eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჯანდაცვის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ოთარ ვასაძე
თამარ ლობჯანიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჩაბარებული და დაძლეული აქვთ ბარიერი შემდეგ საგნებში: • ინგლისური ენა; • ქართული ენა და ლიტერატურა; • მათემატიკა/ისტორია პროგრამაზე დაშვების წინაპირობები ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას და სწავლის შედეგებს.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ჯანდაცვის მენეჯმენტის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ეფექტურად გამოიყენოს ცოდნა ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული ნაწილის, ორგანიზაციული მართვისა და პაციენტორიენტირებული მიდგომის შესახებ პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰოსპიტალურ, სადაზვევო და ფარმაცევტულ სექტორებში.

 

პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის ამზადებს ადმინისტრატორებს (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა), რომლებიც ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთების საფუძველზე თავიანთი პროფესიული საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისის, ან ორგანიზაციის გამართულ მუშაობას, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას და მისი მთავარი მიზნის მიღწევის ხელშეწყობას - მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების ბაზარზე ეფექტურად ოპერირებას უზრუნველყოფს ისეთი დარგობრივი საკითხების ცოდნა, როგორიცაა სამედიცინო სერვისების ორგანიზება, მიწოდება, მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, ხარისხის პრინციპები, საინფორმაციო სისტემები, ჯანდაცვის პროგრამების მართვა-ფორმირება, შედეგების შეფასება, პროგნოზირების მეთოდები, ეთიკა, ბიოეთიკა და სხვ. აგრეთვე, ცოდნა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძირითადი პროცესების, სამედიცინო მანიპულაციების, დიაგნოსტირების, მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო ენისა და სხვათა შესახებ;

საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს წარმატებით განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობ ორგანიზაციებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში ოპერაციულ პოზიციებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიულ მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები
  • დისკუსია
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • სიმულაცია;
  • ხელმძღვანელობა/მენტორობა;
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული სწავლება (Evidence-based learning (EBL);
  • როლური თამაში;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებულს ექნება:

    საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციული მოწყობის, ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკისა და მისი ძირითადი აქტორების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში;
    ცოდნა მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის თავისებურებების შესახებ; 
    საბაზისო ცოდნა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეთიკური პრინციპების შესახებ;
    ცოდნა ჯანდაცვის მენეჯმენტის,  მმართვეობითი აღრიცხვის, ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პრინციპების შესახებ; 
    საბაზისო ცოდნა ორგანიზაციული დიზაინის, ხარისხის მართვისა და ფინანსური მართვის მეთოდების შესახებ; 
    ცოდნა ჯანდაცვის სექტორისთვის რელევანტური საბაზისო ეკონომიკური თეორიებისა და ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; 
    საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელებისა და სამედიცინო მოსახურების თავისებურებების შესახებ;
    ცოდნა ჯანდაცვის სისტემის/ორგანიზაციის შეფასებისთვის გამოყენებული ინდიკატორებისა და ინსტრუმენტებისა, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების საბაზისო სტატისტიკური მეთოდების შესახებ;
    ცოდნა ეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების შესახებ და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება მართვის პროცესში;
    მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის ენა და პროცესების ცოდნა;
    საბაზისო ცოდნა მათემატიკური აპარატის, ფინანსური აღრიცხვის, მიკრო და მაკროეკონომიკის პრინციპების, სოციალური ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის, ცივილიზაციისა და კაცობრიობის განვითარების შესახებ;
    სამედიცინო პერსონალის ფუნქციები და როლი პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში;


  • უნარი
  • ჯანდაცვის ორგანიზაციის ხედვის, მისიის და მიზნების შესაბამისი გეგმის შედგენის უნარი მუდმივად ცვალებად გარემო პირობებში;
    ორგანიზაციაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების გავლენის შედეგის ანალიზის უნარი და მისი გათვალისწინებით ორგანიზაციული მდგრადობისა და წარმატების მიღწევის სტრატეგიების შემუშავების უნარი;
    ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიების, სინთეზის, ანალიზისა და გამოყენების უნარი;
    ინდივიდისა და გუნდის მოტივირების, გუნდური მუშაობის უნარი;
    ჯანდაცვითი პროექტების მართვაში მონაწილეობის უნარი;
    წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე კვლევების (უტილიზაციის დონის შესწავლა, მოსახლეობის ანკეტირება ან ინტერვიურება) ჩატარების უნარი სამედიცინო პროდუქტების საჭიროებების დადგენის მიზნით.
    ·         ჯანდაცვის მართვის სფეროში ლიტერატურული წყაროების, ეპიდემიოლოგიური,  ბიო- და ბიზნეს სტატისტიკური კვლევებით მონაცემების მოპოვების, განმარტებისა და ანალიზის უნარი;

    ·         ჯანდაცვის სისტემის, ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მტკიცებულებათა და მონაცემთა შეგროვების, განხილვის, ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;

    ·         თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი;

    ·         ჯანდაცვის ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებული წერილობითი ანგარიშებისა და წინადადებების მომზადების, პრეზენტაციის, დისკუსიებსა და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის უნარი; 

    ჯანდაცვის პროფესიონალებთან, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის უნარი;


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული  შეძლებს:

     

    ·          საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად შეფასებას და ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მისი ცალკეული მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენას;

    პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვას;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-29-2020
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 39
    პროგრამის დეტალები:

    ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტი წერს რეფერატებსა და პროექტებს, ასრულებს საბაკალავრო აკადემიურ ნაშრომს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს, გადის სტაჟირებას საქართველოს უნივერსიტეტის კონტრაქტორ ჯანდაცვით ორგანიზაციებში. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან (არანაკლებ, B1/2 ეტაპისა), რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა აუცილებელია დააგროვოს 240 ECTS კრედიტი, რაც მოიცავს პროგრამის ძირითად საგნებს – 210 ECTS (მათ შორის საბაკალავრო ნაშრომის შესრულება - 24 ECTS), და არჩევით საგნებს – 30 ECTS მოწოდებული 192 ECTS  (მათ შორის სავალდებულოა 12 ECTS აღება ერთ-ერთ უცხო ენაში, რომელსაც სტუდენტი ირჩევს ენების სავალდებულო არჩევითი ბლოკიდან, ასევე აუცილებელია ინგლისურ ენის B2/2 კრედიტის ქონა, ხოლო თავისუფალ საგანს - 6 ECTS (რომელსაც სტუდენტი თავისი შეხედულებისამებრ ირჩევს უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო პროგრამების საგნებიდან).

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HELM1121ჯანმრთელობა, მედიცინის ისტორიის საწყისები და ჯანმრთელობის დაცვა6 1
    MATH1122მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის I6 1
    PSYC1265შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HELM1110შესავალი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 2
    HELM2111ადამიანის ორგანოთა სისტემები, კომუნიკაცია და ტერმინილოგია მედიცინაში12 2
    MATH1216მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის II6 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HELM1210ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის საფუძვლები6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 3
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 3
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    HELM2210ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    HELM2430ჯანმრთელობის სამართლისა და ბიოეთიკის საფუძვლები6 4
    HELM2320შესავალი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ეკონომიკაში6 5
    HELM3510ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3621ავადმყოფის მოვლა და გადაუდებელი დახმარება6 5
    STAT2222ბიზნეს სტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3210ჯანმრთელობის დაზღვევა და რისკის მენეჯმენტის საფუძვლები6 6
    HELM3610ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და მათი ორგანიზაცია6 6
    HELM3640ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების საფუძვლები6 6
    HELM4110ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგის საფუძვლები6 7
    HELM4131საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ქცევების მართვა6 7
    HELM4151SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვის მენეჯმენტში6 7
    HELM4210სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები6 7
    HELM4720ჯანმრთელობის დაცვის კვლევის მეთოდები და პროგრამების მართვა6 7
    HELM4200სტაჟირება ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 8
    HELM4251საბაკალავრო ნაშრომი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში24 8

    კრედიტების ჯამი:

    210

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO1220გეოინფორმატიკა6
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    FINA2159აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    KART1220აკადემიური წერა6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    PUBL3120შესავალი პოლიტიკის პროცესში, ინსტიტუტებსა და მართვაში6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    LAWB1240შესავალი სამოქალაქო სამართალში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    HELM4140მართული დახმარების საფუძვლები6
    HOST3215ტურიზმის საფუძვლები6
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6
    PUBL3215საჯარო ადმინისტრირების საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    132

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    TURC1117თურქული AI6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    TURC1217თურქული A26

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი