eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მედიცინა
განათლების საფეხური: ერთსაფეხურიანი
ხელმძღვანელი: ოთარ თოიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი (090101)
პროგრამის მოცულობა: 360
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით. მინიმალური ბარიერი 60%. გასაუბრება/გამოცდა ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკის საბაზო საკითხებში;
პროგრამის მიზანი:

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური, გულისხმიერი, სამართლიანი, გამოცდილი მედიკოსები (ექიმები), რომლებსაც ექნებათ საკუთარი ცოდნის და უნარების მუდმივი განახლების სურვილი და რომლებიც მზად იქნებიან აიღონ თავის თავზე თანამედროვე ექიმისთვის დამახასიათებელი როლები, როგორიცაა მკურნალის, მზრუნველის, განმანათლებლის, მეცნიერის, უფლებათა დამცველის, ლიდერის და სხვა როლები, რათა ხელი შეუწყონ როგორც ადგილობრივი თემის, ისე გლობალური საზოგადოების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციას, რაც მისცემს მას საშუალებას: საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურაზე ან/და დოქტორანტურაზე ან გაიაროს რეზიდენტურის კურსი და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღოს სასურველი სპეციალობით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; საქართველოში დასაქმდეს უმცროს ექიმად და შეასრულოს ექიმის ფუნქციები დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მქონე მედიკოსის მითითებებით და პასუხისმგებლობით. გასწიოს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  •             ინტერაქტიური ლექციებისემინარები

    ·          ვიზუალური ლექციები.

    ·          პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა.

    ·          ვერბალურიანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.

    ·          ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

    ·          პრაქტიკული მუშაობა.

    ·          დისკუსიებ/დებატები

    ·          ლაბორატორიული მეცადინეობა

    ·          კრიტიკული ანალიზი

    ·          ლექცია-სემინარები

    ·          წიგნზე მუშაობის მეთოდი

    ·          ახსნა-განმარტებითი მეთოდი

    ·          სიტუაციური ამოცანები

    ·          როლური თამაში

    ·          სიახლეთა გარჩევა

    ·          მცირე კვლევების ჩატარება

    ·          გუნდური მუშაობა

    ·         პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშ ოები

    ·          შემთხვევის შესწავლა და ანალიზი

    ·          ლიტერატურის მიმოხილვა

    ·          საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება

    ·         შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში

    ·          წერითი მუშაობის მეთოდი

    ·          პრეზენტაციების წარდგენა

    ·          სიმულაცია

    ·          დემონსტრირების მეთოდი (მათ შორის აუდიო-ვიდეო და სხვა სასწავლო მასალები)

    ·          კლინიკურ- პრაქტიკული სწავლა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • ბიოსამედიცინო მეცნიერებების ღრმა და სისტემური ცოდნა
    ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ძირითადი  პრინციპების, პროცესების, მეთოდებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააზრება.
    სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობასა და სუბსპეციალობაში კლინიკური მეცნიერებების შესახებ ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.
    წამლებისა  და მათი დანიშვნის  ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.
    საზოგადოებრივი ჯანდაცვის: დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების სკრინინიგისა და ზედამხედველობის, ეპიდემიოლოგიის, რესურსების განაწილებისა და ჯანმრთელობის ეკონომიკის, გლობალური ჯანმრთელობისა და უთანასწორობის ფართო ცოდნა და გააზრება.
    სამედიცინო პრაქტიკისა და კვლევასთან დაკავშირებული  ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.
    ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სისტემების ორგანიზების შესახებ ცოდნა და ამ სისტემაში ექიმის როლის გაცნობიერება
     


  • უნარი
  • პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა

    კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, დიფერენციული დიაგნოზის ჩატარება, დაავადების მართვის გეგმის შესახებ მსჯელობა

    გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს დახმარების გაწევა (პირველადი დახმარება და სარეანიმაციო ღონისძიებები )

    მედიკამენტების გამოწერა

    პრაქტიკული პროცედურების ჩატარება

    სამედიცინო კონტექსტში ეფექტური კომუნიკაცია

    სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება

    პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება

    მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენება

    სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება

    სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება

    ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა

    პროფესიონალიზმი


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  •  

    ცოდნის განუწყვეტელი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობა სამედიცინო პროფესიაში

    ეთიკური,  სამართლებრივი პრინციპებისა და პაციენტის უფლებების დაცვა

    პროფესიულ კონტექსტში კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმოების და კონფლიქტების მოგვარების უნარი ნებისმიერ პირთან, განურჩევლად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა

    პაციენტთან და კოლეგებთან ურთიერთობისას სამართლიანობის, სოციალური და ლიბერალური ფასეულობებით ხელმძღვანელობის უნარი

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 19/16
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამას აქვს 360 ECTS და სწავლება მოიცავს 6 წელს. იგი შედგება პროგრამის ძირითადი (326 ECTS) და არჩევითი (34 ECTS ) კომპონენტებისგან, საიდანაც (12 ECTS) განკუთვლინილია უცხო ენის კომპეტენციისთვის.

    აკადემიური წლის ხანგძლივობა 38 კვირა

    სემესტრების რაოდენობა  - 2 (თითოეული სემესტრი 19 კვირა)

    სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა - 15 კვირა

    სასესიო პერიოდების ხანგრძლივობა - 2 კვირა

    გადაბარება /აღდგენა - 2 კვირა

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, ასევე კლინიკურ პრაქტიკას, რომელიც იმპლემენტირებულია უშუალოდ საგნებში თემატური მიმართულებების მიხედვით. თეორიული ტიპის ლექციები შესაძლებელია ერთდორულად ჩატარდეს 2 და მეტ ჯგუფში. სემესტრებში მოწოდებულია სამედიცინო პროფილის კურაციები, რომელიც ყოველდღიურ და ინტენსიურ სასწავლო დატვირთვას ითვალისწინებს და მისი ორგანიზება ხდება როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე სამედიცინო ბაზებზე. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ არღემატება 15 -ს. პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით, კლინიკური პროფესიონალური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტუირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინკურ გარემოში. უცხოენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ქართული ენა, ხოლო ქართულენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური ენა

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LATN2219ლათინური ენა (მედიკოსებისთვის)6 1
    MD1110Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია I12 1
    MD1120Eბიოქიმია I4 1
    MD1130Eგენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია I3 1
    MD1210Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია II12 2
    MD1220Eბიოქიმია II4 2
    MD1230Eგენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია II3 2
    MD1240Eზოგადი მიკრობიოლოგია და ბაქტერიოლოგია4 2
    MD1290Eკლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევები I4 2
    MD2110Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია III10 3
    MD2120Eბიოქიმია III4 3
    MD2130Eზოგადი ჰიგიენა და ეკოლოგია3 3
    MD2140Eვირუსოლოგია, მიკოლოგია და პარაზიტოლოგა3 3
    MD2150Eბიოეთიკისა და სამედიცინო სამართლის საფუძვლები3 3
    MD2190Eკლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევები II4 3
    MD2210Eადამიანის სხეული - სტრუქტურა და ფუნქცია IV10 4
    MD2220Eბიოქიმია IV4 4
    MD2230Eპათოლოგიის საფუძვლები5 4
    MD2240Eიმუნოლოგია და კლინიკური მიკრობიოლოგია4 4
    MD2290Eკლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევები III4 4
    MD3110Eკლინიკური პათოლოგია I6 5
    MD3120Eდაავადებათა დიაგნოსტიკის საფუძვლები I7 5
    MD3130Eჯანმრთელობის და ავადმყოფობის სოციოლოგია ექიმებისთვის3 5
    MD3140Eბაზისური ფარმაკოლოგია I5 5
    MD3150Eეპიდემიოლოგია, ბიოსტატისტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა6 5
    MD3210Eკლინიკური პათოლოგია II6 6
    MD3220Eდაავადებათა დიაგნოსტიკის საფუძვლები II7 6
    MD3230Eშესავალი ფსიქოლოგიაში მედიკოსებისთვის3 6
    MD3240Eბაზისური ფარმაკოლოგია II5 6
    MD3250Eრადიოლოგიის საფუძვლები4 6
    MD3290Eპორტფოლიო I2 6

    კრედიტების ჯამი:

    160

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    MD1020შესავალი მეცნიერებაში მედიცინისთვის6
    MD1320Eჯანმრთელობის ხელშეწყობა3
    HELM4150ESPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში3
    MD3321Eშესავალი ჯანდაცვის მონაცემთა ბაზების დაგეგმვასა და მართვაში6
    MD3330Eინფორმატიკა ჯანდაცვაში3
    MD3341Eსამედიცინო ტურიზმი და ტელემედიცინა6
    MD6311Eფარმაკოთერაპია4
    MD6320Eპრაქტიკა ლაბორატორიულ მედიცინაში3
    MD6331Eთანამედროვე ოფთალმოლოგია4
    MD6340Eრეპროდუქციული მედიცინა5
    MD6350Eსაოჯახო მედიცინა, გაღრმავებული კურსი5
    MD6360Eტრავმა გადაუდებელ მედიცინაში5
    MD6370Eგულ-სისხლძარღვთა ქირურგია5

    კრედიტების ჯამი:

    58

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    ENGL1330ინგლისური ენა მედიკოსებისთვის( პაციენტთან ურთიერთობა)6
    ENGL1340ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (ჰოსპიტალი და კლინიკა)6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    KART1119ქართული-უცხო ენა I3
    KART1219ქართული-უცხო ენა II3
    KART2119ქართული-უცხო ენა III3
    KART2219ქართული-უცხო ენა IV3

    კრედიტების ჯამი:

    48

    კლინიკური სწავლებები

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MD4110Eშინაგანი მედიცინა I14 7
    MD4120Eქირურგია I14 7
    MD4130Eშესავალი საოჯახო მედიცინაში2 7
    MD4210Eმეანობა6 8
    MD4220Eნევროლოგია8 8
    MD4230Eჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია4 8
    MD4240Eტრავმატოლოგია და ორთოპედია4 8
    MD4250Eდერმატოლოგია2 8
    MD4260Eინფექციური დაავადებები6 8
    MD5110Eშინაგანი მედიცინა II14 9
    MD5120Eპედიატრია8 9
    MD5130Eგინეკოლოგია8 9
    MD5210Eქირურგია II10 10
    MD5220Eანესთეზია და რეანიმატოლოგია6 10
    MD5230Eფსიქიატრია და კლინიკური ფსიქოლოგია8 10
    MD5240Eგადაუდებელი მედიცინა6 10
    HELM2210Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 11
    MD6120Eკლინიკური აზროვნება, დიფერენციალური დიაგნოსტიკა5 11
    MD6130Eალტერნატიული მედიცინის საფუძვლები3 11
    MD6140Eსაოჯახო მედიცინა6 11
    MD6150Eკლინიკური ფარმაკოლოგია4 11
    MD6160Eონკოლოგია4 11
    MD6170Eპალიატიური ზრუნვა2 11
    MD6210Eპაციენტთა უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები6 12
    MD6220Eმცირე კლინიკური კვლევა5 12
    MD6230Eსასამართლო მედიცინა4 12
    MD6290Eპორტფოლიო II2 12

    კრედიტების ჯამი:

    167









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა

    პროგრამის სემესტრულ საგნებში გამოიყენება შემდეგი შეფასების სისტემა:

    მიმდინარე შეფასება (ქვიზი) (ყოველკვირეული ან ყოველდღიური)                                                  39 ქულა

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.               21 ქულა

    დასკვნითი გამოცდა                                                                                                                                           40 ქულა

    სულ                                                                                                                                                                         100 ქულა

     

    კლინიკურ სწავლებებზე  გამოიყენება შემდეგი შეფასების სისტემა:          

    მიმდინარეშეფასება (შეიძლება შედგებოდეს წერითი კომპონენტისგან

    და პრაქტიკაში მონაწილეობის შეფასებისგან)                                                                                           40 ქულა

    რეფერატი და პრეზენტაცია.                                                                                                                            20 ქულა

    დასკვნითი გამოცდა                                                                                                                                           40 ქულა

     

    სულ                                                                                                                                                                         100 ქულა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი