პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაცია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ელზა ნიკოლეიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (ინგლისური ენის B1 დონე 60%) ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება ფარმაკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული დახმარებისა და ზრუნვის, ფარმაციის მიმართულებით კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების, სამკურნალო საშუალებების წარმოებისა და დამზადების, ფარმაცევტული ანალიზის საბაზისო ცოდნა; ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ფარმაცევტული კვლევების ხელშეწყობის, ფარმაცევტული ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელის იმპლემენტაციის, პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების შესაბამის დონეზე მართვის უნარები. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ფარმაცევტულ საწარმოებსა და კომპანიებში, სააფთიაქო ქსელსა და სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში, წამლის ხარისხის კონტროლისა და ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებში, ასევე სადაზღვევო კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, ფარმაცევტისა ან/და აღნიშნულ დაწესებულებებში ფარმაციის მიმართულებით მენეჯერის პოზიციებზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • წიგნზემუშაობისმეთოდი;
  • დისკუსია;
  • ახსნა-განმარტებითიმეთოდი;
  • დემონსტრირებისმეთოდი;
  • ვიდეო-აუდიოსასწავლომასალისგამოყენება;
  • ინტერაქტიულიმეცადინეობები;
  • სიტუაციურიამოცანები;
  • როლურითამაში;
  • პრაქტიკულიმუშაობა;
  • ლაბორატორიულიმუშაობა;
  • გუნდურიმუშაობა
  • პრობლემებისდასმადამათიგადაჭრა;
  • ჯგუფურიდავალებები;
  • პრობლემისგადაჭრაზეორიენტირებულისავარჯიშოები;
  • შემთხვევისშესწავლადაანალიზი (case study);
  • ლიტერატურისმიმოხილვა;
  • წიგნზემუშაობისმეთოდი;
  • შესაბამისიმასალისმოძიებაელექტრონულფორმატშიანბიბლიოთეკაში;
  • წერითიმუშაობისმეთოდი;
  • თემებისდაწერა;
  • პრეზენტაციებისწარდგენა;
  • ვერბალური, ანუზეპირსიტყვიერიმეთოდი;
  • ელექტრონულიდაარაელექტრონულისამედიცინოჩანაწერებისწარმოება;
  • კლინიკური, პრაქტიკულიმეცადინეობები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • ადამიანის ორგანიზმის, ცალკეული ორგანოს, ორგანოთა სისტემების აგებულების, უჯრედთა ინტეგრაციისა და ქსოვილთა წარმოქმნის, სტრუქტურული და ფუნქციური ორგანიზაციის ცოდნა
  • ადამიანის ორგანიზმში ნორმალურ და პათოლოგიურ მდგომარეობებში ქიმიურ, ბიოქიმიურ, მოლეკულურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მიმდინარე პროცესების შესახებ საბაზისო ცოდნა
  • ადამიანის ორგანოთა სისტემებში და სისტემებს შორის ფიზიოლოგიური პროცესებისა და ურთიერთკავშირის ფორმების ცოდნა
  • ცოდნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების გზებისა და საშუალებების, ჯანდაცვის ორგანიზაციებში გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის დანახარჯებისა და ფინანსური მენეჯმენტის თავისებურებების შესახებ
  • ცოდნა ფარმაცევტული ორგანიზაციის პრაქტიკული მოდელების, პრაქტიკის საერთაშორისო სტანდრტების,  ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ფარმაცევტული ორგანიზაციების ფუნქციების შესახებ
  • ცოდნა ჯანდაცვის სერვისების  მიწოდების ორგანიზაციული ასპექტების, ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული რეგულაციების, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო დებულებების, ფარმაცევტული ეკონომიკის ასპექტების, წამლებისა და საკვების ადმინისტრირების შესახებ
  • ცოდნა რაოდენობითი კვლევის მეთოდების პრინციპების, სამკურნალო პრეპარატების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის, წამალთა ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდების ზოგადი სისტემატიზაციის, შესაძლებლობებისა და გამოყენებითი ასპექტების შესახებ
  • ცოდნა ფარმაცევტთა ეთიკის და ბიოეთიკის კოდექსის,  სამართლებრივი, მორალური პრინციპებისა და ფასეულობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ფარმაცევტი-პაციენტის ურთიერთობაზე
  • ცოდნა ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით პრეპარატების კლასიფიკაციის, მედიკამენტების დანიშვნის, ჩვენებების, უკუჩვენებების, გვერდითი ეფექტების და დოზირების სქემების შესახებ
  • მცენარეთა მორფოლოგიისა და ბიოლოგიის, აგრეთვე, სამკურნალო მცენარეული ნედლეულის შეგროვებისა და ექსტრაქციის, დამზადების, სტანდარტიზაციისა და ტოქსიურობის ხარისხის კონტროლის საფუძვლების შესახებ საბაზისო  ცოდნა
  • ცოდნა ორგანოებზე და ორგანოთა სისტემებზე სხვადასხვა სახის შხამების, პესტიციდების, ცხოველური და მცენარეული შხამების, მედიკამენტების ზემოქმედების და მათი ელიმინაციის გზების და მკურნალობის მეთოდების შესახებ და გაცნობიერებული ექნება ტოქსიკოლოგიის მნიშვნელობა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის
  • ცოდნა ფარმაცევტულ დაწესებულებათა ნომენკლატურის, აფთიაქის, როგორც ერთეულის, სტრუქტურის, ფუნქციების და ამოცანების, წამალთა შერჩვისა და უზრუნველყოფის, მედიკამენტებისა და  სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვისა და გაცემის,  მარაგის კონტროლის მენეჯმენტის საკითხების შესახებ
  • ცოდნა ადამინის ორგანოთა სისტემების (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საშარდე სისტემების და სხვა) შინაგანი დაავადების გამოკვლევის მეთოდების, დიაგნოსტიკისა და დიფერენციალური დიაგნოსტიკის, მკურნალობის მეთოდების  შესახებ და გაცნობიერებული სამედიცინო პრაქტიკაში დეონტოლოგიის პრინციპების დაცვის მნიშვნელობა
  • ცოდნა სწავლისა და სწავლების ძირითად საკითხებსა და ტექნოლოგიებზე  ფარმაციაში
  • ზეპირი და წერილობითი შეტყობინების აგების პრინციპების თავისებურებათა გააზრება ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის (B2/2) შესაბამისი სირთულის სინტაქსური კონსტრუქციების ჩარჩოებში;
  • წამლების ძირითადი ჯგუფების, მათი  მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების, ბიოტრანსფორმაციისა და ელიმინაციის გზების შესახებ   საბაზისო ცოდნა
  • საბაზისო ცოდნა ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების,  ფიზიკური მოვლენებისა და კანონების შესახებ, მედიცინაში გამოყენებული კვლევისა და დიაგნოსტიკის თანამედორვე ფიზიკური და ბიოფიზიკური მეთოდების შესახებ
  • ცოდნა ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიური კლასიფიკაციის პრინციპების, სამკურნალო ნივთიერებების მიღების წყაროების, ქიმიური სტრუქტურის დადგენის მეთოდების შესახებ
  • გაცნობიერებული ზოგადი, არაორგანული, ორგანული და ანალიზური   ქიმიის  საფუძვლების ცოდნა და მნიშვნელობა ფარმაცევტული წარმოების განვითარებისთვის
  • სასიცოცხლო პროცესების მოლეკულური მექანიზმების, მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების ნორმალური პროცესებისა და დარღვევების  შესახებ ცოდნა;
  • ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებები სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში (ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, ორსულები)
  • ფარმაკოთერაპიის რაციონალური მეთოდების ცოდნა
  •  გაცნობიერებული ექნება ფარმაკოთერაპიის მნიშვნელობა პოლიპრაგმაზიისა და არაეფექტური და საფრთხისშემცველი მედიკამენტური თერაპიის საწინააღმდეგოდ
  • ფარმაცევტული ნედლეულისა და პროდუქციის დამზადების, გადამუშავებისა და ანალიზის ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფუძვლების ცოდნა;
  • ცოდნა ჰოსპიტალებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებში პაციენტთა ფარმაცევტული ზრუნვისა და დახმარების ორგანიზაციისა და მართვის შესახებ და გაცნობიერებული ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის „სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკა“ (Good Pharmacy Practice) იმპლემეტაციისათვის ხელშწყობა
  • ცოდნა პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრინციპებისა და წესების შესახებ და შესაძლებლობა გამოიყენოს წამლები და სხვა თერაპიული საშუალებები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით
  • ფარმაცევტული ნედლეულის დამზადების, შრობის, გადამუშავების, შენახვის წესებისა და სტანდარტიზაციის მეთოდების საბაზისო ცოდნა
  • ფარმაცევტული ტექნოლოგიის  კომპლექსური საკითხების: წამლის ფორმათა კლასიფიკაცია, დოზირება, წამალთა სააფთიაქო და საქარხნო ტექნოლოგია, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია - საბაზისო ცოდნა;
  • ინფორმაციის სისტემატიზაციის, განზოგადების, პერეფრაზირებისა და კომენტირების მეთოდებისა და ხერხების, ასევე სხვადასხვა ტიპის აკადემიური ტექსტის შექმნისა და განვითარების რიტორიკული სტრატეგიების  ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • სტანდარტული მეთოდებით ნივთიერებათა მიღების და მათი ქიმიური ანალიზის ჩატარების უნარი;
  • ბუნებრივი (მცენარეული, ცხოველური და მინერალური) და სინთეზური ნედლეულის დამზადების, გადამუშავების და შენახვის უნარი;
  • ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიური, ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარების უნარი
  • სამკურნალწამლო საშუალებების ექსტემპორალური დამზადების (რეცეპტის შესაბამისად) და ფარმაცევტული პროდუქციის სერიული წარმოების უნარი;
  • მედიკამენტების დოზის კალკულაციისა და მათი უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვის უნარი;
  • მინიმალური დანახარჯის პირობებში მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მომცემი  პრეპარატების შერჩევის გზით  რაციონალური ფარმაკოთერაპიის  განხორციელების უნარი
  • სამკურნალო საშუალებების განაწილების,  შესყიდვისა და სამკურნალო ფორმულარების შექმნის უნარი
  • გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარი;
  • სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატულ-ტექნიკური დოკუმენტაციის წამლების აღრიცხვის, განთავსების,  რეგისტრაციისა და ფარმაცევტული სხვა პრაქტიკული საქმიანობის დროს  გამოყენების უნარი;
  • სპეცკონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული, ნარკოტიკული) სამკურნალწამლო საშუალებების აღრიცხვისა და გაცემის უნარი;
  • ფარმაცევტული ზრუნვის მეთოდების ( ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელი) პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად, ნედლეულის, სუბსტანციის და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის შეფასების მიზნით, კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი
  • ფარმაციის სფეროში საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მოვლენების ადეკვატურად და კრიტიკულად შეფასების და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ფარმაცევტული საქმის  განხორციელებისათვის მონაცემთა  შეგროვების, დამუშავების, განამარტებისა და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;
  • ფარმაცევტული საქმიანობის (ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება, რეალიზაცია,  ფარმაცევტული ზრუნვა და მოვლა) დროს წარმოქმინილი პრობლემების გამომწვევი ფაქტორების წინასწარი შეფასებისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების  უნარი;
  • რეცეპტის გარეშე გასაცემი სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური შერჩევის  უნარი;
  • წამლის კლინიკური ეფექტურობის შეფასების უნარი;  
  • ფარმაკოლოგიური პროდუქტების მოხმარებისა და ფარმაცევტული  საქმიანობის, მ.შ. ფარმაცევტული ზრუნვის  ეფექტურად განხორციელების  მიზნით სათანადო მონაცემების შეგროვების, მოქმედების მექანიზმების გაანალიზების,  განმარტებისა და დასკვნის გამოტანის უნარი;
  • კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზისა და შესაბამისი დასკვენების გამოტანის უნარი

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • აკადემიურ და პროფესიულ წრეებში ფარმაცევტულ თემებზე,  ანგარიშებისა და მონაცემების  ზეპირსიტყვიერ, ბეჭდვით, თუ ელექტრონულ ფორმატში წარდგენისა და დაცვის უნარი;
  • ფარმაცევტული (სააფთიაქო, საქარხნო, ლაბორატორიული, საკონსულტაციო -ორგანიზაციული) საქმიანობის შესახებ პროფესიული ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
  • რეცეპტით და რეცეპტის გარეშე პაციენტზე/კლიენტზე წამლის გაცემის და დოზირების, დანიშნულების, მიღების წესებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მომზადების და  მიწოდების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ძირითად საბაზო დისციპლინებში საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების უნარი
  • ფარმაცევტული უწყვეტი განათლების მიღებისა და პროფესიული ზრდის მიზნით ფარმკოლოგიის, ფარმაკოკინეტიკის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაცვეტული ქიმიის, ფარმაცევტული ანალიზის, ფარმაკოგნოზიის, ფარმოკოთერაპიისა და კლინიკური ფარმაციის, ფარმაცევტული ზრუნვის, ფარმაცევტული საქმიანობის მენეჯმენტის მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროების შეფასებისა და დადგენის  უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ფარმაცევტულ პრაქტიკასა და კვლევებში ფარმაცევტული ეთიკის ფორმირების ხელშეწყობისა და დამკვიდრების პროცესში მონაწილეობის უნარი;
  • მომხმარებლის ინტერესების დაცვისა  და მასზე ზრუნვის უნარი
  • გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულების შგნება
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-27-2017
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/17
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საბაკალავრო პროგრამა „ფარმაცია“მოიცავს 240 ECTS კრედიტს და შედგება ძირითადი საგნების 228ECTS და არჩევითი საგნების 12 ECTS კრედიტისაგან (რომელთა არჩევაც ხდება 60ECTS არჩევითი კრედიტისაგან) ძირითადი საგნებიდან 18 ECTS კრედიტი (ENGL2217 ინგლისური ენა (B 1/2) (6 ECTS) და ENGL3149 ინგლისური ენა (B 2/1) (6 ECTS) ENGL3213 ინგლისური ენა VI (B2/2) (6 ECTS) სავალდებულო საგნებია. სტუდენტები საგნებს გადიან სემესტრულად, კურაციული სისტემით ტარდება ინტენსიური პრაქტიკული სწავლებები ფარმაცევტულ საწამოებსა (საწარმოო პრაქტიკა) და დაწესებულებებში (სააფთიაქო ქსელი, სამედიცინო კლინიკები), აგრეთვე პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება საუნივერსიტეტო სიმულაციურ აფთიაქში. ლაბორატორიული მეცადინეობები კი შესაბამის პროფილურ ლაბორატორიებში.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    NRSI1110ადამიანის ანატომია6 1
    NRSI1220ადამიანის ფიზიოლოგია6 1
    ENGL3118ინგლისური ენა ფარმაცევტებისთვის B2/16 2
    PHAG1110ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია6 2
    PHAG1120ფარმაციის ისტორიისა და ფარმაცევტული ინფორმაციის საწყისები6 2
    PHAG1220სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა6 2
    PHAG1230ზოგადი და არაორგანული ქიმია6 2
    MCRB1110მიკრობილოლოგია6 3
    PHAG2110ბიოქიმია6 3
    PHAG2120პათოლოგიური ანატომია და პათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    PHAG2130მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა6 3
    PHAG2140ორგანული ქიმია6 3
    ENGL3318ინგლისური ენა ფარმაცევტებისთვის B2/26 4
    PHAG2210ფარმაკოკინეტიკა6 4
    PHAG2220ფარმაკოლოგია I6 4
    PHAG2230ანალიზური ქიმია6 4
    PHAG3110ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა6 5
    PHAG3120ფარმაცევტული ქიმია6 5
    PHAG3130ფარმაკოგნოზია6 5
    PHAG3140ფარმაკოლოგია II6 5
    HELM2210ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 6
    PHAG3210ფარმაკოთერაპია I6 6
    PHAG3220ფარმაცევტული ტექნოლოგია6 6
    PHAG3240ტოქსიკოლოგია6 6
    PSYC1265შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში6 6
    PHAG3250ფარმაკოთერაპია II6 7
    PHAG4110კლინიკური ფარმაცია6 7
    PHAG4120ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაცია და პოლიტიკა6 7
    PHAG4130ფარმაცევტული ზრუნვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება6 7
    PHAG4140ბიოეთიკა ფარმაციაში6 7
    PHAG4210პრაქტიკა I - ფარმაცევტული ზრუნვა და დახმარება6 8
    PHAG4220პრაქტიკა II კლინიკური ფარმაცია6 8
    PHAG4230პრაქტიკა III ფარმაცევტული ტექნოლოგია6 8
    PHAG4240პრაქტიკა IV ფარმაცევტული ანალიზი6 8
    PHAG4250სწავლა და სწავლება ფარმაციაში6 8

    კრედიტების ჯამი:

    228

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    HELM1210ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის საფუძვლები6
    HELM4151SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვის მენეჯმენტში6
    LATN2217ლათინური ენა6
    PHAG3230ჰომეოპათიისა და ფიტოთერაპიის საფუძვლები6
    PHAG4270ნუტრიციოლოგიის საფუძვლები6
    PHAG4280ფარმაციის მენეჯმენტის საფუძვლები6
    PHAG4290ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის საფუძვლები6
    PUBH3110პროფესიული კომუნიკაცია ჯანდაცვაში6

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი