eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ანა ხურციძე
მალხაზ ბეგიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროში, რითაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოებაში სამართლებრივი, დემოკრატიული და ზნეობრივი ღირებულებების განმტკიცებასა და სამოქალაქო მართლშეგნების ამაღლებას. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენებით კურსდამთავრებულს გამოუმუშავდება ზოგადსამართლებრივი პრინციპებისა და ღირებულებების ცოდნა, იგი შეძლებს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების მიდევნებასა და ცოდნის მუდმივად განახლებას.
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
კურსდამთავრებულს ცოდნის გაღრმავების მიზნით შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს სამაგისტრო სწავლების საფეხურზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე და ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მის უფრო მეტ კონკურენტუნარიანობას.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • ინტერაქციული მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდუქცია, დედუქცია,ანალიზი და სინთეზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • გუნდური მუშაობა;
  • როლური თამაშები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშობა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • სიახლეთა გარჩევა.​
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპების და ინსტიტუტების ფართო ცოდნა;
    • საჯარო, კერძო, სისხლის ან საერთაშორისო სამართლის - სიღრმისეული ცოდნა;
    • გაცნობიერებული სამართლის არსის და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის;
    • განმარტების მეთოდების ცოდნა;
    • სახელმწიფო მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ცოდნა;
    • ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ცოდნა;
    • საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების ცოდნა;
    • ქონებრივი სამართლის ცოდნა;
    • გაცნობიერებული ადმინისტრაციული სამართლის არსი და პრინციპები;
    • დანაშაულის არსის, სახეების და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებების ცოდნა;
    • სამოქალაქო სამართალწარმოების ცოდნა;
    • ადმინისტრაციული სამართალწარმოების ცოდნა;
    • სისხლის სამართალწარმოების ცოდნა;
    • ქართული სამართლის წყაროების ცოდნა.

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიღებული აბსტრაქტული ცოდნა და უნარები შეუსაბამოს პრაქტიკულ სიტუაციას, გამოიყენოს ცოდნა კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის;
    • სამართლებრივი ხასიათის ცხოვრებისეული შემთხვევის შესაბამისი მომწესრიგებელი  ნორმების მოძიების, მისი განმარტების (მაგ: გრამატიკული ანუ სიტყვა–სიტყვითი, სისტემური, ისტორიული, ობიექტურ–ტელეოლოგიური მეთოდებით) და აღნიშნულის საფუძველზე შემთხვევის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის უნარი;
    • კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტის განმარტების და გამოყენების უნარი;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე, სამართლებრივ დოკუმენტაციასთან (მაგ: ხელშეკრულება, სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, სასამართლო გადაწყვეტილება, შუამდგომლობა) მუშაობის, მისი შედგენის, მასში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციის უნარი;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე, მოქალაქეებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევის უნარი, კლიენტის დარღვეული ან სადაოდ ქცეული უფლების დასაცავად.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ნორმატიული საფუძვლების განმარტებასა და კრიტიკულ ანალიზზე დაყრდნობით პრობლემის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაკეთების უნარი;
    • სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის  ანალიზის საფუძველზე, პრობლემის მრავალმხრივი ხედვის გათვალისწინებით მისი გადაწყვეტის თეზისის ჩამოყალიბების და არჩეული პოზიციის არგუმენტირების უნარი;
    • პრაქტიკის პრობლემატური საკითხების განხილვისა და კრიტიკული შეფასების უნარი;
    • პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელი მონაცემების, ნორმებისა და ინფორმაციის მოძიების, განმარტების, კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთების უნარი;
    • კონტინენტურ–ევროპული და ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემის ქვეყნებში სამართლის ცალკეული ინსტიტუტების და მათი ეროვნულ სისტემასთან შედარებით–სამართლებრივი ანალიზის უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მშობლიურ და ინგლისურ ენაზე, როგორც ვერბალური, ისე წერილობითი ფორმით სამართლებრივი იდეების, პრობლემების და დასკვნების  გადმოცემისა და არგუმენტირების უნარი, ასევე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი.
    • საკანონმდებლო ცვლილებებისა და სამართლის სფეროში განხორციელებული სხვა სიახლეების და მასალების უახლესი საინფორმაციო–ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარი.
    • სამართლებრივი დოკუმენტაციასთან, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის როგორც იურისტებისთვის, ასევე არაიურისტებისთვის წერილობით და ზეპირად მიწოდების უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიღებული ცოდნის გაღრმავების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების უნარი.
    • უახლესი სამეცნიერო იურიდიული ლიტერატურისა, საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკის და ელექტრონული ბიბლიოთეკების (მაგ: HeinOnline-ის) გამოყენებით, სიახლეების მიდევნების უნარი;
    • უწყვეტი იურიდიული განათლების ფარგლებში, შესაბამისი სასერტიფიკატო კურსების გავლისა და შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების საჭიროების დადგენის უნარი;
    • ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გათავისებული სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებისათვის აუცილებელი პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
    • თანაზომიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დასამკვიდრებლად ადამიანის უფლებების განხორციელების ხელშეწყობის და სამართლიანობისკენ სწრაფვის უნარი;
    • გათავისებული პროფესიული საქმიანობის ეთიკა;
    • გათავისებული პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას საზოგადოებრივი და დემოკრატიული ფასეულობები.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-24-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 3
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-07-2015
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 21-15
    პროგრამის დეტალები: პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, მისი მოთხოვნის შემთხვევაში ენობრივი კომპეტენცია დაუდგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე (არაუმეტეს ინგლისური ენა IV (B1/2)). ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით შეესაბამება ინგლისური ენა III (B1/1) დონის, ხოლო 50 და ნაკლები ქულა - ინგლისური ენა II (A2) დონის არჩევითი კომპონენტის კომპეტენციას. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით სავალდებულოა ინგლისური ენის სამი დონის: LAWB3215 იმიტირებული სასამართლო პროცესი ბაკალავრებისათვის; ინგლისური ენა IV (B1/2), ინგლისური ენა V (B2/1) და ინგლისური ენა VI (B2/2) გავლა. პროგრამის კომპონენტების : LAWB3152 სამართლებრივი ინგლისური I, LAWB3253 სამართლებრივი ინგლისური II, LAWB3153 სამართლებრივი ინგლისური წარჩინებული სტუდენტებისთვის და LAWB4242 შესავალი საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და ეთიკაში სწავლების ენაა ინგლისური.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: 1) საუნივერსიტეტო ძირითადი კომპონენტების 24 ECTS; პროგრამის ძირითადი კომპონენტების 174 ECTS (თუ სტუდენტი გადის ინგლისური ენის IV-VI (B1/2-B2/2) დონეებს) და პროგრამის არჩევითი კომპონენტების 42 ECTS . 2) საუნივერსიტეტო ძირითადი კომპონენტების 24 ECTS; პროგრამის ძირითადი კომპონენტების 180 ECTS (თუ სტუდენტი გადის ინგლისური ენის III-VI (B1/1-B2/2) დონეებს) და პროგრამის არჩევითი კომპონენტების 36 ECTS . 3) საუნივერსიტეტო ძირითადი კომპონენტების 24 ECTS; პროგრამის ძირითადი კომპონენტების 186 ECTS (თუ სტუდენტი გადის ინგლისური ენის II-VI (A2-B2/2) დონეებს) და პროგრამის არჩევითი კომპონენტების 30 ECTS . 4) საუნივერსიტეტო ძირითადი კომპონენტების 24 ECTS; პროგრამის ძირითადი კომპონენტების 192 ECTS (თუ სტუდენტი გადის ინგლისური ენის I-VI (A1-B2/2) დონეებს) და პროგრამის არჩევითი კომპონენტების 24 ECTS . პროგრამის ძირითადი კომპონენტების ჯგუფის ნაწილია კლინიკის, რეპეტიტორიუმის, ინგლისური ენის და სამართლებრივი ინგლისური ენის ჯგუფები. კლინიკის ჯგუფიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 12 კრედიტი, ხოლო რეპეტიტორიუმის ჯგუფიდან - 6 კრედიტი. პროგრამით სავალდებულოა ინგლისური ენის სამივე დონის: ინგლისური ენა IV (B1/2), ინგლისური ენა V (B2/1) და ინგლისური ენა VI (B2/2) გავლა, სულ 18 კრედიტი. სამართლებრივი ინგლისურის ენის ჯგუფიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 6 ECTS: LAWB3152 სამართლებრივი ინგლისური I, ხოლო ENGL3149 ინგლისური ენა V (B2/1) გავლისა და GPA 3.0 და ზემოთ აღების შემთხვევაში შეუძლია აირჩიოს LAWB3153 სამართლებრივი ინგლისური წარჩინებული სტუდენტებისთვის.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 7
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 8

    კრედიტების ჯამი:

    18

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 1
    LAWB1220კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი6 1
    LAWB1240შესავალი სამოქალაქო სამართალში6 1
    LAWB2110სანივთო სამართალი6 2
    LAWB2120სისხლის სამართალი (ზოგადი)6 2
    LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6 2
    LAWB2220ვალდებულებითი სამართალი6 2
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 3
    LAWB2111ქართული სამართლის ისტორია6 3
    LAWB2210სისხლის სამართალი (კერძო 1)6 3
    LAWB3130სახელშეკრულებო სამართალი6 3
    LAWB1321სამოქალაქო საპროცესო სამართალი I6 4
    LAWB3120სისხლის სამართალი (კერძო 2)6 4
    LAWB3280კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები6 4
    LAWB1322სამოქალაქო საპროცესო სამართალი II6 5
    LAWB1323სისხლის სამართლის პროცესი I6 5
    LAWB2250საერთაშორისო სამართალი6 5
    LAWB3150საკორპორაციო სამართალი6 5
    LAWB1324სისხლის სამართლის პროცესი II6 6
    LAWB2240ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი6 6
    LAWB3220საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი6 6
    LAWB4145სამართლებრივი ეთიკის საფუძვლები6 7

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    GERM1147გერმანული ენა I (A1)6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    LAWB2112რომის სამართალი6
    LAWB2113სამართლებრივი აზროვნების ისტორია6
    LAWB3233ბავშვთა უფლებების დაცვის სამართალი6
    LAWB3234სამართლებრივი გერმანული 16
    GERM1247გერმანული ენა II (A2)6
    KART1220აკადემიური წერა6
    LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
    LAWB3145ძალის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები საერთაშორისო სამართალში6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    LAWB1221კომერციული მედიაცია ბაკალავრებისთვის6
    LAWB3230საბანკო სამართალი6
    LAWB3240შრომის სამართალი6
    LAWB4110საერთაშორისო კერძო სამართალი6
    LAWB4120სადაზღვევო სამართალი6
    LAWB4230შესავალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში6
    LAWB4277კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    INFO3266კიბერდანაშაულის გამოძიება6
    LAWB3211ინტელექტუალური საკუთრების სამართალი6
    LAWB3215იმიტირებული სასამართლო პროცესი ბაკალავრებისათვის6
    LAWB3225პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი6
    LAWB3235არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება6
    LAWB3250შესავალი სასჯელაღსრულების სამართალში6
    LAWB3253სამართლებრივი ინგლისური II6
    LAWB4040შესავალი კრიმინოლოგიაში6
    LAWB4270ევროპის სამართალი6
    LAWB4280სანებართვო სამართალი6
    LAWB4290სააღსრულებო სამართალი6
    LAWB4340იურისტის პროფესიული უნარ–ჩვევები6
    LAWB4125საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი6
    LAWB4151საგადასახადო სამართლის საფუძვლები6
    LAWB4175კრიმინალისტიკა6
    LAWB4180სასჯელის შეფარდება6
    LAWB4185სანოტარო სამართალი6
    LAWB4186ქართული კონკურენციის სამართლი6
    LAWB4210საერთაშორისო სისხლის სამართალი6
    LAWB4266ევროპული სისხლის სამართალი6
    LAWB4320საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი6
    LAWB4330საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი6
    LAWB4377დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმების თანამედროვე მოძღვრება6
    LAWB1325ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი6
    LAWB4212სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები6
    LAWB4242შესავალი საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და ეთიკაში6

    კრედიტების ჯამი:

    294

    სამართლებრივი ინგლისური ენა

    სამართლებრივი ინგლისური ენის ჯგუფიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 6 კრედიტი ­ LAWB3152 სამართლებრივი ინგლისური I, ხოლო ENGL3149 ინგლისური ენა V (B2/1) გავლისა და GPA 3.0 და ზემოთ აღების შემთხვევაში შეუძლია აირჩიოს LAWB3153 სამართლებრივი ინგლისური წარჩინებული სტუდენტებისთვის.
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB3152სამართლებრივი ინგლისური I6 5
    LAWB3153სამართლებრივი ინგლისური წარჩინებული სტუდენტებისთვის6 5

    კრედიტების ჯამი:

    12

    კლინიკა

    კლინიკის ჯგუფიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 12 კრედიტი.
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB4225მედიაციის კლინიკა12 8
    LAWB4260სისხლის სამართლის პროცესის კლინიკა12 8
    LAWB4265სისხლის სამართლის კლინიკა12 8
    LAWB4275ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკა12 8
    LAWB4295სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა12 8

    კრედიტების ჯამი:

    60

    რეპეტიტორიუმი

    რეპეტიტორიუმის ჯგუფიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 6 კრედიტი.
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB4400კერძო სამართლის რეპეტიტორიუმი6 8
    LAWB4410სისხლის სამართლის რეპეტიტორიუმი6 8
    LAWB4420საჯარო სამართლის რეპეტიტორიუმი6 8

    კრედიტების ჯამი:

    18

    ინგლისური ენა

    პროგრამით სავალდებულოა ინგლისური ენის სამივე დონის: ინგლისური ენა IV (B1/2), ინგლისური ენა V (B2/1) და ინგლისური ენა VI (B2/2) გავლა.
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 4

    კრედიტების ჯამი:

    18









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი