პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ინტერდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ბაკალავრის მომზადება, რომელიც შეძლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებას არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ მომიჯნავე (სოციალური მეცნიერებები - პოლიტიკა და საერთშორისო ურთიერთობები, მასკომუნიკაცია და სხვა) სფეროებშიც. ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობის გათვალისწინებით, პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური, ერთი მხრივ, ზოგადჰუმანიტარული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალის ფორმირებას, მეორე მხრივ კი, ეფექტური ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებას, რომლის ენობრივი კომპეტენციაც მოიცავს როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ენებით (ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი) ოპერირების უნარს. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიმართულია ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მის მიერ აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებასა და მარკეტაბელური პროფესიული კადრის აღზრდაზე. ვითარდება რა შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა დასაქმების სფეროს. იგი აძლევს ბაკალავრს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და საელჩოებში, მთარგმნელობით ბიუროებსა და ტურისტულ კომპანიებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. დამატებითი სპეციალობის სახით მასწავლებლის მომზადების პროგრამის არჩევისა და დასრულების შემთხვევაში ბაკალავრს ეძლევა პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მომავალ პროფესიონალებს დარგის ფართო ცოდნით და ორიენტირებულია ბაკალავრის მომზადებაზე ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს საკუთარ კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელსაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართო ჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • მონაცემთა ანალიზი
  • რეფერატების მომზადება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • რეფერატების პრეზენტაცია
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ენათმეცნიერების ჩამოყალიბების, ენისა და დამწერლობის წარმოშობის ისტორიის ცოდნა;
    • ენის ფუნქციებისა და ენის, როგორც ღირებულებათა სისტემის არსის ცოდნა;
    • კერძო და ზოგადი, აღწერილობითი და ისტორიული ფონეტიკის თავისებურებათა ცოდნა;
    • სინტაქსურ მიმართებათა ტიპების ცოდნა;
    • სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი) ცოდნა;
    • ენათა გენეალოგიური და ტიპოლოგიური კლასიფიკაციის პრინციპების ცოდნა;
    • გაცნობიერებული ენასა და მეტყველებას, ენასა და აზროვნებას, ენასა და საზოგადოებას შორის არსებულ მიმართებათა თავისებურებები;
    • გააზრებული სინქრონული და დიაქრონული კვლევის არსი;
    • გაცნობიერებული ფონოლოგიურ სისტემათა სპეციფიკა;
    • გაცნობიერებული გრამატიკული კატეგორიებისა და გრამატიკული ცვლილებების ფორმათა თავისებურებები;
    • გაცნობიერებული ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის არსი;
    • ძირითადი ლინგვისტური მოძღვრებების, კონცეფციების, თეორიების, მიმდინარეობების, სკოლებისა და ლინგვისტური აზროვნების განვითარების პერიოდების (ბერძნულ–რომაული ლინგვისტური მოძღვრება, ინდური გრამატიკული მოძღვრება, მოძღვრება ბგერათა კანონებისა და ანალოგიის შესახებ, ფილოსოფიური და ალექსანდრიული პერიოდები, ენათმეცნიერება ძველ რომში, შუა საუკუნეების არაბული ენათმეცნიერება, ენათმეცნიერება აღორძინების ეპოქაში, თეორიული ენათმეცნიერების კონცეფციის წარმოშობა და სხვ.) ცოდნა;
    • ფილოლოგიის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ჰერმენევტიკული მეთოდი, ენობრივი ველის კონსტრუირება; კომპონენტური ანალიზი, ინფორმანტთა გამოკითხვა, ინფორმაციის ანალიზური დამუშავება) არსის ცოდნა;
    • კომუნიკაციის აქსიომებისა და კანონების არსის ცოდნა;
    • კომუნიკაციისათვის რელევანტური საკითხების ცოდნა ლინგვისტიკაში, ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგისა და კულტუროლოგიაში;
    • ენობრივი ველის კონსტრუირების მეთოდების ცოდნა;
    • გააზრებული ფილოლოგიის მიმართება სხვა მეცნიერებებთან;
    • გაცნობიერებული ენის, ლიტერატურისა და კულტურის სინთეზის არსი;
    • გააზრებული ენის მოცემულობის ფორმათა თავისებურებები;
    • გაცნობიერებული აზროვნების მეტაფორულობის არსი;
    • გააზრებული სამყაროს ენობრივი სურათისა და ერთა დიფერენციალური ფსიქოლოგიის გავლენის არსი სამყაროს ენისმიერი ხატის თავისებურებაზე;
    • გაცნობიერებული სტრუქტურისა და ენობრივი ველის ცნებათა არსი;
    • გააზრებული ტექსტის ადეკვატური აღქმისა და ინტერპრეტაციის საკითხები;
    • ინგლისური ენის გრამატიკის განვითარების ისტორიის ცოდნა;
    • ინგლისური ენის თეორიული გრამატიკისა და ფონეტიკის სფეროებისათვის რელევანტური მეთოდების (აღწერა, შდარება, კონტრასტირება, მორფემული და ფონემური ანალიზი, უშუალო შემადგენელთა მეთოდი და სხვ.) ცოდნა;
    • გაცნობიერებული ინგლისური ენის სტრუქტურისა და გრამატიკული წყობის ძირითადი პრინციპების თავისებურებები;
    • გაცნობიერებული ფონეტიკის, როგორც თეორიული დისციპლინის არსი;
    • გააზრებული ინგლისური ენის ფონეტიკური წყობის თავისებურებები;
    • სტილისტური ხერხებისა და მექანიზმების არსის ცოდნა;
    • სტილისტიკის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, სტილისტური ანალიზი) ცოდნა;
    • ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის სტილისტური კლასიფიკაციის პრინციპების ცოდნა;
    • გააზრებული სემანტიკურ და სტილისტურ, ლოგიკურ და ემოციურ მნიშვნელობათა არსი;
    • გაცნობიერებული ინგლისური ენის სხვადასხვა ფუნქციონალური სტილის სპეციფიკა;
    • ლექსიკოლოგიის სფეროსათვის ტიპური (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ენის ლექსიკურ–სემანტიკური სისტემის სტრუქტურირების მეთოდები – თემატური ჯგუფებისა და სინონიმური რიგების აგება) და არატიპური (სტატისტიკური ანალიზი) მეთოდების ცოდნა;
    • სიტყვათა შორის არსებულ სემანტიკურ მიმართებათა ტიპების, სემანტიკური ცვლილებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ცოდნა;
    • გაცნობიერებული სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის თავისებურება;
    • გააზრებული ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის ტრანსფორმაციის თავისებურება დროსა და სივრცეში;
    • თარგმანის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, თარგმნითი ტრანსფორმაციების განხორციელება) ცოდნა;
    • გააზრებული თარგმანის ინტერპრეტაციის არსი თარგმანის თანამედროვე თეორიების კონტექსტში;
    • გაცნობიერებული სხვადასხვა მთარგმნელობითი სტრატეგიების თავისებურებები;
    • გააზრებული ტექსტთა ფუნქციონალური ტიპოლოგიისა და ეკვივალენტური თარგმანის არსი;
    • ენობრივი სიტუაციის ცვლილებებათა გამომწვევი მიზეზების ცოდნა;
    • ინგლისური ენის ისტორიის კვლევისათვის რელევანტური (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, სინქრონული და დიაქრონული კვლევა) მეთოდების ცოდნა;
    • გაცნობიერებული ინგლისური ენის განვითარების პერიოდებისა და ენაში მიმდინარე პროცესების თავისებურებები;
    • გააზრებული ექსტრალინგვისტურ და ლინგვისტურ ფაქტორთა შორის არსებული მიზეზ–შედეგობრივი კავშირის არსი;
    • კომუნიკაციის პროცესის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების ცოდნა;
    • „ადრესატის“, „ადგილისა“ და „დროის“, „ღიაობის“, „კონსტრუქციული მსმენელისა“ და „უკუკავშირის“ წესების ცოდნა;
    • კოგნიტური და ემოციური ბარიერების ცოდნა;
    • სამეტყველო აქტების თავისებურებათა ცოდნა;
    • საერთო სემანტიკური მნიშვნელის არსის ცოდნა;
    • გააზრებული სხვადასხვა კომუნიკაციური სტრატეგიების, ინტერპრეტაციული შეცდომების, ფალსიფიცირებისა და დისპოზიციური შეცდომების, სემანტიკური ბარიერებისა და ინფორმაციული დანაკარგის თავისებურებები;
    • გაცნობიერებული ტექსტის შინაარსობრივ ელემენტთა სისტემის თავისებურება;
    • გააზრებული ლექსიკური ტრანსფორმაციის სახეობათა თავისებურებები;
    • ინგლისური ლიტერატურის ისტორიის ცოდნა ინგლისური ლიტერატურის საწყისებიდან XX საუკუნის ჩათვლით;
    • ლიტერატურათმცოდენობის მიმდინარეობების, კონცეფციებისა და თეორიების არსის ცოდნა;
    • გაცნობიერებული ლიტერატურათმცოდნეობის განვითარების ძირითადი ეტაპების თავისებურებები;
    • გააზრებული ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებებისა და კატეგორიების მახასიათებლები;
    • გაცნობიერებული ლიტერატურათმცოდენობის ძირითადი მიმართულებებისა და ლიტერატურული ჟანრების სპეციფიკა;
    • გააზრებული მხატვრული ლიტერატურის გვარსახეობრივი თავისებურებანი: ეპოსი და მისი სახეები ( მითი, ზღაპარი, ლეგენდა, იდილია, ესე, ნოველა, მოთხრობა, რომანი, დოკუმენტური ეპიკური ჟანრები, ეპოპეა);
    • მხატვრული ლიტერატურის მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლების ცოდნა;
    • გაცნობიერებული ლიტერატურის თეორიის ძირითადი მიმართულებებისა და ლიტერატურული ჟანრების განვითარების თავისებურებები;
    • გაცნობიერებული ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარებისა და ჟანრებისათვის ტიპური მხატვრული ენის სპეციფიკა;
    • გაცნობიერებული ზეპირი და წერილობითი შეტყობინების აგების პრინციპების თავისებურებები როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის (C1 – Upper-intermediate) შესაბამისი სირთულის ლექსიკისა და სინტაქსური კონსტრუქციების ფარგლებში;
    • გააზრებული პოლიტიკის, ბიზნესისა და სამართლის სფეროებისათვის რელევანტური ტერმინოსისტემის თავისებურებები;
    • გაცნობიერებული ზეპირი და წერილობითი შეტყობინების აგების პრინციპების თავისებურებები მეორე (არჩევითი) ევროპული ენის დამოუკიდებლი გამოყენებისათვის შესაბამისი სირთულის ლექსიკისა და სინტაქსური კონსტრუქციების ფარგლებში;
    • ფილოსოფიური აზრის ისტორიის ცოდნა;
    • ისტორიის ძირითადი და დამხმარე დისციპლინების ცოდნა;
    • სახელმწიფოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესების, მათი ისტორიული ფორმების ცოდნა;
    • მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის ძირითადი მომენტების ცოდნა;
    • მსოფლიო კულტურაში სხვადასხვა ერებისა და ცივილიზაციების როლის ცოდნა;
    • ისტორიული სივრცის მახასიათებელთა ცოდნა: მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებები სხვადასხვა ეპოქაში;
    • მსოფლიო ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების დიაქრონული ჩარჩოს არსის ზოგადი ცოდნა;
    • რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლების ცოდნა;
    • ფილოსოფიური აზრის ისტორიის ცოდნა;
    • ძირითად ანთროპოლოგიურ მიდგომათა და თეორიების (დიფუზიონიზმი, ევოლუციონიზმი, ნეოევოლუციონიზმი, სტრუქტურალიზმი, რელატივიზმი და სხვ.) არსის ცოდნა;
    • საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების მახასიათებელთა ცოდნა;
    • აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ფილოლოგიის სფეროსათვის ტიპური მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ჰერმენევტიკული მეთოდი, ენობრივი ველის, თემატური ჯგუფებისა და სინონიმური რიგების კონსტრუირება, კომპონენტური ანალიზი, ინფორმანტთა გამოკითხვა, ინფორმაციის ანალიზური დამუშავება, სტილისტური ანალიზი და სხვ.) და ზოგიერთი არატიპური (სტატისტიკური ანალიზი) მეთოდის გამოყენებით;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის (თარგმანის) შესრულების უნარი შესაბამისი მთარგმნელობითი სტრატეგიის გამოყენებისა და თარგმნითი ტრანსფორმაციების განხორციელების გზით;
    • ეფექტური კომუნიკაციის ბარიერების დაძლევის უნარი კონკრეტული სიტუაციისათვის შესაბამისი კომუნიკაციური სტრატეგიის შერჩევისა და რეალიზაციის, ასევე „ადრესატის“, „ადგილისა“ და „დროის“, „ღიაობის“, „კონსტრუქციული მსმენელისა“ და „უკუკავშირის“ წესების გათვალისწინების გზით;
    • კონკრეტული კომუნიკაციური ინტენციის რეალიზაციისათვის ადეკვატური ლექსიკური ტრანსფორმაციებისა და სამეტყველო აქტების შერჩევისა და გამოყენების უნარი კონკრეტული შინაარსობრივი განსაზღვრულობის მქონე სემანტიკურ სივრცეში;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების (მხატვრული ტექსტის ანალიზისა და კონკრეტულ მწერალთა მსოფლმხედველობრივი პოზიციებისა და შემოქმედებითი თავისებურებების ანალიზის) უნარი;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების (ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ასპექტების სისტემატიზაციის, მხატვრული ნაწარმოების ჟანრული სპეციფიკისა და სტილისტური თავისებურებების, ტექსტოლოგიური პრობლემებისა და ლექსთწყობის საკითხების ანალიზის) უნარი;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების (ლიტერატურის თეორიის სისტემის ფუნქციონირების თავისებურებების, ლიტერატურის თეორიის ძირითადი მიმართულებებისა და ლიტერატურული ჟანრების განვითარების მახასიათებლების, ლიტერატურის განვითარების პროცესის კანონზომიერების არსის, ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარებისა და ჟანრებისათვის ტიპური მხატვრულ ენის სპეციფიკის ანალიზის) უნარი;
    • ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების ადეკვატური აღქმის, პროდუცირებისა და ანალიზის უნარი;
    • რთული წერილობითი და ზეპირი ტექსტების ადეკვატური აღქმისა და პროდუცირების, ზეპირი და წერილობითი შეტყობინების აგების უნარი როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის შესაბამისი სირთულის ლექსიკისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით;
    • ბიზნესის, სამართლისა და პოლიტიკის სფეროებისათვის რელევანტური ტერმინოსისტემებით ოპერირების უნარი;
    • მეორე (არჩევით) ევროპულ ენაზე საშუალო სირთულის წერილობითი და ზეპირი ტექსტების ადეკვატური აღქმისა და პროდუცირების, ზეპირი და წერილობითი შეტყობინების აგების უნარი ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის შესაბამისი ლექსიკითა და სინტაქსური კონსტრუქციებით;
    • ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული სფეროსათვის ტიპური (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, ტრანსფორმაციული ანალიზის მეთოდი, ჰიპონიმიის პრინციპი, ჰერმენევტიკული მეთოდი, ენობრივი ველის, თემატური ჯგუფებისა და სინონიმური რიგების კონსტრუირება, კომპონენტური ანალიზი, ინფორმანტთა გამოკითხვა, ინფორმაციის ანალიზური დამუშავება, სტილისტური ანალიზი და სხვ.) და არატიპური მეთოდებისა და პრინციპების (სტატისტიკური ანალიზი) გამოყენების გზით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ეკვივალენტური და არაეკვივალენტური თარგმანის საილუსტრაციო მოდელების აღწერის, შედარებისა და კონტრასტირების გზით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სპონტანური და შეუფერხებელი კომუნიკაციის უნარი ინგლისური ენის მატარებელთან;
    • ინგლისური ენის თავისუფლად გამოყენების უნარი სოციალურ, აკადემიურ და პროფესიულ თემებზე სასაუბროდ;
    • პროფესიული სფეროსათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებისათვის (ფილოლოგები), ისე არასპეციალისტებისათვის (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) ინფორმაციის მიწოდების უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე;
    • საკუთარი კომენტარებისა და არგუმენტების დემონსტრირების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტური მონაწილეობის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • მკაფიოდ სტრუქტუირებული მოხსენების როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით პრეზენტაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • მეორე (არჩევით) ევროპულ ენაზე კომენტარის გაკეთებისა და აქტუალური საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარი;
    • მეორე (არჩევით) ევროპულ ენაზე დისკუსიის წარმართვის - ენის მატარებელთან საუბარის უნარი ორივე მოსაუბრის მხრიდან გარკვეული ძალისხმევით;
    • შესაბამისი მასალის მოძიების უნარი ელექტრონულ ფორმატში;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიულ სფეროში ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
    • შემდგომი თვითგანვითარების უნარი;
    • სხვა ფილოლოგიური დისციპლინების ათვისების უნარი;
    • ენობრივი კომპეტენციის სრულყოფის უნარი;
    • სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობისა და გამოყენების უნარი;
    • საკუთარი შესაძლებლობის ობიექტური შეფასების უნარი;
    • საკუთარი სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
    • განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პატივისცემის გრძნობა ენის, როგორც ღირებულებათა სისტემების მიმართ;
    • პატივისცემის გრძობა ენის, როგორც სამყაროს ხატის ერთ-ერთი ძირითადი მაკონსტრუირებელი ფენომენის მიმართ;
    • პატივისცემის გრძნობა ენისა და ქვეყნის ისტორიული წარსულის მიმართ;
    • ინგლისური მხატვრული ლიტერატურის (ინგლისური ლიტერატურის საწყისებიდან XIX - XX საუკუნეების ჩათვლით) პერიოდებისათვის დამახასიათებელ კულტურულ ღირებულებათა დაფასებისა და პატივისცემის უნარი;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის დეტალები: პროგრამის ძირითადი და პროგრამის ასარჩევი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს 6 თავისუფალი კრედიტი და შესაძლებლობა აირჩიოს: • დამატებითი სპეციალობა •მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის (ინგლისურ ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად: 174 ECTS განკუთვნილია პროგრამის ძირითადი და არჩევითი საგნებისთვის (მათ შორის კვლევითი კომპონენტის – საბაკალავრო ნაშრომის მომზადება – 12 ECTS; არჩევითი საგნები (მეორე ევროპული ენა) –24 ECTS); თავისუფალი კრედიტი-6 ECTS. 60 ECTS ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მისთვის სასურველი დამატებითი სპეციალობის არჩევა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს)

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1140ინგლისური ენა I ფილოლოგებისთვის (B1)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    LING1130ენათმეცნიერების შესავალი6 1
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6 1
    ENGL1125ინგლისური ლიტერატურა I6 2
    ENGL1240ინგლისური ენა II ფილოლოგებისთვის (B2)6 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 2
    PHIL1210შესავალი ფილოლოგიაში6 2
    ENGL1225ინგლისური ლიტერატურა II6 3
    ENGL2110ინგლისური ენის სტილისტიკა6 3
    ENGL2140ინგლისური ენა III ფილოლოგებისთვის (C1)6 3
    LITR2217ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები6 3
    ENGL 2243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (ბიზნესი)6 4
    ENGL2212ლექსიკოლოგია (ინგლისური)6 4
    ENGL3220თეორიული გრამატიკა და ფონეტიკა (ინგლისური)6 4
    ENGL3143ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (სამართალი)6 5
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6 5
    ENGL3243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (პოლიტიკა)6 6
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 6
    ENGL4131ინგლისური ენის ისტორია6 7
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 8
    ENGL4240საბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში12 8
    TRANS4110თარგმანის თეორია6 8

    კრედიტების ჯამი:

    150

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    36

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    96









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი