eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ისტორია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მანანა სანაძე
ცირა ჩიკვაიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ისტორიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ისტორიის მეცნიერებებში, მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით; განუვითაროს კვლევისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიისა და მეთოდების ფლობისა და გამოყენების უნარ-ჩვევები; ჩამოაყალიბოს მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის. ისტორიის ბაკალავრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს მეორე საფეხურზე -მაგისტრატურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექცია;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსია/დებატები.
  • დემონსტრირების მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • პრაქტიკული მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცალკეული მონაკვეთების, რეგიონებისა და ქვეყნების ისტორიის  საკვანძო საკითხების ფართო ცოდნა  უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე;
    • ისტორიული პროცესის მამოძრავებელი ძალებისა და საერთო  კანონზომიერებების; საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის სოციალურ-პოლიტიკური თავისებურებების გაცნობიერება;.
    • არქეოლოგიის,ისტორიული გეოგრაფიის,  ანთროპოლოგიისა და  ისტორიის დამხმარე დისციპლინების: ეთნოლოგიის,  ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის  საფუძვლების ცოდნა;
    • საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ნარატიული და სხვა ტიპის პირველადი და მეორადი ისტორიული წყაროების ( „ქართველთა ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, „ბილი უფლებათა შესახებ“, ვილსონის „თოთხმეტი პუნქტი“ და ა.შ.) ცოდნა;
    • წარსულის ზოგადი  და მსოფლიო ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა (ძველი, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი ისტორია) და მოვლენების დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი ცოდნა;
    • ისტორიული სივრცის ცოდნა: ლოკალურ-ისტორიული ცივილიზაციების რუკები, საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებები;
    • ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის როლისა და ადგილის (მოთხოვნილებები, ინტერესები, ქმედების მოტივები, სამყაროს აღქმა და ღირებულებები, ყოფა-ცხოვრების პირობები); შრომითი საქმიანობის, მატერიალური წარმოებისა და ტექნიკის ევოლუციის, ადამიანთა შორის ეკონომიკური  და სოციალური ურთიერთობების  თავისებურებების ცოდნა;
    • ისტორიული კვლევის მეთოდების საფუძვლებისა და   დისციპლინის განვითარების თანამედროვე  კონცეფციებისა და  მეთოდოლოგიის ცოდნა;
    • ისტორიული მასალის კვლევისას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძვლების ცოდნა;
    • ინგლისური  ენის ცოდნა B2 დონეზე;
    • აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული ( APA) აკადემიური სტილის სტანდარტების ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ისტორიის დამხმარე დისციპლინების გამოყენების უნარი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის რომელიმე თემის კვლევისას;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებით სხვადასხვა სახის კვლევის მეთოდების (თვისებრივი და რაოდენობრივი) ცოდნის საფუძველზე მცირე კვლევის (მოხსენება, სტატია, პრეზენტაცია, ჯგუფური პროექტი) მომზადების უნარი; 
    • ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის, ელექტრონული რეფერენციების მოხმარების უნარი;
    • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზების, მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • ერთი და იგივე ეპოქაში სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული მოვლენების სინქრონიზაციის უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ისტორიული მასალის დამუშავების, სისტემატიზაციისა და შესწავლისას.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ისტორიული წყაროების იდენტიფიცირების, აღწერის, კლასიფიცირებისა და შეჯერების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით;
    • ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიებისა და შეჯერების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით;
    • სხვადახვა ისტორიული პროცესებისა და მოვლენების შედარების, მნიშვნელობის შეფასების, ანალიზის და ამ ანალიზის საფუძველზე მოვლენების ინტერპრეტაციისა და დასკვნის უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა ისტორიულ პროცესებსა და მოვლენებზე საკუთარი დასკვნების პრეზენტაციის უნარი, რომელიც ეფუძნება ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება-დამუშავებას;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი (ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, განთავსება, გავრცელება);
    • მშობლიურ და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი სპეციალისტებსა (ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები) და არასპეციალისტებთან (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია).

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის, დამოუკიდებელი სწავლის,  პროფესიული უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარების  უნარი;
    • განათლების შემდგომ, მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გაგრძელების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებული ღირებულებების, აზრისა და შეხედულებების, კულტურული მემკვიდრეობის გაგება და პატივისცემა;
    • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა - გათავისება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-07-2018
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 52/18
    პროგრამის დეტალები: პროგრამის სავალდებულო, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი კურსების გარდა სტუდენტს აქვს 18 თავისუფალი კრედიტი (სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას, ამ მიზნით, შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა III (B1/1), და შესაძლებლობა აირჩიოს დამატებითი სპეციალობა.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითად კურსებს –162 ECTS (მათ შორის სპეციალობის სავალდებულო, ასარჩევი და კონცენტრაცია - საქართველოს/მსოფლიო ისტორია - 138 ECTS); თავისუფალ კრედიტს - 18 ECTS და 60  ECTS-ს დამატებით სპეციალობაში. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    პროგრამის ძირითადი

    სტუდენტმა უნდა აიღოს პროგრამის ძირითადი კურსებიდან –162 ECTS კრედიტი (მათ შორის სპეციალობის სავალდებულო, ასარჩევი და კონცენტრაცია - საქართველოს/მსოფლიო ისტორია - 138 ECTS).
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სპეციალობის სავალდებულო

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    PALE2237ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები6 1
    HIST1128დასავლეთი ანტიკურ ხანაში6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    HIST1237საქართველოს ისტორია (უძველესიდან XVI საუკუნემდე)6 2
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    HIST1228შუა საუკუნეების ისტორია6 3
    HIST1247საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია6 3
    HIST3240ბიზანტიის ისტორია6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    HIST2128ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია6 4
    HIST3125"ქართველთა ცხოვრება" - მატიანე და ისტორია6 4
    HIST4128ისტორიული კვლევის მეთოდები6 4
    HIST2220საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები6 5
    HIST3128ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია6 5
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 6
    HIST4235პრაქტიკა ისტორიაში6 8
    INFO4228საინფორმაციო ტექნოლოგიები ისტორიაში6 8

    კრედიტების ჯამი:

    114

    სპეციალობის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა6
    HIST2167საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია: XVII- XXI საუკუნეები6
    HIST3111საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები ჯვაროსნულ ხანაში6
    HIST4111ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში6
    HIST4120საქართველო და რუსეთი6
    HIST4150ქართული სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია6
    HIST4177შესავალი ქართული ეკლესიის ისტორიაში6
    HIST4250საბაკალავრო ნაშრომი ისტორიაში12
    KART1211საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია6

    კრედიტების ჯამი:

    60

    საქართველოს ისტორია - კონცენტრაცია

    სტედენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში, ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის ფარგლებში
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST4187ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო65
    HIST4140საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები66

    კრედიტების ჯამი:

    12

    მსოფლიოს ისტორია - კონცენტრაცია

    სტედენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში, ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის ფარგლებში
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST2170ამერიკის ისტორია65
    HIST3257ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა66

    კრედიტების ჯამი:

    12

    - თავისუფალი კრედიტი

    სტუდენტმა უნდა აირჩიოს 18 კრედიტი
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)61
    HEBR1140ებრაული I (A1)62
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)62
    HEBR1141ებრაული ენა II (A2)63
    ENGL2147Eინგლისური ენა III (B1/1)63
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები63
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი63
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია63
    ARAB1140არაბული ენა I (A1)65
    GERM1116გერმანული ენა A1/165
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები65
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)65
    TURK1140თურქული ენა I (A1)65
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)65
    LATN2217ლათინური ენა65
    PERS1140სპარსული ენა I (A1)65
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)65
    GREK2217ძველი ბერძნული ენა65
    KART3237ძველი ქართული ენა65
    ARAB1240არაბული ენა II (A2)66
    GERM1216გერმანული ენა A1/266
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)66
    TURK1240თურქული ენა II (A2)66
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)66
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)66
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)66
    PERS1240სპარსული ენა II (A2)66
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)66

    კრედიტების ჯამი:

    168









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი