eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჯანდაცვის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: თამარ ლობჯანიძე
ოთარ ვასაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა) ადმინისტრატორების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მისი მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის განხორციელებას. საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული ნაწილის ან ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის შესახებ, ის შეძლებს ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ეფექტურ კომუნიკაციას. საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს წარმატებით განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობ ორგანიზაციებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში ოპერატიულ მენეჯერის შესაბამის პოზიციებზე
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები • წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტირების მეთოდი • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება • ინტერაქტიულ მეცადინეობები • სიტუაციური ამოცანები • დისკუსია • ჯგუფური დავალებები • პროექტები • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • ლიტერატურის მიმოხილვა • წიგნზე მუშაობის მეთოდი • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • თემების დაწერა • პრეზენტაციების წარდგენა • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი • სიმულაცია

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციული მოწყობის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მთავარი მოთამაშეების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში;
    • ფართო ცოდნა მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის თავისებურებების შესახებ;
    •  
    • ფართო ცოდნა ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პრინციპების შესახებ;
    •  
    • საბაზისო ცოდნა ორგანიზაციული დიზაინის, ხარისხის მართვისა და ფინანსური უზრუნველყოფის მეთოდების შესახებ;
    •  
    • ცოდნა ჯანდაცვის სექტორისთვის რელევანტური საბაზისო ეკონომიკური თეორიებისა და ინსტრუქმენტების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
    •  
    • საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების (სოციალური დაზღვევის, კერძო დაზღვევის, ჯიბიდან გადახდისა და შერეული) მოდელებისა და სამედიცინო მოსახურების მიმწოდებელთა ანაზღაურების ფორმების შესახებ და გაცნობიერებული მათი ძლიერი და სუსტი მხარეები;
    • საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის კანონმდებლობისა და ეთიკური პრინციპების შესახებ;
    • ცოდნა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის გამოყენებული ინდიკატორებისა და მონაცემთა დამუშავების საბაზისო სტატისტიკური მეთოდების შესახებ;
    • საბაზისო ცოდნა ეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა პოპულაციის ჯანმრთელობის სტატუსის შეფასებისა და რისკ-ფაქტორების გამოვლენისთვის;
    • ინდივიდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგებისთვის აუცილებელი სამედიცინო ტერმინოლოგიის ფართო ცოდნა.
    • საბაზისო ცოდნა ფინანსური აღრიცხვის, მიკრო- დამაკროეკონომიკის პრინციპების, სოციალური ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის, მსოფლიო ხალხთა ცივილიზაციის განვითარების საფუძვლების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა სერვისების მოწოდების ადმინისტრირებაში

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვის, მისიისა და და მისგან გამომდინარე მიზნების ჩამოყალიბებისა და შესაბამისი გეგმების შედგენის უნარი;
    • ორგანიზაციაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ანალიზის გზით ორგანიზაციული მდგრადობისა და წარმატების მიღწევის სტრატეგიების შემუშავების უნარი;
    • ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი;
    • ინდივიდსა და გუნდზე ზემოქმედებისა და დარწმუნების, გუნდური მუშაობის უნარი;
    •  
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე ჯანდაცვითი პროექტების მართვის უნარი;
    •  სამედიცინო პროდუქტების საჭიროებების დადგენისთვის წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე და კვლევების (უტილიზაციის დონის შესწავლა, მოსახლეობის ანკეტირება ან ინტერვიურება) ჩატარების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანდაცვის მართვის სფეროში  ლიტერატურული წყაროების, ეპიდემიოლოგიური,  ბიო- და ბიზნეს სტატისტიკური კვლევებით  მონაცემების მოპოვების, განმარტებისა და ანალიზის უნარი;
    • ჯანდაცვის სისტემის, ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მტკიცებულებათა შეგროვების, განხილვის, ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების  უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული თვალსაზრისით გამართული წერისა და თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
    • ჯანდაცვის ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებული დეტალური წერილობითი ანგარიშებისა და წინადადებების მომზადების, საქმიანი პრეზენტაციების, დისკუსიებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
    •  
    • ჯანდაცვის პროფესიონალებთან, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით კომუნიკაციის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    •  საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების, ჯანდაცვის ადმინისტრირების და მისი ცალკეული მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენის უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პაციენტთა უფლებებისა და  პროფესიული ეთიკის  დასამკვიდრებლად სწრაფვა და დარგობრივი კანონმდებლობის  ფორმირების პროცესში მონაწილეობა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 46-14
    პროგრამის დეტალები: ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტი წერს რეფერატებსა და პროექტებს, ასრულბს საბაკალავრო აკადემიურ ნაშრომს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს, გადის სტაჟირებას საქართველოს უნევერსიტეტის ბაზაზე ჯანდაცვით ორგანიზაციებში. სწავლების მე-4-ე სემესტრიდან სტუდენტს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკა ჯანდაცვის ადმინისტრირებაში. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 51 ქულა და მეტი შეესაბამება ინგლისური ენა III (B1/1) დონის კომპეტენციას. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე და დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად სტუდენტს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2). შიდა გამოცდაზე მიღებული 34 ქულა ან ნაკლები შეესაბამება ინგლისური ენა I (A1) დონის, 35 ქულიდან 50 ქულის ჩათვლით - ინგლისური ენა II (A2) დონის და 51 ქულა და ზემოთ ინგლისური ენა III (B1/1) დონის კომპეტენციას. პროგრამა ითვალისწინებს თვისუფალ 6 კრედიტს (ECTS).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა აუცილებელია დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს – 180 ECTS ( მათ შორის საბაკალავრო ნაშრომის შესრულება- 18 ECTS), და არჩევით საგნებს – 54 ECTS (რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 222 ECTS - დან, მათ შორის სავალდებულოა 12 ECTS აღება ერთ-ერთ უცხო ენაში, რომელსაც სტუდენტი ირჩევს ენების სავალდებულო არჩევითი ბლოკიდან. ასევე აუცილებელია ინგლისურ ენის B2/2 კრედიტი ქონა ) და თავისუფალ საგანს - 6 ECTS (რომელსაც სტუდენტი თავისი შეხედულებისამებრ ირჩევს უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო პროგრამების საგნებიდან).

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    MATH1122მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის I6 1
    PSYC1265შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HELM1110შესავალი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 2
    HELM2111ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინილოგია მედიცინაში12 2
    MATH1216მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის II6 2
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    FINA2159აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები6 3
    HELM1210ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის საფუძვლები6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 3
    HELM2210ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    HELM2430ჯანმრთელობის სამართლისა და ბიოეთიკის საფუძვლები6 4
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 4
    HELM2320შესავალი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ეკონომიკაში6 5
    HELM3510ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3621ავადმყოფის მოვლა და გადაუდებელი დახმარება6 5
    STAT2222ბიზნეს სტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3640ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების საფუძვლები6 6
    HELM4110ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგის საფუძვლები6 7
    HELM4720ჯანმრთელობის დაცვის კვლევის მეთოდები და პროგრამების მართვა6 7
    HELM4200სტაჟირება ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 8
    HELM4251საბაკალავრო ნაშრომი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში18 8

    კრედიტების ჯამი:

    168

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    MATH1121პრეკალკულუსი6
    PUBL3120შესავალი პოლიტიკის პროცესში, ინსტიტუტებსა და მართვაში6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    HELM2441პრაქტიკა ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6
    HELM3210ჯანმრთელობის დაზღვევა და რისკის მენეჯმენტის საფუძვლები6
    HELM4210სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    LAWB1240შესავალი სამოქალაქო სამართალში6
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6
    HELM4131საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ქცევების მართვა6
    HELM4151SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვის მენეჯმენტში6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    HELM4140მართული დახმარების საფუძვლები6
    HOST3215ტურიზმის საფუძვლები6
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6
    PUBL3215საჯარო ადმინისტრირების საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    162

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147გერმანული ენა I (A1)6
    GERM1247გერმანული ენა II (A2)6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    TURC1117თურქული AI6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    TURC1217თურქული A26

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი