პროგრამა: | ქართული ფილოლოგია |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ნანა შავთვალაძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ქართულ ფილოლოგიაში |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ, სოციალურ, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მეცნიერებებში, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მაგისტრის მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნის მისაღწევად ღრმად და სისტემურად შეისწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რის საფუძველზეც ხდება საბაკალავრო დონეზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავება და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს; ასევე, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე სპეციალობით. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებული ღრმად და სისტემურად იცნობს: ენობრივი პოლიტიკის ძირითად თეორიებსა და თანამედროვე მეთოდებს; ენობრივი პოლიტიკის დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების, ენისა და ნაციონალიზაციის, ენისა და ეთნიკურობის, ენობრივი კორპუსისა და ენის მიღების დაგეგმარებას, ენობრივ მენეჯმენტს. ტექსტის შედარებითი ანალიზის პრინციპებს; საერთოისტორიულ კონტექსში მხატვრულ-ლიტერატურული აზროვნების განვითარების ზოგად კანონებს და თანამედროვე „ცივილიზაცითა ინტეგრაციის“ პროცესში „კულტურათშორისი დიალოგის“ მნიშვნელობას; ქართული ენისა და ეროვნული კულტურის ურთიერთმიმართებას, ენისა და ერის, ენისა და საზოგადოების, ენისა და აზროვნების და საერთოდ, ენისა და კულტურის ურთიერთმიმართების საკითხებს. ენობრივი მოვლენების სინქრონიულ აღწერსა და ანალიზს. მულტილინგვიზმის ფენომენის არსს და ამ უკანასკნელის როლს ენობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სიტყვის, როგორც ენის ლექსიკის ერთეულის მიმართებას მთელ ლექსიკურ სისტემასთან. მისი სინქრონული და დიაქრონული შესწავლის თავისებურებებს. ლექსიკოლოგიის დარგებსა და მათ ურთიერთმიმართებას. ლექსიკონის შედგენის თეორიას. სიღრმისეულად იცის: ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდები ქართული ზმნის სტრუქტურა და კონსტრუქცია, უღლების ტიპებად დაყოფის გრამატიკული კრიტერიუმი, შესაბამისი პარადიგმების შედგენის ხერხები. სახელისა და ზმნის სინტაქსური ურთიერთობის მექანიზმი და ინდოევროპული ენების სინტაქსთან არსებულ განსხვავება;
კომპლექსურად განსაზღვრავს და ახასიათებს: ქართული ენის დიალექტებს (ფონეტიკა-მორფოლოგია-ლექსიკა) და მათ მიმართებას სალიტერატურო ენასთან; ლექსიკური ერთეულის ფუნქციებს. ლექსიკონის რაობასა და მის სახეობებს, შედგენის პრინციპებს. ქართული მწერლობისა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესის ურთიერთმიმართების საკითხს. ძველი, ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ადგილს მედიევისტიკისა და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია: ქართული ფილოლოგიის სფეროში უახლესი მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად წარმართვა; საკუთარი დასკვნების ჩამოყალიბებისა და დასაბუთებისას შესაბამისი სამეცნიერო-ტერმინოლოგიური აპარატით ოპერირება; სამეცნიერო პუბლიკაციების მოძიება და დამუშავება: რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; ძირითადი და დამხმარე საინფორმაციო წყაროების მნიშვნელობის განსაზღვრა, სხვადასხვა შეხედულების შედარება, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი; ქართული ლიტერატურის (უძველესი პერიოდიდან დღემდე) ძირითადი ტენდენციების საფუძვლიანი აღწერისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; ქართველ მწერალთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის დამოუკიდებელად კვლევა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების კონტექსტში; ქართული ენისთვის დამახასიათებელი მონაცემების განმარტება და მათი კომპლექსური ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; ენობრივი მოვლენების დიაქრონიული და სინქრონიული ასპექტით კვლევა; მიღებული ცოდნის საკითხთა ინტერდისციპლინარულ კვლევებში გამოყენება. იმუშაოს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის შედგენაზე. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს შეუძლია: ქართული ფილოლოგიის სფეროში კვლევისთვის რელევანტური პრობლემის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია სამაგისტრო ნაშრომის ფორმატში აკადემიური წერისა და კვლევის სტრატეგიების გამოყენებით; |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 01-27-2017 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 02/17 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 38/17 |
პროგრამის დეტალები: | ... |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს ძირითადი საგნების ბლოკს – 96 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 30 ECTS), არჩევითი საგნების ბლოკს - 24 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
KART5231 | ქართული ენის ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია | 6 | 1 |
KART5110 | აკადემიური წერა და კვლევა | 6 | 1 |
KART5120 | შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (კომპარატივისტიკა) | 6 | 1 |
KART5131 | ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (V- XVIII ს.ს. ) | 6 | 1 |
LING5111 | ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდები | 6 | 1 |
KART5210 | კულტუროლოგიური ლინგვისტიკა | 6 | 2 |
KART5220 | ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XIX ს.ს.) | 6 | 2 |
KART5230 | ქართული წინადადების მორფო-სინტაქსური სტრუქტურა | 6 | 2 |
KART6110 | ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XX ს.ს.) | 6 | 3 |
KART6120 | ქართული დიალექტოლოგია | 6 | 3 |
KART6130 | ენობრივი პოლიტიკის საკითხები | 6 | 3 |
KART6210 | სამაგისტრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 96 |
სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ENGL5140 | ინგლისური ენა B2+ | 6 | |
HIST5115 | ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერება და მითოსი | 6 | |
KART6190 | ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები | 6 | |
ANTH5220 | კულტურა და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია | 6 | |
HIST5151 | ქართული ეკლესიის ისტორია | 6 | |
KART5270 | გალაკტიონოლოგია | 6 | |
KART5280 | პერსონაჟის ხატვის პრინციპები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (V-XIს.ს.) | 6 | |
KART5290 | ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება | 6 | |
KART6140 | ქართული ონომასტიკა | 6 | |
KART6150 | ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ძირითადი პრობლემები | 6 | |
KART6170 | ქართული ემიგრანტული მწერლობა | 6 | |
KART6180 | ლექსმცოდნეობა | 6 | |
LING5210 | მოლაპარაკების ხელოვნება | 6 | |
LING5215 | კომუნიკაციური ლინგვისტიკა | 6 | |
MGMT6130 | პროექტის მენეჯმენტი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 90 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |