სწავლის შედეგი: | ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- განიხილავს ეთიკურ საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საგანმანათლებლო (სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში), ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურ დაწესებულებებში (ფსიქოკონსულტირება, ფსიქოთერაპია), სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს; ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობას, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებებს, ეთიკური საკითხების გათვალისწინებით ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მონაცემთა ანალიზის საკითხებს;
- აღწერს სოციოლოგიას, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს და ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენ ფაქტორებს;
აღწერს ადრეული და შუა ბავშვობისთვის დამახასითებელ ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ განვითარებასა და მის თავისებურებებს, ყოველი ასაკისთვის დამახასიათებელ კრიზისებს (ერიქსონის მიხედვით), მე-კონცეფციის განსხვავებულ ასპექტებს, გენდერული როლების ფორმირებას; ზნეობრივ განვითარებასა და გენდერულ სტერეოტიპიზაციას, ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედ ფაქტორებს (ოჯახი, სკოლა), აღზრდის სტილს და სოციალური სისტემების (თანატოლთა წრე) გავლენას;
- განიხილავს გენდერულ სწავლებას, გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების სტადიებს, ასაკობრივი განვითარების გენდერულ ასპექტებს, სოციალიზაციის პროცესში გენდერული ტიპიზაციის პროცესს, გენდერული სტერეოტიპიზაციის მახასიათებლებს, გენდერულ სტერეოტიპებს, გენდერულ პოლარიზაციასა და ბიოლოგიურ ესენციალიზმს, სოციალიზაციის აგენტებისა და ინსტიტუტების გავლენას გენდერულ სოციალიზაციაზე;
- ახასიათებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების მეთოდოლოგიასა და ძირითად პრინციპებს, შეფასების ძირითად მეთოდებს (მათ შორის ინტერვიუ, ქცევაზე დაკვირვების მეთოდი, გაზომვის სკალები), კონკრეტულ ტექნიკებსა (მათ შორის აქტიური მოსმენა, ნარატივის ჩაწერა) და ბავშვის განვითარების შესაფასებელ ინსტრუმენტებს (მათ შორის, პროექციული ტესტები; ფსიქოპათოლოგიის და ფსიქიკური აშლილობების შეფასების სკალები; ქცევისა და სოციალური უნარების შეფასების კითხვარები; ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის შეფასების ინსტრუმენტები);
- ასახელებს და განიხილავს ტრავმის სიმპტომებს, ტრავმის ნეირობიოლოგიურ საფუძვლებს, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს, ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ დამცავ და რისკ-ფაქტორებს, ტრავმის შემდგომი შეფასებისა და ინტერვენციის პროცესს ბავშვებსა და მოზარდებში; ასევე, - ინტელექტსა და შემეცნებით ფუნქციებს (მნესტიკური, ყურადღება), ვიზუალურ-სივრცითი და მოტორული ფუნქციების შეფასებას, ატიპური განვითარების (ფსიქიკური აშლილობა, აუტისტური სპექტრის აშლილობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლა) შეფასებას და ასევე, განიხილავს ბავშვის ქცევის თავისებურებებს, ქცევის რეგულირების პრობლემებსა და ქცევით აშლილობებს, ქცევით დარღვევებს, დარღვევების ძირითად თეორიულ კონსტრუქტებს, დარღვევების დიაგნოსტირებაში თანამედროვე მიდგომების გამოყენებას, არასასურველი ქცევის კორექტულ შეფასებას და ადეკვატური ინტერვენციის დაგეგმვას
უნარი
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- იცავს და აინტეგრირებს ეთიკურ პრინციპებს ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში (მათ შორის, ბავშვთა ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპია, კვლევა); ასევე, - იყენებს ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდებს (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი); ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის სფეროში დამოუკიდებლად გეგმავს და აწარმოებს კვლევას (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით);
- ადრეული და შუა ბავშვობის პერიოდში, აზროვნების ფორმებზე დაკვირვების შედეგად, გამოავლენს ოპერაციამდელი, კონკრეტული და ფორმალური ოპერაციების სტადიებისთვის დამახასიათებელ პრობლემას და დამოუკიდებლად გეგმავს საპრევენციო/ინტერვენციულ ღონისძიებებას; ასევე, - დაკვირვების მეთოდის გამოყენებით, განსაზღვრავს მიჯაჭვულობის ტიპს და იდენტობის სტატუსს ბუნებრივ პირობებში; ახდენს სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასებას სხვადასხვა პროექციული ტესტის ანალიზის საფუძველზე;
- ბავშვთან, მოზარდთან ან მათთან დაკავშირებულ ზრდასრულებთან დამოუკიდებლად აწარმოებს პირველად ინტერვიუს; ტრავმის შესაფასებლად დამოუკიდებლად ახდენს კონკრეტული ინსტრუმენტების ადმინისტრირებას; ასევე, გეგმავს და აწარმოებს დაავადების/დარღვევის ისტორიის ანალიზს, პრობლემური ქცევის აღრიცხვას და ინტერვენციას აღზრდის სტილის განსაზღვრის, ოჯახური პრობლემების კითხვარის, ოპოზიციური ქცევის დიაგრამის გამოყენებით;
- აანალიზებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთულ და არასრულ მასალებს; აანალიზებს ადრეული, შუა ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და ფსიქოსოციალური განვითარების სხვადასხვა ასპექტს და ახდენს ინტერპრეტირებას განვითარების ძირითადი თეორიების საფუძველზე; ასევე,
- აანალიზებს გენდერის საკითხებს (სექსიზმი, გენდერული სეგრეგაცია, პედაგოგთა გენდერული განწყობები და სხვ.); განვითარებისა და სწავლების პროცესში ბავშვის ქცევაზე მოქმედ ფაქტორებს, ქცევით აშლილობებსა და დარღვევებს, ამ დარღვევების ამხსნელ თეორიებსა და მოდელებს;
- აანალიზებს და აფასებს კლინიკურ დიაგნოსტიკაში ბავშვთა ფსიქიკურ ფუნქციებს (მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება და სხვ.) და მისი განვითარების დარღვევებს; ბავშვებსა და მოზარდებში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებს, ინდივიდუალური შემთხვევებისთვის დამცავ და რისკ-ფაქტორებს, ტრავმის შეფასების და ინტერვენციის გეგმას, ასევე, აანალიზებს დაავადების/დარღვევის ისტორიას, აწარმოებს პრობლემურ ქცევის აღრიცხვას და გეგმავს ინტერვენციას აღზრდის სტილის განსაზღვრით, ოჯახური პრობლემების კითხვარისა და ოპოზიციური ქცევის დიაგრამის გამოყენებით.
- აანალიზებს და წარმოადგენს ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობას, ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების კომპონენტებს, კრეატული აზროვნების მნიშვნელობას, მოზარდებში იდენტობის სტატუსებს, ძალადობას, გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ როლებს, გენდერული სოციალიზაციის საკითხებს, ფსიქოლოგიური ტრავმის სპეციფიკას, შეფასებისა და ინტერვენციის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს, ქცევით აშლილობას, განვითარების ფსიქიკურ დარღვევებს, ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების ძირითად პრინციპებს, ქცევის დარღვევებსა და რეგულაციის პრობლემებს პრეზენტაციისა და დისკუსიის სახით აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან, მათ შორის ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ნევროლოგებთან და მშობლებთან;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- იძიებს ინფორმაციას აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით, ასევე, - ბავშვებსა და მოზარდებში განვითარების თავისებურებების, გენდერული სოციალიზაციის, ტრავმის შეფასების და განვითარების დარღვევების დიაგნოსტირების საკითხებზე ცოდნის გასაღრმავებლად დამოუკიდებლად წარმოადგენს და გეგმავს შემდგომი სწავლის პროცესის თანმიმდევრულ ეტაპებს სწავლის საჭიროებების სტრატეგიულად მაღალი დონის შესაბამისად;
- იცავს პროფესიულ ეთიკას, პროფესიულ კეთილსინდისიერებას და პასუხისმგებლობას, კრიტიკის კორექტულად გამოთქმასა და მიღებას, ტოლერანტობას, კონფიდენციალობას, საკუთარი კომპეტენციის საზღვრების აღიარებასა და ამ საზღვრების ფარგლებში მოღვაწეობის მნიშვნელობას; მხარს უჭერს ბავშვებსა და მოზარდებთან (ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე, ქცევის რეგულირების პრობლემებისა და ქცევითი აშლილობის მქონე) მუშაობის პროცესში (მათ შორის, შეფასებისა და დიაგნოსტირების დროს); ასევე, - ბავშვთა განვითარებასა და გენდერული სოციალიზაციის პროცესში, ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღებას.
კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- განიხილავს ეთიკური საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კლინიკურ სფეროში (ფსიქოკონსულტირება, ფსიქოთერაპია), სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს; ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობას, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებებს; ეთიკური საკითხების გათვალისწინებით კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მონაცემთა ანალიზის საკითხებს; აღწერს სოციოლოგიას, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს და ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენ ფაქტორებს;
- აღწერს თანამედროვე კლინიკურ ფსიქიატრიას, ფსიქიატრიულ სიმპტომებს და ნიშნებს, თანამედროვე კლინიკურ (ნოზოლოგიური) დიაგნოსტიკას, ფსიქოპათოლოგიას, ძირითად დაავადებებს, ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს (მათ შორის, შიზოფრენია, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული პიროვნული აშლილობები); დააავადებების ეტიოლოგიასა და კლინიკურ თავისებურებებს, მათ შორის, ეპილეფსიის სხვადასხვა კლინიკური ფორმის გამომწვევ მიზეზებსა და კლინიკურ მიმდინარეობას, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევ მიზეზებსა და კლინიკურ მიმდინარეობის, აუტიზმის გამომწვევ მიზეზებსა და კლინიკურ მიმდინარეობას; ასევე, აღწერს ფსიქიკური სფეროს ძირითად დარღვევებსა და აშლილობებს (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია) შეფასების თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების, ფსიქიკური დარღვევებისა და აშლილობების შეფასების საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით;
- განიხილავს ნეიროფსიქოლოგიის პრინციპებს, მექანიზმებს, მოდელებსა და შესწავლის სტრატეგიებს, უმაღლეს ქერქულ ფუნქციებსა და მათი პათოლოგიით გამოწვეულ ქცევით დარღვევებს, ეპილეფსიის და დემენციების ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებას, თავის ტვინის ორგანული დაზიანების პირობებში ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებს; ასევე, - ნერვული სისტემის ფუნქციურ და ანატომიურ სპეციფიკას, ტოპიკურ საფუძვლებს, ნებითი მოძრაობის ანალიზატორს და მოძრაობის ქცევით კონტროლს;
- ახასიათებს ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის კავშირს შინაგანი ორგანოების დაავადებების (კანის, მეტაბოლური და სახსრების, კუჭ-ნაწლავის) დროს; სხვადასხვა ფსიქოსომატურ თეორიას (სელიეს სტრესის თეორია, ორ-ფაზიანი განდევნის თეორია, ალექსანდერის ფსიქოსომატური მიდგომა) და დაავადებათა (კუჭნაწლავის, კანის დაავადებების, გაციების, ბრონქიალური ასთმის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული) ეტიოლოგიური მოდელს (ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით);
- განიხილავს თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემას, ფსიქო-სოციალურ ინტერვენციებს (განმარტება, მიზანი, განვითარების ისტორია), რეაბილიტაციის მოდელებს (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), რეაბილიტაციის პროცესის კომპონენტებს (მოტივაცია, უნარები, მატერიალური უზრუნველყოფა, მხარდაჭერა), აღდგენის დინამიკას (სტაბილიზაცია, რეორიენტაცია, რეინტეგრაცია), სტიგმასთან ბრძოლის და ანტისტიგმა კამპანიის დაგეგმვას, განხორციელებას და ინტეგრირებულ თერაპიულ პროგრამას (IPT) (კოგნიტური დიფერენციაცია, სოციალური აღქმა); ასევე, - ფსიქოკონსულტაციის ძირითად თეორიებსა და მათ პრაქტიკულ მიდგომებს (პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოკონსულტაცია, გეშტალტ ფსიქოკონსულტაცია, ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოანალიზური ფსიქოკონსულტაცია);
უნარი
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- იცავს და აინტეგრირებს ეთიკურ პრინციპებს ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში (მათ შორის, კლინიკური შეფასება, ფსიქოთერაპია, კვლევა); ასევე, - იყენებს ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდებს (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი); კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში დამოუკიდებლად გეგმავს და აწარმოებს კვლევას (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით);
- ამოიცნობს, გამოავლენს და აფასებს საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემების (DSM და ICD) გამოყენებით ფსიქიკური დარღვებებსა და ჯანმრთელობის სხვა თანმხლებ მდგომარეობებს (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია), ფსიქიატრიულ სიმპტომებს და კლინიკურ ნიშნებს, ასევე, დაავადების (გულ-სისხლ ძარღვთა, კანის, მეტაბოლური და ენდოკრინული, სახსრების, კუჭნაწლავის) სიმპტომებს; დიაგნოსტირების საფუძველზე გეგმავს ინტერვენციას (მათ შორის, კონსულტირებას); ასევე გამოავლენს კლინიკურ პრაქტიკაში მიმდინარე ნევროლოგიურ სინდრომებს და ახდენს ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე ძირითადი დაავადებების წარმატებით დამოუკიდებლად მართვას; აკვირდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით გამოწვეულ ქცევას, სწავლას, პიროვნებისა და ემოციური სფეროს პრობლემებს და გეგმავს ნეიროფსიქოლოგიურ შეფასება-დიაგნოსტირებას და რეაბილიტაცია-აბილიტაციას; გეგმავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში შემთხვევის მართვას (შეფასება, დაგემვა, ინტერვენცია, ევალუაცია), კოგნიტური დეფიციტის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას და შედეგთა გათვალისწინებით ფსიქოსოციალურ ინტერვენციას
- აანალიზებს და ახდენს განსხვავებულ თვისებების, ნიშნებისა და პრობლემების მქონე პიროვნებებთან ფსიქოკონსულტაციური მიდგომების (გეშტალტ ფსიქოკონსულტაცია, ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტაცია) შერჩევას, გამოყენებას, საკორექციო და ფსიქოკონსულტაციური სამუშაოს დამოუკიდებლად წარმართვას; საჭიროებათა კვლევის საფუძველზე პაციენტის ფსიქო-სოციალური პროფილის შედგენას, კლინიკური ინტერვიუირების ტექნიკის და სოციალური კომპეტენტურობის ტრენინგის (ახლობლების ყურადღებით მოსმენა; ახლობლებთან კონფლიქტის დაძლევა; უცხო პირის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვება; საკუთარი უფლებების დაცვა;) ტექნიკების გამოყენებას;
- აანალიზებს კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთულ და არასრულ მასალებს; აანალიზებს თანამედროვე კლინიკური ფსიქიატრიის მნიშვნელობას, ფსიქიატრიულ სიმპტომებსა და ნიშნებს, ფსიქიკურ აშლილობებს (შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატიფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების) ეპიდემიოლოგიას, ეტიოლოგიას, დიაგნოზს, კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობას; აფასებს დაავადებების (ეპილეფსია, დემენცია, დიაბეტი) ნეიროფსიქოლოგიურ მექანიზმებს, ნეიროფსიქოლოგიურ მოდელებსა და შესწავლის სტრატეგიებს; განიხილავს ფუნქციონალურ და სომატურ დარღვევებს, შაქრიან და უშაქრო დიაბეტს, გაციებას, ბრონქიალურ ასთმას, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ქცევითი დარღვევებით მიმდინარე ნევროლოგიურ სინდრომებს, უმაღლესი ქერქული ფუნქციების მოშლას, ფსიქოლოგიური დიაგნოსტირების საშუალებების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კლასიფიკაციას DSM და ICD თანამედროვე კატეგორიალური სისტემებით;
- აანალიზებს და აფასებს ფსიქო-სოციალურ ინტერვენციებს (განმარტება, მიზანი, განვითარების ისტორია), რეაბილიტაციის მოდელებს (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული) და აღდგენის დინამიკას (სტაბილიზაცია, რეორიენტაცია, რეინტეგრაცია); პიროვნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით არჩევს შესაბამის მიდგომას სხვადასხვა ფსიქოკონსულტაციური მიდგომებიდან (პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოანალიტიკური კონსულტაცია, კოგნიტურ-ბიჰევიორალისტური).
- კლინიკურ ფსიქოლოგიის სფეროში აანალიზებს და წარმოადგენს ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ფსიქიატრიის მნიშვნელობას, ძირითადი დაავადებებას, ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს (შიზოფრენიის, ფსიქოზური, გუნება-განწყობის, შფოთვითი, სომატოფორმული, პიროვნული და კვებითი აშლილებების), ქცევითი პროცესების ჩამოყალიბებაში ნერვული სისტემის ანატომიას და ფუნქციის როლს, დეგენერაციული დააავადებების ეტიოლოგიასა და კლინიკურ თავისებურებებს, უმაღლესი ქერქული ფუნქციების ძირითად დარღვევებს, ნეიროფსიქოლოგიის განვითარებას, უმაღლესი ქერქულ ფუნქციებსა და ქცევით დარღვევებს, ნეირფოსიქოლოგიურ მოდელებსა და შესწავლის სტრატეგიებს, ფსიქოსომატური მედიცინის პრინციპებს, კლასიკური მედიცინისა და ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით დაავადებათა ეტიოლოგიურ მოდელს, კანის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭნაწლავის დაავადებების გამომწვევ ემოციებს, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოდელებს (ლიბერმანის, ენტონის, ბენეტ-შეპარდის, შერეული), ინტეგრირებული თერაპიული პროგრამის ეფექტურობს, ფსიქიკური დარღვევებსა და აშლილობებს (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ფობიები, შიზოფრენია და სხვ.) საერთაშორისო სისტემების (DSM, ICD) დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით შეფასების საკითხებს მსჯელობისა და არგუმენტირების გზით პრეზენტაციისა და კომუნიკაციის სახით აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- იძიებს ინფორმაციას აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან, ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით; ასევე, კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში, ფსიქოსომატურ მედიცინაში, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და ფსიქოკონსულტაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე არსებული ნაშრომებს შეისწავლის და დამოუკიდებლად გეგმავს შემდგომი სწავლის პროცესის თანმიმდევრულ ეტაპებს სწავლის საჭიროებების სტრატეგიულად მაღალი დონის შესაბამისად;
- მხარს უჭერს კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში პროფესიული საქმიანობის მიმართ მაღალ პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობასა და პატივისცემას ნებისმიერი დაავადების მქონე პირის მიმართ; ასევე, ფსიქოლოგიური შეფასების, დიაგნოსტირების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის დროს, იცავს ფსიქოლოგის ეთიკურ პრინციპებს და ხელს უწყობს ინოვაციური ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანას.
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- განიხილავს ეთიკურ საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობის დროს; ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი) მნიშვნელობას, შერჩევის განსაზღვრის თავისებურებებს; ეთიკური საკითხების გათვალისწინებით, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და მონაცემთა ანალიზის საკითხებს; აღწერს სოციოლოგიას, სოციუმში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს და ამ პროცესებზე ზეგავლენის მომხდენ ფაქტორებს;
- განიხილავს ბიზნეს ფსიქოლოგიას, მათ შორის მომხმარებლის და დასაქმებული პერსონალის ფსიქოლოგიის ასპექტებს, მომხმარებლის მიერ ყიდვის გადაწყვეტილების მართვის სტრატეგიებსა და მეთოდებს (მათ შორის, NLP-ს მექანიზმები და ტექნიკები მომხმარებელთან ურთიერთობისას), დასაქმებული პერსონალის მოტივაციის ტექნიკებსა და მეთოდებს (ვრუმუს თეორია, ადამსის თეორია, კოგნიტური შეფასების და კორმანის თვითშესატყვისობის თეორია)
- აღწერს ორგანიზაციული განვითარების მთავარ ასპექტებს, ორგანიზაციულ სტრუქტურებს და მათ თავისებურებებს, ორგანიზაციულ ცვლილებებს, ეფექტური რესტუქტურიზაციის განხორციელების და შეფასების პარამეტრებს, დიაგნოსტირების მეთოდებსა (მონაცემების შეგროვება, ორგანიზაციული ანალიზი) და ორგანიზაციის დიაგნოსტიკის საკითხებს; ორგანიზაციული ქცევის ძირითად საკითხებს, პიროვნული თავისებურებების მიხედვით გუნდის დაკომპლექტებას, სამუშაო ფუნქცია-მოვალეობების მიხედვით დავალებათა სწორ განაწილებს, სამუშაოს მოწყობის ძირითად მეთოდოლოგიას (სამუშაოს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შეფასება), ორგანიზაციული კულტურისა და კლიმატის შემადგენელ ასპექტებს (პიროვნული ატიტუდები, ქცევითი ნორმების მარეგულირებელი დოკუმენტაცია);
- განიხილავს პერსონალის შერჩევის თანამედროვე მეთოდებს, პერსონალის ტრეინინგისა და სწავლების ძირითად ტენდენციებს, პერსონალის სწავლებისა და განვითარების სტრატეგიებს (კორპორატიული სწავლების სტრატეგია, ტალანტების მართვა); ახასიათებს მუშაკების ინდივიდუალურ თავისებურებებს, მოტივაციას, ღირებულებებს, განწყობებს, ქცევისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების თავისებურებებს, სამუშაო გარემოზე კმაყოფილი და უკმაყოფილო მუშაკების გავლენას, გადაწყვეტილების მიღებაზე ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ორგანიზაციულ შეზღუდვების ზეგავლენას; აღწერს გაყიდვებისთვის საჭირო პიროვნულ თვისებებს, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, გადაწყვეტილების ნეირო მექანიზმებს, გაყიდვების წარმატებულ სტრატეგიასა და მომგებიან ტექნიკებს;
- მიმოიხილავს კარიერის მართვის კონცეფციას, წარმატებული კარიერისთვის საჭირო კომპეტენციებს, შრომის ბაზრის ცვლილებაზე მოქმედ ფაქტორებს, შრომითი მოტივაციების ძირითად კონცეფციებს (როგორიც არის მოტივაციის შინაარსობრივი და პროცესუალური მიდგომები) და მოტივაციურ მოდელებს (Flow-ეფექტი, მიზნობრივი მოტივაცია, პროდუქტიულობის და შედეგის ურთიერთდამოკიდებულება, კეთილსასურველი სამუშაო), კარიერის დაგეგმვის სტრუქტურას, სამსახურის ძიების ეფექტიანი გზების და პერსონალის შრომის ეფექტიანობის შეფასების მეთოდებს (რანჟირების მეთოდის, 360 გრადუსის მეთოდის, მიზნების მართვის შეფასების მეთოდის და ატესტაციის).
უნარი
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- იცავს და აინტეგრირებს ეთიკური პრინციპებს ფსიქოლოგის პრაქტიკულ მუშაობაში (მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვა, პერსონალის შერჩევა, კვლევა); ასევე, - ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდებს (დაკვირვება, შემთხვევის შესწავლა, გამოკითხვა, ინტერვიუ, ექსპერიმენტი); შრომისა და ორგანიაციის ფსიქოლოგიის სფეროში დამოუკიდებლად გეგმავს და აწარმოებს კვლევას (მათ შორის, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და მათზე გავლენის მომხდენი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით);
- ორგანიზაციაში, დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შეიმუშავებს საკადრო პოლიტიკის განხორციელების გეგმას, პერსონალის სამოტივაციო პროგრამებს (დაჯილდოვებისა და აღიარების), განსაზღვრავს საჭირო კომპეტენციებს შესაბამის პოზიციაზე პერსონალის შერჩევისას და ამზადებს გაყიდვების/მომსახურების სფეროში ჩართული პერსონალისთვის ტრენინგის პროგრამას;
- განსაზღვრავს ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროებას; კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, აგროვებს მონაცემებს, ახდენს ჯგუფების და სამუშაოების დამოუკიდებლად დიაგნოსტირებას და ჩართული თანამშრომლების კონსულტირებას; მართავს გაყიდვების გუნდს და გეგმავს და აწარმოებს გაყიდვების პროცესს;
ორგანიზაციის მიზანსა და სტრატეგიასთან შესაბამისობით,
- აანალიზებს ახალ, გაუთვალისწინებელ გარემოში სამუშაო სიტუაციას და ახდენს სამუშაოს დამოუკიდებლად მოწყობას, გეგმავს თანამშრომელთა ეფექტური ინტეგრაციის პროგრამას, ახდენს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება-განხორციელებას და მოტივაციის სისტემების დამოუკიდებლად დანერგვას მულტიდისციპლინარულ გარემოში; ცვალებად, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში აწარმოებს სტრესის მართვას და მიზანზე ორიენტირებულ საქმიან ურთიერთობებს; წარმოადგენს კარიერულ ხედვას და კონკრეტული კარიერული მიზნების შესაბამისად კონკრეტული პროფესიის შესაბამის საჭირო კომპეტენციებს პრაქტიკაში გამოსაყენებლად; ახდენს კარიერულ ცვლილებებთან გამკლავებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებას და თავის დამკვიდრებას;
- აანალიზებს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევის რთულ და არასრულ მასალებს; აანალიზებს ბიზნეს ფსიქოლოგიის სფეროში პერსონალის შერჩევისას შესაბამის პოზიციაზე საჭირო კომპეტენციების მნიშვნელობას, სათანადოდ შეფასების საფუძველზე მომსახურების სტრატეგიებს (მათ შორის, TQM სისტემა), მათ შორის, პერსონალის ტრენინგ-პროგრამის საკითხებს (კორპორატიული სწავლება, ტალანტების მართვა);
- აანალიზებს და აფასებს სამუშაო და პროფესიულ გარემოს, ორგანიზაციულ კულტურას, კლიმატს და ინოვაციურ ცვლილებებს, ინდივიდუალური განვითარების პროცესის ეფექტურობას; გაყიდვების დაგეგმვისა და მართვის სისტემას, წარმატებული გაყიდვების სტრატეგიებს, გაყიდვებისთვის საჭირო პიროვნულ თვისებებს; შრომის ბაზარზე წარმოქმნილ პრობლემებს, ორგანიზაციის საქმიანობაში ორგანიზაციისა და პერსონალის საჭიროებების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
- აანალიზებს და წარმოადგენს ფსიქოლოგიის ეთიკური საკითხების მნიშვნელობას, ბიზნეს ფსიქოლოგიის საკითხებს (მომხმარებლისა და პერსონალის ფსიქოლოგიური ასპექტები), პერსონალის მოტივაციის ტექნიკებსა და მეთოდებს (ვრუმუს თეორია, ადამსის თეორია, კოგნიტური შეფასების და კორმანის თვითშესატყვისობის თეორია), ორგანიზაციულ ცვლილებებს, ეფექტური რესტუქტურიზაციის განხორციელების გეგმას, შეფასების პარამეტრებისა და დიაგნოსტირების მეთოდებს (მონაცემების შეგროვება, ორგანიზაციული ანალიზი), პერსონალის შერჩევას, განვითარებისა და ტრენინგის საკითხებს; ასევე, - ორგანიზაციაში სწავლებისა და განათლების დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სამოტივაციო სქემებს, კონკრეტულ კარიერულ, მოტივაციურ და ეფექტიანობის შეფასების საკითხებს; გაყიდვებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს (გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების) დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადების, დისკუსიისა და ეფექტური კომუნიკაციის სახით თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან (საკომუნიკაციო ბარიერების გათვალისწინებით ორგანიზაციაში სხვადასხვა დონის მენეჯერებთან), საქმიანი ურთიერთობების პროცესში აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- იძიებს ინფორმაციას აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურიდან, ფსიქოლოგიის ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო და პრაქტიკული (სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი) კვლევების ჩატარების მიზნით; ასევე, - შრომისა და ორგანიზაციის სფეროში ბიზნეს ფსიქოლოგიის (მომხმარებლისა და პერსონალის ფსიქოლოგია), ორგანიზაციის განვითარებისა და ცვლილებების, სამუშაო და პროფესიული გარემოს, პერსონალის განვითარებისა და გაყიდვების საკითხებზე არსებული ნაშრომებს შეისწავლის და დამოუკიდებლად გეგმავს შემდგომი სწავლის პროცესის თანმიმდევრულ ეტაპებს სწავლის საჭიროებების სტრატეგიულად მაღალი დონის შესაბამისად;
- მხარს უჭერს ბიზნეს-ეთიკის პრინციპების აღიარებას, დაფასებას და პატივისცემას ორგანიზაციული ცვლილებების, სამუშაო და პროფესიული გარემოს მოწყობაში, ორგანიზაციული აქტივობის, პერსონალის შერჩევისა და გაყიდვების დროს; ხელს უწყობს ორგანიზაციულ კულტურას, ინდივიდუალური თავისებურებების პატივისცემას და ორგანიზაციაში კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის აუცილებლობას და ასევე, - ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღებას.
|