eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ისტორია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მანანა სანაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი ისტორიის მეცნიერებებში, მისცეს მას საფუძვლიანი ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან დღემდე სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. ჩამოაყალიბოს მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის. პროგრამის სავალდებულო და არჩევითი კურსები ბაკალავრს განუვითარებს კაცობრიობის წარსულის კრიტიკულ გააზრებას, ასწავლის სხვადასხვა ეპოქებისა და ქვეყნების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრას, სხვადახვა ისტორიულ ეტაპზე ჩამოყალიბებული შეხედულებებისა და ღირებულებების გაგებასა და პატივისცემას, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების დიაქრონული ჩარჩოს ზოგად გაგებას. ასევე, გამოუმუშავებს - კვლევის სხვადასხვა სამეცნიერო მეთოდების გაცნობიერებისა და პრაქტიკაში გამოყენების საფუძველზე - ხელმძღვანელის მითითებით ისტორიული კვლევის უნარს. პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრს ექნება უნარი წარადგინოს წერილობითი და ზეპირი ფორმით დასრულებული, დისციპლინის წესების მიხედვით შესრულებული კვლევითი ნაშრომი, რომელშიც გამოჩნდება ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის, დოკუმენტების დამუშავების და მისი ისტორიულ პრობლემასთან მიმართების უნარი. ისტორიის ბაკალავრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს მეორე საფეხურზე -მაგისტრატურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექცია;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • მცირე კვლევის ჩატარება;
  • პრაქტიკა;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • რეფერატის მომზადება;
  • რეფერატის პრეზენტაცია;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის საკვანძო საკითხების ცოდნა
    • მსოფლიო ისტორიის ცალკეული მონაკვეთების, რეგიონებისა და ქვეყნების ისტორიის ცოდნა;
    • სხვადასხვა ცივილიზაციების (მუსლიმური, ქრისტიანული) ისტორიის ცოდნა;
    • არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ძირითადი და დამხმარე დისციპლინების: ეთნოლოგიის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის საფუძვლების ცოდნა;
    • ძირითად ანთროპოლოგიურ მიდგომათა და თეორიების (დიფუზიონიზმი, ევოლუციონიზმი, ნეოევოლუციონიზმი, სტრუქტურალიზმი, რელატივიზმი) ცოდნა;
    • საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის ცოდნა;
    • ქართული ეკლესიის ისტორიის, მსოფლიო რელიგიებისა და სხვადასხვა დენომინაციების ცოდნა;
    • საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ნარატიული და სხვა ტიპის პირველადი და მეორადი ისტორიული წყაროების ( „ქართველთა ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, „ბილი უფლებათა შესახებ“, ვილსონის „თოთხმეტი პუნქტი“) ცოდნა;
    • წარსულის ზოგადი და მსოფლიო ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა (ძველი, შუა საუკენეები, ახალი და უახლესი ისტორია) და მოვლენების დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი ცოდნა;
    • ისტორიული სივრცის ცოდნა: ლოკალურ-ისტორიული ცივილიზაციების რუკები, ცენტრი და პერიფერია ცივილიზაციების განვითარებაში; ადამიანისა და საზოგადოების განვითარების გეოგრაფიული, ეკოლოგიური, ეთნიკური ფაქტორების დიმანიკა; საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებები;
    • მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების ურთიერთობის, მათი პოლიტიკური ისტორიის ძირითადი მომენტების ცოდნა;
    • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დამახასიათებელი და ურთიერთგანმასხვავებელი ნიშან-თვისებათა გაცნობიერება ძველ, შუა საუკენეებში, ახალ და უახლეს ხანაში;
    • ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის როლისა და ადგილის (მოთხოვნილებები, ინტერესები, ქმედების მოტივები, სამყაროს აღქმა და ღირებულებები, ყოფა-ცხოვრების პირობები); შრომითი საქმიანობის, მატერიალური წარმოებისა და ტექნიკის ევოლუციის, ადამიანთა შორის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების თავისებურებების ცოდნა;
    • მსოფლიო კულტურაში სხდასხვა ერებისა და ცივილიზაციების როლისა და წვლილის ცოდნა;
    • საქართველოსა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა;
    • დისციპლინის განვითარებისა და ზოგად-საისტორიო მეთოდოლოგიის ცოდნა;
    • ინგლისური ენის ცოდა B2 დონეზე;
    • რაოდენობრივ მეთოდების საფუძვლების ცოდნა
    • ფილოსოფიური აზრის ისტორიის ცოდნა;
    • აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების ცოდნა.
    • ქართული მითოლოგიისა და ფოლკლორის თავისებურებათა ცოდნა.
    • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების ცოდნა.
    • თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის შესახებ ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებული წყაროებზე მუშაობისას ხელმძღვანელის დახმარებით მათი ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის უნარი;
  • ერთი და იგივე ეპოქაში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების სინქრონიზაციის უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
  • ისტორიის დამხმარე დისციპლინების გამოყენების უნარი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის რომელიმე თემის კვლევისას;
  • საქართველოსა და მსოფლიო ისტორიიდან ტექსტებისა და დოკუმენტების კითხვისა და ციტირების უნარი;
  • სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა სამეცნიერო გამოცემებში (როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონული) საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ განთავსებული მასალის გამოყენების უნარი ხელმძღვანელის მითითების გათვალისწინებით;
  • ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის, ელექტრონული რეფერენციების მოხმარების უნარი;
  • ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობის უნარი;
  • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზების, მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • დროის ოპტიმალურად განაწილებისა და მართვის უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ისტორიული წყაროების იდენტიფიცირების, კლასიფიცირებისა და შეჯერების უნარი;
  • ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიებისა და შეჯერების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებით სხვადასხვა სახის კვლევის მეთოდების (რაოდენობრივი, ისტორიულ-შედარებითი, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, გენდერული) ცოდნის საფუძველზე მიღებული შედეგების წერილობითი შეჯერების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით;
  • მიმდინარე მოვლენებს, პროცესებსა და წარსულს შორის ურთიერთკავშირის კრიტიკული გააზრების უნარი;
  • სხვადახვა ისტორიული პროცესისა და მოვლენის მნიშვნელობის შეფასების, ანალიზის და ამ ანალიზის საფუძველზე მოვლენების ინტერპრეტაციისა და დასკვნის უნარი;
    წინასწარგანსაზღვრული მითითების საფუძველზე, დისციპლინის წესების მიხედვით, ქართულ ენაზე ნაშრომის (მოხსენება, სტატია, ჯგუფური პროექტი, საბაკალავრო ნაშრომი) მომზადების უნარი
  • მიმდინარე ისტორიული მოვლენებისა და პროცესების შეფასებაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • სხვადასხვა ისტორიულ პროცესებსა და მოვლენებზე საკუთარი დასკვნების პრეზენტაციის უნარი, რომელიც ეფუძნება ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება-დამუშავებას;
  • პროფესიული პრობლემატიკის/საკითხების თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირების და შესაბამისად პრეზენტაციის უნარი;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი (ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, განთავსება, გავრცელება);
  • პროფესიულ გარემოში ინტერაქციის (დებატები, დისკუსიები და საჯარო განხილვები ) უნარი;
  • ხელმძღვანელის დახმარებით მოხსენების, ანგარიშის, საბაკალავრო ნაშრომის, კვლევის შედეგების წერითი და ზეპირი ფორმით წარმოჩენის უნარი;
  • მშობლიურ და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი სპეციალისტებსა (ჰუმანიტარული, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების - ფილოსოფია, გეოგრაფია, ლიტერატურა, არქეოლოგია, კლასიკური სწავლებები, საარქივო საქმე, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, საბიბლიოთეკო მეცნიერებები - მკვლევარებთან) და არასპეციალისტებთან (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია ) საგნობრივი სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  • ისტორიული ინფორმაციის ციფრულ და ბეჭვდით ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ წყაროებში განთავსება/გავრცელების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
  • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
  • ისტორიულ მეცნიერებებში თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
  • საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების უნარი;
  • სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის მიზნობრივად გამოყენების უნარი;
  • განათლების შემდგომ, მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გაგრძელების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გაგება და პატივისცემა;
  • საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული ) გათავისება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა;
  • სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 12-14
    პროგრამის დეტალები: პროგრამის ძირითადი საგნების და სპეციალიზაციის ორი მოდულის ან მათი კომბინაციის ასარჩევი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს 18 თავისუფალი კრედიტი. (სტუდენტს რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას ამ მიზნით შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა II (B1/1), და შესაძლებლობა აირჩიოს: • დამატებითი სპეციალობა •მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ისტორია) სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითად საგნებს – 162ECTS ( მათ შორის: სპეციალიზაციის საგნებს - საქართველოს/მსოფლიოს ისტორია-24 ECTS, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას ისტორიაში, რომლის მოცულობა 12 ECTS კრედიტითაა განსაზღვრული და პრაქტიკის გავლას –6 ECTS), თავისუფალ კრედიტს 18 ECTS და 60 ECTS დამატებით სპეციალობაში.დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს);

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HIST1127დასავლეთი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    HIST1237საქართველოს ისტორია (უძველესიდან XVI საუკუნემდე)6 2
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1247საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია6 3
    HIST3240ბიზანტიის ისტორია6 3
    HIST5120საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფია და ისტორიული გეოგრაფია6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 4
    HIST1137ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია (XVI საუკუნიდან დღემდე)6 4
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6 4
    HIST3125"ქართველთა ცხოვრება" - მატიანე და ისტორია6 5
    PALE2237ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები6 5
    HIST4235პრაქტიკა ისტორიაში6 8
    HIST4250საბაკალავრო ნაშრომი ისტორიაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    138

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    HEBR1140ებრაული I (A1)6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6
    ARAB1140არაბული ენა I (A1)6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147გერმანული ენა I (A1)6
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    KART3237ძველი ქართული ენა6
    LATN2217ლათინური ენა6
    PERS1140სპარსული ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    TURK1140თურქული ენა I (A1)6
    ARAB1240არაბული ენა II (A2)6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247გერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    PERS1240სპარსული ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    TURK1240თურქული ენა II (A2)6

    კრედიტების ჯამი:

    150

    საქართველოს ისტორია - სპეციალიზაციის ძირითადი

    სტუდენტმა სპეციალიზაციაში უნდა აიღოს 24 ECTS, მათ შორის 18 ECTS ძირითადი და 6 ECTS არჩევითი საგნებიდან
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST4187ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო66
    HIST4150ქართული სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია66
    HIST4140საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები67

    კრედიტების ჯამი:

    18

    საქართველოს ისტორია - სპეციალიზაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST4120საქართველო და რუსეთი65
    HIST4177შესავალი ქართული ეკლესიის ისტორიაში65
    HIST3111ჯვაროსნები და საქართველო65

    კრედიტების ჯამი:

    18

    მსოფლიოს ისტორია - სპეციალიზაციის ძირითადი

    სტუდენტმა სპეციალიზაციაში უნდა აიღოს 24 ECTS, მათ შორის 18 ECTS ძირითადი და 6 ECTS არჩევითი საგნებიდან
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST2170ამერიკის ისტორია66
    HIST3257ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა66
    HIST2167საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია: XVII- XXI საუკუნეები67

    კრედიტების ჯამი:

    18

    მსოფლიოს ისტორია - სპეციალიზაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST3297აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი)65
    HIST4120საქართველო და რუსეთი65
    HIST4111ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში65

    კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი