eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქეოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: დავით ბერიკაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქეოლოგიის მაგისტრი (MA in Archaeology)
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე სტანდარტების მცოდნე, არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის აუცილებელი კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე პროფესიონალის ჩამოყალიბებას. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება სამაგისტრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თანამედროვე, დროის მოთხოვნებზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, არქეოლოგიურ ექსპედიციებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მუზეუმებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე მომუშავე სხვა საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებას დარგის ფართო და საფუძვლიანი ცოდნით. პროგრამაში ჩართული სპეციფიკური მოდულების( ქვისა და ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ეპოქა, ქალკოლითი და ნეოლითი) არჩევის შესაძლებლობა მაგისტრანტს უღრმავებს პროფესიულ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით, ხოლო პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, პალეონტოლოგია, ანთროპოლოგია) სპეციალობით.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზემუშაობისმეთოდი
  • ახსნა-განმარტებითიმეთოდი
  • დემონსტრირებისმეთოდი
  • ინტერაქტიულიმეცადინეობები
  • დისკუსია/დებატები;
  • პრაქტიკულიმუშაობა;
  • კრიტიკულიანალიზისმეთოდი;
  • პრობლემისდასმადაგადაჭრა;
  • შემთხვევისშესწავლადაანალიზი;
  • საკუთარისამუშაოსკრიტიკულიშეფასება;
  • სხვათასამუშაოსკონსტრუქციულიკრიტიკა;
  • წერითიმუშაობა;
  • რეფერატებისპრეზენტაცია;

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • აკადემიური წერისა და კვლევის სტრატეგიებისა და სტანდარტების სისტემური ცოდნა;
  • არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაციის პრინციპების, სტანდარტებისა და მეთოდების სისტემური ცოდნა;
  • გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით   არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაციის ფორმებისა და  ექსპონირების მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა;
  • არქეოლოგიური მასალის აღწერა/რეგისტრაციის, ჩახაზვის, ფოტოგრაფირების მეთოდების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა;
  • არქეოლოგიური მასალის მეცნიერული კვლევისა და ანალიზის  სტანდარტებისა და მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საბაზისო ბიოლოგიის (ძვლის აგებულება და ზრდის პროცესი, ცხოველთა ჩონჩხები) საფუძვლიანი ცოდნა;
  • ტაფონომიისა და ადამიანის ზეგავლენით გამოწვეული ტრანსფორმაციის პროცესების თავისებურებათა სისტემური ცოდნა;
  • პირველადი და მეორადი მონაცემების შეგროვების ხერხებისა და მეთოდოლოგიის სიღრმისეული ცოდნა;
  • არქეოლოგიის წყაროების ძირითადი კატეგორიების: "ცალკეული არქეოლოგიური მონაპოვარი", "სამარხეული ძეგლები", "საკულტო ძეგლები", "ნაქალაქარი/ნამოსახლარები" , "განძები" დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა;
  • სერიაციის, კომბინაციის სტატისტიკის და კორესპონდენციის ანალიზის არსისა და მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ბრინჯაოს ხანის წინა აზიის არქეოლოგიური კულტურების უმნიშვნელოვანესი ძეგლების საფუძვლიანი ცოდნა;
  • კოლხური კულტურის გავრცელების არეალის, ქრონოლოგია-პერიოდიზაციის, წამყვანი კომპონენტების და მათი თავისებურებების სისტემური ცოდნა;
  • ქართლის სამეფოს წამყვანი არქეოლოგიური ძეგლებისა (საერო და სატაძრო არქიტექტურა, თავდაცვითი ნაგებობანი, აბანოები) და  გეოგრაფიული საზღვრების ღრმა და სისტემური ცოდნა;
  • პროექტის, მათ შორის არქეოლოგიური პროექტის, მართვის სტნდარტებისა და პრინციპების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა;
  • გეოფიზიკური და გეოარქეოლოკაციური მეთოდების სისტემური ცოდნა;
  • გეოფიზიკური დაზვერვების წარმოების საფუძვლიანი თეორიული და   პრაქტიკული ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • არქეოლოგიური დაზვერვების წარმოების დროს გეოარქეოლოკაციური მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • მოპოვებული არქეოლოგიური მასალის კამერალური დამუშავებისა და დოკუმენტირების უნარი თანამედროვე ხერხებითა და სტანდარტების გათვალისწინებით;
  • არქეოლოგიური ექსპედიციის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი.
  • არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაციის პრინციპების, სტანდარტებისა და მეთოდების (ტილდენის პრინციპები, მარკეტინგის ფაქტორები, მედიასაშუალებები, გზავნილის ელემენტები, ექსპონირების ფორმებთან დაკავშირებით შემუშავებული პროგრამის ყველა ტიპი, პროდუქტი ან სერვისი) გამოყენების უნარი  კონკრეტულ სიტუაციაში;
  • პალინოლოგიური დიაგრამების აგების, მათი წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • არქეოლოგიური პროექტის მომზადებისა და მართვის უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტების განსაზღვრისას თანამედროვე გეოფიზიკური ტექნიკის გამოყენებით მიღებული შედეგების მათ შორის რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ინოვაციური სინთეზის და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
  • მოპოვებული არქეოლოგიური არტეფაქტების შესაბამისად დამუშავებისა და დოკუმენტირების მიზნით რეკომენდაციების მომზადების უნარი;
  • საგნობრივი სფეროსათვის რელევანტური მეთოდების გამოყენებით (საანალიზო  ნიმუშების აღება, ორგანული ნაშთებისა და არქეოლოგიური ჭურჭლის შიგთავსის  პალინოლოგიური კვლევა, პალინოლოგიური დიაგრამების აგება,პალეოეკოლოგიური რეკონსტრუქცია) მიღებული შედეგების მათ შორის რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ინოვაციური სინთეზის და განზოგადების უნარი;   
  • არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაციის ფორმების შერჩევისა და განხორციელების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ინოვაციური სინთეზის და შეფასების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • არქეოლოგიის  სფეროსათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის  შედეგად მიღებული მონაცემების კომუნიკაციის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ  ენებზე;
  • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) არგუმენტირებული თვალსაზრისის წარმოჩენის უნარი;
  • მონათესავე სპეციალობების (ანთროპოლოგი, გეოლოგი, პალეონტოლოგი ხელოვნებათმცოდნე) წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით;
  • ციფრულ, ბეჭვდით ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ–წყაროებში ინფორმაციის განთავსებისა და გავრცელების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისა და თვითგანვითარების უნარი;
  • სწავლის მაქსიმალურად ეფექტური სტრატეგიის შერჩევისა და შერჩეული სტრატეგიის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგის უნარი საკუთარ შესაძლებლობათა და მიღწევათა ობიექტური შეფასების გზით;
  • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • აკადემიური პატიოსნების სტანდარტები;
  • ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი;
  • ძირითად ჰუმანურ ფასეულობათა და პროფესიულ ღირებულებათა გათვალისწინება აზრის ან დასკვნის ჩამოყალიბების პროცესში და სწრაფვა საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალი ღირებულებების  ფორმირებასა და დამკვიდრებაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-14-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43/16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქეოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 60 ECTS ( მათ შორის სავალდებულო არქეოლოგიურ პრაქტიკას), სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას, რომლის მოცულობა 30 ECTS განსაზღვრული და სპეციალიზაციის არჩევით მოდულებს (ქვისა და ბრინჯაოს ხანა; ანტიკური ეპოქა; ქალკოლითი და ნეოლითი), რომელშიც სტუდენტმა აუცილებლად უნდა აიღოს 12 ECTS სპეციალიზაციის გამნსაზღვრელ საგნებში და დანარჩენი 18 კრედიტი შეავსოს შეთავაზებული ასარჩევი საგნებით.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH 5112ბიოლოგიური ანთროპოლოგია6 1
    ARCH 5120გეოფიზიკური მეთოდები არქეოლოგიაში.6 1
    ARCH 5130ზოოარქეოლოგია6 1
    ARCH 5131პალინოლოგია6 1
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6 1
    ARCH 5210არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაცია მუზეუმებში6 2
    ARCH 5220არქეოლოგიური მასალის კამერალური დამუშავება, კვლევა და დოკუმენტირება6 2
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6 2
    ARCH 6110არქეოლოგიური პროექტის მართვა6 3
    ARCH6151არქეოლოგიური პრაქტიკა6 3
    ARCH6150სამაგისტრო ნაშრომი არქეოლოგიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    90

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა უნდა აირჩიოს 18ECTS
    კოდი საგანი კრედიტი
    ANTH 5211სოციოკულტურული ანთროპოლოგია6
    ARCH 5132ლანდშაფტის არქეოლოგია6
    ARCH5250საველე პრაქტიკული კვლევის მეთოდები არქეოლოგიაში6
    ARCH6161შუა საუკუნეების არქეოლოგია6
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    HIST6151"ქართველთა ცხოვრება" - ისტორიული ანალიზი6
    INFO 5222გეოინფორმაციული ტექნოლოგიები არქეოლოგიაში6
    ARCH 5121კულტურული ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთქმედების ასპექტები6
    ARCH 6160ქრისტიანული არქეოლოგია6
    HIST5111შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია6
    HIST5120საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფია და ისტორიული გეოგრაფია6
    HIST5231ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ6

    კრედიტების ჯამი:

    72

    ქვისა და ბრინჯაოს ხანა - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5230პრეისტორიული არქეოლოგია62
    ARCH 6120წინა აზიის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგია63

    კრედიტების ჯამი:

    12

    ანტიკური ეპოქა - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5240ანტიკური ხანის საქართველო და გარე სამყარო I (კოლხეთი)62
    ARCH 6130საქართველო და გარე სამყარო ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში II (ქართლის სამეფო)63

    კრედიტების ჯამი:

    12

    ქალკოლითი და ნეოლითი - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5250ქალკოლითური კულტურების არქეოლოგია62
    ARCH 6140ნეოლითის არქეოლოგია63

    კრედიტების ჯამი:

    12









    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი