პროგრამა: საინფორმაციო ტექნოლოგიების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია: მოამზადოს კონკურენტუნარიანი კვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით; კურსდამთავრებულს მისცეს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაბამისი თეორიების ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, განუვითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარი და შეძლოს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების, განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და წინასწარი იდეების დანერგვა; მისცეს უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძველების, თანამედროვე დაპროგრამირების ენების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერის არქიტექტურის, კომპიუტერული ქსელების, მონაცემთა ბაზების, ვებ–ტექნოლოგიების, გეოინფორმაციული სისტემების, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა და განუვითაროს თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ–ჩვევები, როგორიცაა კომპიუტერის პროგრამულ და აპარატურულ ნაწილებთან მუშაობის უნარ–ჩვევები, მარტივი პროგრამული კოდის, მობილური აპლიკაციების შექმნის, კომპიუტერული ქსელის დაგეგმარების და მართვის, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, ვებ გვერდების შექმნის უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებად, ვებ–დიზაინერებად, კომპიუტერული ქსელის სპეციალისტებად, მობილური აპლიკაციების და თამაშების შექმნის სპეციალისტებად. პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle აკადემიების სასწავლო კურსები, სტუდენტებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას მიიღონ კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო დოკუმენტები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • ინტერაქტიულიმეცადინეობები.
  • დისკუსიები;
  • პრაქტიკულიმუშაობა;
  • ლაბორატორიულიმუშაობა;
  • პრობლემისგადაჭრაზეორიენტირებულისავარჯიშოები;
  • სიახლეთაგარჩევა;
  • ახსნა-განმარტებითიმეთოდი;
  • გუნდურიმუშაობა
  • ვერბალური, ანუზეპირსიტყვიერიმეთოდი.
  • კრიტიკულიანალიზი;
  • ლიტერატურისმიმოხილვა;
  • მცირეკვლევებისჩატარება;
  • პრეზენტაციებისწარდგენა.
  • საკუთარისამუშაოსკრიტიკულიშეფასება;
  • სხვათასამუშაოსკონსტრუქციულიკრიტიკა.
  • შესაბამისიმასალისმოძიებაელექტრონულფორმატშიანბიბლიოთეკაში.
  • წერითიმუშაობისმეთოდი;
  • ჯგუფურიდავალებები;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიების განვითარებისა და ტენდეციების ცოდნა და გაცნობიერება;
  • უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძვლების ცოდნა;
  • საოფისე სისტემების ცოდნა;
  • თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა და არქიტექტურის საფუძვლების ცოდნა;
  • თანამედროვე დაპროგრამების ენების (C++, C#, Java) სტრუქტურისა და სინტაქსის ცოდნა;
  • ვებ–ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
  • კომპიუტერული ქსელების დაგეგმარების, მართვისა და უსაფრთოხოების საკითხების ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზების პროექტირებისა და მართვისა საკითხების ცოდნა;
  • გეოინფორმაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა;
  • მობილური აპლიკაციების შემქნის საფუძვლების ცოდნა;
  • IT პროექტების მართვის საკითხების ცოდნა;
  • კიბერუსაფრთხოების საკითხების ცოდნა;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • სხვადასხვა სფეროში (ბიზნესში, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში და ა.შ.) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • მარტივი მათემატიკური და ფიზიკური მოდელების შედგენის და ამოცანების ამოხსნის უნარი;
  • თანამედროვე პროგრამირების ენებზე (C++, C#, Java) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების უნარი;
  • კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან და საოფისე პროგრამებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სხვადასხვა ტიპის და სტანდარტების მოწყობილობების შეთავსებადობის დადგენის უნარი;
  • მრავალფუნქციონალური ვებ-გვერდების შექმნის უნარი;
  • მცირე კორპორატიული ქსელების პროექტირების, გამართვის, ადმინისტრირების და ხარვეზების დადგენა–აღმოფხვრის უნარი; ქსელური მოწყობილობების გამართვის და გაუმართაობის დადგენის უნარი; საერთო ქსელური პრობლემების გამოვლენის და მათი აღმოფხვრის უნარი;
  • თანამედროვე მონაცემთა ბაზების შემუშავების, მართვისა და გამოყენების უნარი;
  • გეოინფორმაციული სისტემების შემუშავების, მართვისა და გამოყენების უნარი;
  • ცოდნა კიბერ უსაფრთხოების მარეგულირებელი სამართლებრივი რეგულაციების შესახებ.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით ალგორითმების ეფექტურობის დადგენისა და ანალიზის უნარი;
  • ვებ–გვერდების ინფორმაციული და გრაფიკული დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
  • მცირე კორპორატიული ქსელების დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
  • პროფესიული საქმიანობის სფეროში, თემატური საკითხების გარკვევისათვის ანალიზის წარმოებისა და დასკვნის უნარი.
  • მონაცემთა ბაზის შექმნის და ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი.
  • ანდროიდის პლატფორმის სტრუქტურის და ფუნქციონირების დასკვნის გაკეთების უნარი.
  • სიმეტრიული და ასიმეტრიული დაშიფვრის შედარების და ერთმანეთისგან გამიჯვნის უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულების, ასევე სხვა დარგის სპეციალისტებისთვის (ენერგეტიკის, ეკონომიკის, მედიცინის, საინჟინრო მიმართულებების, სატელეკომუნიკაციო სფერო და ა.შ.) პრობლემების დასმისა და მათი გადაჭრის გზების გაცნობის უნარი;
  • დისკუსიაში პროფესიული მონაწილეობისა და შედეგების წერილობითი (ამოცანის ამოხსნა, ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმი და შესაბამისი პროგრამა, რეფერატი და ა.შ.) და ზეპირი მოხსენების, წარმოდგენის უნარი;
  • ჯგუფური მუშაობის უნარი.
  • შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პროექტის/რეფერატის წარმოდგენის და დისკუსიაში მონაწილეობის უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების უნარი;
  • მიღებული ცოდნის საშუალებით სწავლის პროცესის გაგრძელების უნარი;
  • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
  • პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების უნარი;
  • დამოუკიდებლად, საჭირო ლიტერატურის მოძიებისა და მისი გამოყენების გზით ცოდნის ამაღლების უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • გაცნობიერებული ინფორმატიკის სფეროში საკუთარი ცოდნის დაცვა და სხვა სპეციალისტების შემოქმედებითი მიღწევების პატივისცემა;
  • გათავისებული პასუხისმგებლობა მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე მუდმივად ცვალებადი მზარდი მოთხოვნების შესაბამისი მსოფლიო მიღწევების გაცნობის უნარი;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-14-2017
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 30/17
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული მათემატიკა ან მიღებული აქვთ 70%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ პრეკალკულუსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: • პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS, • პროგრამის არჩევით საგნებს 102 ECTS;

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO1111Eდაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    INFO1112Eსაოფისე სისტემები6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    MATH1115Eკალკულუსი I6 1
    MATH1123Eწრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 1
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 2
    INFO2116Eკომპიუტერის არქიტექტურა6 2
    INFO3131Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    INFO4259Eმონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 2
    MATH1166Eკალკულუსი II6 2
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 3
    EENG1105Eფიზიკის საფუძვლები6 3
    INFO2229Eოპერაციული სისტემები (Windows)6 3
    INFO3120EWEB-ტექნოლოგიები I6 4
    INFO3250Eვიზუალური დაპროგრამება (C#) I6 4
    INFO3253Eკიბერ უსაფრთხოების შესავალი6 4
    MATH3112Eდისკრეტული მათემატიკა6 4
    INFO3110Eკომპიუტერული ქსელები I6 5
    INFO3230Eდაპროგრამების ენა Java I6 5
    INFO3254EOracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6 5
    INFO1220Eგეოინფორმატიკა6 6
    INFO1107EIT განვითარება და მართვა ორგანიზაციებში6 7
    INFO1126Eმობილური აპლიკაციები6 7

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    EENG1120Eელექტრონიკის საფუძვლები6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6
    INFO3266Eკიბერდანაშაულის გამოძიება6
    INFO3150Eკომპიუტერული გრაფიკული სისტემები6
    INFO3261Eკიბერ უსაფრთხოება და მისი გამოწვევები6
    INFO4115Eსაგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6
    INFO3220EWEB-ტექნოლოგიები II6
    INFO3260Eმავნე კოდის ანალიზი6
    INFO3265Eპერსონალურ მონაცემთა დაცვა6
    INFO4116Eშესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში6
    INFO4150Eვიზუალური დაპროგრამება (C#) II6
    EENG1106Eსაინფორმაციო ტექნოლოგიების ფიზიკური საფუძვლები6
    INFO3210Eკომპიუტერული ქსელები II6
    INFO3257Eპროგრამირება Oracle PL/SQL6
    INFO4120EWEB-ტექნოლოგიები III6
    INFO4450Eშესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში 16
    MATH2212Eრიცხვითი მეთოდები6
    INFO1125Eმონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)6
    INFO4231Eსტაჟირება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში6
    INFO4250Eდაპროგრამების ენა Java II6
    INFO4460Eშესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში 26
    INFO1225Eგეოინფორმაციული სისტემები (Arc GIS)6
    INFO1230EVisual Basic for Application (VBA)6
    INFO4170Eსაბაკალავრო პროექტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში12
    INFO4240Eსაბაკალავრო ნაშრომი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში12

    კრედიტების ჯამი:

    162









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი