eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ეკონომიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: გიორგი ლომიძე
ეკა გეგეშიძე
მაია ამაშუკელი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი ეკონომიკაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტები ეკონომიკის დარგში, რომელთაც ექნებათ სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი თანამედროვე ცოდნა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შეასწავლოს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების თავისებურებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეებზე; მისცეს ცოდნა განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის თეორიული ასპექტების, კონკურენტული ბაზრის მოდელების და მიკროსტრუქტურების ქცევის ძირითადი პრინციპების, მათი ინტერესების რეალიზების საბაზრო მექანიზმების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხების, სახელმწიფო ფინანსების, საგადასახადო პოლიტიკის და ხელისუფლებასა და ადგილობრივ მთავრობებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილების ძირითადი ასპექტების შესახებ. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს რაციონალური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების, საერთაშორისო ეკონომიკურ და სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობისა და საკუთარი მოსაზრებების სტრუქტურირებულად წარდგენის, ზოგადსაბაზრო კანონზომიერებების კონკრეტული სიტუაციისთვის მორგების, ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით დისკუსიებში მონაწილეობის, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, ორგანიზების, ჩართული პერსონალის მოტივაციის, მართვისა და კონტროლის, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მათემატიკური აპარატის გამოყენებისა და შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ამასთანავე, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებისა და შედგენის, დანახარჯთა აღრიცხვისა და ბიუჯეტის შედგენისთვის საჭირო ზოგადი უნარ-ჩვევები. პროგრამის მიზანია აღზარდოს სახელმწიფოს ეკონომიკისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების მიმართ ლიბერალური და დემოკრატიული დამოკიდებულების მქონე სამართლიანობაზე ორიენტირებული ეთიკური პიროვნება. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საჯარო სექტორში, ასევე კერძო ბიზნესში და არასამთავრობო სექტორში ეკონომიკური მიმართულების უწყებებში, რომელთა საქმიანობაც ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზს უკავშირდება; ასევე გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და გააგრძელონ სწავლა უფრო მაღალ საფეხურზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიულ ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების ცოდნა;
    • ეკონომიკის სფეროში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავებისთვის გამოყენებადი მათემატიკური თეორიების, სტატისტიკურ–ალბათური მოდელების ფართო ცოდნა;
    • გაცნობიერებული, როგორ ახდენენ საბაზრო ძალები წარმოებისა და მოხმარების ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოორდინირებას;
    • გაცნობიერებული საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური კანონზომიერებები;
    • კონკურენტული ბაზრის მოდელების, მიკროსტრუქტურების (ფირმები, საოჯახო მეურნეობები და ა.შ.) ქცევის ძირითადი პრინციპებისა და მათი ინტერესების რეალიზების საბაზრო მექანიზმების ცოდნა;
    • სახელმწიფო ფინანსების, საგადასახადო პოლიტიკის და ხელისუფლებასა და ადგილობრივ მთავრობებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილების ძირითად ასპექტების ცოდნა
    • გაცნობიერებული განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის თეორიული ასპექტები, სავაჭრო რეჟიმები, ვალუტის გაცვლის კურსი და საგადასახდელო ბალანსი ცვლილება;
    • ფულზე მოთხოვის განმსაზღვრელი ფაქტორების და ინფლაციის გაზომვის მეთოდების ცოდნა;
    • გაცნობიერებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე, მოკლევადიანი პერიოდის ალტერნატივა, ინფლაციასა და უმუშევრობას შორის;
    • მენეჯმენტის მეცნიერული სკოლების მიღწევების, მენეჯმენტისა ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების ცოდნა;
    • სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვისა და ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებასა და შედგენასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა
    • დანახარჯთა აღრიცხვის, ბიუჯეტის შედგენისა და თვითღირებულების გამოანგარიშების ძირითადი პრინციპების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარი;
    • რაციონალური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად რესურსების ეფექტურად გამოყენების უნარი;
    • ეკონომიკური დამოკიდებულებების ანალიზისას, შესწავლისას და ამოცანების გადაწყვეტისას რაოდენობრივი, მათემატიკური და ალბათურ-სტატისტიკური, მეთოდების გამოყენების უნარი;
    • საერთაშორისო ეკონომიკურ და სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკის საკითხებზე, როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარი;
    • მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტრუმენტების გამოყენებით მაკროეკონომიკურ სიტუაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უნარი
    • ზოგადსაბაზრო კანონზომიერებების კონკრეტული სიტუაციისთვის მორგების და კონკრეტულ საბაზრო სიტუაციაზე დაყდნობით სხვადასხვა მიკროეკონომიკური თეორიების გამოყენების უნარი;
    • მონეტარული პოლიტიკის ფორმულირების და იმპლემენტაციის პროცესში ფინანსური ბაზრების თავისებურების გათვალისწინების უნარი
    • სტრატეგიული ხედვის ფორმირების უნარი;
    • გარკვეული მითითებებით ბიზნეს–გეგმის შედგენის უნარი
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, ორგანიზების, ჩართული პერსონალის მოტივაციის, მართვისა და კონტროლის უნარები
    • სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვის, დანახარჯთაღრიცხვის, ბიუჯეტის შეადგენისა და სათანადო მითითებებით ფინანსური დოკუმენტების შედგენის უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი გაანალიზოს კვლევის შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნები, რაც შესაბამისი არგუმენტაციით იქნება გამყარებული;
    • ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების შესახებ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური მოდელების და ძირითადი საერთაშორისო ეკონომიკური ტენდენციების ანალიზის უნარი
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ეკონომიკური გეგმების და ეკონომიკური პროექტების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების პროგნოზირების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად წარმოადგინოს საკუთარი იდეები, მოსაზრებები როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების თანხლებით პრეზენტაციის ფორმით;
    • უნარი კომუნიკაციისას გამოიყენოს დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკა და ტერმინები;
    • უნარი დაინტერესებულ პირებს, როგორც სპეციალისტებს, ისე არა სპეციალისტებს მიაწოდოს სათანადო ეკონომიკური ინფორმაცია, აღწეროს დასმული პრობლემა და გასაგებად გადასცეს პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებები;
    • დისკუსიებში მონაწილეობის მიღების უნარი
    • ეკონომიკური პროცესების შედეგების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ქართულ თუ ინგლისურ ენაზე წარდგენის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დამატებითი მასალების და ინფორმაციის განხილვით სწავლის შემდგომი საჭიროებების დაგეგმვის უნარი
    • საკუთარი სწავლის პროცესის შეფასებისა და თანამიმდევრულად დაგეგმვის უნარი ახალი ცოდნის ძველთან ინტეგრირების გზით.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ლიბერალური დამოკიდებულება საზოგადოებრივი არჩევანის, სახელმწიფოს ეკონომიკისა და პოლიტიკურ ეკნომიკური პროცესების მიმართ, ასევე დემოკრატიული ღირებულელების დამკვიდრებისკენ სწრაფვის მზაობა;
    • გააზრებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და ინტერპრეტირების პროცესში წამოჭრილი ეთიკური საკითხები;
    • გათავისებული საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ღირებულებები და მათი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების პროცესში;
    • გააზრებული სამართლიანობაზე ორიენტირებული, ფიზიკურ და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები, მათი დამკვიდრების მნიშვნელობა და როლი ეკონომიკაში
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31-16
    პროგრამის დეტალები: სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ეკონომიკის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი და მათემატიკური კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისური ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. კომპიუტერული უნარების გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა საშუალება ინტერნეტ რეგისტრაციის გავლით ჩაერთოს Mıcrosoft IT Acamdey სასწავლო პროგრამის კურსში და დამატებითი საზღაურის გარეშე გაიაროს უკრედიტო საოფისე კომპიუტერული კურსი. სტუდენტებს ასევე უტარდებათ ტესტი მათემატიკაში, რომლის 50%-ზე დაბალი შეფასებისას სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს პრეკურსი მათემატიკაში, რომელიც არჩევით კრედიტებში ჩაეთვლება.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 162 ECTS; დიპლომის მისაღებად სტუდენტმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან უნდა აიღოს 78 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1211ბიზნესი და ეკონომიკა9 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    MATH1221მათემატიკა ეკონომიკისათვის I9 1
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    MATH1410მათემატიკა ეკონომიკისათვის II9 2
    MGMT2111მენეჯმენტი9 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    MATH1411მათემატიკა ეკონომიკისათვის III6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    ECON2120მაკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6 4
    ECON2130მიკროეკონომიკა I (საშუალო დონე)6 4
    MATH1412მათემატიკა ეკონომიკისათვის IV6 4
    ECON2220მაკროეკონომიკა II (საშუალო დონე)6 5
    ECON2230მიკროეკონომიკა II (საშუალო დონე)6 5
    ECON3111მონეტარული ეკონომიკა I (ლიკვიდობის თეორია)6 5
    ECON3122საერთაშორისო ეკონომიკა I (საერთაშორისო ვაჭრობის თეორია)6 5
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 6
    ECON3214მონეტარული ეკონომიკა II (ფულის მიწოდების თეორია და პოლიტიკა)6 6
    ECON3231საერთაშორისო ეკონომიკა II (საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკა)6 6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6 7

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    MATH1210მათემატიკის საფუძვლები6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    ECON3110ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია6
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები6
    BUSN1111ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო6
    ECON4210ეკონომეტრიკის საფუძვლები6
    ECON4550ეკონომიკის სექტორული ანალიზი და სტაბილიზაციის პოლიტიკა6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    ECON4111სამრეწველო ორგანიზაციები6
    ECON4113ეკონომიკური ზრდა და განვითარება6
    ECON4202საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ეკონომიკაში12
    ECON8989მაკროეკონომიკური პროგნოზირება და მოდელირება6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები6
    INTR2121სტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში II12
    INTR4309სტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში6

    კრედიტების ჯამი:

    282









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი