პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმაციული ტექნოლოგიები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევისა და განვითარებისათვის. საინფორმაციო ტექნოლოგიების კურსები მოიცავს კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებს (Cisco CCNP სერტიფიკატი), ვებ და ქსელურ პროგრამირებას, მონაცემთა ბაზებს (Oracle სერტიფიკატი), მობილური აპლიკაციების, ERP სისტემებს, საინფორმაციო ტექონოლოგიებში ლოგიკურ-ალბათურ და გრაფიკული გარდაქმნების მეთოდებს. სხვადასხვა არჩევით კურსები სტუდენტს საშუალებას მისცემს გაიღრმავოს კომუნიკაციის უნარი, შეიძინოს სიღრმისეული ცოდნა და საკითხის გადასაჭრელად კვლევაზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში იმ პრობლემებს, რომლებიც მოითხოვენ პრინციპებსა და პროცესების სიღრმისეული ცოდნის. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც IT მენეჯერი, ვებ ადმინისტრატორი, ქსელის ადმინისტრატორი, ან მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშავოს ახალი, სტანდარტულისგან განსხვავებული იდეები;
    • კომპიუტერული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების, უსაფრთხოების და ადმინისტრირების მეთოდების ცოდნა;
    • მათემატიკური ლოგიკისა და ალბათობის თეორიის ძირითადი თეორემებისა და ოპერაციების ცოდნა;
    • პროგრამულ გარემოში მობილური აპლიკაციების შექმნისა და შესაბამისი ინსტრუმენტების ფუნქციონალის ცოდნა;
    • ლაზერული სკანერების მეშვეობით ობიექტების 3-განზომილებიანი ობიექტების მოდელირებების მეთოდების ცოდნა;
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვის ციკლის ცოდნა;
      კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური მეთოდების ცოდნა;
    • ERP სტრუქტურისა და ამ სისტემების ფუნქციონალობის ცოდნა;
      თანამედროვე პროგრამულ ბაზარზე არსებული ინდუსტრიული პლატფორმების დეველოპმენტის ცოდნა;
    • Web პლატფორმაზე დაფუძნებული პროგრამირება, პროექტის შექმნისა და მართვის ცოდნა;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • დამოუკიდებლად დიდი ზომის ქსელის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების უნარი;
    • კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ოპტიმალური დაპროექტების უნარი;
    • პროგრამულ გარემოში პროდუქტების შემუშავების უნარი;
    • კომპიუტერულ გრაფიკაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების უნარი;
    • ობიექტების 3D მოდელირების მეთოდების და წერტილოვანი ღრუბლის გამოყენების უნარი;
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტის შექმნისა და მართვის უნარი;
    • მობილური აპლიკაციების შექმნის და დისტრიბუციის უნარი;
    • შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით ERP სისტემის შემუშავების უნარი;
    • პროფესიული სფეროსათვის დამახასიათებელი კვლევის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
    • სამეცნიერო, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელების უნარი;


  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ქსელური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
    • რთული სისტემების მახასიათებლების რაოდენობრივი შეფასების მაჩვენებლების საფუძველზე ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევის უნარი;
    • ERP სისტემების კვლევების საფუძველზე ამა თუ იმ მიდგომის ეფექტურობის თაობაზე დასკვნის შემუშავების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • აკადემიური, პროფესიული საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისი დასკვნების არგუმენტირებულად მიწოდებისა და საკუთარი მოსაზრების დაცვის უნარი;
    • დისკუსიებში პროფესიული მონაწილეობის უნარი;
    • გუნდის როგორც მართვის, ისე ეფექტური წევრობის უნარი;
    • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით არგუმენტაციისა და თავისი დასკვნების წარმოდგენის უნარი;


  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებისა და(თვითშეფასების) უნარი;
    • მიღებული ცოდნის საშუალებით დამოუკიდებლად სწავლის პროცესის გაგრძელების უნარი;
    • სწავლის პროცესის თავისებურებების დამოუკიდებლად გაცნობიერებისა და სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი;
    • პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების უნარი;
    • საჭიროებიდან გამომდინარე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით მომდევნო (სადოქტორო) საფეხურზე სწავლის საჭიროების დადგენის უნარი.


  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცალკეულ დარგთან დაკავშირებული ღირებულებებისადმი საკუთარი და სხვების დამოკიდებულებების შეფასება;
    • პროფესიული ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად შეძენილი ცოდნის გამოყენება;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-27-2018
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43/18
    პროგრამის დეტალები: სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითად საგნები 90 ECTS, პროგრამის არჩევით საგნები 30 ECTS; პროგრამის ძირითად ნაწილში სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS). არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 78 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 30 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO5111Eქსელური გადამრთველების დაგეგმვა6 1
    INFO5112Eდაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6 1
    INFO5221Eრთული სისტემების ლოგიკურ-ალბათური მოდელირება6 1
    INFO6250Eინდუსტრიულ პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 1
    INFO5250Eკომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი6 2
    INFO6130EAndroid პლათფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 2
    INFO6170Eშენობების მოდელირება6 2
    INFO6135EWeb პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 3
    INFO6140EERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6 3
    INFO6260EIT პროექტების მართვა6 3
    INFO6240Eსამაგისტრო ნაშრომი ინფორმატიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    90

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO3241EIT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO5280Eციფრული ინფორმაციის სამართალი6
    INFO6271Eმონაცემთა ბაზების სისტემები6
    INFO1233Eდაპროგრამების პარადიგმები6
    INFO3244EIT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO5211Eმარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში6
    INFO6261Eსისტემური დაპროგრამება6
    INFO3242EIT სერვისების ოპერირება და მუდმივი გაუმჯობესება6
    INFO5252EAgile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO6120Eმანქანური სწავლების მოდელები და ალგორითმები6
    INFO6220Eქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა6
    INFO6281Eმონაცემთა საცავების სისტემები6
    MATH4119Eკრიპტოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    78









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი