eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფსიქოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნანა ბურდული
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე ფსიქოლოგების და მრავალმხრივ განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე, აქტიური მოქალაქეების მომზადებით, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ფართო პროფილის ფსიქოლოგებს, რომლებიც იცნობენ მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითად სფეროებს; ძირითად ფსიქიკურ პროცესებს და მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს; ადამიანის ფსიქიკური განვითარების ეტაპებს და მათ თავისებურებებს, სოციალურ სინამდვილეში არსებული პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორის ურთიერთობების კანონზომიერებებს; პიროვნების არსს და მის შემსწავლელ თეორიებს, ადამიანის ქცევის მიზენშეწონილობას განწყობის ზოგად ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით; გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს გამოუმუშავდებათ ფსიქოლოგიაში კვლევის წარმოების ზოგადი პრინციპების გამოყენების, კვლევის თავისებურებებისა და კონკრეტული მეთოდების შერჩევის უნარი რეალური ემპირიული კვლევის დაგემვის პროცესში; ასევე, მათ შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში თავიანთი პროფესიული საქმიანობის წარმართვა პოტენციური დასაქმების სფეროებში. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ფსიქოლოგ-ასისტენტისა და დამხმარე ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, სააფთიაქო ქსელები, მაღაზიათა ქსელები) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, სასჯელაღსრულების სისტემა და სასამართლო ექსპერტიზა, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები
  • როლური თამაში
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • იმიტირებული შესრულება
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფართო ცოდნა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, საგნისა და ამოცანების, ფსიქოლოგიის ძირითადი დარგების შესახებ, მათ შორის: სოციალური, განვითარების, პიროვნების, კლინიკური, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგის შესახებ;
    • ფართო ცოდნა ფსიქოლოგიის  ძირითადი ცნებების, ფსიქიკური პროცესების (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია, ნებელობა), მისი ფორმების, მახასიათებლებისა და კანონზომიერებების შესახებ;
    • ცოდნა ფსიქოლოგიის განვითარების ისტორიის (მეცნიერებამდელი ანტიკური ფსიქოლოგიიდან თანამედროვე ფსიქოლოგიის ფორმირებამდე)და ძირითადი ფსიქოლოგიური მიმდინარეობების (მათ შორის, სიღრმის ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, ეგზისტენციონალური ფსიქოლოგია, გეშტალტფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია) შესახებ;
    • გაცნობიერებული ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორიცაა ადამიანის ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქოსოციალური განვითარების პროცესები, განვითარების ეტაპებისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებები, განვითარების  კვლევის მეთოდები, განვითარების თეორიები (დასწავლის, კოგნიტური და ფსიქოდინამიური);
    • ცოდნა ისეთი კომპლექსური საკითხების, როგორიცაა ნერვული, სენსორული, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის აგებულება და ფიზიოლოგია;
    • ფართო ცოდნა კლინიკური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების (ჯანმრთელობა, დაავადება, აშლილობა და ა.შ), კანონზომიერებების, თეორიების (ფსიქოანალიზური, კოგნიტურ-ბიჰევიორალური, ჰუმანისტური, განვითარების ემოციონალური და ფსიქოსექსუალური), საკლასიფიკაციო სისტემების, კლინიკური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
    • ფართო ცოდნა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის  თეორიული საფუძვლების, ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების (პერსონალის შერჩევა, მიღება, გათავისუფლება, როტაცია, შეფასების პროცედურა),  ორგანიზაციული პროცესების ეფექტურობის შესახებ;
    • ფართო ცოდნა მეცნიერული კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური და მეთოდური სისტემის, მეცნიერული კვლევის ძირითადი პრინციპების (ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ობიექტურად მისაწვდომობა და შემოწმებადობა) და მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა დაფოკუს-ჯგუფი) შესახებ;
    • ცოდნა ჩატარებული ემპირიული კვლევის მასალის და­მუ­შა­ვე­ბის მრავალ­განზომილებიანი მე­­თოდების- SPSS-ის - თეო­რიული საფუძვლების, აღწერითი და დას­კვნი­თი სტატისტიკის, -კვლევის ინსტრუმენტის სანდოობისა და ვალიდობის  შესახებ;
    • გაცნობიერებული ფსიქოლოგის, როგორც პროფესიონალის, მუშაობის ეთიკურ საკითხები; პროფესიული ეთიკის ნორმები და  მათი ფარდობითი ხასიათი.
    • გაცნობიერებული ფსიქოლოგიის აქტუალური და კომპლექსური საკითხები, როგორიცაა სტრესი, აგრესიულობა
    • გაცნობიერებული ფსიქოლოგიის მეცნიერების როლი ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი აქტივობის პროცესში;


    • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ადამიანის განვითარების სხვადასხვა ასაკობრივ სახეფურზე ფსიქოლოგიის გამორჩეული და დამახასიათებელი მეთოდების (მათ შორის: აღწერითი, ექსპერიმენტული, ლონგიტიდური)გამოყენების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე;
      • პიროვნების ქცევის გარეგან და შინაგან დეტერმინანტებზე დაკვირვების უნარი;
      • ადამიანის ქცევის მოტივებსა და აღმძვრელებზე დაკვირვების უნარი სხვადასხვა თეორიული პერსპექტივების (ჰუმანისტური, ფენომენოლოგიური, კოგნიტური, სოციალური დასწავლის, ველის თეორია) გათვალისწინებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე;
      • ფსიქოლოგიაში ემპირიული კვლევისთვის გამოყენებული ძირითადი მეთოდების კონკრეტულ შესასწავლ პრობლემაზე მორგებისა და ამ მეთოდებით (მათ შორის:  კითხვარით, სკალით, კონტენტ-ანალიზით) მუშაობის უნარი  ხელმძღვანელის მითითებების შესატყვისად;
      • მცირე მასშტაბიანი კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი წინსაწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე;
      • SPSS-ის კომპიუტერული პროგრამის გამო­ყე­ნე­ბის უნარი
      • სხვადასხვა ორგანიზაცაში საკადრო პოლიტიკის განხორციელების უნარი დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
      • პროფესიული საქმიანობის  პროფესიული ეთიკის ფარგლებში წარმოების უნარი;
      • მომიჯნავე სპეციალსტთა გუნდში ან ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობის უნარი.

    • დასკვნის უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ფსიქოლოგიის ფარგლებში დასმული საკითხის (კომპეტენციის ფარგლებში) შესწავლის, ანალიზის, შეფასების, საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების გამოტანის უნარი, პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის გარეშე.
      • ფსიქოლოგიის სხადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის განზოგადების, სისტემატიზაციის და ფსიქოლოგიის ძირითადი კატეგორიების გარშემო გამთლიანების უნარი;
      • თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარეობების, ფსიქიკური პროცესების გაანალიზების, განზოგადებისა და ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარი.
      • ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური, კოგნიტური, ევოლუციური და კულტურული მიმდინარეობების შედარების უნარი;
      • ფსიქოდინამიკური, ანალიტიკური, ინდივიდუალური ფსიქოლოგია, ეგო ფსიქოლოგია, პიროვნული ნიშნების თეორიების შედარებითი ანალიზის, მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების დანახვის უნარი;
      • მოცემული კვლევისთვის რელევანტური მეთოდიკის შერჩევის უნარი;
      • სხვისი ან საკუთარი კვლევის შედეგების ინტერპრეტირებისა და მონაცემებზე დაყრდნობით სათანადო, არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი;
      • ფსიქიკურ აშლილობათა კლასიფიკაციების DSM, ICD მსგავსება-განსხვავებების, დაავადებათა რისკ-ფაქტორების ანალიზისა და შეფასების უნარი;
      • ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი თეორიული და ემპირული კვლევების მონაცემების საფუძველზე სოციალური მოვლენებისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების შეფასების, ანალიზისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარი.
      • ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი მონაცემების  შეგროვების,  სტატისტიკური ანალიზის განხორციელების უნარი ბაზისურ დონეზე სფეროსთვის დამახასიათებელი და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდების გამოყენებით (მონაცემების მოწესრიგება, სიხშირეების დათვლა, მარტივი კორელაციებისა და შედარებების განხორციელება);
      • SPSS-ის კომპიუტერული პროგრამის გამოყენების უნარი მრავალგანზომილებიანი მეთოდებით (მათ შორის: დისპერსიული, ფაქტორული, რეგრესიული, კლასტერული, დის­­კრი­მი­ნან­ტუ­ლი, მრავალგან­ზო­მი­ლებიანი სკალირება) კვლევის მასალის დამუშავებისა და ანალიზის  მიზნით;
      • სხვათა აზრებზე, ემოციებსა დაქცევებზე დაკვირვებით სათანადო, რელევანტური დასკვნების გამოტანისა მათი მდგომარეობის შესახებ და ემპირიულ ფაქტებზე დაყრდნობით ინტერპრეტაციის უნარი.

    • კომუნიკაციის უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ფსიქოლოგიის არსის, განვითარების ისტორიის, ძირითადი მიმართულებების, თანამედროვე მდგომარეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე მსჯელობისა და დისკუსიებში მონაწილეობის უნარი სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ქართულ ენაზე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებით ;
      • ადამიანის ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქო-სოციალური განვითარებისა და მისი კანონზომიერებების წერილობითი ან ზეპირი ფორმით დახასიათების უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
      • პიროვნების განვითრების სტადიების, ამხსნელი თეორიების, პიროვნების მეცნიერული კვლევის მეთოდებისა და მასთან დაკავშრებული ეთიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიების, სტრუქტურირების და სპეციალისტებთან თუ ფართო საზოგადოებისათვის წერილობითი ან ზეპირი ფორმით წარდგენის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
      • ფსიქიკურ აშლილობათა კლასიფიკაციების  DSM IV-ის და DSM-V,  ნეიროფიზიოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური ამხსნელი მექანიზმების  წერილობითი ან ზეპირი ფორმით აღწერისა და დახასიათების და წარდგენის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან;
      • სამუშაო მოტივაციისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა თეორიული მიდგომების, პროფესიული სტრესისა და კოფნლიქტის, ეფექტური გუნდის მშენებლობის, ლიდერობის, პროფესიული  ეთიკის საკითხებზე კომუნ იკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზაციის თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან;
      • დამუშავებული მასალის, სხვისი ან საკუთარი კვლევის APA-ს სტანდარტით გაფორმების, წერილობითი და/ან ზეპირი ანგარიშის მომზადების უნარი;
      • დამუშავებული თემისა თუ საკითხის წარდგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე სათანადო ტექნოლოგიების (ppt პრეზენტაციების, სლაიდების, სხვა ვიზუალური მასალის) გამოყენებით სათანადო აუდიტორიისთვის (ფსიქოლოგებისთვის, არაფსიქოლოგებისთვის, როგორიც არის სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალო და მაღალი დონის მენეჯერები, სოციოლოგები, ანთროპოლოგები, სხვა დარგების პრაქტიკოსები).

    • სწავლის უნარი
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • შემდგომი თვითგანათლების მიზნით, ფსიქოლოგიური ლიტერატურის (წიგნების, სტატიების) მოძიების (წიგნად თუ ელექტრონულ საცავებში, როგორიცაა „ებსკო“, „Cambridge Press“, „jStore“ დაა.შ.), საჭირო მიმართულებით (იქნება ეს სწავლის, პრაქტიკული მუშაობა თუ პრეზენტაციის მომზადება) მასალის ამოღებისა და გამოყენების უნარი;
      • პროფესიული ზრდისთვის შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრისა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
      • პრაქტიკული საქმიანობის პროცესში თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით პრაქტიკული ცოდნის განვითარების, სხვებზე (კოლეგებზე) დაკვირვებით პროფესიულიუნარ-ჩვევების ათვისების უნარი.

    • ღირებულებები
      კურსდამთავრებულს ექნება:
      • ჩამოყალიბებული პროფესიონალი ფსიქოლოგისთვის დამახასიათებელი ღირებულებათა სისტემა, რაც, პირველ რიგში, მოიაზრებს პროფესიული საქმიანობის ეთიკურ ჩარჩოში წარმართვას;
      • გათავისებული საკუთარი პირადი და პროფესიული ლიმიტები და პროფესიული საქმიანობისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა;
      • გათავისებული პროფესიის რისკ-ფაქტორების მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა, რაც ფრთხილ, ეთიკურ პრაქტიკას მოიაზრებს;
      • გათავისებული მეცნიერული ფსიქოლოგიის პოპფსიქოლოგიისგან განსხვავების მნიშვნელობა, პატივისცემა პროფესიული ღირებულებების მიმართ და საზოგადოებაში საკუთარი პროფესიის შესახებ ადეკვატური წარმოდგენების ფორმირებისთვის ხელშეწყობა;
      • გათავისებული მისი პროფესიული საქმიანობით ხელი შეუშალოს დარგის დისკრედიტაციასა და მცდარი სტერეოტიპების წარმოქმნა/განმტკიცებას.
      • გათავისებული, რომ ფსიქოლოგის სტატუსით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ხორციელდება ეთიკური ნორმების ფარგლებში ”არ ავნო”-ს პრინციპის უზენაესობით.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 60 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 18 კრედიტს; სპეციალობის 162 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნებს 24 კრედიტს, პროგრამის ძირითად სასწავლო კურსების საფუძველზე 138 კრედიტის დაგროვებას:მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას, რომლის მოცულობა 18 კრედიტითაა განსაზღვრული; 60 კრედიტის პროგრამის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით ან დამატებითი სპეციალობის არჩევის საფუძველზე.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 2
    KART1220აკადემიური წერა6 8

    კრედიტების ჯამი:

    18

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PSYC1221ფსიქოლოგიის საფუძვლები I6 1
    PSYC1240ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები6 1
    PSYC1223ფსიქოლოგიის საფუძვლები II6 2
    PSYC1241ფსიქოლოგიის ისტორია6 2
    PSYC1335ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 16 2
    PSYC1315სოციალური ფსიქოლოგია I6 3
    PSYC1320კოგნიტური ფსიქოლოგია I6 3
    PSYC1331განვითარების ფსიქოლოგია6 3
    PSYC1350ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 26 3
    PSYC1313სოციალური ფსიქოლოგია II6 4
    PSYC1323კოგნიტური ფსიქოლოგია II6 4
    PSYC1430პიროვნების ფსიქოლოგია I6 4
    PSYC3167ექსპერიმენტული ფსიქოლოგია6 4
    PSYC1270მონაცემთა დამუშავება I6 5
    PSYC2210განწყობის ფსიქოლოგია I6 5
    PSYC3260პიროვნების ფსიქოლოგია II6 5
    PSYC4415შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია6 5
    PSYC1231კლინიკური ფსიქოლოგია6 6
    PSYC2190მონაცემთა დამუშავება II6 6
    PSYC7710განწყობის ფსიქოლოგია II6 6
    PSYC1426საბაკალავრო ნაშრომი ფსიქოლოგიაში18 8

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    PSYC1260ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები6
    PSYC4270რელიგიის ფსიქოლოგია6
    PSYC1345იურიდიული ფსიქოლოგია6
    PSYC1415სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები6
    PSYC1421ფსიქოსომატური მედიცინა6
    PSYC1432ინტერპერსონალური კომუნიკაცია6
    PSYC1435გავლენის ფსიქოლოგია6
    PSYC3115განათლების ფსიქოლოგიის საფუძვლები6
    PSYC3131პათოფსიქოლოგია6
    PSYC1351კონფლიქტები და მოლაპარაკებები6
    PSYC1355მართვის ფსიქოლოგია6
    PSYC1410პრაქტიკა ფსიქოლოგიაში6
    PSYC1411სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური6
    PSYC1425სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები6
    PSYC4231ნეიროფსიქოლოგია6
    PSYC1436ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები6
    PSYC1515რეკლამის ფსიქოლოგია6
    PSYC3295ფსიქოლოგიური კონსულტაცია6
    PSYC4190ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები6
    PSYC1525ქცევის დარღვევები6
    PSYC1530ფსიქოთერაპიის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    132









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი