eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლება და უნარები ინჟინერიაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეიძენენ ელექტრული კომპონენტების, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შექმნის, სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზისა და ინჟინერიაში ინოვაციური აზროვნების უნარებს. ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც მოითხოვება ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო, რადიო და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მუშაობა
  • ლექცია - სემინარი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება ზედამხედველობით
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის ზოგადი თეორიებისა და პრინციპების ცოდნა და გაცნობიერება;
    • ფიზიკის, კერძოდ მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, თერმოდინამიკის ფიზიკის, ოპტიკის, ტალღების ცოდნა და გაცნობიერება;
    • მათემატიკური ანალიზისა და საინჟინრო მათემატიკის, კერძოდ წრფივი ალგებრის და გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზის საფუძვლების, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის, კომპლექსური ანალიზის და საინჟინრო მათემატიკის სხვა ელემენტების ცოდნა და გაცნობიერება;
    • დაპროგრამირების ენის (C++), საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (LabView), კომპიუტერის არქიტექტურის, კომპიუტერული ქსელების საფუძვლების ცოდნა და გაცნობიერება;
    • წრედთა თოერიის, ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის, მიკროპროცესორების ძირითადი საკითხების ცოდნა
    • ელექტრომაგნიტური სისტემების, ანტენების, სიგნალების დამუშავების, სისტემის შემადგენელი აპარატურული და პროგრამული კომპონენტების ანალიზის, სინთეზისა და პროექტირების პრინციპების ცოდნა და გაცნობიერება;
    • ინჟინერიის თანამედროვე აქტუალური პრობლემების ცოდნა და გაცნობიერება.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის თეორიებისა და პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • ელექტრონული, ტელეკომუნიკაციის, კომპიუტერული სისტემების მარტივი პრაქტიკული ამოცანების განსაზღვრის, ჩამოყალიბების და ამოხსნის უნარი;
    • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ექსპერიმენტული ამოცანის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
    • ელექტრონულ, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ სისტემებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მოწყობილობების გამოყენების უნარი;
    • მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით ელექტრონული კომპონენტების, სისტემების პროექტირებისა და შექმნის უნარი ;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მცირე კომპიუტერული პროგრამის შექმნის უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების ანალიზის უნარი;
    • ექსპერიმენტალური მონაცემების თეორიულ შედეგებთან შედარების უნარი;
    • კვლევის შედეგების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გაკეთების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მულტიდისციპლინარულ ჯგუფში კომუნიკაციის უნარი;
    • დარგის თემატიკებზე როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კომუნიკაციის უნარი;
    • დარგის სპეციფიკური ლექსიკის გამოყენებით კომუნიკაციის უნარი;
    • ინჟინერიის და დარგის მონათესავე სპეციალისტებისთვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების, დასმული პრობლემის აღწერისა და პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებების გასაგებად გადმოცემის უნარი;
    • დისკუსიებში მონაწილეობის მიღების უნარი;
    • შედეგების დეტალურად წერილობითი ფორმით მომზადებისა და წარმოდგენის უნარი;
    • დარგისთვის დამახასიათებელი საკითხებზე ქართულ და ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი;
    • აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოების უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვის, არჩეული სპეციალობაში ცოდნისა და უნარების გაღრმავების, უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტისა და კომპლექსური სისტემებს მართვის უნარები;
    • ცხოვრების მანძილზე მუდმივი სწავლის აუცილებლობის აღიარების უნარი;
    • ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით მოპოვებული ახალი ინფორმაციის დამუშავებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული და ეთიკური ღირებულებების პატივისცემა;
    • გათავისებული ინჟინერიის მნიშვნელობა გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსა და სოციალურ კონტექსტში;
    • გათავისებული ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში;
    • გათავისებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები. როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხების პატივისცემა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-03-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-31-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31/16
    პროგრამის დეტალები: სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენა ან საჭიროებენ ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა I (A1) და/ან ინგლისური ენა II (A2) და/ან ინგლისური ენა III (B1/1). სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული მათემატიკა ან მიღებული აქვთ 50%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ პრეკალკულუსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:

    • საუნივერსიტეტო ძირითადი 36 ECTS
    • პროგრამის ძირითადი 144 ECTS
    • პროგრამის არჩევითი 30 ECTS
    • თავისუფალი კრედიტები 30 ECTS;

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    KART1220აკადემიური წერა6 4
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 5
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 6

    კრედიტების ჯამი:

    36

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG1120ელექტრონიკის საფუძვლები6 1
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    MATH1115კალკულუსი I6 1
    MATH1123წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 1
    EENG1104მექანიკა6 2
    EENG2213კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები6 2
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    MATH1166კალკულუსი II6 2
    EENG1205ელექტროობა და მაგნეტიზმი6 3
    EENG2101საინჟინრო მათემატიკა I6 3
    EENG2110წრედთა თეორია6 3
    EENG2210ზოგადი ქიმიის საფუძვლები6 3
    EENG2108თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა6 4
    EENG2202საინჟინრო მათემატიკა II6 4
    EENG2212ანალოგური ელექტრონიკა6 4
    EENG3113ციფრული ელექტრონიკა6 5
    EENG3115საინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6 5
    INFO2411კომპიუტერის არქიტექტურა6 5
    EENG2211ნახევარგამტარების საფუძვლები6 6
    EENG3220LabView დაპროგრამირება6 6
    INFO3110კომპიუტერული ქსელები I6 6
    EENG3116სიგნალებისა და სისტემების საფუძვლები6 7
    EENG3216მიკროპროცესორები6 7
    EENG4129ანტენების თეორია და დიზაინი6 7

    კრედიტების ჯამი:

    144

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    INFO3267შესავალი ტექნოლოგიებში12
    MATH3238შესავალი მათემატიკაში12
    MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
    INFO1112საოფისე სისტემები6
    INFO4259მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6
    MATH3112დისკრეტული მათემატიკა6
    EENG1220შესავალი ელექტროენერგეტიკაში6
    EENG3217თანამედროვე ფიზიკა6
    EENG3218სისტემების მოდელირება და კონტროლი6
    EENG3221მიკროტალღური წრედები და სისტემები6
    EENG4235კომპიუტერული უსაფრთხოება6
    INFO3010შესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში6
    EENG3222პროგრამული ინჟინერია6
    EENG4012პრაქტიკა6
    EENG4124ელექტრომაგნიტური თავსებადობა6
    EENG4128სატელეკომუნიკაციო სისტემები6
    EENG4134თანამედროვე ოპერაციული სისტემები6
    INFO3210კომპიუტერული ქსელები II6
    EENG4010საბაკალავრო პროექტი12
    EENG4011საბაკალავრო ნაშრომი12

    კრედიტების ჯამი:

    150

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    MATH1121პრეკალკულუსი6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6

    კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი