eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
მაია ამაშუკელი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტები ბიზნესის ძირითად მიმართულებებში - მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, საბუღალტრო აღრიცხვაში; მისცეს კურსდამთავრებულს ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა სფეროში პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი თანამედროვე ცოდნა და უნარ-ჩვევები; შეასწავლოს ბიზნესის სფეროში არსებული ძირითადი თეორიები და მოდგომები, მენეჯმენტის ფუნქციური სისტემები, კორპორაციული მართვის თანამედროვე ტენდენციები და მათი როლი ერთიანი მენეჯმენტის სისტემაში, ბიზნეს-ორგანიზაციების სტრატეგიების დაგეგმვის, ეფექტიანი მართვის, კონტროლის ძირითადი საკითხები, აღრიცხვის, ბიუჯეტირების, ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების შედგენის თანამედროვე მიდგომები; გამოუმუშაოს სწორი სტრატეგიული ხედვის, კომპანიის გარემოს შეფასების, ბიზნეს–ამოცანების გადაჭრის, ორგანიზაციული ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის პროცესში საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და რისკის ფაქტორების ანალიზის, კომპანიის ფინანსური შედეგების შეფასების, ბიზნეს-პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების, კონკურენტულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები. პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს კურსდამთავრებულს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქმედებას. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ საკუთარი ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვის და მართვის უნარი. ასევე შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესის სექტორში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში, ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერად ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციონალურ მიმართულებებში, როგორიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი და ბუღალტერია. კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინონ ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • გაცნობიერებული მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური თეორიები და პრინციპები და ხელისუფლების როლი ეკონომიკაში;
    • გაცნობიერებული ბაზრის მონაწილეებისა და საბაზრო ძალების, ასევე კონკურენციის როლი წარმოებასა და ფასწარმოქმნაში;
    • გაცნობიერებული მთლიანი შიდა და ეროვნული პროდუქტის მნშვნელობა, ქვეყნის ეროვნული განვითარებისთვის, უმუშევრობის გამომწვევი ფაქტორები, დანაზოგები და სასესხო კაპიტალის ძირითადი პრინციპები, საბაზრო კანონზომიერებები, საბაზრო ეკონომიკის რეგულირების მექანიზმები და ხელისუფლების როლი ეკონომიკის განვითარებაში
    • გაცნობიერებული ხელმძღვანელობისა და მართვის სტილის, ადამიანური რესურსების მართვის, მოტივაციის, ლიდერობის პრინციპები და მენეჯმენტის მეცნიერული სკოლების მიღწევები;
    • ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ცოდნა;
    • ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და შედგენის საკითხების, საწარმოს საქმიანობის ფინანსური კუთხით შეფასების მეთოდების ცოდნა
    • გაცნობიერებული ინტერკულტურულ ურთიერთობათა თავისებურებები, ორგანიზაციასა და ჯგუფში კომუნიკაციის სწორად წარმართვისათვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტები და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის როლი ერთიანი მენეჯმენტის სისტემაში
    • ფინანსური სისტემებისა და ბაზრების მუშაობის პრინციპების, ფასიანი ქაღალდების და მათი აღრიცხვის მეთოდების ცოდნა ინვესტირებისა და დანაზოგების მართვაში გამოყენების მიზნით
    • სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის დანახარჯთა აღრიცხვის, თვითღირებულების გამოთვლისა და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა
    • გაცნობიერებული ორგანიზაციის ეთიკურ-სამართლებრივი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მექანიზმები, ორგანიზაციის განივთარების შესაძლებლობები და მათი გავლენა ორგანიზაციის სტრუქტურასა და სისტემებზე
    • გაცნობიერებული სტრატეგიული ალტერნატივების შეფასების პრინციპები, კონკურენტული ბიზნეს-სტრატეგიების შემუშავების მეთოდიკები და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის ელემენტები
    • ადამიანის სოციალური აქტივობების ძირითადი კანონზომიერებების და ადამიანური რესურსების სფეროში არსებული მოზიდვის, დაქირავების, ტრენინგის, კომპენსაციის საკითხების ცოდნა.
    • ერთიანი ხარისხის მართვის სისტემების დანერგვის ინსტრუმენტების ცოდნა
    • ბიზნესის ოპერაციების ოპტიმიზაციისა და მართვის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
    • გაცნობიერებული მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემები, ორგანიზაციის სტრუქტურული ფორმები, კორპორაციული მართვის/ხელმძღვანელობის პრინციპები და მათი როლი ერთიანი მენეჯმენტის სისტემაში
    • მარკეტინგის ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების, ორგანიზაციის კონკურენტული პოზიცირების თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიების, მარკეტინგული მიქსის თეორიულ-პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა;
    • გაცნობიერებული ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიის შემუშავებაში მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საბაზრო ძალების კვლევის საკითხები
    • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ძირითადი პრინციპების და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის საკითხების ცოდნა.
    • ფულის დროში ღირებულებასთან დაკავშირებული საკითხების და საწარმოს ფინანსური საქმიანობის შეფასების მეთოდების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარი;
    • ადამიანური კაპიტალის მართვის, დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის უნარი;
    • ორგანიზაციული ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის უნარები
    • ბიზნეს-გეგმის შედგენისათვის სწორი სტრატეგიული ხედვისა და კომპანიის მისიის ჩამოყალიბების უნარი ორგანიზაციის შიდა და გარე გარემო ფაქტორების გათვალისწინებით
    • პროექტების განხორციელებისას კრიტიკული ასპექტების განსაზღვრის, სამუშაო პროცესების ქვეღონისძიებებად გადანაწილების, განტის დიაგრამის აგებისა და კრიტიკული გზის დათვლის უნარი
    • ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური, სტატისტიკურ–ალბათური, აპარატის გამოყენების უნარი;
    • სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგებების შედგენის უნარი;
    • კომპანიის ფინანსური შედეგების შესაფასებელი კოეფიციენტების დათვლის უნარი;
    • საინვესტიციო პროექტების მომგებიანობისა და რისკის ფაქტორების გამოთვლის საფუძველზე ეფექტური საინვესტიციო პორტფელის შედგენის უნარი
    • დანახარჯთა აღრიცხვის წარმოების, პროდუქციის თვითღირებულების გამოანგარიშების, ბიუჯეტი შედგენის უნარი;
    • აკადემიური წერის სტანდარტის მიხედვით წერილების და ბიზნეს საქმიანობისთვის დამახასიათებელი კორესპონდენციის, მემორანდუმების, ანგარიშების, მოკლე ელექტრონული ტექსტური შეტყობინებების და სარეკომენდაციო წერილის შედგენის უნარი
    • ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების და ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე ოპერატიული სამოქმედო გეგმების შემუშავების და გარემო ცვლილებების მიხედვით ადაპტირების უნარი
    • ბაზრის სხვადასხვა ტიპებისათვის მოგების მაქსიმიზაციის გამოთვლის უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიზნობრივი ბაზრის კვლევების შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანისა და სათანადო არგუმენტაციით დასაბუთების უნარი;
    • ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზის უნარი;
    • ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზებისა და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • ფაქტობრივი მონაცემების ბიუჯეტურთან შედარებისას გამოვლენილი გადაცდომების ანალიზისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი;
    • ეკონომკურ და ბიზნეს–პროფილის ჟურნალ-გაზეთებში, სპეციალურ სატელევიზიო გადაცემებში მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების და შესაბამისი დასკვების ჩამოყალიბების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ საკუთარი მოსაზრებების და იდეების სტრუქტურირებულად და თანამიმდევრულად გადაცემის უნარი თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით
    • კომუნიკაციისას დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკისა და ტერმინების გამოყენების უნარი;
    • საკუთარი ბიზნეს წინადადებების, კვლევის შედეგებისა და რეფერატების, წერილობით და ზეპირად პრეზენტაციის უნარი
    • უნარი დაინტერესებულ პირებს, როგორც სპეციალისტებს, ისე არა სპეციალისტებს მიაწოდოს სათანადო რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია, აღწეროს დასმული პრობლემა და გასაგებად გადასცეს პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებები;
    • დისკუსიებში და პროფესიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების უნარი
    • ბიზნეს საქმიანობის შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიშის, ბიზნეს მოხსენებების მომზადების და წარდგენის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე
    • ეფექტური წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოებისა და ამ პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინოს ცოდნის სრულყოფის მიმართულებით საჭიროებების ინდენტიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს აირჩიოს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით;
    • უნარი შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი და დამოუკიდებლად ეწეოდეს მუდმივ თვითგანათლებას ქართული და ინგლისურენოვანი სპეციალური ლიტერატურის, სამეცნიერო, საჟურნალო სტატიების გამოყენებით;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური და გააზრებული დამოკიდებულების ფორმირების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა და დაქირავების პროცესში მიუკერძოებლობის დაცვის აუცილებლობის დამკვიდრებისკენ სწრაფვის მზაობა
    • როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებებისა და როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხების დამკვიდრებისთვის მზაობა
    • გააზრებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქმედების დამკვიდრებისთვის მზაობას
    • კონფიდენციალობის დაცვისა და სამართლიანი თამაშის პრინციპების დასამკვიდრებლად სწრაფვის მზაობა

    ზოგადსაკაცობრიო რელიგიური, ეთიკური, კულტურული ღირებულებები, რომლებიც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებული შეხედულებებისადმი დამოკიდებულების ფორმირების პროცესში

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31-16
    პროგრამის დეტალები: სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი და მათემატიკური კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისურის ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. კომპიუტერული უნარების გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა საშუალება ინტერნეტ რეგისტრაციის გავლით ჩაერთოს Mıcrosoft IT Acamdey სასწავლო პროგრამის კურსში და დამატებითი საზღაურის გარეშე გაიაროს უკრედიტო საოფისე კომპიუტერული კურსი. სტუდენტებს ასევე უტარდებათ ტესტი მათემატიკაში, რომლის 50%-ზე დაბალი შეფასებისას სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს პრეკურსი მათემატიკაში, რომელიც არჩევით კრედიტებში ჩაეთვლება.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 156 ECTS; ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის ძირითადი თუ ასარჩევი საგნებიდან) უნდა გაიაროს 84 კრედიტი. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაში კონცენტრაციაში ჩაღრმავების მიზნით, სტუდენტმა უნდა აიღოს პროგრამის ძირითადი საგნები - 156 ECTS. სტუდენტს ასევე შეუძლია აიღოს კონცენტრაციის ძირითადი საგნები. დარჩენილ კრედიტებს შეივსებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ასარჩევი ან შესაბამისი კონცენტრაციის ასარჩევი საგნებიდან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1111ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო6 1
    BUSN1211ბიზნესი და ეკონომიკა9 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    MATH1220მათემატიკური მეთოდები I6 1
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    MATH1218მათემატიკური მეთოდები II9 2
    MGMT2111მენეჯმენტი9 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6 4
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6 4
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 4
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 4
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 5
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    BUSN4251პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    153

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    MATH1210მათემატიკის საფუძვლები6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147გერმანული ენა I (A1)6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247გერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    INTR2121სტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში II12
    INTR4309სტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    150

    ფინანსები - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები65
    MATH1413მათემატიკური მეთოდები III65
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    FINA2210რისკების მართვა66
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში67
    ACCT3216ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)67

    კრედიტების ჯამი:

    36

    ფინანსები - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები65
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები65
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი65
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები66
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში66
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი66
    ACCT4212ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები66
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები67
    FINA4260ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე67
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში67

    კრედიტების ჯამი:

    66

    მარკეტინგი - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MKTG4110ბრენდის მენეჯმენტი65
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები65
    MKTG4220ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი66
    MKTG3279მომსახურების მარკეტინგი66
    MKTG3220მარკეტინგული კვლევა67
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი67

    კრედიტების ჯამი:

    36

    მარკეტინგი - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი65
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი65
    MKTG4190მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი66
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS66
    MGMT6203სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია66
    MKTG4230გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები67
    COMM4130რეკლამის საფუძვლები67

    კრედიტების ჯამი:

    48

    მენეჯმენტი - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები65
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა66
    MKTG4190მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი66
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები66
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში67
    MGMT2211საერთაშორისო ბიზნესი67

    კრედიტების ჯამი:

    36

    მენეჯმენტი - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    MGMT2212მეწარმეობა65
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი65
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები66
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში66
    FINA2210რისკების მართვა66
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი66
    MGMT6203სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია66
    MGMT2213ISO და ხარისხის ტოტალური მართვა67
    MGMT2121ლიდერობა67
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში67

    კრედიტების ჯამი:

    66

    საბუღალტრო აღრიცხვა - კონცენტრაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები65
    ACCT3216ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)65
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი66
    ACCT4212ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები66
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები67
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში67

    კრედიტების ჯამი:

    36

    საბუღალტრო აღრიცხვა - კონცენტრაციის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები65
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები66
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    FINA2210რისკების მართვა66
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი66
    ACCT3110სააღრიცხვო ინფორმაციული სისტემები67
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში67

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი