eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ამაშუკელი
ეკა გეგეშიძე
ნათია გოლიაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის მიწოდება და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ძირითად მიმართულებებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუშავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების; მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნა და შეეძლებათ ბიზნეს გარემო ფაქტორების იდენტიფიცირება; მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვა; მარკეტინგული და ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება; ფინანსური ანალიზი და ამ პროცესში ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების გამოყენება. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ მზაობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინონ ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • • მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, გლობალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების შემუშავების, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნა;
    • გაცნობიერებული მარკეტინგის ძირითადი ცნებები, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლები და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციები მომხმარებლებთან და ფასეულობის ჯაჭვის დანარჩენ მონაწილეებთან თანამშრომლობის ეფექტიანი ქსელის შექმნის მიზნით;
    • კომუნიკაციის პროცესის, კანონზომიერებების, მულტიკულტურულ გარემოში ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საკითხების და გლობალურ ბიზნეს გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისათვის მათი მნიშვნელობის შესახებ ზოგადი ცოდნა;
    • გაცობიერებული ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და შედგენასთან დაკავშირებული ეტაპები, საწარმოს საქმიანობის ფინანსური კუთხით შეფასების მეთოდები, სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის დანახარჯთა მართვის სისტემები, თვითღირებულების გამოთვლისა და ბიუჯეტირების პრინციპები, საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდები;
    • გაცნობიერებული მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური თეორიები და პრინციპები: კონკურენციის როლი წარმოებასა და ფასწარმოქმნაში, მთლიანი შიდა და ეროვნული პროდუქტის მნიშვნელობა, უმუშევრობის გამომწვევი ფაქტორები და საბაზრო კანონზომიერებები;
    • ბიზნესის სფეროში გამოყენებადი მათემატიკური თეორიების, სტატისტიკურ–ალბათური მოდელების ცოდნა;


  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნისათვის ბიზნესის გარემო ფაქტორების იდენტიფიცირების, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღების, მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვის, ოპერაციების დაგეგმვისას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უნარი;
    • ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური, სტატისტიკურ–ალბათური აპარატის გამოყენების უნარი;
    • ბაზრის კვლევის შედეგების და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღების უნარი
    • კომპანიის დანახარჯების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე ბიუჯეტების შედგენის; ფინანსური უწყისების მომზადების პროცესში ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების გამოყენების; ასევე კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავების, ინტერპრეტირების უნარი;
    • საინვესიტიო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის და მომგებიანი ინვესტიციის შეფასების უნარი;


  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • უნარი გაანალიზოს კვლევის შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი ინფორმაცია;
    • გარემოს და საბაზრო ძალების ანალიზის; კონკურენტების შეფასების; ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზის უნარი;
    • ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზებას და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარი;


  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • უნარი წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების თანხლებით პრეზენტაციის ფორმით;
    • უნარი კომუნიკაციისას გამოიყენოს დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკა და ტერმინები;
    • უნარი დაინტერესებულ პირებს, როგორც სპეციალისტებს, ისე არა სპეციალისტებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, აღწეროს დასმული პრობლემა და გასაგებად გადასცეს პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებები;
    • უნარი მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში;
    • უნარი მოამზადოს და წარმოადგინოს შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიში;


  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები და დამოუკიდებლობლად გამოკვეთოს სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროება;
    • უნარი დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით;


  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • გაცნობიერებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება კანონისა და ბიზნეს–ეთიკის პატივისცემაში;
    • გათავისებული ეთიკისა და სამართლიანი ქცევის მნიშვნელობა ორგანიზაციაში მუშაობისას; ასევე განსხვავებული შეხედულებებისა და კულტურის მქონე ბიზნეს-პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელებისას აუცილებელი ეთიკური პრინციპები, რაც განაპირობებს წარმატებულ ბიზნეს კომუნიკაციას;

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 06-19
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. ინგლისურის ენის მიმართულებით სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 12 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 156 ECTS, ხოლო დარჩენილი 84 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის საგნებიდან).

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1111ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო6 1
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    MATH1010მათემატიკური მეთოდები I6 1
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    MATH1015მათემატიკური მეთოდები II6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6 4
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 4
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6 5
    MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    BUSN4251პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    156

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    INTR4215სტაჟირება ბიზნესში12
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    138

    ფინანსები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა64
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები65
    MATH1413მათემატიკური მეთოდები III65
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები65
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი65
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები66
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში66
    FINA2210რისკების მართვა66
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები66
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი66
    ACCT4212ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები66
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები67
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში67
    FINA4260ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე67
    ACCT3216ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)67
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში67

    კრედიტების ჯამი:

    108

    მარკეტინგი - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა64
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    MKTG4110ბრენდის მენეჯმენტი65
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი65
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები65
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი65
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი65
    MKTG4220ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი66
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი66
    MKTG4190მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი66
    MKTG3279მომსახურების მარკეტინგი66
    COMM4130რეკლამის საფუძვლები66
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი66
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა66
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS66
    MGMT6203სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია66
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია67
    MKTG4230გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები67
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა67
    MKTG3220მარკეტინგული კვლევა67
    MKTG2609მარკეტინგული კომუნიკაციები67

    კრედიტების ჯამი:

    126

    მენეჯმენტი - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა64
    BUSN4310ბიზნეს სამართალი64
    MGMT2212მეწარმეობა65
    MGMT2211საერთაშორისო ბიზნესი65
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი65
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა66
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები66
    MKTG4190მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი66
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები66
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში66
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი66
    FINA2210რისკების მართვა66
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი66
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი66
    MGMT6203სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია66
    MGMT2213ISO და ხარისხის ტოტალური მართვა67
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში67
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა67
    MGMT2121ლიდერობა67
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში67
    MGMT3151ცვლილებების მართვა67

    კრედიტების ჯამი:

    126

    საბუღალტრო აღრიცხვა - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა64
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი64
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები65
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები65
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი65
    ACCT3216ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)65
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში66
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები66
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი66
    ACCT4212ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები66
    ACCT3440ფინანსური აღრიცხვა (უმაღლესი დონე)66
    ACCT3540არამომგებიანი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა67
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები67
    ACCT2216გადასახადების ადმინისტრირება67
    ACCT3320მმართველობითი აღრიცხვა (საშუალო დონე)67
    ACCT3110სააღრიცხვო ინფორმაციული სისტემები67
    ACCT1315ფროდები ბუღალტერიაში67
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში67

    კრედიტების ჯამი:

    114









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2019 საქართველოს უნივერსიტეტი