512შრომის უსაფრთხოება6
    MATH3110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა II6
    PHYS3155საინჟინრო ამოცანების კომპიუტერული უზრუნველყოფა MATLAB გარემოში6
    EENG4012პრაქტიკა6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    48

    ელექტრონული ინჟინერია - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    EENG2212ანალოგური ელექტრონიკა63
    EENG1213ნახევარგამტარული მოწყობილობები64
    EENG2020წრედთა თეორია I65
    EENG3113ციფრული ელექტრონიკა66
    EENG2121წრედთა თეორია II66
    EENG1218მიკროკონტროლერები67

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    ელექტრონული ინჟინერია - სპეციალობის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MATH3112დისკრეტული მათემატიკა64
    EENG1221ელექტროტექნიკური მასალები65
    EENG3115საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი66
    EENG1220შესავალი ელექტროენერგეტიკაში66
    EENG3220LabView დაპროგრამირება67
    EENG4129ანტენების თეორია და დიზაინი67
    EENG1216გამაძლიერებლები68
    EENG1217გამზომი ხელსაწყოები68
    EENG1215სიგნალების დამუშავება68

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    კომპიუტერული ინჟინერია - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO2116Eკომპიუტერის არქიტექტურა63
    MATH3112დისკრეტული მათემატიკა64
    INFO2229ოპერაციული სისტემა (Windows)64
    INFO3110კომპიუტერული ქსელები I65
    INFO3254Oracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება66
    INFO3210კომპიუტერული ქსელები II66

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    კომპიუტერული ინჟინერია - სპეციალობის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO3139დაპროგრამების ენა Python65
    INFO4116შესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში66
    INFO1107IT სერვისების და პროექტების მართვა67
    INFO3253კიბერ უსაფრთხოების შესავალი67
    INFO3211Eკომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება67
    INFO1125მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)67
    INFO3230დაპროგრამების ენა Java I68
    INFO3130Eკომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია68
    INFO4153კომპიუტერული სისტემების ექსპლუატაცია და სერვისი68

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    ≤40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი