eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქეოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: დავით ბერიკაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქეოლოგიის ბაკალავრი (Bachelor of Archaeology)
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფესიულ/პრაქტიკული უნარების მქონე არქეოლოგები, რომელთაც შეეძლებათ კვლევის თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლის, შენარჩუნებისა და წარმოჩენის სფეროში გარკვეული წვლილის შეტანა და წარმატების მიღწევა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში, რომელსაც გააჩნია ალტერნატივა დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობის სახით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე (არტმარკეტინგი და მენეჯმენტი, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის სპეციფიკა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი, საგამოფენო საქმის საფუძვლები და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისი სფეროს სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში და/ ან განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (არქეოლოგია) ან მომიჯნავე (ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით. გარდა ამისა მის მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის ან საგანთა კონცენტრაციის კომბინაცია ძირითად სპეციალობასთან აფართოებს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენების არეალს და მას დასაქმების დამატებით შანსს აძლევს.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
    • ლექცია - სემინარი;
    • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
    • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
    • დემონსტრირების მეთოდი;
    • ინტერაქტიული მეცადინეობები;
    • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება.
    • საველე/არქეოლოგიურ კვლევებში მონაწილეობა;
    • არტეფაქტების იდენტიფიცირება/ანალიზი;
    • რეფერატების მომზადება.
    • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
    • რეფერატების პრეზენტაცია;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული იცნობს:

    არქეოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას და ცალკეული არქეოლოგიური პერიოდების (ქვისა და ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, კლასიკური პერიოდი, შუა საუკუნეები) ნივთიერი კულტურისა და უმთავრესი არქეოლოგიური ძეგლების სპეციფიურ მახასიათებლებს;

     მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების დიაქრონულ ჩარჩოს და სხვადასხვა ეპოქაში მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებებს;

    საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიასა და ისტორიული გეოგრაფიას;

    მსოფლიო და ქართული ხელოვნების, მათ შორის ქართული ხუროთმოძღვრების და ლითონმქანდაკებლობის განვითარების ეტაპებს, უმნიშვნელოვანეს ძეგლებს და მხატვრულ ნიმუშებს;

    აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტებს;

    იცის:

    არქეოლოგიური კვლევის პროცესების ძირითადი ტენდენციები და არქეოლოგიური კვლევის მეთოდების საფუძვლები (ა. აეროფოტოდეშიფრირება; ბ. გეოფიზიკური სამუშაოები; გ. არქეოლოგიური დაზვერვების წარმართვა; გ. საველე სამუშაოების ტექსტუალური და გრაფიკული ფიქსაცია.დ. ლაბორატორიული ანალიზი);

     ინგლისური ენა  B/2 დონეზე და ერთ-ერთი კლასიკური ენა (ძველი ბერძნული, ან ლათინური) საბაზისო დონეზე;

     გეოინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები;

    მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია/კონსერვაციის, აგრეთვე ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საფუძვლები.


  • უნარი
  • კურსდამთავრებულს შეუძლია:

    საველე არქეოლოგიურ ექპედიციებში მონაწილეობა, არქეოლოგიური მასალის იდენტიფიცირება და კლასიფიცირება,  არქეოლოგიური არტეფაქტების გრაფიკული ფიქსაცია, საველე დღიურების წარმოება და არქეოლოგიური ანგარიშების(წერილობითი ფორმით) მომზადება და კონკრეტული სიტუაციისა და სფეროს სპეციფიკის(განათხარი მასალის ხასიათი არტეფაქტის ტიპი და სხვა) გათვალისწინებით ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;

    არქეოლოგიური კვლევისთვის (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) რელევანტური კვლევის მეთოდის (ა. აეროფოტოდეშიფრირება; ბ. გეოფიზიკური სამუშაოები; გ. არქეოლოგიური დაზვერვების წარმართვა; გ. საველე სამუშაოების ტექსტუალური და გრაფიკული ფიქსაცია.დ. ლაბორატორიული ანალიზი) შერჩევა, შესაბამისობის დასაბუთება და კვლევისას მიღებული შედეგების შეჯერება   არქეოლოგიურ არტეფაქტზე ლოგიკური დასკვნის მომზადების მიზნით.

     არქეოლოგიური კვლევის პროცესში გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება;

    არქეოლოგიის ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებთან/ან მომიჯნავე დარგის წარმომადგენლებთან (არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, პროექტის მენეჯერი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი და სხვა), ასევე არასპეციალისტებთან(დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) არგუმენტირებული ინტერაქცია.

    შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა არქეოლოგიაში) მუდმივი განახლება და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირება ახალი სამეცნიერო მიღწევბის  სამეცნიერო გაცნობა/გამოყენების გზით.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს შეუძლია:

    რეალურ პრაქტიკაში არქეოლოგის პროფესიულ/ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;

     არქეოლოგიური მასალის შესაბამისი ინტერპრეტაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 19/19
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი და ასარჩევი საგნების გარდა სტუდენტს აქვს თავისუფალი კრედიტები (სტუდენტს რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას ამ მიზნით შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა II (B1/1), და შესაძლებლობა აირჩიოს: კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში ან დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს);

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქეოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში: • პროგრამის ძირითად საგნებს– 156 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა 18 ECTS); • სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS;   არჩევით საგნებს–18 ECTS; • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • საგანთა კონცენტრაციას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში - 42 ECTS. ბ) დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში: • პროგრამის ძირითად საგნებს– 156 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა 18 ECTS); სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS;• თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6 2
    ARTS2237ხატვა6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    HIST2220საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები6 2
    ARCH4120არქეოლოგიური კვლევის მეთოდიკა6 3
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    ARCH3110ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგია6 4
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6 4
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 4
    PALE2237ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები6 4
    ARCH3220რკინის ხანის არქეოლოგია6 5
    INFO1220გეოინფორმატიკა6 5
    ARCH3210კლასიკური ხანის არქეოლოგია6 6
    ARTS4157მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია6 6
    ARCH2237პრაქტიკა არქეოლოგიაში6 7
    ARCH4110შუა საუკუნეების არქეოლოგია6 7
    ARCH4240საბაკალავრო ნაშრომი არქეოლოგიაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    156

    პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6 3
    LATN2217ლათინური ენა6 3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    ARCH4141ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერული მეთოდები არქეოლოგიაში6
    ARTS1212არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები6
    HIST2230ელინიზმი და საქართველო6
    HIST4187ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო6
    ARCH3212ლანდშაფტის არქეოლოგია6
    ARCT1220სახვითი ხელოვნების საფუძვლები I6
    ARTS3130შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST2130ეპოქა და რელიგია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    ARCT2110სახვითი ხელოვნების საფუძვლებიII6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6

    კრედიტების ჯამი:

    108

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    CILS1140 A/1იტალიური ენა A/1 CILS გამოცდისთვის6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    CILS140 A/2იტალიური ენა A/2 CILS გამოცდისთვის6
    CILS140 B/1იტალიური ენა B/1 CILS გამოცდისთვის6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    HIST3125ქართველთა ცხოვრება - მატიანე და ისტორია6
    HIST4140საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    150

    კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARTS4215არტმარკეტინგი და მენეჯმენტი68
    ARTS4147საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი, კანონმდებლობა, აუქციონები68
    CULT4117კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი67
    ARTS4167საგამოფენო საქმის საფუძვლები67
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა66
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები66
    ARTS3120საქართველოს სამუზეუმო კოლექციები65

    კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი