პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის):
აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის):
უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificatein English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით. მინიმალური ბარიერი
პროგრამის მიზანი: ითვალისწინებს რა ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობას, პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, ჰუმანიტარული აზროვნების, ინგლისურენოვანი ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელი კომპეტენციის მქონე პროფესიონალთა ჩამოყალიბებას. პროგრამა სრულ თანხვედრაშია საქართველოს უნივერსიტეტის მისიასთან - “ცოდნის საზღვრების გაფართოვება და პიროვნების განათლება…” მისია მიღწევადია და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობითა თუ მეცნიერული მიღწევებით განაპირობებს საზოგადოების ჯანსაღ, ჰუმანურ და დემოკრატიულ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიზანმიმართულია შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სტუდენტისათვის აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა ფორმირებაზე. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას გამომცემლობებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამაში ინტეგრირებულია ინგლისური ენის სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციათა ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგნები. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას დარგის ფართო ცოდნით. პროგრამა აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას რაც უზრუნველყოფილია პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • რეფერატების მომზადება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • რეფერატების პრეზენტაცია
  • წერითი მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • როლური თამაშები
  • შემთხევათა ანალიზი (case study)
  • თემა
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ლექცია-სემინარი
  • ზეპირი გამოკითხვა.
სწავლის შედეგი:
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ენათმეცნიერების სფეროსათვის შესაბამისი მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, კომპონენტური ანალიზისა და სტილისტური ანალიზის მეთოდები; ჰიპონიმიის, კატეგორიზაციისა და კონცეპტუალიზაციის პრინციპები, კვლევის სინქრონული და დიაქრონული მეთოდები) გამოყენებით;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ლიტერატურის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (ტექსტის ფენომენოლოგიური და ჰერმენევტიკული ანალიზი) გამოყენებით;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ენის სწავლების სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ანალიზი) გამოყენებით;
    • ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვისა და მოსწავლეთა ცოდნის შეფასების უნარი;
    • ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციის -APA- წერის სტილის სტანდარტების გამოყენების უნარი წერილობითი ტექსტის პროდუცირებისას;
    • ნარატივის, დესკრიპტიული, შედარებითი, კლასიფიკაციის, მიზეზ-შედეგობრივი, არგუმენტაციის და ანალიზის კონსტრუირების უნარი;  
    • ინფორმაციის დიფერენცირებისა და განზოგადების უნარი;
    • ტექსტის კომპრესირების უნარი;
    • ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენების ფარგლებში მკაფიოდ სტრუქტურირებული ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციის მომცველი ზეპირი და წერილობითი ტექსტების პროდუცირების უნარი;
    • ლექსიკურ ერთეულთა მნიშვნელობების ნიუანსთა გამოყენების უნარი;
    • სხვადასხვა ფორმატის მქონე წერილების პროდუცირების უნარი;
    • ენის კომპეტენტური გამოყენების დონისათვის შესაბამისი სინტაქსური სტრუქტურების გამოყენების უნარი;
    • მეორე ევროპული (არჩევითი) ენის დამოუკიდებელი გამოყენების დონისათვის (B2 - Intermediate) შესაბამისი სირთულის წერითი და ზეპირი ტექსტების ადეკვატური აღქმისა და პროდუცირების უნარი;
    • სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებულ ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას  მათი ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებით, ერთი და იგივე ეპოქაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე  ისტორიული მოვლენების სინქრონიზაციის უნარი;
    • საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ენათმეცნიერების სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, კომპონენტური და სტილისტური ანალიზის მეთოდები; ჰიპონიმიის, კატეგორიზაციისა და კონცეპტუალიზაციის პრინციპები; კვლევის სინქრონული და დიაქრონული მეთოდები) გამოყენებით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ლიტერატურის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (ტექსტის ფენომენოლოგიური და ჰერმენევტიკული ანალიზი) გამოყენებით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ენის სწავლების სფეროსათვის რელევანტური სტრატეგიებისა და თეორიების (სწავლებისა და შეფასების თეორიები და მიდგომები) გამოყენებით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • სხვადასხვა ისტორიულ ხანაში მიმდინარე პროცესების ანალიზის საფუძველზე მოვლენების ინტერპრეტაციისა და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • ისტორიული პროცესების შეფასება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • ცოდნაზე დაფუძნებული ლოგიკური დასკვნის ჩამოყალიბების უნარი სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფილოლოგიისა და პედაგოგიკის სფეროებისათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებისათვის (ფილოლოგები, ენის მასწავლებლები), ისე არასპეციალისტებისათვის (ფართო საზოგადოება) ინფორმაციის მიწოდების უნარი;
    • მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი მათი ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
    • მსოფლიო ისტორიისათვის შესაბამის საკითხებზე როგორც სპეციალისტებისათვის (ისტორიკოსები), ისე არასპეციალისტებისათვის (ფართო საზოგადოება) ინფორმაციის მიწოდების უნარი;
    • დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტური მონაწილეობის უნარი;
    • მკაფიოდ სტრუქტურირებული მოხსენების როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით მომზადებისა და წარდგენის უნარი;
    • ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენების ფარგლებში ბმული მეტყველების პროდუცირების უნარი;
    • პერსუაზიული კომუნიკაციის და სხვადასხვა სოციალური კონტექსტის ფარგლებში შეკითხვების დასმის უნარი;
    • მეორე ევროპული (არჩევითი) ენის დამოუკიდებელი გამოყენების ფარგლებში სხვადასხვა თემებზე კომენტარის გაკეთებისა და აქტუალური საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარი;
    • შესაბამისი მასალის მოძიების უნარი ელექტრონულ ფორმატში;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით;

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფილოლოგიისა და პედაგოგიკის სფეროში ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • ენობრივი კომპეტენციის სრულყოფის უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
    • შემდგომი თვითგანვითარების უნარი;
    • სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობისა და გამოყენების უნარი;
    • საკუთარი შესაძლებლობის ობიექტური შეფასების უნარი;
    • საკუთარი სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
    • განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-27-2014
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-14
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის (ინგლისურ ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად:

    • 186 ECTS განკუთვნილია პროგრამის ძირითადი საგნებისათვის, მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის მომზადება – 12ECTS და პედაგოგიური პრაქტიკა - 6 ECTS;
    • 42 ECTS განკუთვნილია პროგრამის არჩევითი საგნებისათვის (24 ECTS - მეორე ევროპული ენა, 18 ECTS შემოთავაზებული საგნები);

    12 ECTS - თავისუფალი კრედიტი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1122Eინგლისური ენა (ლექსიკა, გრამატიკა) I6 1
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 1
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    LING1112Eენათმეცნიერების შესავალი6 1
    OCOM1117Eზეპირმეტყველება I6 1
    ACWR1210Eაკადემიური წერა ფილოლოგებისთვის I6 2
    ENGL1212Eინგლისური ენა (ლექსიკა, გრამატიკა) II6 2
    LANT1210Eენის თეორია6 2
    OCOM1217Eზეპირმეტყველება II6 2
    ACWR2110Eაკადემიური წერა ფილოლოგებისთვის II6 3
    EDUC2112Eგანათლების ისტორია და ფილოსოფია6 3
    LANC2117Eენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია6 3
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6 3
    THGP2120Eთეორიული გრამატიკა და ფონეტიკა6 3
    WLIT2110Eმსოფლიო ლიტერატურა I6 3
    ENST2210Eსტილისტიკა6 4
    WLIT2210Eმსოფლიო ლიტერატურა II6 4
    EDUC3113Eსწავლების მეთოდიკა6 5
    ELIT3110Eლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის თეორია6 5
    ENGL3112Eლექსიკოლოგია6 5
    MLAN2210Eმედიის ენა6 5
    WLIT3110Eმსოფლიო ლიტერატურა III6 5
    EDUC3142Eინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა6 6
    EDUC3145Eინკლუზიური განათლების საფუძვლები6 6
    ELIT3210Eინგლისურენოვანი ლიტერატურა I6 6
    EDUC4120Eხარისხის მართვა სკოლაში6 7
    ELIT4110Eინგლისურენოვანი ლიტერატურა II6 7
    ENGL4112Eინგლისური ენის ისტორია6 7
    ENGL4212Eსაბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში12 8
    PEDP4210Eპედაგოგიური პრაქტიკა6 8

    კრედიტების ჯამი:

    186

    პროგრამის ასარჩევი

    წარმოდგენილი საგნების ბლოკიდან სავალდებულოა 42 კრედიტის აღება, საიდანაც სტუდენტმა 24 კრედიტი უნდა აიღოს ერთ კონკრეტულ უცხო ენაში, დანარჩენი 18 კრედიტი კი აირჩიოს შემოთავაზებული საგნების ნუსხიდან.
    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1217Eინგლისური მიზნობრივი ენა (ბიზნესი)6
    ENGL3119Eინგლისური მიზნობრივი ენა (სამართალი)6
    ENGL4117Eინგლისური მიზნობრივი ენა (პოლიტიკა)6
    INTC3179Eინტერკულტურული ბიზნეს კომუნიკაცია6
    EDPS2210Eგანათლების ფსიქოლოგია6
    FRAN1147Eფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147Eგერმანული ენა I (A1)6
    ITAL1147Eიტალიური ენა I (A1)6
    PSYC4111Eასაკობრივი ფსიქოლოგია6
    FRAN1247Eფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247Eგერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247Eიტალიური ენა II (A2)6
    EDUC4130Eკლასის მართვა6
    FRAN2147Eფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147Eგერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147Eიტალიური ენა III (B1/1)6
    FRAN2247Eფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247Eგერმანული ენა IV (B1/2)6
    INFO3111Eინფორმაციული ტექნოლოგიები სასკოლო განათლებაში6
    ITAL2247Eიტალიური ენა IV (B1/2)6
    COMM4110Eმესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა6
    COMM4135Eსაჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    ENGL4247Eზეპირი ბიზნესკომუნიკაცია6
    ENGL4249Eწერითი ბიზნესკომუნიკაცია6

    კრედიტების ჯამი:

    144

    თავისუფალი კრედიტი

    თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სავალდებულოა 12 კრედიტის აღება. სტუდენტს 12 კრედიტის აღება შეუძლია როგორც აღნიშნული ჩამონათვალიდან ასევე სხვა ინგლისურენოვანი პროგრამებიდან.
    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    PHIL2130Eფილოსოფიური აზრის ისტორია6
    POLI1220Eპოლიტიკის შესავალი6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი