eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი B2 დონე) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვის, შემუშავების და დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული საგნები სტუდენტებს მისცემს მყარ თეორიულ საფუძვლებს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის მეთოდების ათვისებისა და შემუშავებისათვის, განუვითარებს მათ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიების ანალიზისა და ამის საფუძვლებზე ოპტიმალური მიდგომის სინთეზირების უნარს. პროგრამის კურსთამთავრებულს შეეძლება, ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში. პროგრამის საგნები სტუდენტს ასევე მისცემს პრაქტიკულ ცოდნას, რომლის გამოყენებაც პირდაპირ იქნება შესაძლებელი სტუდენტის პროფესიულ საქმიანობაში. კურსდამთავრებულს ექნება უნარი, ოპერატიულად გადაჭრას მის წინაშე არსებული ტაქტიკური პრობლემები საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და უწყვეტად განავითაროს და გააღრმავოს თავისი ცოდნა ახალ ტექნოლოგიებში, რომელსაც შემდგომ არსებითად დაეყრდნობა თავის საქმიანობაში. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები, პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის შემდეგი პრაქტიკების მენეჯერები: ცვლილებების მენეჯერი, კონფიგურაციის მენეჯერი, სერვის მენეჯერი, ბიზნეს ურთიერთობის მენეჯერი, პრობლემების მენეჯერი და ინციდენტების მენეჯერი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები; 
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზირების კონცეპციების ცოდნა;
    • გაცნობიერებული ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის რეალური პოტენციალი, შესაძლო რისკები და შესაძლებლობების ლიმიტაციის არეალი, ასევე, რისკები, რომელსაც აჩენს კიბერტშეტევები სისტემების ფუნქციონირებაზე მრავალფუნქციური ელემენტების საიმედოობისა და მრავალფუნქციური სისტემების სტრუქტურული საიმედოობის შეფასებისმეთოდების სისტემური ცოდნა;
    • პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაციების (DevOps) პრაქტიკული იმპლმემენტაციის ცოდნა;
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით რეგულაციის ცოდნა.

  • უნარი
    • პროექტის დამკვეთებთან თუ კოლეგებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირებისა და შესაბამისად პრეზენტაციის უნარი
    • შესაბამისი საპრეზენტაციო ინსტრუმენტების გამოყენებით დეცენტრალიზებულ სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
    • IT ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი.
    •  პროფესიული პრობლემატიკის / საკითხების თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირებისა და შესაბამისად პრეზენტაციის უნარი;
    • IT მენეჯმენტთან დაკავშირებული პროფესიული ტერმინოლოგიის ეფექტურად გამოყენების უნარი. IT მმართველობის საკითხების ეფექტური ფუნქციული და იერარქიული ესკალაციის უნარი.
    • საინფორმაციო ტექნოლოგიებში/ინფორმაციულ სისტემებში კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;
    • უახლესი მეთოდებისა და მიდგომების ეფექტური გამოყენების საფუძველზე (როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინური ჯგუფის კონტექსტში), ცვლად და გაუთვალისწინებელ გარემოში, ბლოკჩეინზე-დაფუძნებული კონკრეტული პროექტებთან დაკავშირებული არსებული რესურსებისა და ლიმიტაციების გათვალისწინებით, პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების, შესაბამისი IT არქიტექტურის შერჩევის უნარი;
    • IT ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღების უნარი;
      რთული სტრუქტურის სისტემებისა და ქსელების ლოგიკურ-ალბათური მეთოდებით აღწერის, სისტემის მუშაობისუნარიანობის ანალიტიკური და სქემური წარმოდგენის უნარი;
    • ორგანიზაციისთვის მმართველობის სტრატეგიის შექმნის უნარი;
      პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უნარი.
    • საინფორმაციო ტექნოლოგიებთან/ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებით რთული და არასრული ინფორმაციის, მათ შორის უახლესი კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, დამოუკიდებლად დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების და ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • უნარი, ორგანიზაციასთან, სისტემასთან, პროცესთან დაკავშირებით ერთის მხრივ - არასრული და ხშირად არახარისხიანი მონაცემებისა და მეორე მხრივ - სანდო ინფორმაციისა და ცოდნის სინთეზის საფუძველზე მოახდინოს მაქსიმალურად არგუმენტირებული დასკვნების გამოტანა და სიტუაციის მაქსიმალურად მონაცემებზე დაფუძნებული, ფართო სურათის შექმნის. ასევე, უნარი გაიაზროს მისი დასკვნების სუსტი და ძლიერი წერტილები, მსჯელობის ლოგიკის სიმყარის ხარისხი;
    • IT ინფრასტრუქტურის საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გამოტანის უნარი.
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კომპლექსური პროცესის კანონთან შესაბამისობის შეფასების  და ამის თაობაზე დასკვნის გაკეთების უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • გამოცდილება და უნარი სწავლის მიღების, როგორც F2F, ასევე დისტანციურ, სიქნრონულ და ასინქრონულ რეჟიმებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია “ცოდნის საზოგადოების” პირობებში
    • სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის (მენეჯმენტის) უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირე ბის უნარი;
    • ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებულ სისტემებთან, მ.შ.კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებული რისკების, თაღლითობების გაცნობიერების უნარი, რაც გამოუმუშავებს მოცემულ სფეროსთან დაკავშირებული ღირებულებებისადმი (კეთისლინდისიერება) თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარს;
    • ორგანიზაციის IT მენეჯმენტისა და IT მმართველობის ობიექტურად შეფასებისა და გაუმჯობესების უნარი;
    • გაცნობიერებული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, მისი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვის მნიშვნელობა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-19-2019
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 26/19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 0
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში შემუშავებული თემატიკა შეიძლება იყოს:

    • მრავალდონიანი აპლიკაცია, რომლის ერთ დონეს წარმოადგენს (მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა; მობილური აპლიკაცია; გარე მოწყობილობაზე წვდომის მოდული;) აპლიკაცია, სადაც იმპლემენტირებულია რაიმე ალგორითმი ან მონაცემთა სტრუქტურა და ეს იმპლემენტაცია წარმოადგენს სიახლეს სამეცნიერო თვალსაზრისით.
    • კორპორატიული ტიპის ქსელების, საბანკო ქსელების, ინტერნეტ პროვაიდერების მიმართულებით (დიზაინი და დაგეგმარება; ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავება; დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოჩენა)
    • ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები/სისტემები საჯარო მმართველობასა (eGov) და კერძო სფეროში;
    • ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულებაში იმ პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად რომელიც ფართოდ გამოიყენება საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში რისკების შესაფასაბლად და მარკეტინგული კვლევების წარმართვისათვის;
    • IT მენეჯმენტის მიმართულებით (IT მმართველობა კომერციულ და სახელმწიფო სექტორში სექტორში; პროექტების მართვის მეთოდოლოგიების შედარებითი ანალიზი; IT სერვისების მართვის დანერგვის მეთოდოლოგიის შემუშავება;)
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითად საგნები 66 ECTS, პროგრამის არჩევით საგნები 54 ECTS; პროგრამის ძირითად ნაწილში სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS). არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 54 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BLCH5110ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემა6 1
    INFO6211პირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში6 1
    INFO6330IT მენეჯმენტი6 1
    INFO6340სისტემების სტრუქტურული ანალიზი6 1
    INFO6350IT ინფრასტრუქტურის დიზაინი6 1
    INFO6260IT პროექტების მართვა6 2
    INFO6240სამაგისტრო ნაშრომი ინფორმატიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    66

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO5111ქსელური გადამრთველების დაგეგმვა6
    INFO6140ERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6
    INFO7854Python6
    BLCH5130კრიპტოვალუტების ტექნოლოგიები (ბიტკოინის ქეისი)6
    BLCH5140ინოვაციური ბიზნეს-მოდელები6
    BLCH5210ფულის დეცენტრალიზაცია და კრიპტოვალუტები6
    BLCH5230ბიზნეს-პროცესები6
    BUSN5210ბიზნეს-კომუნიკაციები6
    INFO5112დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6
    INFO5120ArcGIS სისტემები6
    INFO5211მარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში6
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი6
    INFO5252Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO5256IT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO5280ციფრული ინფორმაციის სამართალი6
    INFO6130Android პლათფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6135Web პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    INFO6250ინდუსტრიულ პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6261სისტემური დაპროგრამება6
    INFO6271მონაცემთა ბაზების სისტემები6
    INFO6280Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები I6
    INFO6292Visual Basic6
    INFO7855R (სტატისტიკური გამოთვლები)6
    MATH4119კრიპტოლოგია6
    MGMT4550ლიდერობა6
    BLCH5118კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულაცია6
    BLCH5119სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია6
    BLCH5310ბლოკჩეინი 2.0 - გონიერი აქტივები და სმარტკონტრაქტები6
    BLCH5320სმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები (ეთერიუმის ქეისი)6
    INFO5253IT სერვისების ოპერირება და მუდმივი გაუმჯობესება6
    INFO5254IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO6220ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა6
    INFO6221DevOps6
    INFO6262Spring ფრეიმვორკი6
    INFO6263დიდ მონაცემთა სისტემები6
    INFO6270ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია6
    INFO6281ბიზნესის ანალიზის და ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგია მონაცემთა საცავებში6
    INFO6290Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები II6
    INFO6294კომპიუტერული ქსელის დიზაინი6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    MGMT5110ოპერაციათა მენეჯმენტი6
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6

    კრედიტების ჯამი:

    258









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი