პროგრამა: არქიტექტურა და დიზაინი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ვლადიმერ აბრამიშვილი
ქეთევან ბერეკაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი, დიზაინის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების უნარის მქონე სპეციალისტი(არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერი), რომელსაც ექნება არქიტექტურის და დიზაინის საფუძვლების, არსის, განვითარების კანონზომიერებების, დაპროექტების მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა. ექნება დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრება, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნება და შეძლებს დამოუკიდებლად დიზაინერულ საქმიანობას, ხოლო ხელმძღვანელობის ქვეშ არქიტექტურულ პრაქტიკულ საქმიანობას.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი:
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პროექტის მომზადება;
  • პრაქტიკა;
  • ესკიზების მომზადება;
  • არქიტექტურული ობიექტის მაკეტის მომზადება;
  • რეფერატების მომზადება;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ბიბლიოთეკაში ან ელექტრონულ ფორმატში;
  • დისკუსია/დებატები.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • თანამედროვე არქიტექტურისმახასიათებელი ნიშნებისა და სტილისტიკის ცოდნა;
  • თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპებისა და ტრანსფორმაციის ცოდნა;
  • არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლების ცოდნა;
  • შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიური ჯგუფების ცოდნა (სამოქალაქო: საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო  და საინჟინრო ნაგებობები);
  • ერგონომიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა
  • ადამიანის ანთროპომეტრული მონაცემების ცოდნა;
  • მცირე ზომის ობიექტების დაპროექტების სტადიების ცოდნა;
  • არქიტექტურული ფორმების მოცულობითი მასშტაბის გაცნობიერება და მისი ადგილთან შეთავსების ცოდნა;
  • მოცულობით-სივრცითი დიზაინერული ფორმების და ტიპების თავისებურებათა და მახასიათებლების ცოდნა;
  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპების ცოდნა;
  • მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის ტიპების ცოდნა;
  • ბიზნეს ცენტრის ცალკეული ბლოკების( კვების, საოფისე, გამაჯანსაღებელი) გეგმარების სპეციფიკის ცოდნა;
  • სუპერმარკეტისა და ავტოსადგომის გეგმარების სტანდარატების ცოდნა;
  • დაპროექტებული მასალის პლანშეტზე განაწილების და ორთოგონალში გამოხაზვის ცოდნა.
  • ინსოლაციის ანგარიშის მეთოდების ცოდნა;
  • ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ანგარიშის ცოდნა;
  • არქიტექტურული აკუსტიკის  საკითხების  ცოდნა  (რევერბერაციის  დრო  და  გეომეტრიული აკუსტიკა).
  • დიზაინის, კონსტრუირების, მაკეტირების ხერხებისა და თავისებურებების ცოდნა;
  • ფიგურების სიბრტყეზე გამოხაზვისათვის საჭირო ორთოგონალური და აქსონომეტრიული გეგმილების აგების ცოდნა;
  • ორთოგონალური გეგმილების მიხედვით აქსონომეტრიის აგების ცოდნა;
  • სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე ძირითადი გეომეტრიული ფიგურების დაგეგმილებისა და მონჟის კოორდინირებული ეპიურის ცოდნა;
  • ძირთადი პოზიციური ამოცანებისა და ეპიურის გარდაქმნის მეთოდების ცოდნა;
  • მსოფლიო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მიღწევების ზოგადი ცოდნა;
  • 3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირების და სამგანზომილებიანი მოდელის აგების  ხერხების ცოდნა;
  • AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირების, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგების  ხერხების ცოდნა;
  • ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი  განვითარების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • სივრცის კომპოზიციის, ჩახურული და გახსნილი სივრცის ორგანიზაციით მდგრადი და უსაფრთხო ურბანული გარემოს შექმნის სტანდარტების ცოდნა;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • არჩეული ობიექტის მაკეტის ბაზის მომზადების უნარი.
  • ფიგურის ორთოგონალური გეგმილის მიხედვით პერსპექტივის  აგების უნარი;
  • ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის ინტერიერისა და საგნობრივი გარემოს სწორად ორგანიზებისა და დაპროექტების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებით;
  • ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის შენობის გეგმების, ფასადების, ჭრილების შესრულების უნარი. 
  • სივრცის დაპროექტებისას იმ არქიტექტურული ფაქტორების გათვალისიწინების უნარი, რომლებიც განსაზღვრავენ ღია და დახურულ სივრცეებში აკუსტიკურ კომფორტს;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებით კონკრეტულ არქიტექტურულ ობიექტზე ინტერიერის დაგეგმვის და/ან განახლების უნარი.
  • ხელმძღვანელის დახმარებით სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული ობიექტის გეგმარებითი ამოცანის კომპლექსური სახით გადაჭრის უნარი;
  • AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირების, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგების უნარი;
  • 3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვის, კორექტირებისა  და სამგანზომილებიანი მოდელის აგების უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • შენობა ნაგებობის მხატვრულ-ფუნქციური ელემენტების ესთეტიური შეფასების უნარი;
  • დიზაინერული ხედვის მხატვრულ-ესთეტიკური წარმოსახვის უნარი;
  • არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვისას გარკვეული კორექტივების, ცვლილების შეტანის უნარი;
  • მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერის დაგეგმარებისას შესაბამისი სტილის შერჩევის უნარი ინტერიერის კომპონენტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • არქიტექტურულ ობიექტებზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და დასკვნის გამოტანის უნარი.
  • დაგეგმარებითი, საინჟინრო, საკომუნიკაციო და სტილისტიკის საბოლოო შეჯერების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • შესრულებული საპროექტო ნახაზის ეფექტურად წარმოჩენის უნარი, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • საკუთარიმოსაზრებებისა და არგუმენტების თანმიმდევრული კომპეტენტური დეკლარირების უნარი;
  • შეძენილიმხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების საფუძველზე  თავისუფალ რეჟიმში დიალოგისა და კამათის წარმართვის უნარი;
  • ინტერიერის და/ან ექსტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და ხედვის მკაფიოდ, თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად ფორმულირებისა და წამოჩენის უნარი თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით;

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • მიღებული ცოდნის შემდგომი სრულყოფის უნარი პრაქტიკულ მუშაობაში;
  • საბაზისო ცოდნასთან ახლის ინტეგრირების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • საკუთარი და სხვისი მხატვრულ–ესთეტიკური ნამუშევრის გააზრებულად დასაბუთებული შეფასების უნარი.
  • გათავისებული თანამედროვე არქიტექტურის ღირებულება მსოფლიო კულტურული ფასეულობების კონტექსტში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/16
    პროგრამის განახლების თარიღი: 01-20-2017
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01/17
    პროგრამის დეტალები: პროგრამას გააჩნია სპეციალობის ორი მოდული: არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის. თითოეული მოდული შედგება 60 ECTS-დან, რაც მოიცავს 8 სასწავლო კურსს - 48 ECTS , პრაქტიკასა და საბაკალავრო ნაშრომს - 12 ECTS. სტუდენტი ირჩევს ერთერთ მოდულს და პროგრამის დასრულების შემდეგ იღებს არქიტექტურის ბაკალავრის ან დიზაინის ბაკალავრის კვალიფიკაციას.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც მოიცავს: • პროგრამის ძირითად საგნებს - 162ECTS • პროგრამის ასარჩევ საგნებს - 18 ECTS • სპეციალობის მოდულს - 60 ECTS

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCT1110ხაზვა6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ARCT1210მხაზველობითი გეომეტრია6 2
    ARCT1220სახვითი ხელოვნების საფუძვლები I6 2
    ARCT1230კომპოზიცია I6 2
    ARCT1240თანამედროვე არქიტექტურის ისტორია6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ARCT2110სახვითი ხელოვნების საფუძვლებიII6 3
    ARCT2120კომპოზიცია II6 3
    ARCT2130არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6 3
    ARCT2140დიზაინ ნახატი6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    ARCT2210ინტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2220ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2230კონსტრუირება და მაკეტირება6 4
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    ARCT3110ეკოლოგია და ლანდშაფტის დიზაინი6 5
    ARCT3120ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3130ინტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3210ინტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3220ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3240კომპიუტერული გრაფიკა I(3D max)6 6
    ARCT4110ინტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7
    ARCT4120ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    ARCT1120რეკლამის დიზაინი6
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    90

    სპეციალობის მოდული არქიტექტურა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCT3140გეოდეზიის საფუძვლები65
    ARCT3230სამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები66
    ARCT4140კომპიუტერული გრაფიკა II(Auto CAD)67
    MATH4123საინჟინრო მათემატიკა არქიტექტორებისთვის67
    ARCT4130ქალაქგეგმარების საფუძვლები67
    ARCT4210თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები68
    ARCT4230ინსოლაციის, განათებისა და აკუსტიკის საფუძვლები68
    ARCT4220მშენებლობის მენეჯმენტის საფუძვლები68
    ARCT4260პრაქტიკა არქიტექტურაში08
    ARCT4270საბაკალავრო პროექტი არქიტექტურაში68

    კრედიტების ჯამი:

    54

    სპეციალობის მოდული ინტერიერის დიზაინი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCT3150სტილი ინტერიერში I65
    ARCT3230სამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები66
    ARCT4170ერგონომიკა67
    ARCT4140კომპიუტერული გრაფიკა II(Auto CAD)67
    ARCT4160სტილი ინტერიერში II67
    ARCT4250ავეჯი ინტერიერის დიზაინში68
    ARCT4210თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები68
    ARCT4265პრაქტიკა ინტერიერის დიზაინში68
    ARCT4275საბაკალავრო პროექტი ინტერიერის დიზაინში68
    ARCT4240ფერი და სინათლე ინტერიერში68

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი