eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი მასობრივ კომუნიკაციაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე მაღალი კომპეტენციის მქონე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალპროფილიანი კუთხით, კერძოდ, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების, საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევების წარმოება, სოციალური მედია კამპანიების შემუშავება. პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები
  • იმიტირებული შესრულება
  • როლური თამაშები
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    •  სტრატეგიული დაგეგმვის თავისებურებების ცოდნა; -
    • კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების ცოდნა ;
    • გაცნობიერებული ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა, როგორც ორგანიზაციის, ისე ქვეყნის დონეზე;
    • ძირითადი სარეკლამო საშუალებების და რეკლამის დაგეგმვის თავისებურებების ცოდნა;-
    • გაცნობიერებული მულტიმედიური ტექნიკების მნიშვნელობა საზოგადოებასთან ურთიერთობაში;-
    • გაცნობიერებული ურთიერთმიმართება მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას შორის. -
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების, სამსახურეობრივი მოვალეობების (წერა-რედაქტირება, კვლევა, კონსულტირება) და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ფუნქციები,( მათ შორის, ლობირება, საჯარო ინფორმირება, განვითარება, რეკლამირება) ცოდნა;
    • გაცნობიერებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა დისციპლინებთან ურთიერთკავშირი
    • გაცნობიერებული ბრენდის კონცეფციის შექმნისა და კომუნიკაციის თავისებურებების ცოდნა
    • გაცნობიერებული საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციების ურთიერთმიმართება, მარკეტინგული გეგმის შემუშავების თავისებურებების ცოდნა, ასევე, 4P (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პრომოცია) ცოდნა
    • საჯარო გამოსვლის პროცესის თავისებურებების ცოდნა -
    • გაცნობიერებული ახალი ამბის შექმნის თავისებურებები
    • სოციალური მედია სტრატეგიის დაგეგმვის თავისებურებების ცოდნა
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიის შექმნის თავისებურებების ცოდნა და გაცნობიერებული PR როლი ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში
    • გაყიდვების სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ურთიერთმიმართების თავისებურებების ცოდნა
    • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის მესიჯის ჩამოყალიბების თავისებურებების ცოდნა -
    • Adobe პროგრამებში (ფოტოშოპი, ილუსტრატორი, ინდიზაინი, Adobe Bridge, პრემიერი) მუშაობის თავისებურებების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე სტრატეგიული გეგმის ტაქტიკური ნაბიჯების შემუშავებისა და განხორციელების უნარი;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს მედია საშუალებების გამოყენების უნარი (სტატიის, რეპორტაჟის, მულტიმედიური პროდუქტების მომზადება);
    • სარეკლამო ბრიფისა და სარეკლამო კამპანიის  მომზადების უნარი;
    • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხსითვის მესიჯის განსაზღვრის და კოდირების უნარი; -
    • ზედამხედველობის საფუძველზე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის წარმოების უნარი; 
    • სოციალური მედიის საშუალებით საკომუნიკაციო აქტიობების დაგეგმვის უნარი
    • ახალი ამბების რელიზების მომზადების უნარი  
    • ბრენდის ელემენტებისა და ბრენდის საკომუნიკაციო გეგმის შედგენის უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიის მომზადების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე-

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შეფასების და ანალიზის უნარი SWOT-ისა და მეორადი კვლევების ტექნიკის გამოყენებით; -
    • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის უნარი;
    • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება);
    • კონკრეტული კამპანიისთვის მიზნობრივი აუდიტორიის შეფასების უნარი დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლებით  
    • კამპანიის ფარგლებში საკომუნიკაციო მესიჯის განსაზღვრისა და შეფასების უნარი თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენებით;
    • განხორციელებული კამპანიების ეფექტიანობის გაანალიზებისა და შეფასების უნარი
    • განხორციელებული სარეკლამო აქტივობებისა და კამპანიების შეფასების უნარი
    • ბრენდის კონცეფციისა და საკომუნიკაციო აქტიობების წარმატება/წარუმატებლობის შეფასების უნარი დარგისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, მათ შორის ბრენდის აუდიტის საშუალებით

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ეფექტური საჯარო გამოსვლის უნარი სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან
    • საზოგადოებასთან, მედიასთან, მედია აუდიტორიასთან, კოლეგებთან და სხვა მიზნობრივ სეგმენტებთან სწორი მესიჯების კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • წერითი (მაგალითად, ნიუს რელიზები, ბუკლეტების,) და ზეპირი (მაგალითად, საჯარო გამოსვლები,  ინტერვიუები) კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • შემუშავებული ინტეგრირებული მარკეტინგული საკომუნიკაიო გეგმის, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის თავისებურებების შესახებ კომუნიკაციის უნარი
    • ბრენდის საკომუნიკაციო გეგმის შესახებ კომუნიკაციის უნარი
    • განხორციელებული თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგების კომუნიკაციის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული სრულყოფის მიზნით სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განსაზღვრის უნარი;
    • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი;
    • თვითგანვითარებაზე, ცოდნის გაფართოებაზე და ახალი ცოდნის შეძენაზე ორიენტაციის უნარი
    • მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი, შემდგომ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. 

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულება;
    • ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების დაცვა;
    • კონკურენტების პატივისცემა;
    • დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა);
    • გათავისებული საზოგადოებასთან ურთიერთობის  ეთიკის ნორმები
    • გათავისებული საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსის, როგორც საზოგადოებისა და ორგანიზაციისთვის ორმხრივი და არა ცალმხრივი კომუნიკატორის პასუხისმგებლობა
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50-08
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები: საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 66 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საზოგადოებრივ ურთიერთობებში, სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითადი, სკოლის ძირითადი და პროგრამის ძირითადი საგნებიდან 144 კრედიტის დაგროვებას; 60 კრედიტის პროგრამის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით, პროგრამის კონცენტრაციის ფარგლებში ან მაინორით, ამავდროულად,სავალდებულო 36 კრედიტი სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროგრამის კონცენტრაციებიდან: მარკეტინგული კომუნიკაციები; სტრატეგიული კომუნიკაციები; შემდეგი პრინციპით: თითოეული კონცენტრაციიდან 18-18 კრედიტის გავლით. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკის მეცნიერებები.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1220აკადემიური წერა6 8

    კრედიტების ჯამი:

    18

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 1
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 1
    COMM4130რეკლამის საფუძვლები6 2
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 2
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 2
    COMM4110მესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა6 3
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6 3
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 3
    COMM4210ბრენდინგი6 4
    COMM4230სტრატეგიული კომუნიკაციების საფუძვლები6 4
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 4
    COMM4140ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები6 5
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 5
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6 5
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 7
    COMM5145საბოლოო პროექტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    JMMB1212კრიტიკული წერა6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    COMM4255პრაქტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობაში6

    კრედიტების ჯამი:

    36

    მარკეტინგული კომუნიკაციები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია64
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში64
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში65
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი66
    COMM4240საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები66
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები67
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები67
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია67

    კრედიტების ჯამი:

    48

    სტრატეგიული კომუნიკაციები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში64
    COMM4215იმიჯმეიკინგი64
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები64
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში65
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი66
    COMM4220სტრატეგიული კომუნიკაციების ქეისების შესწავლა67
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა68
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა68

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი