eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საექთნო საქმე
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია გოგაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საექთნო საქმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: „აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების (მათ შორის უცხო ენაში - ინგლისური ენა) შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად,ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე“.
პროგრამის მიზანი:

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო საქმის“ მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნები, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „საექთნო საქმის“ საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას უზრუნველყოფს პროფესიულ საქმიანობაზე მიზნობრივად ორიენტირებული თეორიული ცოდნისა და საექთნო პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიწოდება-გამომუშავების გზით.
ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. დასახული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული რეფორმების განხორციელებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში პრაქტიკოსი ექთნის / ბაკალავრი ექთნის კომპეტენციების შესაბამის პოზიციებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • პრაქტიკული მუშაობა
  • სიმულაციური მუშაობა   
  • ლაბორატორიული მუშაობა
  • როლური თამაში
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა     
  • სიტუაციური ამოცანები     
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ამობრუნებული მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • წერითი მუშაობის მეთოდი               
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • გონებრივი იერიში
  • გუნდური მუშაობა
  • დისკუსიები             
  • აუდიო-ვიზუალური ლექციები     
  • ინტერაქტიული ლექციები               
  • ლიტერატურის მიმოხილვა               
  • პრეზენტაციების წარდგენა               
  • პროექტები        
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • ლობს და განსაზღვრავს საექთნო საქმის საბაზისო თეორიულ საკითხებს;
    აღწერს, განმარტავს, ადარებს, განასხვავებს და მიმოიხილავს ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის, დედათა და ჩვილის მოვლის, გერიათრიის, ფსიქიატრიის ძირითად საკითხებს;
    ფლობს საექთნო პროცესის ეტაპების (საექთნო შეფასება, დიაგნოსტირება, მოვლის გეგმის შედგენა, განხორციელება, შედეგების შეფასება) შესახებ ცოდნას;
    აღწერს, განმარტავს და განიხილავს საექთნო მანიპულაციებისა და პროცედურების დანიშნულებასა და ჩატარების წესებს; აცნობიერებს პროტოკოლების შესაბამისად მათი ზედმიწევნით სწორად წარმართვის მნიშვნელობას.
    ფლობს ცოდნას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ძირეული პრინციპების შესახებ;
    აღწერს, განმარტავს და მიმოიხილავს საექთნო საქმეში გამოყენებულ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიას და მეთოდებს;
    ფლობს საექთნო მოვლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის პრინციპებს;
    იცნობს, განსაზღვრავს და საჭიროებისამებრ შეარჩევს რთული და პრობლემური/კრიტიკული (მათ შორის კონფლიქტური) სიტუაციების მართვის პრინციპებს;
    აცნობიერებს პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, მკურნალობა-რეაბილიტაციისა და პალიატიური ღონისძიებების მნიშვნელობას ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე;
    აცნობიერებს ექთნის ფუნქცია-მოვალეობებს და მის როლს ჯანდაცვითი სერვისების მიწოდებაში;
    აცნობიერებს, აღწერს და განმარტავს, საექთნო საქმის თეორიულ ასპექტებს შორის ურთიერთკავშირებს;
    აცნობიერებს პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გავლენას ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე;
    აცნობიერებს პაციენტისთვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას;
    აცნობიერებს ჯანდაცვის გუნდის მნიშვნელობას საექთნო პროცესის წარმართვისათვის


  • უნარი
  • იყენებს „საექთნო შეფასების“ მეთოდსა და საექთნო თეორიებს;
    ახორციელებს საექთნო მანიპულაციებსა და პროცედურებს;
    მედიკამენტებს იყენებს უსაფრთხოდ;
    აწარმოებს საექთნო დოკუმენტაციას;
    უზრუნველყოფს საექთნო მომსახურების პროცესს შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით;
    უზრუნველყოფს პაციენტის ადვოკატირებასა და კონფიდენციურობას;
    იძიებს, განმარტავს და აანალიზებს პაციენტის საექთნო მოვლის დროს სტანდარტული და ცალკეული საექთნო სპეციფიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის (მათ შორის ეთიკური) გადასაწყვეტად აუცილებელ მონაცემებსა და ინფორმაციას და დასკვნის სახით წარმოადგენს მას;
    აფასებს პაციენტებთან და ოჯახებთან პარტნიორულ მუშაობას;
    განსაზღვრავს და აფასებს საექთნო საქმიანობაზე ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის გავლენას;
    სწავლობს, ადარებს და აფასებს ინდივიდუალურ და პოპულაციურ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებს სიტუაციური ანალიზის გამოყენებით;
    აანალიზებს სხვადასხვა ეთიკურ თუ სამედიცინო მოვლის საკითხებთან დაკავშირებულ სიტუაციებს;
    აფასებს ინდივიდების, პოპულაციის, მათ შორის მიზნობრივი ჯგუფების (ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, ნოზოლოგიური, სოციალური სტატუსი) ჯანმრთელობის მდგომარეობას;
    აწარმოებს პროფესიულ ჩანაწერებს (ანგარიში, წინადადებები) საექთნო მოვლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით;
    ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის საექთნო საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ წარადგენს დეტალურ წერილობით და ზეპირსიტყვიერ ანგარიშებს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების, სამედიცინო პერსონალისთვის;
    უზრუნველყოფს პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემის მქონე პირების როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით ინფორმირებასა და განათლებას.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს საექთნო საქმიანობის სფეროებში (მათ შორის თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, გერიათრიული) და განსაზღვრავს შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
    უზრუნველყოფს პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვას პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებით და ისწრაფის მათი საექთნო პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის;
    ითვალისწინებს პაციენტისა და პაციენტის ოჯახის წევრების ემოციური, სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელობას ეფექტური საექთნო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-12-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 20-10
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 47-14
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამას აქვს კლინიკური პრაქტიკა 90 კრედიტი. პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, ასევე კლინიკურ პრაქტიკებს, რომელიც ტარდება სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ბაზებზე. თეორიული ტიპის ლექციები შესაძლებელია ერთდროულად ჩატარდეს ორ და მეტ ჯგუფში. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ აღემატება 15-ს. კლინიკური პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით. პროფესიური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტურირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინკურ გარემოში. სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური ენა.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს: ძირითადი საგნები -228 ECTS (ინგლისური ენის 18 ECTS-ის ჩათვლით). არჩევითი საგნების ბლოკიდან სტუდენტი ვალდებულია 24 ECTS-დან აირჩიოს 12 ECTS.

    ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    NRSI1111ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 19 1
    NRSI1122შესავალი საექთნო საქმეში3 1
    NRSI1210ბიოქიმია6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    NRSI1221ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 29 2
    NRSI1230საექთნო საქმის საფუძვლები6 2
    NRSI2121პათოლოგიური ფიზიოლოგია6 2
    NRSI2212სოციალური ფსიქოლოგია ექთნებისთვის3 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    NRSI2110თერაპია ექთნებისთვის6 3
    NRSI2130ჯანმრთელობის საექთნო შეფასება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა6 3
    NRSI2151კლინიკური პრაქტიკა I - თერაპიული პაციენტის საექთნო შეფასება და მოვლა9 3
    NRSI2220ფარმაკოლოგია6 3
    NRSI2140მიკრობიოლოგია6 4
    NRSI2230კლინიკური პრაქტიკა II - თერაპია, ქირურგია9 4
    NRSI2240ქირურგია ექთნებისთვის6 4
    NRSI3110დედათა და ჩვილის მოვლა (მეან–გინეკოლოგია, ნეონატოლოგია)6 5
    NRSI3120პედიატრია ექთნებისთვის6 5
    NRSI3130სწავლება პრაქტიკაში3 5
    NRSI3140გერიათრია ექთნებისთვის3 5
    NRSI3150კლინიკური პრაქტიკა III - სამეანო, პედიატრიული და გერიათრიული პროფილი12 5
    NRSI3210კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მოვლა3 6
    NRSI3220ფსიქიატრია ექთნებისთვის3 6
    NRSI3230ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის სოციოლოგია3 6
    NRSI3240კლინიკური პრაქტიკა IV - კრიტიკულ მედიცინასა და ფსიქიატრიაში15 6
    NRSI4110ნუტრიციოლოგია ექთნებისთვის3 7
    NRSI4120საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პირველადი ჯანდაცვა3 7
    NRSI4140ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3 7
    NRSI4150კლინიკური პრაქტიკა V - ავადმყოფის მოვლა ონკოლოგიასა და პირველად ჯანდაცვაში18 7
    NRSI4170ლიდერობა საექთნო საქმეში3 7
    NRSI4210კვლევა ექთნებისთვის3 8
    NRSI4220კლინიკური პრაქტიკა VI - კონსოლიდაცია27 8

    კრედიტების ჯამი:

    228

    არჩევითი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    KART1220აკადემიური წერა6
    NRSI4130ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები ექთნებისთვის3
    NRSI4180ეპიდემიოლოგია ექთნებისთვის3

    კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი