პროგრამა: მათემატიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარიამ ავალიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მათემატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლას, ანალიზს და ექნებათ შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი; უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება; განუვითაროს კურსდამთავრებულებს შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები და მისცეს მათ მულტიდისციპლინური განათლება. პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს მათემატიკური ანალიზის, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების, ანალიზური გეომეტრიის, ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის, ალგებრის, ლოგიკის, დაპროგრამების საფუძვლების, საოფისე სისტემების, კომპლექსური ანალიზის, ნამდვილიცვლადის ფუნქციათა თეორიის, ოპტიმიზაციის მეთოდების, რიცხვითი მეთოდების და მათემატიკური მოდელირების საფუძვლების ცოდნა. პროგრამაში ინტეგრირებულია საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი, როგორიცაა Microsoft აკადემიის სასწავლო კურსი, რაც სტუდენტებს მისცემს დამატებით შესაძლებლობას მიიღონ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია დამსაქმებლისათვის. კურსდამთავრებულები დასაქმდებიან მეცნიერების, ბიზნესის სფეროში, კერძო ორგანიზაციებში და სახელმწიფო სტრუქტურებში სადაც მოთხოვნადი იქნება ანალიტიკური აზროვნება, სხვადასხვა მათემატიკური მეთოდების გამოყენება. კურსადამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ განათლების შემდეგ საფეხურზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • დისკუსიები
  • დებატები
  • ლაბორატორიული მეცადინეობა
  • ლექცია-სემინარები
  • დემონსტირების მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • თემების დაწერა
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • სიახლეთა გარჩევა
  • ვიზუალური ლექციები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • მათ. ანალიზის, ალგებრის, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების. ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის, ოპტიმიზაციის    ძირითადი ცნებების, მეთოდებისა და თეორემების  ცოდნა
    • კომპლექსური ანალიზის, ანალიზური გეომეტრიის, ლოგიკის, მათემატიკური მოდელირების, რიცხვითი მეთოდების, ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორის   ძირითადი ცნებების და თეორემების  ცოდნა
    • თანამედროვე საოფისე სისტემებისა და თანამედროვე დაპროგრამების ენის (C++) სტრუქტურისა და სინტაქსის ცოდნა
    • გაცნობიერებული მათემატიკის დარგებს შორის ურთიერთკავშირი.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ლოგიკური მათემატიკური მსჯელობის უნარი
    • მკაცრი დამტკიცებების აგების უნარი
    • სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანების შესაბამისი მათემატიკური მოდელების აგებისა და ანალიზის უნარი.
    • მათემატიკური მეთოდებისა და პრინციპების გამოყენებით სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის უნარი
    • მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და მათზე დაყრდნობით სტატისტიკური დასკვნების მიღების შესაძლებლობა
    • მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მონაცემების ან სიტუაციების ანალიზის უნარი მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი.
    • აბსტრაქტული აზროვნებისა და ანალიზის უნარი
    • შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილი რიცხვითი მახასიათებლების საშუალებით შესაბამისი სტატისტიკური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით დასკვნების მიღების უნარი.
    • მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნების გაკეთების უნარი

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • დარგის თემატიკებზე სპეციფიკური ლექსიკის გამოყენებით, როგორც წერილობითი ისე ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
    • დარგისთვის დამახასიათებელ საკითხებზე ქართულ და ინგლისურ ენაზე  კომუნიკაციის უნარი;
    • აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოების უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
    • როგორც მათემატიკოსებთან,  ასევე სხვა დარგის სპეციალისტებთნ სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის, დისკუსიაში პროფესიული მონაწილეობისა და შედეგების წერილობითი (მათ შორის ელექტრონული სახით) და ზეპირი მოხსენების წარმოდგენის უნარი.
    • ჯგუფში მუშაობის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების უნარი
    • ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით მოპოვებული ახალი ინფორმაციის დამუშავებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი
    • პროფესიულ სფეროში სხვადასხვა სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი
    • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
    • განათლების შემდგომ, მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გაგრძელების უნარი
    • დროის ოპტიმალურად განაწილებისა და მართვის უნარი

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გაცნობიერებული პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა
    • მათემატიკის სფეროში არსებული სხვა სპეციალისტების მიღწევების ურთიერთგაზიარება და პატივისცემა;
    • კულტურული, პიროვნული,  რასობრივი,  ენობრივი,  ეთნიკური,  რელიგიური თავისებურებები და მათი პატივისცემა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-10
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-31-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31/16
    პროგრამის დეტალები: პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 51 ქულა და მეტი შეესაბამება ინგლისური ენა III (B1/1) დონის კომპეტენციას. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე და დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად სტუდენტს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2). შიდა გამოცდაზე მიღებული 34 ქულა ან ნაკლები შეესაბამება ინგლისური ენა I (A1) დონის, 35 ქულიდან 50 ქულის ჩათვლით - ინგლისური ენა II (A2) დონის და 51 ქულა და ზემოთ ინგლისური ენა III (B1/1) დონის კომპეტენციას.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო საგნებს 36 ECTS, პროგრამის ძირითად საგნებს 120 ECTS, პროგრამის არჩევით საგნებს 24 ECTS, ხოლო დარჩენილი 60 ECTS სტუდენტს შეუძლია დააგროვოს • მათემატიკის პროგრამის არჩევითი საგნებიდან; • დამატებითი სპეციალობა; • თავისუფალი კრედიტები.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 5

    კრედიტების ჯამი:

    36

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO1111დაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    MATH1112მათემატიკური ანალიზი I6 1
    MATH1213ალგებრა6 1
    INFO1112საოფისე სისტემები6 2
    INFO3131ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    MATH1114ანალიზური გეომეტრია6 2
    MATH1212მათემატიკური ანალიზი II6 2
    MATH 2114მათემატიკური ანალიზი III6 3
    MATH2113დიფერენციალური განტოლებები I6 3
    MATH4113ლოგიკა6 3
    MATH2110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა I6 4
    MATH3111ოპტიმიზაციის მეთოდები6 4
    MATH3113დიფერენციალური განტოლებები II6 4
    MATH3121კომპლექსური ანალიზი6 4
    MATH3110ალბათობის თეორია და მათ.სტატისტიკა II6 5
    MATH3124ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია I6 5
    MATH4112კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები I6 5
    MATH3123რიცხვითი მეთოდები I6 6
    MATH3126მათემატიკური მოდელირება I6 6
    MATH4121კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები II6 6

    კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    MATH4118კრიპტოლოგიის საფუძვლები6
    EENG1103ფიზიკა I (მექანიკა)6
    MATH3120ექსტრემალური ამოცანების თეორია6
    MATH3122ინტეგრალური განტოლებები I6
    MATH3223რიცხვითი მეთოდები II6
    MATH3224ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია II6
    MATH3224მათემატიკური მოდელირება II6
    MATH4114თეორიული მექანიკა I6
    EENG1204ფიზიკა II (ელექტროობა და მაგნეტიზმი)6
    MATH2221ფუნქციონალური ანალიზი6
    MATH3115დიფერენციალური გეომეტრია I6
    MATH3116მათემატიკური ლოგიკა და ალგორითმების თეორია6
    MATH4115დრეკადობის თეორიის საფუძვლები6
    MATH4122ინტეგრალური განტოლებები II6
    MATH4124თეორიული მექანიკა II6
    INFO4333პროგრამირება MatLab გარემოში6
    MATH3118დისკრეტული სტრუქტურები6
    MATH3125დიფერენციალური გეომეტრია II6
    MATH4116ჰიდრომექანიკის საფუძვლები6
    MATH4117სინგულარული ინტეგრალური განტოლებები6
    MATH4211ფინანსური მათემატიკის ელემენტები6
    MATH4213სტაჟირება მათემატიკის მიმართულებით6
    MATH4240საბაკალავრო ნაშრომი მათემატიკაში12

    კრედიტების ჯამი:

    144

    ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    INFO3010შესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში6

    კრედიტების ჯამი:

    6









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი