eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ხელოვნებათმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარიამ გველესიანი
თინა ღუდუშაური
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი (Bachelor of Art History and Theory)
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

საბაკალავრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნის მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას. პროგრამა ეყრდნობა სტუდენტზე ორიენტირებულ, კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ სწავლებას და მიმართულია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავების, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა მოიცავს დარგის ფართო ცოდნას და ბაკალავრის მომზადებისას ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, რასაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართოჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსით და სასწავლო კომპონენტებით. პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პრაქტიკის კომპონენტის აუცილებლად გავლას რაც მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. დამატებითი სპეციალობის ალტერნატივად სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმეტში და მიიღოს ისეთი სპეციფიური ცოდნა ( არტმარკეტინგსა და მენეჯმენტში, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის მართვის პრინციპებში , კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტში, საგამოფენო საქმის საფუძვლებში და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია ქვეყანაში და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან /და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება.
  • პრაქტიკული მუშაობა (სამუზეუმო/საგამოფენო პრაქტიკა);
  • არტეფაქტების იდენტიფიცირება;
  • რეფერატების მომზადება.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • რეფერატების პრეზენტაცია;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული იცნობს:

    ხელოვნების უძველესი ნიმუშების, მათ შორის ქართული ლითონმქანდაკებლობის აღმოცენებისა და განვითარების ზოგად ისტორიას,  მხატვრულ ნიმუშებს და დამახასიათებელ/ ურთიერთგანმასხვავებელ ნიშან-თვისებათა გაგება-გაანალიზების პრინციპებს;

    ხელოვნების ნიმუშთა იდენტიფიცირების (ამა თუ იმ ხალხისა და ეპოქისადმი მიკუთვნებულობის)  და მხატვრული ანალიზის პრინციპებს;

     ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლებს და შუა საუკუნეების  ქართული ქანდაკების განვითარების ისტორიასა და საეტაპო ნიმუშებს;

    ცივილიზაციებისა და კაცობრიობის განვითარების , ასევე საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებს და უმნიშვნელოვანეს ეტაპებს;

    აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის მოთხოვნებს.

    იცის:

     ინგლისური ენა B /2 დონეზე და ერთ-ერთი კლასიკური ენა (ძველი ბერძნული, ან ლათინური) საბაზისო დონეზე:

    კვლევის რაოდენობრივი მეთოდებისა და  ხატვის საფუძვლები.

    განსაზღვრავს და ახასიათებს:

     მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ყველა ძირითადი ეტაპობრივი მხატვრული მიმდინარეობის (პრეისტორიული, ანტიკური, შუასაუკუნეები, რომანული, გოთიკური, რენესანსი, ბაროკო, როკოკო, ნეოკლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი)  და ცალკეული ეპოქებისა (აღორძინების ხანა, შუა საუკუნეები, თანამედროვე ეპოქა) და რეგიონების/ქვეყნების (ახლო აღმოსავლეთი, საქართველო, დასავლეთ ევროპა და ამერიკა, შორეული აღმოსავლეთი–ჩინეთი, იაპონია და სხვა) კულტურული მიღწევების  ნიმუშთა მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს;


  • უნარი
  • კურსდამთავრებულს  შეუძლია:

    მიღებული საბაზისო ცოდნის და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება და ხელოვნებათმცოდნეობით ექპედიციებში ან სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილეობისას სფეროსთვის რელევანტური (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) კვლევის მეთოდის (ა. ფორმალური ანალიზი; ბ. კომპარატიული ანალიზი; გ. მხატვრული ანალიზი) შერჩევა/ გამოყენების გზით ხელოვნების ნიმუშის  და/ან  კულტურული არტეფაქტის იდენტიფიცირება , კლასიფიცირება და  დასკვნის ან აღწერილობითი ანგარიშის (წერილობითი და ზეპირი) მომზადება;

     ხელოვნების ძეგლის კვლევისას სხვადასხვა ტიპის (ხელოვნებათმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ისტორიული,არქიტექტურული) ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი და მიღებული შედეგების განზოგადება ;

     ხელოვნების ნიმუშების ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტებთან (ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი, არქიტექტორი) ან დაინტერესებულ პირებთან (ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) მიზნობრივი და დამაჯერებელი ინტერაქცია.

    შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა ხელოვნებათმცოდნეობაში) მუდმივი განახლება და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირება სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის გაცნობა/გამოყენების გზით.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს შეუძლია:

    ხელოვნებათმცოდნეობითი  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემის  შერჩევა, კვლევის დაგეგმვა,  განხორციელება და მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში;

     პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის საჭიროების განსაზღვრა და განხორციელება.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 14/19
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი და არჩევითი საგნების გარდა სტუდენტს აქვს თავისუფალი კრედიტები. (სტუდენტს რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას ამ მიზნით შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა II (B1/1), და შესაძლებლობა აირჩიოს: კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში ან დამატებითი სპეციალობა.დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს);

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელოვნებათმცოდნეობაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს:

    ა) კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში:

    • პროგრამის ძირითად საგნებს– 156 ECTS;

    • არჩევით საგნებს–18 ECTS; სავალდებულო არჩევითი ბლოკი - კლასიკური ენა 6 ECTS;

    • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS;

    • საგანთა კონცენტრაციას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში - 42 ECTS.

    ბ) დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში:

    • პროგრამის ძირითად საგნებს– 156 ECTS ; სავალდებულო არჩევითი ბლოკი - კლასიკური ენა 6 ECTS;

    • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS;

    • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6 2
    ARTS1212არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები6 2
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6 2
    ARTS2237ხატვა6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 3
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6 4
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6 4
    ARTS3110ისლამური ხელოვნება6 5
    ARTS3130შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება6 5
    ARTS3250ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობა6 5
    ARTS3215შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება6 6
    ARTS3220აღორძინების ეპოქის ხელოვნება6 6
    ARTS3230თანამედროვე ქართული ხელოვნება6 6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6 7
    ARTS4137პრაქტიკა ხელოვნებათმცოდნეობაში6 7
    ARTS4240საბაკალავრო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    156

    პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6 3
    LATN2217ლათინური ენა6 3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTM1110კრეატიული მარკეტინგის საფუძვლები6
    ARTM1120კრეატიულობის პრინციპები და შემოქმედებითი ინდუსტრიები6
    ARCT1240თანამედროვე არქიტექტურის ისტორია6
    ARCT2130არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    PSYC1221ფსიქოლოგიის საფუძვლები I6
    ARCT1220სახვითი ხელოვნების საფუძვლები I6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST2130ეპოქა და რელიგია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    PSYC1223ფსიქოლოგიის საფუძვლები II6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    ARCT2110სახვითი ხელოვნების საფუძვლებიII6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    PSYC1430პიროვნების ფსიქოლოგია I6
    ARTS4157მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    PSYC3260პიროვნების ფსიქოლოგია II6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6

    კრედიტების ჯამი:

    162

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1515ხელოვნების ფილოსოფია6
    ARTS1717იუდაიზმი ხელოვნებაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    CILS1140 A/1იტალიური ენა A/1 CILS გამოცდისთვის6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    CILS140 A/2იტალიური ენა A/2 CILS გამოცდისთვის6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    HIST2230ელინიზმი და საქართველო6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6
    PALE2237ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    CILS140 B/1იტალიური ენა B/1 CILS გამოცდისთვის6

    კრედიტების ჯამი:

    120

    კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARTS4215არტმარკეტინგი და მენეჯმენტი68
    ARTS4147საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი, კანონმდებლობა, აუქციონები68
    CULT4117კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი67
    ARTS4167საგამოფენო საქმის საფუძვლები67
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა66
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები66
    ARTS3120საქართველოს სამუზეუმო კოლექციები65

    კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი