eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმატიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კვლევისა და განვითარებისათვის. საინფორმაციო ტექნოლოგიების კურსები მოიცავს კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებს, ვებ და ქსელურ პროგრამირებას, მონაცემთა ბაზებს (Oracle სერტიფიკატი), მობილური აპლიკაციების, ERP სისტემებს და საინფორმაციო ტექონოლოგიებში ლოგიკურ-ალბათურ მეთოდებს. სხვადასხვა არჩევით კურსები სტუდენტს საშუალებას მისცემს გაიღრმავოს კომუნიკაციის უნარი, შეიძინოს სიღრმისეული ცოდნა და საკითხის გადასაჭრელად კვლევაზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში იმ პრობლემებს, რომლებიც მოითხოვენ პრინციპებსა და პროცესების სიღრმისეული ცოდნის. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც IT მენეჯერი, ვებ ადმინისტრატორი, ქსელის ადმინისტრატორი, ან მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • პროფესიული სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშავოს ახალი, სტანდარტულისგან განსხვავებული იდეები;
    • პროგრამირების, კომპიუტერული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მეთოდების ცოდნა;
    • კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური მეთოდების, მათემატიკური ლოგიკისა და ალბათობის თეორიის ძირითადი თეორემებისა და ოპერაციების ცოდნა;
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვის ციკლის ცოდნა;

  • უნარი
    • დამოუკიდებლად დიდი ზომის ქსელის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების უნარი;
    • პროგრამულ გარემოში პროდუქტების შემუშავების პროექტის შექმნისა და მართვის უნარი;
    • პროფესიული სფეროსათვის დამახასიათებელი კვლევის დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
    • აკადემიური, პროფესიული საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისი დასკვნების საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით არგუმენტირებულად მიწოდებისა და საკუთარი მოსაზრების დაცვის უნარი;
    • გუნდის როგორც მართვის, ისე ეფექტური წევრობის უნარი;
    • ქსელური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უნარი;
    • რთული სისტემების მახასიათებლების კრიტიკული ანალიზის, მათშორის რაოდენობრივი შეფასების მაჩვენებლების საფუძველზე ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევის შესახებ დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცალკეულ დარგთან დაკავშირებული ღირებულებებისადმი საკუთარი და სხვების დამოკიდებულებების შეფასება;
    • პროფესიული ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად შეძენილი ცოდნის გამოყენება;
    • პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების და მათ შორის სადოქტორო საფეხურზე სწავლის საჭიროების დადგენის უნარი;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 04-09-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 42
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 40/19
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება20-25 სტუდენტით. სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის 120 კრედიტი შედგება: პროგრამის ძირითად საგნები 78 ECTS, პროგრამის არჩევით საგნები 42 ECTS; პროგრამის ძირითად ნაწილში სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს სამაგისტრო ნაშრომი (30 ECTS), რომელზეც სტუდენტი რეგისტრირდება 90 კრედიტის (ძირითადი ბლოკიდან 48 ხოლო არჩევითი ბლოკიდან 42 კრედიტის) დაგროვების შემდეგ. არჩევითი საგნების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 ECTS, საიდანაც სტუდენტი ირჩევს 42 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO5111ქსელური გადამრთველების დაგეგმვა6 1
    INFO5112დაპროგრამების ინსტრუმენტები მონაცემთა ბაზებისათვის6 1
    INFO6250ინდუსტრიულ პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 1
    INFO6340სისტემების სტრუქტურული ანალიზი6 1
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი6 2
    INFO6130Android პლათფორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6 2
    INFO6140ERP სისტემების სტრუქტურა და ფუნქციონალობა6 3
    INFO6260IT პროექტების მართვა6 3
    INFO6240სამაგისტრო ნაშრომი ინფორმატიკაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO5959კიბერუსაფრთხოება და რეგულირება6
    INFO5280ციფრული ინფორმაციის სამართალი6
    INFO6350IT ინფრასტრუქტურის დიზაინი6
    BLCH5130კრიპტოვალუტების ტექნოლოგიები (ბიტკოინის ქეისი)6
    BLCH5140ინოვაციური ბიზნეს-მოდელები6
    BLCH5210ფულის დეცენტრალიზაცია და კრიპტოვალუტები6
    BLCH5230ბიზნეს-პროცესები6
    INFO5211მარშრუტიზაციის უზრუნველყოფა ქსელებში6
    INFO5252Agile-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების მართვა6
    INFO5256IT სერვისების ტრანზიტულობა6
    INFO6135Web პლათმორმაზე დაფუძნებული დეველოპმენტი6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    INFO6211პირად მონაცემთა დაცვა ციფრულ ერაში6
    INFO6262Spring ფრეიმვორკი6
    INFO6263დიდ მონაცემთა სისტემები6
    INFO6271მონაცემთა ბაზების სისტემები6
    INFO6280Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები I6
    INFO6292Visual Basic6
    INFO6330IT მენეჯმენტი6
    INFO7854Python6
    BLCH5118კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულაცია6
    BLCH5119სმარტ კონტრაქტის სამართლებრივი რეგულაცია6
    BLCH5310ბლოკჩეინი 2.0 - გონიერი აქტივები და სმარტკონტრაქტები6
    BLCH5320სმარტკონტრაქტების ტექნოლოგიები (ეთერიუმის ქეისი)6
    INFO5253IT სერვისების ოპერირება და მუდმივი გაუმჯობესება6
    INFO5254IT სერვისების სტრატეგია და დიზაინი6
    INFO6220ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა6
    INFO6221DevOps6
    INFO6270ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მანქანური სწავლების ალგორითმიზაცია6
    INFO6281ბიზნესის ანალიზის და ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგია მონაცემთა საცავებში6
    INFO6290Microsoft Asp.Net Core MVC პლატფორმაზე დაფუძნებული მრავალშრიანი ვებ-აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტები II6
    INFO6294კომპიუტერული ქსელის დიზაინი6
    INFO7855R (სტატისტიკური გამოთვლები)6
    MATH4119კრიპტოლოგია6
    INFO6262ESpring ფრეიმვორკი6

    კრედიტების ჯამი:

    210









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი