eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ინგლისური
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ვლადიმერ აბრამიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი, დიზაინის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საქართველოს მოქალაქეებისათვის: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. განსაკუთრებული მოთხოვნა: ინგლისურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული მინიმუმ 80 ქულა. ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში, თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმალური ბარიერი -60%.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების უნარის მქონე სპეციალისტი(არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერი), რომელსაც ექნება არქიტექტურის და დიზაინის საფუძვლების, არსის, განვითარების კანონზომიერებების, დაპროექტების მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა. ექნება დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრება, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნება და შეძლებს დამოუკიდებლად დიზაინერულ საქმიანობას, ხოლო ხელმძღვანელობის ქვეშ არქიტექტურულ პრაქტიკულ საქმიანობას.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი:
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პროექტის მომზადება;
  • პრაქტიკა;
  • ესკიზების მომზადება;
  • არქიტექტურული ობიექტის მაკეტის მომზადება;
  • რეფერატების მომზადება;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ბიბლიოთეკაში ან ელექტრონულ ფორმატში;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • თანამედროვე არქიტექტურისმახასიათებელი ნიშნებისა და სტილისტიკის ცოდნა;
  • თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპებისა და ტრანსფორმაციის ცოდნა;
  • არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლების ცოდნა;
  • შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიური ჯგუფების ცოდნა (სამოქალაქო: საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საინჟინრო ნაგებობები);
  • ერგონომიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა
  • ადამიანის ანთროპომეტრული მონაცემების ცოდნა;
  • მცირე ზომის ობიექტების დაპროექტების სტადიების ცოდნა;
  • არქიტექტურული ფორმების მოცულობითი მასშტაბის გაცნობიერება და მისი ადგილთან შეთავსების ცოდნა;
  • მოცულობით-სივრცითი დიზაინერული ფორმების და ტიპების თავისებურებათა და მახასიათებლების ცოდნა;
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპების ცოდნა;
  • მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის ტიპების ცოდნა;
  • ბიზნეს ცენტრის ცალკეული ბლოკების( კვების, საოფისე, გამაჯანსაღებელი) გეგმარების სპეციფიკის ცოდნა;
  • სუპერმარკეტისა და ავტოსადგომის გეგმარების სტანდარატების ცოდნა;
  • დაპროექტებული მასალის პლანშეტზე განაწილების და ორთოგონალში გამოხაზვის ცოდნა.
  • ინსოლაციის ანგარიშის მეთოდების ცოდნა;
  • ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ანგარიშის ცოდნა;
  • არქიტექტურული აკუსტიკის საკითხების ცოდნა (რევერბერაციის დრო და გეომეტრიული აკუსტიკა).
  • დიზაინის, კონსტრუირების, მაკეტირების ხერხებისა და თავისებურებების ცოდნა;
  • ფიგურების სიბრტყეზე გამოხაზვისათვის საჭირო ორთოგონალური და აქსონომეტრიული გეგმილების აგების ცოდნა;
  • ორთოგონალური გეგმილების მიხედვით აქსონომეტრიის აგების ცოდნა;
  • სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე ძირითადი გეომეტრიული ფიგურების დაგეგმილებისა და მონჟის კოორდინირებული ეპიურის ცოდნა;
  • ძირთადი პოზიციური ამოცანებისა და ეპიურის გარდაქმნის მეთოდების ცოდნა;
  • მსოფლიო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მიღწევების ზოგადი ცოდნა;
  • 3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირების და სამგანზომილებიანი მოდელის აგების ხერხების ცოდნა;
  • AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირების, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგების ხერხების ცოდნა;
  • ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი განვითარების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • სივრცის კომპოზიციის, ჩახურული და გახსნილი სივრცის ორგანიზაციით მდგრადი და უსაფრთხო ურბანული გარემოს შექმნის სტანდარტების ცოდნა;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • არჩეული ობიექტის მაკეტის ბაზის მომზადების უნარი.
  • ფიგურის ორთოგონალური გეგმილის მიხედვით პერსპექტივის აგების უნარი;
  • ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის ინტერიერისა და საგნობრივი გარემოს სწორად ორგანიზებისა და დაპროექტების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებით;
  • ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის შენობის გეგმების, ფასადების, ჭრილების შესრულების უნარი.
  • სივრცის დაპროექტებისას იმ არქიტექტურული ფაქტორების გათვალისიწინების უნარი, რომლებიც განსაზღვრავენ ღია და დახურულ სივრცეებში აკუსტიკურ კომფორტს;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებით კონკრეტულ არქიტექტურულ ობიექტზე ინტერიერის დაგეგმვის და/ან განახლების უნარი.
  • ხელმძღვანელის დახმარებით სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული ობიექტის გეგმარებითი ამოცანის კომპლექსური სახით გადაჭრის უნარი;
  • AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირების, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგების უნარი;
  • 3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირებისა და სამგანზომილებიანი მოდელის აგების უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • შენობა ნაგებობის მხატვრულ-ფუნქციური ელემენტების ესთეტიური შეფასების უნარი;
  • დიზაინერული ხედვის მხატვრულ-ესთეტიკური წარმოსახვის უნარი;
  • არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვისას გარკვეული კორექტივების, ცვლილების შეტანის უნარი;
  • მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერის დაგეგმარებისას შესაბამისი სტილის შერჩევის უნარი ინტერიერის კომპონენტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • არქიტექტურულ ობიექტებზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და დასკვნის გამოტანის უნარი.
  • დაგეგმარებითი, საინჟინრო, საკომუნიკაციო და სტილისტიკის საბოლოო შეჯერების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • შესრულებული საპროექტო ნახაზის ეფექტურად წარმოჩენის უნარი, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • საკუთარიმოსაზრებებისა და არგუმენტების თანმიმდევრული კომპეტენტური დეკლარირების უნარი;
  • შეძენილიმხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების საფუძველზე თავისუფალ რეჟიმში დიალოგისა და კამათის წარმართვის უნარი;
  • ინტერიერის და/ან ექსტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და ხედვის მკაფიოდ, თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად ფორმულირებისა და წამოჩენის უნარი თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით;

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • მიღებული ცოდნის შემდგომი სრულყოფის უნარი პრაქტიკულ მუშაობაში;
  • საბაზისო ცოდნასთან ახლის ინტეგრირების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • საკუთარი და სხვისი მხატვრულ–ესთეტიკური ნამუშევრის გააზრებულად დასაბუთებული შეფასების უნარი.
  • გათავისებული თანამედროვე არქიტექტურის ღირებულება მსოფლიო კულტურული ფასეულობების კონტექსტში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 09-01-2017
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 39/17
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01/17
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქიტექტურაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც მოიცავს: • პროგრამის ძირითად საგნებს - 144ECTS • პროგრამის ასარჩევ საგნებს - 18 ECTS • თავისუფალი კრედიტი - 18 ECTS • კონცენტრაციის მოდულს - 60 ECTS

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCT1110Eხაზვა6 1
    ARTS1110Eმსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    ARCT1210Eმხაზველობითი გეომეტრია6 2
    ARCT1220Eსახვითი ხელოვნების საფუძვლები I6 2
    ARCT1230Eკომპოზიცია I6 2
    ARCT1240Eთანამედროვე არქიტექტურის ისტორია6 2
    ARCT2110Eსახვითი ხელოვნების საფუძვლებიII6 3
    ARCT2120Eკომპოზიცია II6 3
    ARCT2130Eარქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6 3
    ARCT2140Eდიზაინ ნახატი6 3
    ARCT2210Eინტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2220Eექსტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2230Eკონსტრუირება და მაკეტირება6 4
    MGMT2110Eმენეჯმენტის საფუძვლები6 4
    ARCT3110Eეკოლოგია და ლანდშაფტის დიზაინი6 5
    ARCT3120Eექსტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3130Eინტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3210Eინტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3220Eექსტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3240Eკომპიუტერული გრაფიკა I(3D max)6 6
    ARCT4110Eინტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7
    ARCT4120Eექსტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7

    კრედიტების ჯამი:

    144

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS4120Eთანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    MATH1214Eკვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6
    MKTG2210Eმარკეტინგის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    42

    სპეციალობის მოდული არქიტექტურა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCT3140Eგეოდეზიის საფუძვლები65
    ARCT3230Eსამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები66
    ARCT4140Eკომპიუტერული გრაფიკა II(Auto CAD)67
    MATH4123Eსაინჟინრო მათემატიკა არქიტექტორებისთვის67
    ARCT4130Eქალაქგეგმარების საფუძვლები67
    ARCT4210Eთანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები68
    ARCT4230Eინსოლაციის, განათებისა და აკუსტიკის საფუძვლები68
    ARCT4220Eმშენებლობის მენეჯმენტის საფუძვლები68
    ARCT4260Eპრაქტიკა არქიტექტურაში68
    ARCT4270Eსაბაკალავრო პროექტი არქიტექტურაში68

    კრედიტების ჯამი:

    60

    სპეციალობის მოდული ინტერიერის დიზაინი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCT3150Eსტილი ინტერიერში I65
    ARCT3230Eსამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები66
    ARCT4170Eერგონომიკა67
    ARCT4140Eკომპიუტერული გრაფიკა II(Auto CAD)67
    ARCT4160Eსტილი ინტერიერში II67
    ARCT4250Eავეჯი ინტერიერის დიზაინში68
    ARCT4210Eთანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები68
    ARCT4265Eპრაქტიკა ინტერიერის დიზაინში68
    ARCT4275Eსაბაკალავრო პროექტი ინტერიერის დიზაინში68
    ARCT4240Eფერი და სინათლე ინტერიერში68

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი