პროგრამა: ხელოვნებათმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: თინათინ ღუდუშაური
მარიამ გველესიანი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნეების მომზადებით, რომელთაც ექნებათ ის უნარ-ჩვევები, რომელთა ფლობის გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის შემთხვევაში, რომელსაც გააჩნია ალტერნატივა დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობის სახით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე (არტმარკეტინგი და მენეჯმენტი, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის სპეციფიკა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი, საგამოფენო საქმის საფუძვლები და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან/და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა სფერო) სპეციალობით. გარდა ამისა, მის მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის ან საგანთა კონცენტრაციის კომბინაცია ძირითად სპეციალობასთან აფართოებს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენების არეალს და მას დასაქმების დამატებით შანსს აძლევს.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება.
  • პრაქტიკული მუშაობა (სამუზეუმო/საგამოფენო პრაქტიკა);
  • მონაცემთა ანალიზი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • არტეფაქტების იდენტიფიცირება;
  • რეფერატების მომზადება.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ხელოვნების უძველესი ნიმუშების აღმოცენებისა და განვითარების ისტორიის ზოგადი ცოდნა;
    • ცალკეული ეპოქებისა (აღორძინების ხანა, შუა საუკუნეები, თანამედროვე ეპოქა) და რეგიონების/ქვეყნების (ახლო აღმოსავლეთი, საქართველო, დასავლეთ ევროპა და ამერიკა, შორეული აღმოსავლეთი–ჩინეთი, იაპონია და სხვა) კულტურული მონაპოვრების, ასევე ხელოვნების ყველა დარგის ნიმუშთა მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების ძირითადი კრიტერიუმებისა და მახასიათებლების ცოდნა;
    • ხელოვნებათმცოდნის მუშაობის (ხელოვნების ნიმუშთა ანალიზი და სხვა) ძირთადი პრინციპების ცოდნა;
    • ხელოვნების ნიმუშთა იდენტიფიცირების(ამა თუ იმ ხალხისა და ეპოქისადმი მიკუთვნებულობის) საფუძვლებისა და პრინციპების ცოდნა;
    • ისტორიის ძირითადი და დამხმარე დისციპლინების ცოდნა;
    • სახელმწიფოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესების, მათი ისტორიული ფორმების ცოდნა;
    • მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის ძირითადი მომენტების ცოდნა;
    • მსოფლიო კულტურაში სხდასხვა ერებისა და ცივილიზაციების როლისა და წვლილის ცოდნა;
    • ისტორიული სივრცის ცოდნა: მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებები სხვადასხვა ეპოქაში;
    • მსოფლიო ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების დიაქრონული ჩარჩოს ზოგადი ცოდნა;
    • მსოფლიოს დიდი რელიგიების (ქრისტიანობა, ისლამი,იუდაიზმი) თავისებურებათა ცოდნა;
    • რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლების ცოდნა;
    • ფილოსოფიური აზრის ისტორიის ცოდნა;
    • საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების ცოდნა;
    • აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის მოთხოვნების ცოდნა.
    • კლასიკური ენების (ძველი ბერძნული, ლათინური)ცოდნა;
    • ინგლისური ენის ცოდნა B/2 დონეზე;
    • ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლების ცოდნა;
    • ქართული ლითონმქანდაკებლობის აღმოცენება/განვითარების ისტორიისა და მხატვრული ნიმუშების ცოდნა;
    • ხატვის საფუძვლების საბაზისო ცოდნა;
    • გაცნობიერებული მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ყველა ძირითადი ეტაპობრივი მხატვრული მიმდინარეობისთვის (პრეისტორიული, ანტიკური, შუასაუკუნეები, რომანული, გოთიკური, რენესანსი, ბაროკო, როკოკო, ნეოკლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი) დამახასიათებელი და ურთიერთგანმასხვავებელი ნიშან-თვისებათა გაგება-გაანალიზების პრინციპები.
    • საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მიმდინარე კულტურათა განვითარების ზოგადი დინამიკის გაცნობიერება;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიღებული საბაზისო ცოდნის და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებისა და ხელოვნებათმცოდნეობით ექპედიციებში ან სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილეობის უნარი;
    • ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური და ეფექტური მონაწილეობის, ან სიტუაციიდან გამოდინარე და ხელმძღვანელის დახმარებით, ადექვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი სფეროს სპეციფიკის შესაბამისად;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითების შესაბამისად ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევისთვის (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) რელევანტური კვლევის მეთოდის (ა. ფორმალური ანალიზი; ბ. კომპარატიული ანალიზი; გ. მხატვრული ანალიზი) შერჩევისა და გამოყენების უნარი;
    • ხელოვნების ნიმუშთა იდენტიფიცირებისა და კლასიფიცირების უნარი;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითების საფუძველზე ხელოვნების ნიმუშებზე დასკვნის ან აღწერილობითი ანგარიშის (წერილობითი და ზეპირი) მომზადების უნარი.
    • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უნარი;
    • დროის განაწილებისა და მართვის უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სხვადასხვა ტიპის (ხელოვნებათმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ისტორიული,არქიტექტურული) ინფორმაციის სისტემატიზაციისა და განზოგადების უნარი;
    • საგნობრივი სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (ა. ემპირიულ მონაცემთა ანალიზი; ბ. ფორმალური ანალიზი; გ. კომპარატიული ანალიზი; დ. მხატვრული ანალიზი) გამოყენების გზით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ხელოვნების ნიმუშებსა და კულტურულ არტეფაქტებზე დასკვნის მომზადების უნარი;
    • ხელოვნების ძეგლთა კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის უნარი;
    • მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და განზოგადების უნარი;
    • კულტურული არტეფაქტების ანალიზისას კვლევის კონკრეტული მეთოდის(ა. ემპირიულ მონაცემთა ანალიზი; ბ. ფორმალური ანალიზი; გ. კომპარატიული ანალიზი; დ. მხატვრული ანალიზი) შესაბამისობის დასაბუთების უნარი.
    • ხელოვნებათმცოდნის ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შეფასების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ხელოვნების ნიმუშების ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებისთვის (ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი, არქიტექტორი) ასევე არასპეციალისტებისთვის (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) ინფორმაციის მიწოდების (ქართულ და ინგლისურ ენაზე) უნარი;
    • სფეროსთვის ტიპური საკითხების ირგვლივ დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში აქტიური მონაწილეობის უნარი;
    • ხელოვნების ნიმუშების გამოკვლევა/ანალიზის შედეგების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი;
    • მასალის ეფექტური წარმოჩენის მიზნით თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითი გამოყენების უნარი;
    • მონათესავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (არქეოლოგი, ანთროპოლოგი, არქიტექტორი, კულტუროლოგი, ისტორიკოსი) ინტერაქციის უნარი;
    • ხელოვნებათმცოდნეობითი ინფორმაციის ციფრულ და ბეჭვდით ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ წყაროებში განთავსება/გავრცელების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა ხელოვნებათმცოდნეობაში) მუდმივი განახლებისა და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირების უნარი;
    • პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის აუცილებლობის განსაზღვრისა და სწავლის უნარი;
    • სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის გაცნობა/გამოყენების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ზოგადჰუმანური (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, გენდერული თანასწორუფლებიანობა), ეროვნული, აკადემიური(აკადემიური კეთილსინდისიერება) და პროფესიული ღირებულებების ფორმირებაში მონაწილეობის აუცილებლობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
    • განსხვავებული აზრისა და შეხედულების პატივისცემა;
    • საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა აღიარება და პატივისცემა;
    • განსახვავებულ კულტურათა და ფასეულობათა თანაბარუფლებიანობა;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 41-14
    პროგრამის დეტალები: პროგრამის ძირითადი და არჩევითი საგნების გარდა სტუდენტს აქვს თავისუფალი კრედიტები. (სტუდენტს რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას ამ მიზნით შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა II (B1/1), და შესაძლებლობა აირჩიოს: კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში ან დამატებითი სპეციალობა.დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს);
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ხელოვნებათმცოდნეობა) სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში: • პროგრამის ძირითად საგნებს– 162 ECTS ; • არჩევით საგნებს–18 ECTS; • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • საგანთა კონცენტრაციას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში - 42 ECTS. ბ) დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში:; • პროგრამის ძირითად საგნებს– 162 ECTS ; • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6 2
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6 2
    ARTS2237ხატვა6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    LATN2217ლათინური ენა6 3
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 3
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6 4
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6 4
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6 4
    ARTS3110ისლამური ხელოვნება6 5
    ARTS3130შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება6 5
    ARTS3250ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობა6 5
    ARTS3220აღორძინების ეპოქის ხელოვნება6 6
    ARTS3230თანამედროვე ქართული ხელოვნება6 6
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6 6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6 7
    ARTS4137პრაქტიკა ხელოვნებათმცოდნეობაში6 7
    ARTS4240საბაკალავრო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    PSYC1221ფსიქოლოგიის საფუძვლები I6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST1250ახლო აღმოსავლეთის ისტორია და ცივილიზაცია6
    HIST2130ეპოქა და რელიგია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    PSYC1223ფსიქოლოგიის საფუძვლები II6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    PSYC1430პიროვნების ფსიქოლოგია I6
    ARTS4157მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147გერმანული ენა I (A1)6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    PSYC3260პიროვნების ფსიქოლოგია II6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247გერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6

    კრედიტების ჯამი:

    126

    თავისუფალი კრედიტი

    კოდისაგანიკრედიტი
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    HIST2230ელინიზმი და საქართველო6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6
    PALE2237ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    90

    კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARTS3120საქართველოს სამუზეუმო კოლექციები65
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა66
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები66
    CULT4117კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი67
    ARTS4167საგამოფენო საქმის საფუძვლები67
    ARTS4215არტმარკეტინგი და მენეჯმენტი68
    ARTS4147საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი, კანონმდებლობა, აუქციონები68

    კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი