eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: აღმოსავლეთმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ალექსანდრე ჭულუხაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი (Bachelor of Oriental Studies)
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური აღმოსავლეთმცოდნე/ ქვეყანათმცოდნე, ახლო აღმოსავლეთის სამი ძირითადი ენიდან (არაბული,სპარსული თურქული) ერთერთის კვალიფიციური მცოდნე, მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით. პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს საფუძვლიანი ცოდნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური სისტემებისა და კულტურის შესახებ, რეგიონის ქვეყნების თავისებურებების, ერთმანეთთან და საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიული დინამიკის, თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების გათვალისწინებით და განუვითაროს ახლო აღმოსავლეთის წარსულისა და აწმყოს კრიტიკული გააზრების უნარი ზოგადად ახლო აღმოსავლეთის, როგორც დიდი რეგიონის და, მასში შემავალი ცალკეული ქვეყნების, ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრის უნარი, განვითარების სხვადახვა ისტორიულ ეტაპზე ჩამოყალიბებული კულტურულ/რელიგიური ან სხვა ტიპის ფასეულობების გაგებისა და პატივისცემის უნარი, რეგიონის განვითარების მახასიათებლებისა და დიაქრონული ჩარჩოს ზოგად გაგება. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, ტურიზმი, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები, საგარეო ურთიერთობების სამსახური, აღმოსავლური კერძო თუ სახელმწიფო სავაჭრო/ეკონომიკური წარმომადგენლობები, მაკრო და მიკროეკონომიკური საერთაშორისო კომპანიები, შესაბამისი ქვეყნების საელჩოები და სხვა.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი;
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
• ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება;
• ინტერაქტიული მეცადინეობები;
• სიახლეთა გარჩევა;
• გუნდური მუშაობა;
• პრაქტიკული მუშაობა;
• წერითი მუშაობა;
• პრეზენტაციის წარდგენა;
• ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• დისკუსია-დებატები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • აღმოსავლური ენების(არაბული/სპარსული/თურქული) კვალიფიციური ცოდნა;
    • წარსულის ზოგადი დიაქრონული ჩარჩოს ცოდნა;
    • ეთიკური და ესთეტიკური სისტემებისა და ღირებულებების მრავალფეროვნებისა და მათი დინამიკის ცოდნა;
    • მსოფლიო კულტურაში საქართველოს, სხვადასხვა ერებისა და ცივილიზაციების როლისა და წვლილის ცოდნა;
    • საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა;
    • ხალხების, საზოგადოებებისა და ცივილიზაციების ურთიერთობების (მეზობლობა, მემკვიდრეობა, დაპყრობები და ა.შ.) ისტორიის, ომისა და მშვიდობის პრობლემის ცოდნა;
    • ისლამის, როგორც რელიგიისა და კულტურული ფენომენის ჩამოყალიბებისა და გავრცელების ისტორიის ცოდნა;
    • მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის ძირითადი მომენტების ცოდნა;
    • ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესების, მათი ისტორიული ფორმების ცოდნა;
    • აღმოსავლეთმცოდნეობის, როგორც დისციპლინის განვითარების ისტორიის ცოდნა;
    • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დამახასიათებელი და ურთიერთგანმასხვავებელი ნიშან-თვისებათა გაცნობიერება ძველ, შუა საუკენეებში, ახალ და უახლეს ხანაში;
    • ·  ისლამის წარმოშობის, განვითარებისა და ძირითადი დოგმების ცოდნა;
    • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიის ცოდნა შედარებითი პერსპექტივისათვის;
    • ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის ცოდნა უძველესი დროიდან დღემდე;
    • ფილოსოფიური აზრის ისტორიის ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ისტორიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ (პირველადი და მეორადი) და სხვა წყაროებთან მუშაობის უნარი;
    • აღმოსავლური (არაბული/სპარსული/თურქული) ტექსტებისა და დოკუმენტების კითხვისა და ციტირების უნარი;
    • სხვადასხვა ტიპის მასალის/ინფორმაციის თანმიმდევრულად ორგანიზების უნარი;
    • აკადემიური ხელმძღვანელის დახმარებით რაოდენობრივი კვლევების გამოყენების (სტატისტიკური ანალიზი და ა.შ.) უნარი;
    • ბიბლიოგრაფიული, საარქივო ინვენტარის მოხმარების, ელექტრონული რეფერენციების გამოყენების უნარი;
    • კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და მის მოგვარებაში მონაწილეობის უნარი;
    • მიმდინარე ისტორიული მოვლენებისა და პროცესების შეფასებაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური, რელიგიური მოვლენებისა და პროცესების იდენტიფიცირების უნარი უნარი;
    • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზების, მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • კორექტული გადაწყვეტილების მიღების უნარი ეთიკური, პროფესიული და აკადემიური ნორმების, ასევე, სხვა კულტურებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიმდინარე მოვლენებს, პროცესებსა და წარსულს შორის ურთიერთკავშირის გააზრების უნარი;
    • ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური პროცესების ანალიზის საფუძველზე მოვლენების სწორი ინტერპრეტაციისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის უნარი;
    • სხვადახვა ტიპის (ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) პროცესისა და მოვლენის მნიშვნელობის შეფასებისა და ანალიზის უნარი;
    • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება, მათ შორის EBSCO, JSTOR);
    • მონათესავე დარგების(ისტორია, პოლიტიკა და სხვა) შეფასების უნარი მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით;
    • პირველადი და მეორადი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და განზოგადების უნარი;
    • კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის უნარი;
    • მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და განზოგადების უნარი;
    • ეთიკური და აკადემიური სტანდარტების შეფასების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • შეძენილი ცოდნის ეფექტური წარმოჩენის უნარი;
    • პროფესიული პრობლემატიკის/საკითხების თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირების და შესაბამისად პრეზენტაციის უნარი;
    • ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებზე საკუთარი დასკვნების პრეზენტაციის უნარი, რომლის დროს ჩანს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისა და დოკუმენტების დამუშავების ხარისხი;
    • მშობლიურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი სპეციალისტებსა (აღმოსავლეთმცოდნე,პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელი, ისტორიკოსი) და არასპეციალისტებთან (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) ქვეყანათმცოდნეობისთვის სახასიათო ტექნიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენებით;
    • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი მშობლიურ და აღმოსავლურ(არაბული/სპარსული/თურქული/) ენებზე;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი (ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, განთავსება, გავრცელება);
    • გუნდის წევრებთან პროფესიული თემატიკის ფარგლებში ეფექტური და კორექტული კომუნიკაციის უნარი;
    • სამეცნიერო დებატებში, დისკუსიებსა და საჯარო განხილვებში (ქართულ, ინგლისურ ან აღმოსავლურ ენებზე) მონაწილეობის უნარი;
    • ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური, ეკონომიკური პროცესების ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში შეფასებებისა და მათზე არგუმენტირებული შეხედულებებისა და დასკვნების წარმოდგენის უნარი;

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების უნარი;
    • დამოუკიდებლად თვითგანვითარების უნარი;
    • საკუთარი სასწავლო დროის რაციონალურად დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი;
    • ქვეყანათმცოდნეობაში/აღმოსავლეთმცოდნეობაში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი.
    • შემდგომი პროფესიული დაოსტატების საჭიროების და მისი შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტივობის (თრეინინგები, სასწავლო კურსები, მაგისტრატურა და ა.შ.) განსაზღვრის უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გაგება და პატივისცემა;
    • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი ფასეულობების პატივისცემა;
    • საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა;
    • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული და ა.შ.) გათავისება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
    • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა;
    • სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა;
    • აკადემიური (როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო) ეთიკის ნორმების დაცვა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 33-14
    პროგრამის დეტალები: .
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აღმოსავლეთმცოდნეობაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს, ძირითადი სპეციალობის (აღმოსავლეთმცოდნე) საგნებს -162 ECTS (მათ შორის 48 ECTS არჩევითი აღმოსავლური ენები და 18 ECTS ინგლისური ენა), თავისუფალი კრედიტი - 18 ECTS, დამატებითი სპეციალობის საგნები - 60 ECTS.დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს);(სტუდენტს რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას ამ მიზნით შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა II (B1/1).

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ORST1110შესავალი აღმოსავლეთმცოდნეობაში6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    ORST2120ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    ORST2130ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური გეოგრაფია6 3
    ORST2220ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა I6 4
    ORST3110ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და კულტურა II6 5
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 6
    TRANS4110თარგმანის თეორია6 6
    ORST2217ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო წყობილება და სამართალი6 8
    ORST4230საბაკალავრო ნაშრომი აღმოსავლეთმცოდნეობაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    114

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    JPNL1010იაპონური ენა A/16
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    72

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARAB1140არაბული ენა I (A1)6
    PERS1140სპარსული ენა I (A1)6
    TURK1140თურქული ენა I (A1)6
    ARAB1240არაბული ენა II (A2)6
    PERS1240სპარსული ენა II (A2)6
    TURK1240თურქული ენა II (A2)6
    ARAB2140არაბული ენა III (B1)6
    PERS2140სპარსული ენა III (B1)6
    TURK2140თურქული ენა III (B1)6
    ARAB2240არაბული ენა IV (B2)6
    PERS2240სპარსული ენა IV (B2)6
    TURK2240თურქული ენა IV (B2)6
    ARAB3140არაბული ენა V (B/2+)6
    PERS3140სპარსული ენა V (B/2+)6
    TURK3140თურქული ენა V (B/2+)6
    ARAB3240არაბული ენა VI (თანამედროვე სალიტერატურო არაბული ენის ნორმები)6
    PERS3240სპარსული ენა VI (თანამედროვე სალიტერატურო სპარსული ენის ნორმები)6
    TURK3240თურქული ენა VI (თანამედროვე სალიტერატურო თურქული ენის ნორმები)6
    ARAB4140არაბული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    PERS4140სპარსული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    TURK4140თურქული ენა VII (ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი)6
    ARAB4240არაბული ენა VIII (თარგმანის პრაქტიკა)6
    PERS4240სპარსული ენა VIII (თარგმანის პრაქტიკა)6
    TURK4240თურქული ენა VIII (თარგმანის პრაქტიკა)6

    კრედიტების ჯამი:

    144









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი