eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გამოყენებითი ფსიქოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნანა ბურდული
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი.
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი.
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებული (შენიშვნა: აღნიშნული წინაპირობა ეხება მხოლოდ ბავშვთა და მოზარდათა ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციაზე სწავლის მსურველებს), ინგლისურ ენაში (წერითი, B2 დონე) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე გამოყენებითი ფსიქოლოგების მომზადებით, რომლებიც იქნებიან მრავალმხრივ განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი აქტიური მოქალაქეები. გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდათავრებულს მისცეს ცოდნა, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების კანონზომიერებების გათვალისწინებით და პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვით, დამოუკიდებლად კვლევის ჩატარების და პროფესიული პრაქტიკული მუშაობის შესახებ ფსიქოლოგიის შემდეგ მიმართულებებში: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაციის შემთხვევაში განუვითაროს ადრეული, შუა ბავშვობის და მოზარდობის ფსიქოლოგიური თავისებურებების საფუძველზე შეფასებისა და დიაგნოსტირების, ქცევის დარღვევების ანალიზისა და ინტერვენციის, ინკლუზიური სწავლების უნარები; კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ფარგლებში - კლინიკურ-ფსიქოლოგიური შეფასების, ფსიქოდიაგნოსტიკის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკის უნარები; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ფარგლებში - ორგანიზაციული ქცევისა და ორგანიზაციული განვითარების შეფასების, პერსონალის შეფასებისა და კარიერული განვითარების, პერსონალის შერჩევის, ტრენინგებისა და განვითარების, მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების და პერსონალის მართვის, გაყიდვების წარმოებისა და დაგეგმვის უნარები; გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში თავიანთი პროფესიული საქმიანობის წარმართვა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, მაღაზიათა ქსელები) და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზემუშაობისმეთოდი
  • ახსნა-განმარტებითიმეთოდი
  • დემონსტირებისმეთოდი
  • ინტერაქტიულმეცადინეობები
  • სიტუაციურიამოცანები
  • როლურითამაში
  • სიახლეთაგარჩევა
  • მცირეკვლევებისჩატარება
  • პრაქტიკული დავალებები
  • გუნდურიმუშაობ
  • იმიტირებულიშესრულება
  • პრობლემებისდასმადამათიგადაჭრა
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • კრიტიკულიანალიზი
  • ჯგუფურიდავალებები
  • პროექტები
  • შემთხვევისშესწავლადაანალიზი (case study)
  • ლიტერატურისმიმოხილვა
  • საკუთარისამუშაოსკრიტიკულიშეფასება
  • სხვათასამუშაოსკონსტრუქციულიკრიტიკა
  • შესაბამისიმასალისმოძიებაელექტრონულფორმატშიანბიბლიოთეკაში
  • წერითიმუშაობისმეთოდი
  • თემებისდაწერა
  • პრეზენტაციებისწარდგენა
  • დისკუსიურ-დებატურითემებისწარმოდგენადადაცვა
  • ლექცია-სემინარები
  • ვიზუალური ლექციები

ვერბალური, ანუზეპირსიტყვიერიმეთოდი

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა სფეროში, სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან, მათ შორის ბავშვებთან, მოზარდებთან, კლიენტებთან ფსიქოლოგიური სამუშაოს წარმართვისთვის საჭირო ეთიკური ნორმების ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • ეთიკური საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, კლინიკურ (მათ შორის, ფსიქოკონსულტირებაში და ფსიქოთერაპიაში) ფსიქოლოგიაში;
    • ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობის, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებების, ეთიკური საკითხების გათვალისწინებით კვლევის დაგეგმვის, კვლევის პროცესის ჩატარების და მონაცემთა ანალიზის შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • სოციოლოგიის, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებების, ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნა და გაცნობიერება

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • ღრმა და სისტემური ცოდნა ადრეული და შუა ბავშვობისთვის დამახასითებელი ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარებისა და მისი თავისებურებების, ზნეობრივი განვითარების და გენდერული სტერეოტიპიზაციის, ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედი ფაქტორების (ოჯახი, სკოლა) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა მოზარდობისთვის დამახასითებელი ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარების ნიშნების, ამ ასაკისთვის დამახასიათებელის კრიზისების (ერიქსონის მიხედვით), მე-კონცეფციის განსხვავებული ასპექტების, გენდერული როლების ფორმირების, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე აღზრდის სტილის და სოციალური სისტემების (თანატოლთა წრე) გავლენის შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა გენდერული სწავლების, გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების სტადიების, ასაკობრივი განვითარების გენდერული ასპექტების, სოციალიზაციის პროცესში გენდერული ტიპიზაციის პროცესის, გენდერული სტერეოტიპიზაციის მახასიათებლების, გენდერული სტერეოტიპების, გენდერული პოლარიზაციის და ბიოლოგიური ესენციალიზმის, სოციალიზაციის აგენტების და ინსტიტუტების გავლენის შესახებ გენდერულ სოციალიზაციაზე;
    • სისტემური ცოდნა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების მეთოდოლოგიისა და ძირითადი პრინციპების, შეფასების ძირითადი მეთოდების (მათ შორის ინტერვიუ, ქცევაზე დაკვირვების მეთოდი, გაზომვის სკალები), კონკრეტული ტექნიკებისა (მათ შორის აქტიური მოსმენა, ნარატივის ჩაწერა) და ბავშვის განვითარების შესაფასებელი ინსტრუმენტების (მათ შორის პროექციული ტესტები; ფსიქოპათოლოგიის და ფსიქიკური აშლილობების შეფასების სკალები; ქცევისა და სოციალური უნარების შეფასების კითხვარები; ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის შეფასების ინსტრუმენტები) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ტრავმის სიმპტომების, ტრავმის ნეირობიოლოგიური საფუძვლების, სოციალური და კულტურული ასპექტების, ბავშვებსა და მოზარდებში ტრავმის სპეციფიკის, ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული დამცავი და რისკ-ფაქტორების, ტრავმის შემდგომი შეფასებისა და ინტერვენციის პროცესის შესახებ ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში;
    • ინტელექტისა და შემეცნებითი ფუნქციების (მნესტიკური, ყურადღება), ვიზუალურ-სივრცითი და მოტორული ფუნქციების შეფასების, ატიპური განვითარების (ფსიქიკური აშლილობა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლა) შეფასების შესახებ ღრმა და სისტემური ცოდნა;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ბავშვის ქცევის თავისებურებების, ქცევის რეგულირების პრობლემებისა და ქცევითი აშლილობების, ქცევითი დარღვევების შესახებ, დარღვევების ძირითადი თეორიული კონსტრუქტების, დარღვევების დიაგნოსტირების თანამედროვე მიდგომების გამოყენების, არასასურველი ქცევის კორექტული შეფასების და ადეკვატური ინტერვენციის დაგეგმვის შესახებ.

    კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნა და გაცნობიერება
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე კლინიკური ფსიქიატრიის, ფსიქიატრიული სიმპტომების და ნიშნების, თანამედროვე კლინიკური (ნოზოლოგიური) დიაგნოსტიკის, ფსიქოპათოლოგიის, ძირითადი დაავადებების, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების (მათ შორის შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული პიროვნული, აშლილობების) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ბავშვთა ფსიქიატრიის (ADHD და ბავშვთა აუტიზმი) და დასწავლის დარღვევის მქონე პირების მოვლის ეთიკური და საკანონმდებლო პრობლემების შესახებ.
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ნერვული სისტემის ფუნქციური და ანატომიური სპეციფიკის, ტოპიკური საფუძვლების, ნებითი მოძრაობის ანალიზატორის და მოძრაობის ქცევითი კონტროლის შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა დააავადებების ეტიოლოგიასა და კლინიკურ თავისებურებების, მათ შორის, ეპილეფსიის სხვადასხვა კლინიკური ფორმის გამომწვევი მიზეზების და კლინიკური მიმდინარეობის, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევი მიზეზების და კლინიკური მიმდინარეობის, აუტიზმის გამომწვევი მიზეზების და კლინიკური მიმდინარეობის შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქოკონსულტაციის ძირითადი თეორიებისა და მათი პრაქტიკული მიდგომების (პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოკონსულტაცია, გეშტალტ ფსიქოკონსულტაცია, ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოანალიზური ფსიქოკონსულტაცია) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ნეიროფსიქოლოგიის პრინციპების, მექანიზმების, მოდელებისა და შესწავლის სტრატეგიების შესახებ; უმაღლესი ქერქული ფუნქციებისა და მათი პათოლოგიით გამოწვეული ქცევითი დარღვევების, ეპილეფსიის და დემენციების ნეიროფსიქოლოგიური შეფასების, თავის ტვინის ორგანული დაზიანების პირობებში ადამიანის ფსიქიკის თავისებურებების შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა სხვადასხვა ფსიქოსომატური თეორიის (სელიეს სტრესის თეორია, ორ-ფაზიანი განდევნის თეორია, ალექსანდერის ფსიქოსომატური მიდგომა) დაავადებათა (კუჭ-ნაწლავის, კანის დაავადებების, გაციების, ბრონქიალური ასთმის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული) ეტიოლოგიური მოდელის (ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის კავშირის შესახებ შინაგანი ორგანოების დაავადებების (კანის, მეტაბოლური და სახსრების, კუჭ-ნაწლავის) დროს;
    • სიღრმისეული ცოდნა თანამეროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის, ფსიქო-სოციალური ინტერვენციების (განმარტება, მიზანი, განვითარების ისტორია), რეაბილიტაციის მოდელების (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), რეაბილიტაციის პროცესის კომპონენტების (მოტივაცია, უნარები, მატერიალური უზრუნველყოფა, მხარდაჭერა), აღდგენის დინამიკის (სტაბილიზაცია, რეორიენტაცია, რეინტეგრაცია), სტიგმასთან ბრძოლის და ანტისტიგმა კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების და ინტეგრირებული თერაპიული პროგრამის (IPT) (კოგნიტური დიფერენციაცია, სოციალური აღქმა) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ფსიქიკური სფეროს ძირითადი დარღვევებისა და აშლილობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია) შეფასების თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების, ფსიქიკური დარღვევებისა და აშლილობების შეფასების საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) დიაგნოსტიკური კრიტერიუმების შესახებ;

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნა და გაცნობიერება
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნეს ფსიქოლოგიის, მათ შორის მომხმარებლის და დასაქმებული პერსონალის ფსიქოლოგიის ასპექტების, მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების მართვის სტრატეგიებისა და მეთოდების (მათ შორის, NLP-ს მექანიზმები და ტექნიკები მომხმარებელთან ურთიერთობისას), დასაქმებული პერსონალის მოტივაციის ტექნიკებისა და მეთოდების (ვრუმუს თეორია, ადამსის თეორია, კოგნიტური შეფასების და კორმანის თვითშესატყვისობის თეორია) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ორგანიზაციული განვითარების მთავარი ასპექტების, ორგანიზაციული სტრუქტურების და მათი თავისებურებების, ორგანიზაციული ცვლილებების, ეფექტური რესტუქტურიზაციის განხორციელების და შეფასების პარამეტრების, დიაგნოსტირების მეთოდებისა (მონაცემების შეგროვება, ორგანიზაციული ანალიზი) და ორგანიზაციის დიაგნოსტიკის შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა ორგანიზაციის ქცევის ძირითადი საკითხების, პიროვნული თავისებურებების მიხედვით გუნდის დაკომპლექტების, სამუშაო ფუნქცია–მოვალეობების მიხედვით დავალებათა სწორი განაწილების, სამუშაოს მოწყობის ძირითადი მეთოდოლოგიის (სამუშაოს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შეფასება), ორგანიზაციული კულტურისა და კლიმატის შემადგენელი ასპექტების (პიროვნული ატიტუდები, ქცევითი ნორმების მარეგულირებელი დოკუმენტაცია) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა პერსონალის შერჩევის თანამედროვე მეთოდების, პერსონალის ტრეინინგისა და სწავლების ძირითადი ტენდენციების, პერსონალის სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების (კორპორატიული სწავლების სტრატეგია, ტალანტების მართვა) შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა მუშაკების ინდივიდუალური თავისებურებების, მოტივაციის, ღირებულებების, განწყობების, ქცევისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების თავისებურებების, სამუშაო გარემოზე კმაყოფილი და უკმაყოფილო მუშაკების გავლენის, გადაწყვეტილების მიღებაზე ინდივიდუალური თავისებურებებისა და ორგანიზაციული შეზღუდვების ზეგავლენის შესახებ;
    • ღრმა და სიტემური ცოდნა გაყიდვებისთვის საჭირო პიროვნული თვისებების, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური თავისებურებების, გადაწყვეტილების ნეირო მექანიზმების, გაყიდვების წარმატებული სტრატეგიისა და მომგებიანი ტექნიკების შესახებ;
    • ღრმა და სისტემური ცოდნა კარიერის მართვის კონცეფციის, წარმატებული კარიერისთვის საჭირო კომპეტენციების, შრომის ბაზრის ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორების, შრომითი მოტივაციების ძირითადი კონცეფციების (როგორიც არის მოტივაციის შინაარსობრივი და პროცესუალური მიდგომები) და მოტივაციური მოდელების (Flow-ეფექტი, მიზნობრივი მოტივაცია, პროდუქტიულობის და შედეგის ურთიერთდამოკიდებულება, კეთილსასურველი სამუშაო), კარიერის დაგეგმვის სტრუქტურის, სამსახურის ძიების ეფექტიანი გზების და პერსონალის შრომის ეფექტიანობის შეფასების მეთოდების (რანჟირების მეთოდის, 360 გრადუსის მეთოდის, მიზნების მართვის შეფასების მეთოდის და ატესტაციის) შესახებ.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკური პრინციპების დაცვისა და მათ ინტეგრაციის უნარი ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში;
    • ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) გამოყენებით კვლევის (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის მიზნით) დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმოების უნარი.

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • ადრეული და შუა ბავშვობის პერიოდში ოპერაციამდელი, კონკრეტული და ფორმალური ოპერაციების სტადიებისთვის დამახასიათებელ აზროვნების ფორმებზე დაკვირვების შედეგად პრობლემის გამოვლენისა და საპრევენციო/ინტერვენციული ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
    • ადრეული, შუა ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში მიჯაჭვულობის ტიპის და იდენტობის სტატუსის ტიპის განსაზღვრის უნარი ბუნებრივ პირობებში დაკვირვების მეთოდის გამოყენებით;
    • გენდერული კვლევის მეთოდების პრაქტიკაში დამოუკიდებლად გამოყენების, გენდერული სტერეოტიპების გამოვლენის და გენდერული დისკრიმინაციის საპრევენციო სტრატეგიების დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
    • ბავშვთან, მოზარდთან ან მათთან დაკავშირებულ მოზრდილებთან პირველადი ინტერვიუს დამოუკიდებლად ჩატარების უნარი;
    • ბავშვებსა და მოზარდებში ტრავმის შეფასების კონკრეტული ინსტრუმენტების დამოუკიდებლად ადმინისტრირების და დაგეგმვის უნარი;
    • ბავშვებსა და მოზარდებში დაავადების/დარღვევის ისტორიის ანალიზის, პრობლემური ქცევის აღრიცხვის და ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელების უნარი აღზრდის სტილის განსაზღვრის, ოჯახური პრობლემების კითხვარის, ოპოზიციური ქცევის დიაგრამის გამოყენებით.

    კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების ფსიქიატრიული სიმპტომების და კლინიკური ნიშნების შეფასების/გამოვლენის,ა და დიფ. დიაგნოზის საფუძველზე კონსულტირების უნარი;
    • კლინიკურ პრაქტიკაში მიმდინარე ნევროლოგიური სინდრომების გამოვლენის და ნერვულის სიტემის დაზიანებით მიმდინარე ძირითადი დაავადებების წარმატებით დამოუკიდებლად მართვის უნარი;
    • განსხვავებული თვისებების, ნიშნებისა და პრობლემების მქონე პიროვნებებთან ფსიქოკონსულტაციური მიდგომების (გეშტალტ ფსიქოკონსულტაცია, ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტაცია) შერჩევის, გამოყენების, საკორექციო და ფსიქოკონსულტაციური სამუშაოს დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
    • ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით გამოწვეული ქცევის, სწავლის, პიროვნებისა და ემოციური სფეროს პრობლემებზე დაკვირვების და ნეიროფსიქოლოგიური შეფასება-დიაგნოსტირების და რეაბილიტაცია-აბილიტაციის დამოუკიდებლად დაგეგემვისა და წარმართვის უნარი;
    • ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში შემთხვევის მართვის (შეფასება, დაგემვა, ინტერვენცია, ევალუაცია), კოგნიტური დეფიციტის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების და შედეგთა გათვალისწინებით ფსიქოსოციალური ინტერვენციის დაგეგმვის უნარი;
    • დაავადების (გულ-სისხლ ძარღვთა, კანის, მეტაბოლური და ენდოკრინული, სახსრების, კუჭ-ნაწლავის) სიმპტომების ამოცნობის, დაავადების მდგომარეობის დამოუკიდებლად შეფასება/დიაგნოსტირების საფუძველზე და, კომპლექსური დაავადების კონტროლის მიზნით, ინტერვენციის დაგეგმვის უნარი;
    • საჭიროებათა კვლევის საფუძველზე პაციენტის ფსიქო-სოციალური პროფილის შედგენის, კლინიკური ინტერვიუირების ტექნიკის და სოციალური კომპეტენტურობის ტრენინგის (ახლობლების ყურადღებით მოსმენა; ახლობლებთან კონფლიქტის დაძლევა; უცხო პირის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვება; საკუთარი უფლებების დაცვა;) ტექნიკების გამოყენების უნარი;
    • საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) გამოყენებით ფსიქიკური დარღვებებისა და ჯანმრთელობის სხვა თანმხლები მდგომარეობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია) შეფასებისა და დიაგნოსტირების საფუძველზე ინტერვენციის უნარი.

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ორგანიზაციაში, დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, საკადრო პოლიტიკის განხორციელების, პერსონალის სამოტივაციო პროგრამების (დაჯილდოვებისა და აღიარების) დამოუკიდებლად შემუშავების, პერსონალის შერჩევისას შესაბამის პოზიციაზე საჭირო კომპეტენციების განსაზღვრის და გაყიდვების/მომსახურების სფეროში ჩართული პერსონალისთვის ტრენინგის დამოუკიდებლად დაგეგმვის და ჩატარების უნარი;
    • გაყიდვების გუნდის დამოუკიდებლად მართვის და გაყიდვების დამოუკიდებლად დაგეგმვა-წარმოების უნარი.
    • ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროების დამოუკიდებლად განსაზღვრის, დაგეგმვის და განხორციელების უნარი;
    • ორგანიზაციის მიზანსა და სტრატეგიასთან შესაბამისობით, ახალ, გაუთვალისწინებელ გარემოში სამუშაოს სიტემური ანალიზის საფუძველზე, სამუშაოს დამოუკიდებლად მოწყობის, თანამშრომელთა ეფექტური ინტეგრაციის პროგრამის დამოუკიდებლად შედგენის, ინდივიდუალური განვითარების გეგმის დამოუკიდებლად შემუშავება-განხორციელების და მოტივაციის სისტემების დამოუკიდებლად დანერგვისა და მულტიდისციპლინარულ გარემოში განხოციელების უნარი;
    • ორგანიზაციულ განვითარებასა და ცვლილებების მენეჯმენტში, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, მონაცემების შეგროვების, ჯგუფების და სამუშაოების დამოუკიდებლად დიაგნოსტირების და ჩართული თანამშრომლების კონსულტირების უნარი;
    • ცვალებად, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში სტრესის მართვის და მიზანზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობების ეფექტურად და დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
    • კარიერული ხედვის და კონკრეტული კარიერული მიზნების შესაბამისად კონკრეტული პროფესიის შესაბამისი საჭირო კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • კარიერულ ცვლილებებთან გამკლავების, შრომის ბაზარზე ორიენტირების და თავის დამკვიდრების უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში (ფსიქოთერაპიაში, განათლებაში, ორგანიზაციაში, კვლევაში) ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების შეფასებისა და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთული და არასრული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • სოციოლოგიის პერპექტივებისა და სირთულეების, საზოგადოებრივ პროცესებზე ზემოქმედი ფაქტორების კრიტიკული ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი.

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    დასკვნის უნარი

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • ადრეული და შუა ბავშვობის პერიოდში ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური განვითარების კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასების უნარი სხვადასხვა პროექციული ტესტის ანალიზის საფუძველზე;
    • მოზარდობის პერიოდში ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების სხვადასხვა ასპექტის კრიტიკული ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი განვითარების ძირითადი თეორიების საფუძველზე;
    • გენდერის საკითხების (სექსიზმი, გენდერული სეგრეგაცია, პედაგოგთა გენდერული განწყობები და სხვ.) კრიტიკული ანალიზის და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • კლინიკურ დიაგნოსტიკაში ბავშვთა ფსიქიკური ფუნქციების (მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება და სხვ.) და მისი განვითარების დარღვევების შეფასებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • განვითარებისა და სწავლების პროცესში ბავშვის ქცევაზე მოქმედი ფაქტორების, ქცევითი აშლილობისა და დარღვევების, ამ დარღვევების ამხსნელი თეორიებისა და მოდელების კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • ბავშვებსა და მოზარდებში დაავადების/დარღვევის ისტორიის ანალიზის, პრობლემური ქცევის აღრიცხვის და ინტერვენციის დაგეგმვა-განხორციელების უნარი აღზრდის სტილის განსაზღვრის, ოჯახური პრობლემების კითხვარის, ოპოზიციური ქცევის დიაგრამის გამოყენებით.
    • პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების, ინდივიდუალური შემთხვევებისთვის დამცავი და რისკ-ფაქტორების, ტრავმის შეფასების და ინტერვენციის გეგმის კრიტიკული შეფასებისა და ინოვაციური სინთეზის უნარი.

    კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    დასკვნის უნარი
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • თანამედროვე კლინიკური ფსიქიატრიის მნიშვნელობის, ფსიქიატრიული სიმპტომებისა და ნიშნების, ფსიქიკური აშლილობების (შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების) ეპიდემიოლოგიის, ეტიოლოგიის, დიაგნოზის, კლინიკური ნიშნებისა და მკურნალობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • ქცევითი დარღვევებით მიმდინარე ნევროლოგიური სინდრომების, უმაღლესი ქერქული ფუნქციების მოშლის სხვადასხვა სახის კრიტიკული ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;
    • პიროვნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით სხვადასხვა ფსიქოკონსულტაციური მიდგომების (პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოანალიტიკური კონსულტაცია, კოგნიტურ-ბიჰევიორალისტური) სისტემატიზაციის და ინოვაციური სინთეზირების უნარი.
    • დაავადებების (ეპილეფსია, დემენცია, დიაბეტი) ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმების, ნეიროფსიქოლოგიური მოდელებისა და შესწავლის სტრატეგიების სისტემური შეფასების, კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზირების უნარი;
    • ფუნქციონალური და სომატური დარღვევების, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, გაციების, ბრონქიალური ასთმის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი ფსიქოლოგიური ფაქტორების კრიტიკული ანალიზისა და მათი ეფექტების შესახებ დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • ფსიქო-სოციალური ინტერვენციების (განმარტება, მიზანი, განვითარების ისტორია), რეაბილიტაციის მოდელების (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), აღდგენის დინამიკის (სტაბილიზაცია, რეორიენტაცია, რეინტეგრაცია) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნის ჩამოყალიბების და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • ფსიქოლოგიური დიაგნოსტირების საშუალებების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე DSM და ICD თანამედროვე კატეგორიალური სისტემებით მდგომარეობის კლასიფიცირების (შესაბამისი კოდის მინიჭება) და სინთეზირების უნარი.

    • შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    დასკვნის უნარი
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ბიზნეს ფსიქოლოგიის სფეროში პერსონალის შერჩევისას შესაბამის პოზიციაზე საჭირო კომპეტენციების სათანადოდ შეფასების და კრიტიკული ანალიზის უნარი და მომსახურების სტრატეგიების (მათ შორის, TQM სისტემა) შემუშავებისას იდეების გენერირებისა და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • ორგანიზაციაში განხორციელებული ინოვაციური ცვლილებების შეფასების და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • სამუშაო და პროფესიული გარემოს, ორგანიზაციული კულტურისა და კლიმატის ცვლილებების, ინდივიდუალური განვითარების პროცესის ეფექტურობის შესახებ მასალების სისტემური და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • პერსონალის შერჩევის, შესაბამის პოზიციაზე საჭირო კომპეტენციების განსაზღვრის, განვითარებისა და პერსონალის ტრენინგის-პროგრამის საკითხების (კორპორატიული სწავლება, ტალანტების მართვა) შეფასებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • გაყიდვების დაგეგმვისა და მართვის სისტემის, წარმატებული გაყიდვების სტრატეგიების, ძლიერი გაყიდვებისთვის საჭირო პიროვნული თვისებებიშეფასების, კრიტიკული ანალიზისა და ინოვაციური სინთეზის უნარი;
    • შრომის ბაზარზე პრობლემების სისტემური გაანალიზების საფუძველზე, ორგანიზაციის საქმიანობაში ორგანიზაციისა და პერსონალის საჭიროებების მიზეზ-შედეგობრივ კავშირების დანახვის, კრიტიკული ანალიზის და შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში (ფსიქოთერაპიაში, განათლებაში, ორგანიზაციაში, კვლევაში) ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობის შესახებ წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენაზე თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;
    • ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების, ძირითადი მიგნებების, ტენდენციებისა და დასკვნების პრეზენტაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენაზე;
    • სოციოლოგიის, როგორც საზოგადოების შესახებ მეცნიერების, დანიშნულების შესახებ კომუნიკაციის უნარი აკადემიურ წრეებთან თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    კურსდამთავრებულსექნება:

    • ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების კომპონენტების, კრეატული აზროვნების მნიშვნელობაზე პრეზენტაციის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულ და ინგლისურ ენაზე;
    • მოზარდებში იდენტობის სტატუსების, ძალადობის, გენდერული სტერეოტიპების და გენდერული როლების შესახებ დისკუსიისა და არგუმენტირების უნარი, ქართულ და ინგლისურ ენაზე, პროფესიულ თუ აკადემიურ საზოგადოებისთან;
    • გენდერული სოციალიზაციის საკითხების შესახებ აკადემიური თუ პროფესიული საზოგადოებისთვის წერილობითი ან ზეპირი ფორმით კომუნიკაციის უნარი საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
    • ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქიკური დარღვევების, ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების ძირითადი პრინციპების შესახებ ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ნევროლოგებთან და მშობლებთან ინფორმაციის გადაცემის და კომუნიკაციის უნარი;
    • ფსიქოლოგიური ტრავმის სპეციფიკის, შეფასებისა და ინტერვენციის ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიების შესახებ აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისთვის კომუნიკაციის უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • ქცევითი აშლილობის, ქცევის დაღვევების და რეგულაციის პრობლემების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადიებასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

    • კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    კომუნიკაციის უნარი
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ფსიქიატრიის მნიშვნელობის, ძირითადი დაავადებების, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების (შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატოფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების) შესახებ კომუნიკაციის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • ქცევითი პროცესების ჩამოყალიბებაში ნერვული სისტემის ანატომიის და ფუნქციის როლის, დეგენერაციული დააავადებების ეტიოლოგიასა და კლინიკურ თავისებურებების, უმაღლესი ქერქული ფუნქციების ძირითადი დარღვევების შესახებ წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან თანამედროვე საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულ და ინგლისურ ენაზე;
    • აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ფსიქოკონსულტაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობის, დისკუსიის, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე თანამედროვე სინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • ნეიროფსიქოლოგიის განვითარების, უმაღლესი ქერქული ფუნქციებისა და ქცევითი დარღვევების, ნეირფოსიქოლოგიური მოდელებისა და შესწავლის სტრატეგიების შესახებ პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • ფსიქოსომატური მედიცინის პრინციპების, კლასიკური მედიცინისა და ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით დაავადებათა ეტიოლოგიური მოდელის, კანის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი ემოციების შესახებ ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოდელების (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), ინტეგრირებული თერაპიული პროგრამის ეფექტურობის შესახებ მსჯელობისა და არგუმენტირების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის, უნარი აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • ფსიქიკური დარღვევებისა და აშლილობების (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია და სხვ.) საერთაშორისო სისტემების (DSM, ICD) დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით შეფასების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, აკადემიურ თუ პროფესიულ წრეებში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    კომუნიკაციის უნარი
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • ბიზნესფსიქოლოგიის საკითხების (მომხმარებლისა და პერსონალის ფსიქოლოგიური ასპექტები), პერსონალის მოტივაციის ტექნიკებისა და მეთოდების (ვრუმუს თეორია, ადამსის თეორია, კოგნიტური შეფასების და კორმანის თვითშესატყვისობის თეორია), ორგანიზაციული ცვლილებების, ეფექტური რესტუქტურიზაციის განხორციელების, შეფასების პარამეტრებისა და დიაგნოსტირების მეთოდების (მონაცემების შეგროვება, ორგანიზაციული ანალიზი) შესახებ ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართულ და ინგლისურ ენაზე, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან;
    • პერსონალის შერჩევის, განვითარებისა და ტრენინგის საკითხების, ორგანიზაციაში სწავლებისა და განათლების დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით დისკუსიისა და არგუმენტირების, ეფექტური კომუნიკაციის უნარი თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან (საკომუნიკაციო ბარიერების გათვალისწინებით ორგანიზაციაში სხვადასხვა დონის მენეჯერებთან);
    • გაყიდვებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების (გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების) შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადების და დაინტერესებული აკადემიური თუ პროფესიული პირებისათვის მისი წარდგენის უნარი ვერბალური და ვიზუალური ფორმით, ქართულ და ინგლისურ ენაზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • სამოტივაციო სქემების შექმნის მეთოდების შესახებ კომუნიკაციის უნარი აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
    • კონკრეტული კარიერული, მოტივაციური და ეფექტიანობის შეფასებების საკითხების შესახებ ეფექტური ვერბალური, არავერბალური, წერითი კომუნიკაციის უნარი თვითპრეზენტაციასა და საქმიანი ურთიერთობების პროცესში, აკადემიური თუ პროფესიული საზოგადოებისათვის წერილობითი ან ზეპირი ფორმით წარდგენის უნარი საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით ინფორმაციის მოძიების უნარი როგორც აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან, ისე ინტერნეტ–ტექნოლოგიების გამოყენებით და ცოდნისა და გამოცდილების მუდმივად განახლების და გაღრმავების უნარი;
    • პრაქტიკული სოციოლოგიის მიმართულებით სწავლის პროცესის გაცნობიერების და შემდეგი ეტაპების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი.
    • სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    სწავლის უნარი

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • ბავშვებსა და მოზარდებში განვითარების თავისებურებების, გენდერული სოციალიზაციის, ტრავმის შეფასების და განვითარების დარღვევების დიაგნოსტირების საკითხებზე ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების, საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად გაცნობიერების და შემდგომი სწავლის საჭიროებების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი.

    • კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    სწავლის უნარი:

    კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნება:

    • კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში, ფსიქოსომატურ მედიცინაში, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და ფსიქოკონსულტაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე არსებული ნაშრომების დამოუკიდებლად გაცნობის, ცოდნის გაღრმავების, შესწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერების და შემდეგი ეტაპების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი.

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    სწავლის უნარი:

    კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნება:

    • ბიზნეს ფსიქოლოგიის (მომხმარებლისა და პერსონალის ფსიქოლოგია), ორგანიზაციის განვითარებისა და ცვლილებების, სამუშაო და პროფესიული გარემოს, პერსონალის განვითარებისა და გაყიდვების საკითხებში ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების და სამომავლო პროფესიული ზრდის პროცესის გაცნობიერების უნარი;
    • შრომისა და ორგანიზაციის სფეროში კონკრეტული კარიერული, მოტივაციური და ეფექტიანობის შეფასებების და სწავლის და პროფესიული ზრდის შემდეგი ეტაპების სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმვის უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • კურსდამთავრებულს ექნება:

    • დეპრივირებული ჯგუფების საჭიროებების აღიარების და დაფასების უნარი;
    • პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვა და ახლის დამკვიდრებისკენ სწაფვის აუცილებლობა სამუშაო გარემოში;
    • გათავისებული თერაპიული მუშაობის ჩანაწერების დაცვის საჭიროების აუცილებლობა;
    • გათავისებული პიროვნული კონფიდენციალობის უზრუნველყოფის აუცილებლობა;
    • გათავისებული პროფესიული კეთილსინდისიერების აუცილებლობა და მისი დამკვიდრებისკენ სწრაფვა;
    • გათავისებული კრიტიკის კორექტულად გამოთქმის და მიღების აუცილებლობა.

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ღირებულებები

    კურსდამთავრებულს ექნება:

    • გათავისებული ბავშვებსა და მოზარდებთან (ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე, ქცევის რეგულირების პრობლემებისა და ქცევითი აშლილობის მქონე) მუშაობის პროცესში პროფესიული კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, კრიტიკის კორექტული გამოთქმის და მიღების უნარი, ტოლერანტობა, კონფიდენციალობა და საკუთარი კომპეტენციის საზღვრების აღიარებისა და ამ საზღვრების ფარგლებში მოღვაწეობის მნიშვნელობა;
    • გათავისებული ბავშვთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების დროს პროფესიული ეთიკის დაცვა და საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების მიმართ თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება;
    • გათავისებული ბავშვთა განვითარებასა და გენდერული სოციალიზაციის პროცესში ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღების აუცილებლობა.

    კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ღირებულებები
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • გათავისებული ფსიქოლოგის ეთიკური პრინციპების დაცვის და ინოვაციური ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის აუცილებლობა ფსიქოლოგიური შეფასების, დიაგნოსტირების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის დროს.
    • კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში პროფესიული საქმიანობის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და პატივისცემა ნებისმიერი დაავადების მქონე პირის მიმართ.

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

    ღირებულებები
    კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:

    • გათავისებული ბიზნეს–ეთიკის პრინციპების აღიარება, დაფასება და პატივისცემა;
    • გათავისებული ორგანიზაციული ცვლილებების, სამუშაო და პროფესიული გარემოს მოწყობის, ორგანიზაციული აქტივობის, პერსონალის შერჩევის და გაყიდვების დროს ეთიკური პრინციპების დაცვა და მაღალი პასუხისმგებლობა ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში მონაწილეობის მისაღებად;
    • გათავისებული პროფესიული და ორგანიზაციული აქტივობისადმი კრეატიული და რაციონალური დამოკიდებულების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა;

    ორგანიზაციული კულტურისა და ინდივიდუალური თავისებურებების პატივისცემა და ორგანიზაციაში კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის აუცილებლობა.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07-16
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-18-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 30-16
    პროგრამის დეტალები: გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი, კონცენტრაციების ძირითადი და არჩევითი კურსების ერთობლიობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მიმართულებაში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტს, პროგრამის ძირითადი საგნების გარდა, შეუძლია საკუთარი ინტერესების მიმართულებით ჩაუღრმავდეს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციებს ბავშვისა და ფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები (სულ 90 ECTS), მათ შორის, სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS), პროგრამის ძირითადი საგნების კრედიტები (18 ECTS) და კონცენტრაციის ძირითადი საგნების კრედიტები (42 ECTS); დანარჩენი კრედიტები (30ECTS) უნდა შეივსოს არჩეული კონცენტრაციის ასარჩევი საგნებიდან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PSYM5110ეთიკური მუშაობის პრინციპები ფსიქოლოგიაში6 1
    PSYM5115სოციოლოგია6 1
    PSYM7571კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში6 1

    კრედიტების ჯამი:

    18

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5120ადრეული და შუა ბავშვობის ფსიქოლოგიური თავისებურებანი61
    PSYM5125ბავშვთა შეფასება და დიაგნოსტირება61
    PSYM5135ინკლუზიური სწავლება62
    PSYM5130მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებანი62
    PSYM5140ქცევის დარღვევების ანალიზი და ინტერვენცია62
    PSYM5145გენდერული სოციალიზაცია63
    PSYM 5150ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვებსა და მოზარდებში - შეფასება და ინტერვენცია63
    PSYM5510სამაგისტრო ნაშრომი ბავთვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში304

    კრედიტების ჯამი:

    72

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5155ბავშვთა ფსიქოთერაპიული მეთოდები 162
    PSYM5160მეტყველების თერაპია62
    PSYM5165ჯანმრთელობის ფსიქოლოგია62
    PSYM5175ბავშვთა ფსიქოთერაპიული მეთოდები 263
    PSYM5180ნებელობა და მოტივაცია63
    PSYM5185სასამართლო ფსიქოლოგია ბავშვებთან და მოზარდებთან63
    PSYM5170სწავლების მეთოდიკა63

    კრედიტების ჯამი:

    42

    კლინიკური ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM 5215ნევროლოგია61
    PSYM5210ფსიქიატრია61
    PSYM5225კლინიკური ნეიროფსიქოლოგია62
    PSYM5220ფსიქოკონსულტაციის თეორიები და პრაქტიკა62
    PSYM5230ფსიქოსომატური დაავადებები62
    PSYM5240კლინიკურ-ფსიქოლოგიური შეფასება და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები (DSM, ICD)63
    PSYM5235ფსიქორეაბილიტაცია63
    PSYM5515სამაგისტრო ნაშრომი კლინიკურ ფსიქოლოგიაში304

    კრედიტების ჯამი:

    72

    კლინიკური ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5160მეტყველების თერაპია62
    PSYM5250ფსიქოთერაპიული მეთოდები62
    PSYM5165ჯანმრთელობის ფსიქოლოგია62
    PSYM5260გეშტალტთერაპია63
    PSYM5275ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)63
    PSYM5270პიროვნების მრავალფაზოვანი კვლევის მინესოტის კითხვარი (MMPI)63
    PSYM5265ჯგუფური ფსიქოკონსულტაცია63

    კრედიტების ჯამი:

    42

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5310ბიზნეს ფსიქოლოგია61
    PSYM5315ორგანიზაციული განვითარება და ცვლილებები61
    PSYM5171ორგანიზაციული ქცევის მართვა62
    PSYM5325პერსონალის მოტივაცია, შეფასება და კარიერის მართვა62
    PSYM5320პერსონალის შერჩევა, განვითარება და ტრეინინგი62
    PSYM5335გაყიდვების ფსიქოლოგია63
    PSYM 5330სამუშაო და პროფესიული გარემო63
    PYSM5520სამაგისტრო ნაშრომი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში304

    კრედიტების ჯამი:

    72

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYM5340ლიდერობა და მართვის ფსიქოლოგია62
    PSYM5173საქმიანი ურთიერთობები ორგანიზაციაში62
    PSYM5345წარმატების მიღწევის ფსიქოლოგია62
    PSYM5275ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)63
    PSYM5350პოზიტიური ბიზნეს-ფსიქოლოგია63
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი63
    MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი63

    კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი