eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში (Bachelor of Social Sciences in International Relations)
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მოხელეების და პოლიტიკურად განათლებული და საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების მომზადებით, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და დიპლომატია, თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიულ საკითხები საერთაშორისო პოლიტიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინებში. პროგრამა სტუდენტებს გამოუმუშავებს კვლევისა და კრიტიკული შეფასების უნარებს საერთაშორისო პოლიტიკის ისეთ ასპექტებსა და საკითხებზე, როგორიცაა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში წესრიგის დამყარება საერთაშორისო ინსტიტუტების, რეჟიმების, სამართლისა და ნორმების განვითარებით, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენების სამართლიანობა, ცვალებადი არეულობები საერთაშორისო სისტემებში, საფრთხეები, მასობრივი იარაღის გავრცელება, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, კონტრ -შეტევა, ანტი-ტერორისტული ძალისხმევა სახელმწიფოთა მიერ, და ა.შ. და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტერებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტრირების მეთოდი • ინტერაქტიული მეცადინეობები • სიტუაციური ამოცანები; • სიახლეთა გარჩევა; • მცირე კვლევების ჩატარება • გუნდური მუშაობის უნარები • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება • კრიტიკული ანალიზი • დისკუსია • დებატები • ჯგუფური დავალებები • პროექტები • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • წერითი მუშაობის მეთოდი • თემების დაწერა • პრეზენტაციის წარდგენა • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიული ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკისა და მის მომიჯნავე დისციპლინებში.
  • ცოდნა განსაკუთრებული გეოგრაფიული მხარეების და სახელმწიფოების, როგორიცაა, ევროპა, აშშ, რუსეთი, თურქეთი, და ა.შ.
  • სფეროს შესაბამისი კვლევითი მეთოდების და ტექნიკების ცოდნა, როგორებიცაა დოკუმენტების კონტენტ ანალიზი, კითხვარების და კვლევის ნიმუშების შედგენა, ელემენტარული უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს მარტივ ხაზოვან რეგრესიას და კორელაციას და ა.შ.
  • ცოდნა, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების;
  • ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკის ისეთი ასპექტების და საკითხების, როგორიცაა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში წესრიგის დამყარება საერთაშორისო ინსტიტუტების, რეჟიმების, სამართლისა და ნორმების განვითარებით, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენების სამართლიანობა, ცვალებადი არეულობები საერთაშორისო სისტემებში, საფრთხეები, მასობრივი იარაღის გავრცელება, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, კონტრ- შეტევა, ანტი-ტერორისტული ძალისხმევა სახელმწიფოთა მიერ და ა.შ.
  • დისციპლინის განვითარების ისტორიის ცოდნა;
  • პოლიტიკური ფილოსოფიური საფუძვლების და იდეოლოგიების ცოდნა;
  • გაცნობიერებული საერთაშორისო პოლიტიკის გავლენა ადგილობრივი პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე და მისი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში;
  • გაცნობიერებული ექნება დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ფუნქცია- მოვალეობების ცოდნა;
  • გაცნობიერებული საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთკავშირი სხვა სოციალურ მეცნიერებებთან;
  • ანალიტიკური ნაშრომების შესრულების პრინციპების და სტანდარტების ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ხელმძღვანელობის ქვეშ თვისობრივი კვლევების მეთოდების გამოყენების და წარმართვის უნარი, როგორებიცაა კითხვარების შედგენა, ელემენტარული უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს მარტივ ხაზოვან რეგრესიას და კორელაციას.
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის და მის მოგვარებაში მონაწილეობის უნარი;
  • გუნდის როგორც მართვის, ასევე ეფექტური წევრობის უნარი;
  • მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარების და რეალიზების, მიღებული საბაზისო ცოდნის და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებთან მიმართებაში კრიტიკული და კრეატიული მიდგომის უნარი;
  • კვლევითი დოკუმენტების მომზადების უნარი;
  • სხვადასხვა საერთაშორისო პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვის და მომზადების უნარი;
  • კორექტული გადაწყვეტილების მიღების უნარი სხვა კულტურების და ტრადიციების გათვალისწინებით;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • საერთაშორისო პოლიტიკის მოვლენების და ტენდეციების კრიტიკული ანალიზის, პროცესების ინტერპრეტაციების და დასკვნის უნარი;
  • საერთაშორისო პოლიტიკის მიმდინარე მოვლენების და ტენდენციების ფართო ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი;
  • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება, მათ შორის EBSCO Research Databases, JSTOR);
  • მონათესავე პროფესიების და დისციპლინების თავისუფლად იდენტიფიცირების უნარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხების სწორად გაანალიზების და შეფასების უნარი;
  • სხვა მონათესავე დარგების შეფასების უნარი მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით;
  • პოლიტიკურ, ეკონომიკური და უსაფრთხოების მოვლენების გავლენის შეფასების და ანალიზის უნარი;
  • მეორადი მონაცემების შეგროვების და დამუშავების უნარი;
  • პოლიტიკურ მოღვაწეთა კრიტიკული შეფასება;
  • სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის და სინთეზის უნარი;
  • კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის უნარი;
  • მიღებული ინფორმაციის გააზრების და განზოგადების უნარი;
  • საკითხებთან მიმართებაში არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების და ამ გადაწყვეტილების შეფასების უნარი;
  • ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შეფასების უნარი.
  • როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მონაცემთა ბაზების მოძიების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებთან (საჯარო მოხელეებთან, პოლიტიკის მეცნიერებების და სოციალურ მეცნიერებების მკვლევარებთან და სხვა), ასევე არა სპეციალისტებთან (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) ინფორმაციის მიწოდების (ქართულ და ინგლისურ ენაზე) უნარი;
  • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტურად მონაწილეობის უნარი;
  • ანგარიშების, მემორანდუმების და მოხსენებების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი ანგარიშების მომზადების უნარი;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დინამიური პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების უნარი;
  • ელექტრონულ დოკუმენტაციასთან და საინფორმაციო ბაზებთან მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური და გლობალური პროცესების შესახებ არგუმენტირებული თვალსაზრისის წარმოჩენის უნარი;
  • მონათესავე სპეციალობების წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
  • პროფესიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადასაჭრელად მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების შესაბამისად ციფრულ და ბეჭვდით ბიბლიოთეკებში და ინტერნეტ წყაროებში ინფორმაციის განთავსება და გავრცელების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • საერთაშორისო ურთიერთობებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
  • საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერთიფიკატო კურსების ან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განსაზღვრის უნარი;
  • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში, სამეცნიერო ჟურნალებში, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში გაწევრიანების და მასალების დამუშავების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე აგრეთვე, დამოუკიდებლად თვითგანვითარების უნარი;
  • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი;
  • სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების გათავისება;
  • ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, ტრადიციული, თანასწორუფლებიანობა და სხვა) ფორმირება პროცესში მონაწილეობის მიღება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, დემოკრატიული ღირებულებები;
  • განსხვავებული აზრისა და შეხედულების პატივისცემა;
  • კულტურული, პიროვნული, რასობრივი, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური თავისებურებები და მათი პატივისცემა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 60 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 24 კრედიტს; სპეციალობის 156 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნების 24 კრედიტს, ძირითადი სასწავლო კურსების საფუძველზე 90 კრედიტის დაგროვებას:მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას, რომლის მოცულობა 18 კრედიტითაა განსაზღვრული; 42 კრედიტის აღებას კონცენტრაციის საგნებით. ნებისმიერი ერთი კონცენტრაციიდან სავალდებულოა 30 კრედიტის გავლა, დანარჩენი 12 კრედიტის დაგროვება სტუდენტს შეუძლია ნებისმიერი ორი კონცენტრაციიდან. დარჩენილი 60 კრედიტი სტუდენტს შეუძლია შეავსოს მეორადი პროფესიის, თავისუფალი კრედიტების, ან თავისუფალი კრედიტებისა და კონცენტრაციის საგნების არჩევით. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    KART1220აკადემიური წერა6 2

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    TURC1117თურქული AI6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    TURC1217თურქული A26
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    TURC2117თურქული B1/16
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    TURC2217თურქული B1/26

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 1
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 1
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6 2
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6 3
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6 3
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6 3
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6 3
    IREL1220საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი II: ქეისების შესწავლა6 4
    IREL1225მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი6 4
    POLI1221გეოპოლიტიკა და სტრატეგიული კვლევები6 4
    POLI3105თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში6 4
    IREL1230კვლევის დიზაინი6 7
    POLI4565საბაკალავრო ნაშრომის მომზადება18 8

    კრედიტების ჯამი:

    90

    საერთაშორისო წესრიგი და ეკონომიკა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები64
    POLI3150პოლიტიკის საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი65
    IREL1245ევროკავშირის სამართალი66
    IREL1345რეჟიმები და ინსტიტუტები66

    კრედიტების ჯამი:

    24

    საერთაშორისო უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI1235ევროპის ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა64
    POLI3215აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა65
    POLI1252თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები65
    IREL1350ისლამური სწავლებები66
    IREL1245რუსეთის საგარეო პოლიტიკა66
    IREL1355თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება67
    IREL1240საერთაშორისო კონფლიქტების და ომის მიზეზები67

    კრედიტების ჯამი:

    42

    რეგიონებისა და ქვეყანათმცოდნეობა - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1310აშშ-ს პოლიტიკა და მთავრობა64
    POLI2250საქართველო და მსოფლიო65
    POLI3130ევროპული პოლიტიკა66
    IREL1410თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა67
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა67
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა68

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი