eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ინტერდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ბაკალავრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქმიანობის განხორციელებას არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ სხვა, მომიჯნავე სფეროებშიც. ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობის გათვალისწინებით, პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური, ერთი მხრივ, ზოგადჰუმანიტარული სააზროვნო სივრცისათვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალის ფორმირებას, მეორე მხრივ კი, ეფექტური ინგლისურენოვანი კომუნიკატორის ჩამოყალიბებას, რომლის ენობრივი კომპეტენციაც მოიცავს როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი ენებით (ბიზნესი, პოლიტიკა, სამართალი) ოპერირების უნარს. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამაში ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიმართულია ჰუმანიტარული და ინტერდისციპლინური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მის მიერ აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებასა და მარკეტაბელური პროფესიული კადრის აღზრდაზე. ვითარდება რა შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამა მნიშვნელოვნად აფართოებს ფილოლოგთა დასაქმების სფეროს. იგი აძლევს ბაკალავრს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და საელჩოებში, მთარგმნელობით ბიუროებსა და ტურისტულ კომპანიებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. დამატებითი სპეციალობის სახით მასწავლებლის მომზადების პროგრამის არჩევისა და დასრულების შემთხვევაში ბაკალავრს ეძლევა პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მომავალ პროფესიონალებს დარგის ფართო ცოდნით და ორიენტირებულია ბაკალავრის მომზადებაზე ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა აძლევს საკუთარ კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელსაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართო ჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით. საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • მონაცემთა ანალიზი
  • რეფერატების მომზადება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • რეფერატების პრეზენტაცია
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • • ენის, როგორც ნიშანთა და ღირებულებათა სისტემის არსისა და ენის ფუნქციათა თავისებურებების ცოდნა;
    • ენისა და აზროვნების, ენისა და მეტყველების, დამწერლობის და ბგერითი ენის, ენისა და საზოგადოების მიმართებათა თავისებურების ცოდნა;
    • ძირითადი ლინგვისტური მოძღვრებების, კონცეფციების, თეორიების, მიმდინარეობების, სკოლებისა და ლინგვისტური აზროვნების განვითარების პერიოდების ცოდნა;
    • კომუნიკაციის არსის, კომუნიკაციის აქსიომების, კანონების, სტრატეგიების, ბარიერებისა და მათი დაძლევის წესების ცოდნა;
    • ინგლისური ენის სტრუქტურის, გრამატიკული და ფონეტიკური წყობის თავისებურებათა ცოდნა;
    • სტილისტიკისა და ლექსიკოლოგიის სფეროსათვის ტიპური (აღწერის, შედარების, კონტრასტირების, სტილისტური ანალიზის, ენობრივი ველის, თემატური ჯგუფისა და სინონიმური რიგის აგების) და არატიპური (ინგლისური ენის ლექსიკოლოგიაში სტატისტიკური ანალიზის) მეთოდების არსის ცოდნა;
    • ინგლისური ენის განვითარების პერიოდებისა და სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (აღწერის, შედარების, კონტრასტირების, სინქრონული და დიაქრონული კვლევის) არსის ცოდნა;
    • ეკვივალენტური თარგმანისა და თარგმნითი ტრანსფორმაციების თავისებურებათა ცოდნა;
    • მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის ცოდნა;
    • ლიტერატურათმცოდენობის და ლიტერატურის თეორიის ძირითადი ცნებებისა და კატეგორიების, განვითარების ძირითადი ეტაპებისა და მიმდინარეობების, კონცეფციებისა და თეორიების, ძირითადი მიმართულებების, ლიტერატურული ჟანრებისა და მხატვრული ლიტერატურის გვარსახეობრივ თავისებურებათა ცოდნა;
    • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ლექსიკურ და გრამატიკულ თავისებურებათა ცოდნა როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი (პოლიტიკა, ბიზნესი, სამართალი) ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის შესაბამის დონეზე;
    • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ლექსიკურ და გრამატიკულ თავისებურებათა ცოდნა მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის შესაბამის დონეზე (B1/2);
    • ფილოსოფიური აზრის ისტორიის ცოდნა;
    • ცივილიზაციებისა და კაცობრიობის განვითარების ძირითადი პერიოდების თავისებურებათა ცოდნა;
    • საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების მახასიათებელთა ცოდნა;
    • ძირითად ანთროპოლოგიურ მიდგომათა და თეორიების (დიფუზიონიზმი, ევოლუციონიზმი, ნეოევოლუციონიზმი, სტრუქტურალიზმი, რელატივიზმი და სხვ.) არსის ცოდნა;
    • აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების ცოდნა;
    • კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლების ცოდნა.


  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებით ნაშრომის შესრულების უნარი ფილოლოგიის სფეროსათვის ტიპური და არატიპური (ინგლისური ენის ლექსიკოლოგიაში სტატისტიკური ანალიზის) მეთოდებისა და პრინციპების გამოყენების გზით;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებით ნაშრომის შესრულების უნარი მხატვრული ნაწარმოების ჟანრული და გვარსახეობრივი სპეციფიკის ანალიზის გზით;
    • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის განხორციელების უნარი როგორც ზოგადი, ისე პროფესიულ-დარგობრივი (პოლიტიკა, ბიზნესი, სამართალი) ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენებისათვის შესაბამის დონეზე;
    • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის განხორციელების უნარი მეორე ევროპული (სავალდებულო ასარჩევი) ენის დამოუკიდებელი გამოყენებისათვის შესაბამის დონეზე (B1/2);
    • აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გამოყენების უნარი;
    • კურსის ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებით რეფერატის შედგენისა და პრეზენტაციის უნარი ისეთი სალექციო კურსების ფარგლებში, როგორიცაა: ფილოსოფიური აზრის ისტორია, ცივილიზაციებისა და კაცობრიობის განვითარება, საქართველოს ისტორია, კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები.


  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • პროფესიული სფეროსათვის ტიპური და არატიპური (ინგლისური ენის ლექსიკოლოგიაში სტატისტიკური ანალიზის) მეთოდების გამოყენების გზით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • სპეციალური ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.


  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • პროფესიული სფეროსათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებისათვის (ფილოლოგებისათვის), ისე არასპეციალისტებისათვის (დაინტერესებული ჯგუფებისათვის, ფართო საზოგადოებისათვის და სხვა) ინფორმაციის მიწოდების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტური მონაწილეობის, საკუთარი კომენტარებისა და არგუმენტების დემონსტრირების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • მკაფიოდ სტრუქტუირებული მოხსენების კონსტრუირებისა და მისი ზეპირი ფორმით პრეზენტაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • ინგლისური ენის თავისუფლად გამოყენების უნარი სოციალურ, აკადემიურ და პროფესიულ თემებზე სასაუბროდ;
    • მეორე (სავალდებულო ასარჩევ) ევროპულ ენაზე დისკუსიის წარმართვის - ენის მატარებელთან საუბარის უნარი ორივე მოსაუბრის მხრიდან გარკვეული ძალისხმევით; (B1/2)
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით.


  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • პროფესიულ სფეროში ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
    • შემდგომი თვითგანვითარების უნარი;
    • სხვა ფილოლოგიურ დისციპლინათა ათვისების უნარი;
    • ენობრივი კომპეტენციის სრულყოფის უნარი;
    • სპეციალური ლიტერატურის გაცნობისა და გამოყენების უნარი;
    • საკუთარი შესაძლებლობის ობიექტური შეფასების უნარი;
    • საკუთარი სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
    • განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უნარი.


  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • პატივისცემის გრძნობა ენისა და ქვეყნის ისტორიული წარსულის, სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელ კულტურულ ღირებულებათა მიმართ;
    • განსხვავებულ ეთნო-კულტურულ და სოციალურ ღირებულებებათა აღიარება და მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება;
    • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული და ა.შ.) გათავისება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
    • პატივისცემის გრძნობა თარგმანის, როგორც ენათა დიალოგის მიმართ;
    • პატივისცემის გრძნობა ინგლისური ენის, როგორც დროსა და სივრცეში ცვალებადი ლექსიკური სისტემის მიმართ.

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-07-2018
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 52/18
    პროგრამის დეტალები: პროგრამის ძირითადი და პროგრამის ასარჩევი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს 6 თავისუფალი კრედიტი და შესაძლებლობა აირჩიოს: • დამატებითი სპეციალობა •მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამით ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად: 174 ECTS განკუთვნილია პროგრამის ძირითადი და არჩევითი საგნებისთვის (მათ შორის კვლევითი კომპონენტის – საბაკალავრო ნაშრომის მომზადება – 12 ECTS; არჩევითი საგნები (მეორე ევროპული ენა) –24 ECTS); თავისუფალი კრედიტი-6 ECTS. 60 ECTS ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მისთვის სასურველი დამატებითი სპეციალობის არჩევა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს)

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1140ინგლისური ენა I ფილოლოგებისთვის (B1)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    LING1130ენათმეცნიერების შესავალი6 1
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6 1
    ENGL1125ინგლისური ლიტერატურა I6 2
    ENGL1240ინგლისური ენა II ფილოლოგებისთვის (B2)6 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 2
    PHIL1210შესავალი ფილოლოგიაში6 2
    ENGL1225ინგლისური ლიტერატურა II6 3
    ENGL2110ინგლისური ენის სტილისტიკა6 3
    ENGL2140ინგლისური ენა III ფილოლოგებისთვის (C1)6 3
    LITR2217ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები6 3
    ENGL 2243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (ბიზნესი)6 4
    ENGL2212ლექსიკოლოგია (ინგლისური)6 4
    ENGL3220თეორიული გრამატიკა და ფონეტიკა (ინგლისური)6 4
    ENGL3143ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (სამართალი)6 5
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6 5
    ENGL3243ინგლისური ენა ფილოლოგებისთვის (პოლიტიკა)6 6
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 6
    ENGL4131ინგლისური ენის ისტორია6 7
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 8
    ENGL4240საბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში12 8
    TRANS4110თარგმანის თეორია6 8

    კრედიტების ჯამი:

    150

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    AMST2123ამერიკული ლიტერატურის ისტორია6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    LANC2117ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია6
    LITR2018ამერიკული და ინგლისური მოთხრობა6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    54

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    96









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი