eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სტრატეგიული კომუნიკაციები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები სტრატეგიული კომუნიკაციების მრავალპროფილიანი კუთხით, კერძოდ, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობისდა/ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების, საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევების წარმოება, სოციალური მედია კამპანიების შემუშავება. კურსდამთავრებულები, შეძლებენ დასაქმდნენ ბიზნესს და ფინანსურ სექტორში, სხვა კერძო და საჯარო უწყებებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით და საკონსულტაციო სამსახურში, სტრატეგიული კომუნიკაციების, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებსა და სააგენტოებში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები
  • იმიტირებული შესრულება
  • როლური თამაშები
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვის, მათ შორის დაგეგმვის მიზნით კვლევის მეთოდების (თვისებრივი, რაოდენობრივი) შერჩევისა და კვლევის განხორციელების მექანიზმების, ძირითადი სარეკლამო საშუალებების და რეკლამის დაგეგმვის, ბრენდის კონცეფციის შექმნისა და კომუნიკაციის, სოციალური მედიისა და მულტიმედიური ტექნიკების, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის მესიჯის ჩამოყალიბების თავისებურებების  ცოდნა;
    • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის ცოდნა, როგორც ორგანიზაციის, ისე ქვეყნის დონეზე და ამავდროულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა დარგებთან ურთიერთმიმართების ცოდნა (მარკეტინგი,საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები, PR როლი ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში გაყიდვების სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ურთიერთმიმართების)
    • საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციების, სამსახურეობრივი მოვალეობების (წერა-რედაქტირება, კვლევა, კონსულტირება) და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ფუნქციების,( მათ შორის, ლობირება, საჯარო ინფორმირება, განვითარება, რეკლამირება) ცოდნა;
    • მარკეტინგული გეგმის შემუშავების თავისებურებების ცოდნა, ასევე, 4P (პროდუქტი, ფასი, ადგილი, პრომოცია)
    • საჯარო გამოსვლის პროცესის თავისებურებების ცოდნა
    • ახალი ამბის შექმნის თავისებურებების და მედიის მნიშვნელობის ცოდნა
    • Adobe პროგრამებში (ფოტოშოპი, ილუსტრატორი, ინდიზაინი, Adobe Bridge, პრემიერი) მუშაობის თავისებურებების ცოდნა

  • უნარი
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმის შექმნისა და იმპლემენტაციის უნარი, მათ შორის  ტაქტიკური ნაბიჯების შემუშავებისა და განხორციელების უნარი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს მედია საშუალებების გამოყენების უნარი (სტატიის, რეპორტაჟის, მულტიმედიური პროდუქტების მომზადება); სარეკლამო ბრიფისა და სარეკლამო კამპანიის მომზადების უნარი; სხვადასხვა საკომუნიკაციო არხსითვის მესიჯის განსაზღვრის და კოდირების უნარი; სოციალური მედიის საშუალებით საკომუნიკაციო აქტიობების დაგეგმვის უნარი ახალი ამბების რელიზების მომზადების უნარი, ბრენდის ელემენტებისა და ბრენდის საკომუნიკაციო გეგმის შედგენის უნარი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიის მომზადების უნარი,
    • ზედამხედველობის საფუძველზე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის წარმოების უნარი,   არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შეფასების და ანალიზის უნარი SWOT-ისა და მეორადი კვლევების ტექნიკის გამოყენებით,  კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის და კომუნიკაციის უნარი;
    • კონკრეტული კამპანიისთვის მიზნობრივი აუდიტორიის შეფასების უნარი, მათ შორის დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლებით კამპანიის ფარგლებში საკომუნიკაციო მესიჯის განსაზღვრისა და შეფასების უნარი თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენებით; განხორციელებული კამპანიების ეფექტიანობის გაანალიზებისა და შეფასების უნარი, განხორციელებული სარეკლამო აქტივობებისა და კამპანიების შეფასების უნარი, ბრენდის კონცეფციისა და საკომუნიკაციო აქტიობების წარმატება/წარუმატებლობის შეფასების უნარი დარგისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, მათ შორის ბრენდის აუდიტის საშუალებით

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • მუდმივი თვითგანვითარების მიზნით პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი;
    • გათავისებული ისეთი ეთიკური პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობის დროს, როგორიცაა აკადემიური კეთილსინდისიერება,  კონკურენტების პატივისცემა; დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა); საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსის, როგორც საზოგადოებისა და ორგანიზაციისთვის ორმხრივი და არა ცალმხრივი კომუნიკატორის პასუხისმგებლობა
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-11-2008
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 50-08
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები:

    საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 66 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითადი, სკოლის ძირითადი და პროგრამის ძირითადი საგნებიდან 144 კრედიტის დაგროვებას; 60 კრედიტის პროგრამის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით, პროგრამის კონცენტრაციის ფარგლებში ან მაინორით, ამავდროულად,სავალდებულო 36 კრედიტი სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროგრამის კონცენტრაციებიდან: მარკეტინგული კომუნიკაციები; საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და კამპანიები; შემდეგი პრინციპით: თითოეული კონცენტრაციიდან 18-18 კრედიტის გავლით. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკის მეცნიერებები.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 შემოდგომა/გაზაფხული
    KART1220აკადემიური წერა6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    18

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM4110მესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა6 შემოდგომა
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 შემოდგომა/გაზაფხული
    COMM4130რეკლამის საფუძვლები6 გაზაფხული
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6 შემოდგომა/გაზაფხული
    COMM4140ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები6 შემოდგომა
    COMM4210ბრენდინგი6 გაზაფხული
    COMM4230სტრატეგიული კომუნიკაციების საფუძვლები6 გაზაფხული
    COMM5145საბოლოო პროექტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში12 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 შემოდგომა/გაზაფხული
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 გაზაფხული
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 შემოდგომა
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 შემოდგომა/გაზაფხული
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 შემოდგომა/გაზაფხული
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 შემოდგომა
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 გაზაფხული
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6 შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    COMM4355კრიზისების კომუნიკაცია6
    JMMB4232დეზინფორმაცია და საზოგადოება6
    JMMB4234მეტყველების თეორია და კულტურა6
    COMM4255პრაქტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობაში6
    JMMB1212კრიტიკული წერა6
    JMMB1218ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6

    კრედიტების ჯამი:

    66

    მარკეტინგული კომუნიკაციები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია6გაზაფხული
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6გაზაფხული
    COMM4240საერთაშორისო მარკეტინგული კომუნიკაციები6გაზაფხული
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6გაზაფხული
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები6შემოდგომა
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6შემოდგომა
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6შემოდგომა
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    48

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და კამპანიები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6გაზაფხული
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6გაზაფხული
    COMM4215იმიჯმეიკინგი6გაზაფხული
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა6გაზაფხული
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6გაზაფხული
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6გაზაფხული
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6შემოდგომა
    COMM4220სტრატეგიული კომუნიკაციების ქეისების შესწავლა6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    48









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი