პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ტურიზმი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
მაია ამაშუკელი
ნათია გოლიაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება საერთაშორისო ბაზარზე, რომელთაც ექნებათ ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფართო ცოდნა, რაც გულისხმობს ტურიზმის, ბიზნესის, ეკონომიკის პრინციპებისა და ტურიზმის სხვა კომპლექსური საკითხების კრიტიკულ გააზრებას და უზრუნველყოფს საექსკურსიო ტურიზმის, ეკოტურიზმის, გადაზიდვების, სასტუმროების, რესტორნების და სხვა ბიზნესების მიმართულებით, კურსდამთავრაბულთა მიერ ტურიზმის სფეროში კრეატიული სამეწარმეო იდეების გენერირებას; ახალი პროექტების განვითარება–დანერგვას; ბიზნეს პროცესების ადამინისტრირებას; დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელების პროცესში ლიდერული უნარების წარმოჩენას, სწორ კომუნიკაციასა და გადაწყვეტილების მიღებას ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენების საფუძველზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • გაცნობიერებული ტურიზმის მდგრადი განვითარების როლი, ადგილი და პოტენციალი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც;
    • გაცნობირებული ბიზნეს–პროცესებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანი მექანიზმები;
    • ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის ცოდნა;
    • ტურიზმის, ბიზნესის და ეკონომიკის თეორიის, კონცეფციებისა და ძირითადი პრინციპების ფართო ცოდნა;
    • ტურიზმის მენეჯმენტის ფართო ცოდნა. კერძოდ, ცოდნა ტურიზმის ეკოლოგიური ზეგავლენისა და გარემოს მენეჯმენტის შესახებ; განთავსების საშუალებებისა და სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტების ახალი ტექნოლოგიების მართვის შესახებ; ტურისტულ საწარმოებში ადამიანური რესურსების მართვის კონცეფციების შესახებ; სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების დაგეგმვისა და მენეჯმენტის საფუძვლების შესახებ; სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვის და დეტალური ბიზნეს-გეგმის შემუშავების საბაზისო საკითხების შესახებ; ტურისტული ორგანიზაციების მენეჯმენტის და ორგანიზაქციული ქცევის საფუძვლების შესახებ;
    • ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და შედგენის საკითხების, საწარმოს საქმიანობის ფინანსური კუთხით შეფასების მეთოდების ცოდნა;
    • გაცნობიერებული ინტერკულტურულ ურთიერთობათა თავისებურებები, ორგანიზაციასა და ჯგუფში კომუნიკაციის სწორად წარმართვისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტები და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის როლი ერთიანი მენეჯმენტის სისტემაში;
    • ტურიზმის მარკეტინგის ფართო ცოდნა. კერძოდ, ცოდნა ტურისტული საწარმოს მარკეტინული მენეჯმენტის და ელექტრონული მარკეტინგის პრინციპების შესახებ; ტურისტული მომსახურების დაჯავშნის ავტომატიზებული სისტემებისა და დისტრიბუციის გლობალური სისტემების შესახებ; ტურისტული პროდუქტის დისტრიბუციის შესახებ; ტურისტულ ინდუსტრიაში კონკურენტუნარიანი ბრენდის ჩამოყალიბების პრინციპების; ტურისტული მომსახურების მარკეტინგის სპეციფიკისა და ძირითადი თავისებურებების შესახებ;
    • სასტუმროების მენეჯმენტის ფართო ცოდნა. კერძოდ, სასტუმროების სპეციალიზაციისა და კლასიფიკაციის შესახებ; სასტუმროთა მომსახურების თვითშეფასების მეთოდების შესახებ; განთავსების ობიქტების საწარმოებში ადამიანური რესურსების მართვის შესახებ; სასტუმროში კვების მომსახურებისა და ობიექტების საქმიანობის შესახებ. ღონისძიებათა მენეჯმენტის თეორიებისა და პრინციპების ფართო ცოდნა;
    • საქართველოს და საერთაშორისო ტურიზმის გეოგრაფიის ფართო ცოდნა
    • ადამიანის სოციალური აქტიობების ძირითადი კანონზომიერებების ცოდნა და ადამიანური რესურსების სფეროში არსებული მოზიდვის, დაქირავების, ტრენინგის, კომპენსაციისა და ეთიკური და უსაფრთხო გარემოს შექმნის საკითხების გაცნობიერება;
    • ერთიანი ხარისხის მართვის სისტემებისა და ISO სტანდარტების დანერგვის ინსტრუმენტების ცოდნა;
    • საქართველოს ტურისტულ–რეკრეაციული რესურსების თეორიისა და მართვის საკითხების ფართო ცოდნა;
    • ბიზნეს პროცესების ადმინისტრირებისთვის საჭირო საკვანძო საკითხების, მენეჯმენტის პრინციპების, მარკეტინგის, სტატისტიკის, ფინანსების და ფინანსური აღრიცხვის ფართო ცოდნა;
    • გაცნობიერებული ტურიზმის სექტორში ფუნქციონირებად კომპანიებზე მოქმედი როგორც პირდაპირი და ირიბი, ასევე მაკრო და მიკრო ზემოქმედების ფაქტორები;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარი;
    • უნარი, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს ტურიზმის ორგანიზაციის მისიის, მიზნების, სტრატეგიული ხედვის, სტრატეგიის შემუშავებასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში ტურიზმის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის
    • უნარი, დაგეგმოს ოპერაციები, გაანაწილოს სამუშაოები, წარმოაჩინოს ლიდერის პრაქტიკული თვისებები და უზრუნველყოს თანამშრომელთა მოტივირება ტურიზმის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისთვის
    • ბიზნეს-გეგმის შედგენისათვის სწორი სტრატეგიული ხედვისა და კომპანიის მისიის განსაზღვრის უნარი ორგანიზაციის შიდა და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით
    • უნარი, შექმნას სასიამოვნო სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში; ააგოს ეფექტიანი საკომუნიკაციო ქსელი; სიტუაციის მიხედვით, შეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება, ალტერნატივების ფორმულირება, შერჩევა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში ნაყოფიერი მუშაობის შედეგად
    • ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური, სტატისტიკურ–ალბათური, აპარატის გამოყენების უნარი;
    • ტურისტულ სფეროში არსებული რისკების გამოვლენისა და მართვის უნარი
    • უნარი ჩაატაროს მარკეტინგული კვლევა ტურიზმის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, დაამუშავოს სტატისტიკური ინფორმაცია და დაადგინოს სტატისტიკური მახასიათებლები. ასევე, ამოცანების გადაჭრისას შეადგინოს კვლევის გეგმა და შეარჩიოს კვლევის განხორციელების სათანადო მეთოდები გამოიყენოს კვლევის ადეკვატური ინსტრუმენტები;
    • ბაზრის კონიუნქტურისა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ტურისტული მომსახურების ფასებზე, ასევე ბაზრის ტევადობასა და ზრდის პოტენციალზე დაყრდნობით, ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის გამოთვლის, ბაზრის სეგმენტაციის, მიზნობრივი ბაზრის ფორმულირების, პროდუქტის პოზიციონირების უნარი. ასევე, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, ტურისტული მომსახურების საწარმოს მომხმარებლისთვის ფასეულობათა შექმნაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის და გასაღების სტიმულირების პროგრამის შემუშავების უნარ-ჩვევები.
    • დანახარჯთაღრიცხვის წარმოების, პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშების, ბიუჯეტი შედგენის უნარი;
    • აკადემიური წერის სტანდარტის მიხედვით წერილების, ანგარიშების, მოკლე ელექტრონული ტექსტური შეტყობინებების შედგენის უნარი
    • ტურებისა და ექსკურსიების დაგეგმვის უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიზნობრივი ბაზრის კვლევების შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანისა და სათანადო არგუმენტაციით დასაბუთების უნარი;
    • ტურიზმის საწარმოების მართვის პროცესებთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზისა და განმარტების უნარი
    • ბიზნესის პროფილის სამცნიერო ლიტერატურიდან, ჟურნალ–გაზეთებიდან და მასმედიის სხვა საშუალებებიდან ტურიზმის სფეროში უტყუარი, სანდო წყაროზე დაფუძნებული და გამოსადეგი მონაცემების შეგროვებისა და განმარტების უნარი
    • მარკეტინგული კვლევების, მონაცემთა ინფორმაციული სისტემების, მეორადი მონაცემების და მარკეტინგული დაზვერვის შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანისა და მათი სათანადო არგუმენტაციით დასაბუთების უნარი
    • სხვადასხვა ტურისტული ტიპების გაანალიზებისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
    • ტურიზმის სექტორში ბიზნეს–გეგმისათვის აუცილებელი ინფორმაციის ანალიზისსაფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
    • ტურიზმის სექტორში, ფინანსური ანგარიშგებების ანალიზისა და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარი

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ საკუთარი მოსაზრებების და იდეების სტრუქტურირებულად და თანამიმდევრულად გადაცემის უნარი თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით
    • კომუნიკაციისას დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკისა და ტერმინების გამოყენების უნარი;
    • სათანადო პროფესიული ტერმინოლოგიისა და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის, ინფორმაციის გასაგებად გადაცემის, პრეზენტაციის, დებატებსა და დისკუსიებში მონაწილეობის, აკადემიური და პროფესიული ნაშრომების წერის, ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების შედგენის უნარები
    • საქმიანობის შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიშის და სხვადასხვა სირთულის ბიზნეს მოხსენებების მომზადების უნარი
    • ეფექტური წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოებისა და ამ პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინოს ცოდნის სრულყოფის მიმართულებით საჭიროებების ინდენტიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აირჩიოს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით;
    • უნარი შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი და დამოუკიდებლად ეწეოდეს მუდმივ თვითგანათლებას ქართული და ინგლისურენოვანი სპეციალური ლიტერატურის, სამეცნიერო საჟურნალო და საგაზეთო სტატიების მეშვეობით

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში
    • გაცნობიერებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები. როგორც პირადი, ისე გუნდური პაუხისმგებლობის საკითხები
    • გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ეთიკის ფარგლებში მოქცევაში
    • გაცნობირებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, შესაბამისად, მისი და მისი შთამომავლების კეთილდღეობისთვის, რაც სტიმულს მისცემს მათ დასამკვიდრებლად სწრაფვას
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-10
    პროგრამის დეტალები: სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ტურიზმის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. კომპიუტერული უნარების გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა საშუალება ინტერნეტ რეგისტრაციის გავლით ჩაერთოს Mıcrosoft IT Acamdey სასწავლო პროგრამის კურსში და დამატებითი საზღაურის გარეშე გაიაროს უკრედიტო საოფისე კომპიუტერული კურსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 150 ECTS; დიპლომის მისაღებად სტუდენტმა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან უნდა აიღოს 90 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1211ბიზნესი და ეკონომიკა9 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HOST6241საქართველოს გეოგრაფია9 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    BUSN1111ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HOST3211ტურიზმის საფუძვლები9 2
    MGMT2111მენეჯმენტი9 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    HOST6250ტურის დაგეგმვა6 3
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6 4
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 4
    STAT2219სტატისტიკა6 4
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 5
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 5
    HOST4110ტურიზმის მენეჯმენტი6 5
    HOST4235სასტუმროს მენეჯმენტი6 5
    HOST3217ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები6 6
    HOST4130ტურიზმის მარკეტინგი6 6

    კრედიტების ჯამი:

    150

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ECON2130მიკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    HOST3380საერთაშორისო ტურიზმი6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    HOST3221ტურიზმის ეკონომიკა6
    HOST3341ეკოლოგია და ტურიზმი6
    HOST3360ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი6
    HOST4245კულტურული ტურიზმის მენეჯმენტი6
    HOST4251საბაკალავრო პროექტი ტურიზმში30
    HOST4271პრაქტიკა ტურიზმში12

    კრედიტების ჯამი:

    264









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი