eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი - Bachelor of Engineering
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებული განათლება ინჟინერიაში, ხელი შეუწყოს სტუდენტის ინოვაციურ აზროვნების ჩამოყალიბებას, განუვითაროს საინჟინრო ამოცანების ანალიზის, სინთეზის და დიზაინის უნარები ინჟინერიის (ელექტრონული, ტელესაკომუნიკაციო და კომპიუტერული) მიმართულებით; ზოგადსაგანმანათლებლო კურსების სწავლებით მისცეს სტუდენტს კომუნიკაციის უნარი, სწავლის უნარი, განუვითაროს ადამიანის ინტელექტუალური მიღწევებისადმი პატივისცემის ღირებულებები; მოამზადოს სტუდენტები სამრეწველო, სამთავრობო და აკადემიური სფეროებში წარმატებული კარიერისთვის. კურსდამთავრებულებს საინჟინრო კომპეტენციებით შეეძლებათ დასაქმდნენ კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორც ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერული ინჟინერები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მუშაობა
  • ლექცია - სემინარი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება ზედამხედველობით
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • მათემატიკის, ფიზიკის და ინჟინერიის ზოგადი პრინციპების ცოდნა
    • ფიზიკის, კერძოდ, მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, თერმოდინამიკის, ოპტიკის და თანამედროვე ფიზიკის საკითხების ცოდნა
    • ელექტრონული მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის, სისტემების ანალიზის და პროექტირების საინჟინრო საკითხების ცოდნა
    • თანამედროვე აქტუალური საინჟინრო საკითხების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საინჟინრო ამოცანების ამოსახსნელად მათემატიკის, ფიზიკის და ინჟინერიის ძირითადი პრინციპების და კანონების გამოყენება
    • ელექტრონულ, სატელეკომუნიკაციო და გამოთვლითი ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, ფორმულირება და გადაწყვეტის უნარი
    • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
    • წინასწარ მითითებების საფუძველზე მარტივი ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება
    • ელექტრონული, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ საინჟინრო პრაქტიკულ ამოცანებში ძირითადი საინჟინრო ტექნოლოგიების, ხელსაწყოების გამოყენების უნარი
    • მოთხოვნების და შეზღუდვების შესაბამისად მარტივი ელექტრონული კომპონენტების, სისტემები, ან პროცესების შემუშავების უნარი
    • წინასწარ მითითებების საფუძველზე მარტივი პროგრამული კოდის შექმნის უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა საინჟინრო, ფიზიკური და მათემატიკური ამოცანების თეორიული და რიცხვითი შედეგების შედარების უნარი;
    • თეორიული და ექსპერიმენტული შედეგების შედარების უნარი;
    • რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგების ანალიზის უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მულტიდისციპლინური გუნდში კომუნიკაციის უნარი;
    • დარგობრივ სფეროებში საკუთარი ხედვის წერილობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოადგინოს უნარი;
    • პრეზენტაციის დროს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი
    • სპეციალისტებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებისთვის ინფორმაციის ნათლად მიწოდების უნარი.
    • დისკუსიებში მონაწილეობის უნარი;
    • ინფორმაციის წერილობითი ფორმით წარმოდგენის უნარი;
    • ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ცხოვრების მანძილზე უწყვეტი სწავლის აუცილებლობის და საჭიროების განსაზღვრის უნარი.
    • უფრო რთული და თანამედროვე საკითხების გადასაწყვეტად პროფესიული განვითარების და ცოდნის გაუმჯობესების განსაზღვრის უნარი.
    • მომავალი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკებში ძიების უნარი

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გათავისებული გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოს და სოციალურ სფეროში ინჟინერიის როლი და ღირებულებები.
    • გათავისებული  ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებები
    • გათავისებული  ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების მიმართ პატივისცემა, პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის უნარი
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-31-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 38-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-31-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31/16
    პროგრამის დეტალები: სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული მათემატიკა ან მიღებული აქვთ 50%-ზე ნაკლები და საჭიროებენ მათემატიკის კომპეტენციების გაუმჯობესებას, თავისუფალი კრტედიტების ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ პრეკალკულუსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას: საუნივერსიტეტო ძირითადი 24 ECTS; პროგრამის ძირითადი 132 ECTS; პროგრამის არჩევითი 24 ECTS; თავისუფალი კრედიტები 60 ECTS;

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 2
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6 2

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG1120Eელექტრონიკის საფუძვლები6 1
    MATH1121Eპრეკალკულუსი6 1
    EENG2213Eკომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები6 2
    MATH1115Eკალკულუსი I6 2
    EENG1103Eფიზიკა I (მექანიკა)6 3
    EENG2101Eსაინჟინრო მათემატიკა I6 3
    EENG2110Eწრედთა თეორია6 3
    INFO1111Eდაპროგრამების საფუძვლები (C++)6 3
    MATH1166Eკალკულუსი II6 3
    EENG1204Eფიზიკა II (ელექტროობა და მაგნეტიზმი)6 4
    EENG2202Eსაინჟინრო მათემატიკა II6 4
    EENG2212Eანალოგური ელექტრონიკა6 4
    INFO3131Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 4
    EENG2105Eფიზიკა III (თერმოდინამიკა,ტალღები და ოპტიკა)6 5
    EENG3113Eციფრული ელექტრონიკა6 5
    INFO3110Eკომპიუტერული ქსელები I6 5
    INFO4259Eმონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 5
    EENG2211Eნახევარგამტარების საფუძვლები6 6
    EENG3115Eსაინჟინრო ელექტრომაგნეტიზმი6 6
    EENG4129Eანტენების თეორია და დიზაინი6 6
    EENG3114სიგნალები და სისტემები6 7
    EENG3220ELabView დაპროგრამირება6 7

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    MATH1121Eპრეკალკულუსი6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    EENG3219Eსაინჟინრო ამოცანების კომპ. მოდელირება6
    EENG4133Eკომპიუტერის ორგანიზაცია6
    EENG4134Eთანამედროვე ოპერაციული სისტემები6
    INFO1107EIT სერვისების და პროექტების მართვა6
    INFO3120Eშესავალი WEB დეველოპმენტში6
    INFO3230Eდაპროგრამების ენა Java I6
    INFO3250Eვიზუალური დაპროგრამება (C#) I6
    INFO3254EOracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6
    EENG3217Eთანამედროვე ფიზიკა6
    EENG3222Eპროგრამული ინჟინერია6
    INFO3210Eკომპიუტერული ქსელები II6
    INFO3220Eვებ პროგრამირება (PHP, MySQL)6
    INFO4250Eდაპროგრამების ენა Java II6
    INFO4450Eშესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში I6
    EENG3216Eმიკროპროცესორები6
    EENG3218Eსისტემების მოდელირება და კონტროლი6
    EENG3221Eმიკროტალღური წრედები და სისტემები6
    EENG4124Eელექტრომაგნიტური თავსებადობა6
    EENG4235Eკომპიუტერული უსაფრთხოება6
    INFO1126EAndroid აპლიკაციების დაპროგრამება6
    EENG4236Eპრაქტიკა 112

    კრედიტების ჯამი:

    168









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი