eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფსიქოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნანა ბურდული
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ააკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე ფსიქოლოგები რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება ლებერალურ-ჰუმანურ ღირებულებებზე და აღჭურვილი იქნება პატიოსანი შრომით წარმატების მიღწევაზე.

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითად სფეროების; ძირითად ფსიქიკურ პროცესების და მათთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების; ადამიანის ფსიქიკური განვითარების ეტაპების და მათი თავისებურებების, სოციალურ სინამდვილეში არსებული პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორის ურთიერთობების კანონზომიერებების; პიროვნების არსის და მისი შემსწავლელი თეორიების, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევის მიზენშეწონილობის შესახებ; და აგრეთვე, - შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში კვლევის წარმოების ზოგადი პრინციპების გამოყენების, კვლევის თავისებურებებისა და კონკრეტული მეთოდების შერჩევის, რეალური ემპირიული კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მიღებული მონაცემების დამუშავებისა და გააანალიზების უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ ფსიქოლოგ-ასისტენტისა და დამხმარე ფსიქოლოგის პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, სააფთიაქო ქსელები, მაღაზიათა ქსელები) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • როლური თამაშები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • კრიტიკული ანალიზი
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
    შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • დისკუსია-დებატები
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფსიქოლოგიის მეცნიერების რაობის, საგნის, ძირითადი დარგების (შრომისა და ორგანიზაციული, კლინიკური, სოციალური, განვითარება), განვითარების ისტორიის და პროფესიული ეთიკური ნორმების, ზოგადფსიქოლოგიური თეორიის – დ. უზნაძის განწყობის თეორიის კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და ექსპერიმენტული ასპექტების შესახებ ცოდნა;
    • ფსიქოლოგიის  ძირითადი ცნებების, ფსიქიკური პროცესების (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია, ნებელობა), შემეცნებითი პროცესების ფუნქციების, მათი  ძირითადი თეორიების, მოდელების, მიდგომების, ქცევითი პროცესების ფიზიოლოგიური და ევოლუციური ასპექტების შესახებ ცოდნა;
    • ფსიქოლოგიის მეცნიერული კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური და მეთოდური სისტემის, მეცნიერული კვლევის ძირითადი პრინციპების (ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ობიექტურად მისაწვდომობა და შემოწმებადობა) და მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა დაფოკუს-ჯგუფი) და განხორციელებული კვლევის შედეგებისა და მონაცემების დამუშავების პრინციპების შესახებ ცოდნა.

  • უნარი
    • პიროვნების სხვადასხვა თეორიის ჭრილში (ფსიქოანალიზი, ანალიტიკური ფსიქოლოგია, ობიექტი-ურთიერთობის თეორია, ინდივიდუალური ფსიქოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოანალიზი, ნეოფსიქოანალიტიკური თეორიები, ფსიქოსოციალური განვითარების თეორია, პიროვნული ნიშნების თეორიები: ოლპორტი, კეტელი, ჰანს აიზენკი, პიროვნების ხუთფაქტორიან მოდელი, ჰუმანისტური, ტემპერამენტის თეორია, ფენომენოლოგიური, ბიჰევიორალური, სოციალური დასწავლა) პიროვნული სტრუქტურების შედარებისა და გაანალიზების უნარი, ასევე, სოციალურ გარემოში ინდივიდის ქცევის კანონზომიერებების გაანალიზებისა და შეფასების უნარი;
    • ადამიანის განვითარების სხვადასხვა ასაკობრივ სახეფურზე დაკვირვების მეთოდის გამოყენების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კურსით გათვალისწინებული მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფი) გამოყენებით მცირე კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;
    • ფსიქოლოგიაში განხორციელებული კვლევის (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფი) შედეგების გაანალიზებისა და დამუშავების უნარი;
    • ფსიქოლოგიაში განხორციელებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების დამუშავებისა და გაანალიზების უნარი SPSS-ის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით - აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკის, ერთფაქტორიანი და ერთგანზომილებიანი დისპერსიული ანალიზის, მრავალფაქტორიანი და მრავალგანზომილებიანი დისპერსიული ანალიზის, ფაქტორული ანალიზის, არაპარამეტრული ტესტების, რეგრესიული ანალიზის, დისკრიმინანტული ანალიზის, იერარქიული, ორეტაპიანი კლასტერული ანალიზისა და ვარგისიანობის ანალიზის საშუალებით;
    • სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან ფსიქოლოგიაში განხორციელებული საკუთარი კვლევის შედეგების, ძირითადი დარგების (შრომისა და ორგანიზაციული, კლინიკური, სოციალური, განვითარება) კანონზომიერებების, განვითარების ისტორიის, ფსიქიკური და კოგნიტური პროცესების  თავისებურებების, პიროვნების თეორიების შესახებ  კომუნიკაციის უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ჩამოყალიბებული დამოკიდებულება  პროფესიული ეთიკური ნორმების, კონფიდენციალობის,  ანონიმურობის, ინფორმირებული თანხმობის, ”არ ავნო”-ს პრინციპის დაცვის აუცილებლობასთან  დაკავშირებით;
    • პროფესიული ზრდის, თვითგანვითარებისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების განსაზღვრის მიზნით, ფსიქოლოგიის მეცნიერულ სტატიებსა და რესურსებზე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75] - B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი. პროგრამის ძირითადი საგნები მოიცავს 168 კრედიტს, რომელშიც საბაკალავრო ნაშრომის მოცულობა 18 კრედიტითაა განსაზღვრული; ძირითადი საგნების გარდა, პროგრამა დაყოფილია სამ ბლოკად (კლინიკური ფსიქოლოგიის, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის და განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის ბლოკი), საიდანაც სტუდენტმა უნდა აირჩიოს ერთი რომელიმე ბლოკი და მის ფარგლებში გაიაროს 24 კრედიტის საგნები (შენიშვნა: აღნიშნული არ ეხება 2019 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს). დარჩენილი 48 კრედიტიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საგნები, როგორც არჩეული ბლოკიდან, ისე სხვა ბლოკებიდან და/ან პროგრამის ასარჩევი საგნებიდან და/ან თავისუფალი კრედიტებიდან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 შემოდგომა/გაზაფხული
    KART1220აკადემიური წერა6 შემოდგომა/გაზაფხული
    PSYC1221ფსიქოლოგიის საფუძვლები I6 შემოდგომა/გაზაფხული
    PSYC1223ფსიქოლოგიის საფუძვლები II6 შემოდგომა/გაზაფხული
    PSYC1231კლინიკური ფსიქოლოგია6 გაზაფხული/შემოდგომა
    PSYC1240ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები6 შემოდგომა
    PSYC1241ფსიქოლოგიის ისტორია6 გაზაფხული
    PSYC1270მონაცემთა დამუშავება I6 შემოდგომა
    PSYC1313სოციალური ფსიქოლოგია II6 გაზაფხული
    PSYC1315სოციალური ფსიქოლოგია I6 შემოდგომა
    PSYC1320კოგნიტური ფსიქოლოგია I6 შემოდგომა
    PSYC1323კოგნიტური ფსიქოლოგია II6 გაზაფხული
    PSYC1331განვითარების ფსიქოლოგია6 გაზაფხული
    PSYC1335ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 16 გაზაფხული
    PSYC1350ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 26 შემოდგომა
    PSYC1426საბაკალავრო ნაშრომი ფსიქოლოგიაში18 გაზაფხული/შემოდგომა
    PSYC1430პიროვნების ფსიქოლოგია I6 გაზაფხული
    PSYC2190მონაცემთა დამუშავება II6 გაზაფხული
    PSYC2210განწყობის ფსიქოლოგია I6 შემოდგომა
    PSYC3167ექსპერიმენტული ფსიქოლოგია6 შემოდგომა
    PSYC3260პიროვნების ფსიქოლოგია II6 გაზაფხული
    PSYC4415შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია6 შემოდგომა
    PSYC7710განწყობის ფსიქოლოგია II6 გაზაფხული/შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    168

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    PSYC1518პრობლემებზე ორიენტირებული სწავლება ფსიქოლოგიაში6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6
    PSYC1516XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები6
    PSYC4270რელიგიის ფსიქოლოგია6
    PSYC1414პროფესიული ინგლისური ფსიქოლოგებისთვის6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    PSYC1345იურიდიული ფსიქოლოგია6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    PSYC1314პრაქტიკა ფსიქოლოგიის კვლევაში6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    192

    კლინიკური ფსიქოლოგია - ბლოკი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYC1260ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები6გაზაფხული
    PSYC4231ნეიროფსიქოლოგია6გაზაფხული
    PSYC3295ფსიქოლოგიური კონსულტაცია6გაზაფხული
    PSYC3131პათოფსიქოლოგია6შემოდგომა
    PSYC1311პრაქტიკა კლინიკურ ფსიქოლოგიაში6შემოდგომა
    PSYC4190ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები6შემოდგომა
    PSYC1530ფსიქოთერაპიის საფუძვლები6შემოდგომა
    PSYC1421ფსიქოსომატური მედიცინა6შემოდგომა
    PSYC1525ქცევის დარღვევები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    54

    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - ბლოკი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYC1351კონფლიქტები და მოლაპარაკებები6გაზაფხული
    PSYC1355მართვის ფსიქოლოგია6გაზაფხული
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6გაზაფხული
    PSYC1316პრაქტიკა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში6გაზაფხული
    PSYC1435გავლენის ფსიქოლოგია6შემოდგომა
    PSYC1432ინტერპერსონალური კომუნიკაცია6შემოდგომა
    PSYC1515რეკლამის ფსიქოლოგია6შემოდგომა
    PSYC1428სოციალური უნარების ტრენინგი6შემოდგომა
    PSYC4190ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    54

    განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია - ბლოკი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    PSYC1260ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები6გაზაფხული
    PSYC1317პრაქტიკა განათლების და განვითარების ფსიქოლოგიაში6გაზაფხული
    PSYC1425სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები6გაზაფხული
    PSYC3295ფსიქოლოგიური კონსულტაცია6გაზაფხული
    PSYC1436ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები6შემოდგომა
    PSYC3115განათლების ფსიქოლოგიის საფუძვლები6შემოდგომა
    PSYC1415სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები6შემოდგომა
    PSYC4190ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები6შემოდგომა
    PSYC1525ქცევის დარღვევები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    54









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2020 საქართველოს უნივერსიტეტი