პროგრამა: ჟურნალისტიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარინე დარსაველიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე ჟურნალისტების და მრავალმხრივ განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე, აქტიური მოქალაქეების მომზადებით, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის. პროგრამის მიზანია სტუდენტები დაახელოვნოს ჟურნალისტიკის სპეციალობაში და უზრუნველყოს მათი პროფესიული პერსპექტივები. მსოფლიოში მიმდინარე გარდაქმნები საჭიროებენ დემოკრატიული ჟურნალისტიკის მშენებლობის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, მთავრობასა და სხვა და ხვა უწყებებს შორის ინფორმაციის ნაკადების თავისუფალ მოძრაობას. საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კრიტიკული და კრეატიული უნარ-ჩვევების, ინფორმაციის მრავალმხრივ წარმოდგენის და მასალის შექმნის პროცესში დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარების მქონე ჟურნალისტები. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდითი და ელექტრონული (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია და ა. შ.) მედია კომპანიები. აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ან საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

1. ცოდნის და გაცნობიერების მიღწევის მეთოდები: • ლექცია - სემინარი • წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტრირების მეთოდი • ვიდეო-აუდიო მასალის გამოყენება • ინტერაქტიული მეცადინეობები 2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მიღწევის მეთოდები: • სიტუაციური ამოცანები; • როლური თამაშები; • სიახლეთა გარჩევა; • მცირე კვლევების ჩატარება; • პრაქტიკული მუშაობა; • გუნდური მუშაობის უნარები; • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა 3. დასკვნის უნარის განვითარების მეთოდები: • კრიტიკული ანალიზი • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა • ჯგუფური დავალებები • პროექტები • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study); • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება; • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა. 4. სწავლის უნარის განვითარების მეთოდები: • წიგნზე მუშაობის მეთოდი • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში 5. კომუნიკაციის უნარის განვითარების მეთოდები: • წერითი მუშაობის მეთოდი • თემების დაწერა • პრეზენტაციის წარდგენა • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
      • ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, გამართულად ორგანიზების, წყაროების მოძიების და გადამოწმების ხერხების (სხვადასხვა წყაროების, მონაცემების) ცოდნა;
      • გაცნობიერებული ჟურნალისტიკისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთმიმართება (მაგ: პოლიტიკა, ეკონომიკა);
      • ჟურნალისტიკის პრინციპების ცოდნა (მაგ: ცხრა პრინციპი);
      • ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების ცოდნა;
      • საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების კუთხით მედიის მნიშვნელობის ცოდნა;
      • მსოფლიო ჟურნალისტიკის განვითარების და ჩამოყალიბების ისტორიის ცოდნა;
      • ჟურნალისტისთვის საბაზისო ისეთი კომპეტენციების ცოდნა, მათ შორის პროფესიული წერა, ახალი ამბის მომზადება, სიუჟეტის მომზადება, ვიდეო კამერაზე გადაღება, მონტაჟი;
      • გაცნობიერებული ჟურნალისტის სოციალური პასუხისმგებლობა;
      • გაცნობიერებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსი და მნიშვნელობა დემოკარტიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში;
      • გაცნობიერებული ჟურნალისტის როლი და პასუხისმგებლობა თანამედროვე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და დემოკრატიის განვითარების პროცესში;

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
      • ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრის და გამოყენების უნარი;
      • საინტერესო თემების დამუშავების და გაშუქების უნარი (სტატიის, სიუჟეტის მომზადება. რეპორტაჟი, ინტერვიუ);
      • წყაროების შერჩევის და გამოყენების უნარი;
      • ფაქტების გადამოწმების უნარი;
      • ინფორმაციის მრავალფეროვნად და დაბალანსებულად წარმოდგენის უნარი;
      • მულტიმედიური ნაშრომების შექმნის უნარი;
      • ახალი მედია ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
      • ინფორმაციის დაბალანსებულად წარმოდგენის უნარი;
      • Adobe Premier-სა და Audicity-ის პროგრამებში ვიდეო-აუდიო მასალების მონტაჟის უნარი;
      • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე სიუჟეტის მომზადების უნარი;
      • საგამოძიებო მასალების შეგროვების და გამოყენების უნარი;
      • ბიზნესისა და ეკონომიკური მოვლენების გაშუქების უნარი;
      • ინფორმაციის შესახებ მასალების მოძიების, წყაროების განსაზღვრის და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოყენების უნარი;
      • ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვის უნარი;
      • პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნებზე ჟურნალისტური მასალის მომზადების უნარი;
      • ახალი ამბის შექმნის უნარი;
      • ინტერვიუს აღების უნარი;
      • ფოტოგადაღების დაგეგმვის და განხორციელების უნარი;
      • პროგრამებში QuarkXPress და Adobe Photoshop მუშაობის უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
      • ინფორმაციის (მაგალითად, რეპორტაჟი, სტატია, ახალი ამბავი, ინტერვიუ) მომზადებისას პრობლემის სწორად განსაზღვრის და ანალიზის უნარი;
      • მოვლენის საფუძველზე პრიორიტეტების განსაზღვრის და საკითხის გააზრების უნარი;
      • ინფორმაციის ირგვლივ არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის და შეფასების უნარი;
      • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება);
      • მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და განზოგადების უნარი (ანალოგიური შემთხვევების და სიტუაციების განვრცობა);
      • ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების და ფაქტის კრეატიულად წარმოჩენის უნარი;
      • ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით საკუთარი და სხვათა პროფესიული საქმიანობის შეფასების უნარი.
      • ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრის და გამოყენების უნარი;
      • საინტერესო თემების დამუშავების და გაშუქების უნარი (სტატიის, სიუჟეტის მომზადება. რეპორტაჟი, ინტერვიუ);
      • წყაროების შერჩევის და გამოყენების უნარი;
      • ფაქტების გადამოწმების უნარი;
      • ინფორმაციის მრავალფეროვნად და დაბალანსებულად წარმოდგენის უნარი;
      • მულტიმედიური ნაშრომების შექმნის უნარი;
      • ახალი მედია ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. 
      • ინფორმაციის, ჟურნალისტური მასალების შეგროვების უნარი;
      • მიმდინარე საკითხებისა და პრობლემების შეფასების და ანალიზის უნარი;
      • პირველადი და მეორადი წყაროების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის უნარი;
      • ეკონომიკური, პოლიტიკური და ბიზნეს მოვლენებისა და სხვა მასალების შეფასებისა და ანალიზის უნარი;
      • წყაროს შეფასებისა და ანალიზის უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
      • კითხვების სწორად დასმის და დიალოგის წარმართვის უნარი;
      • ინტერვიუირების უნარი;
      • კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან (მედია აუდიტორია, მოქალაქეები, საჯარო მოხელეები) კომუნიკაციის დამყარების უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
      • პროფესიული საქმიანობისას (მაგალითად, სტატიის, სიუჟეტის მომზადება) გუნდურად მუშაობის უნარი;
      • ინფორმაციის თავისუფლად გადმოცემის და საკითხის წარმოჩენის უნარი;
      • წერითი (მაგალითად, სტატიის, ახალი ამბის, ჩანახატის, ნარკვევის) და ზეპირი (ინფორმაციის წარმოდგენა) პრეზენტაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
      • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტიანი მონაწილეობის უნარი;
      • მონათესავე (საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტების) სპეციალობების წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
      • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიულ დონეზე გამოყენების უნარი.
      • რესპოდენტებთან ინტერვიუს წარმართვის უნარი;
      • ჟურნალისტებთან, მედია აუდიტორიასთან, მოქალაქეებთან ინფორმაციის, სტატიის კომუნიკაციის უნარი;
      • გუნდურად მუშაობის უნარი;
      • წერითი (სტატიის, ახალიამბის, ჩანახატის, ნარკვევის და ა.შ.) და ზეპირი (ინფორმაციის წარმოდგენა) პრეზენტაციის უნარი (ქართულ დ აინგლისურ ენებზე).

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
      • საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერტიფიკატო კურსებზე ან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განსაზღვრის უნარი;
      • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში გაწევრიანების და ჟურნალისტიკაში არსებული ტენდენტციებისა და სიახლეების ამსახველი მასალების დამუშავების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე აგრეთვე, დამოუკიდებლად თვითგანვითარების უნარი;
      • თვითგანვითარებაზე, ცოდნის გაფართოებაზე და ახალი ცოდნის შეძენაზე ორიენტაციის უნარი;
      • ჟურნალისტიკასა და მედიაში საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მუდმივად განახლების უნარი; 
      • საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერტიფიკატო კურსების ან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განსაზღვრის უნარი;
      • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში გაწევრიანების და მასალების დამუშავების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე აგრეთვე, დამოუკიდებლად თვითგანვითარების უნარი;

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
      • პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულება;
      • საზოგადოებისთვის ინფორმაციის კეთილსინდისიერად  წარმოჩენის საჭიროება;
      • დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები);
      • ინფორმაციის წყაროების დაცვის საჭიროება;
      • ინფორმაციის გამჭირვალობა და სანდოობის საჭიროება;
      • ეთიკური ნორმები და პროფესიული სტანდარტები;
      • გათავისებული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მრავალმხრივ წარმოჩენის საჭიროება;
      • გათავისებული ინფორმაციის წყაროების დაცვის საჭიროება;
      • გათავისებული ინფორმაციის გამჭირვალობის საჭიროება.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 66 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 18 კრედიტს; სპეციალობის 156 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნებს 24 კრედიტს, პროგრამის ძირითად სასწავლო კურსების საფუძველზე 132 კრედიტის დაგროვებას:მათ შორის, საბოლოო პროექტს ჟურნალისტიკაში, რომლის მოცულობა 12 კრედიტითაა განსაზღვრული; 66 კრედიტის პროგრამის ასარჩევი,სკოლის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით ან დამატებითი სპეციალობის არჩევის საფუძველზე.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 3
    KART1220აკადემიური წერა6 8

    კრედიტების ჯამი:

    18

    სკოლის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147გერმანული ენა I (A1)6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247გერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    JMMB1210მედიის შინაარსი და მნიშვნელობა6 1
    JMMB2130მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორია6 1
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 2
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 2
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 2
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 2
    JMMB2125მედია და ანგარიშვალდებულების სისტემები6 3
    JMMB2210ჟურნალისტური ოსტატობა II/ტელევიზია-რადიო6 3
    KART3150ქართული ენა და სტილისტიკა6 3
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 4
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 4
    JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6 4
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები6 4
    JMMB3111ჟურნალისტური ოსტატობა III/სიღრმისეული წერა6 5
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 5
    JMMB4110მედია მენეჯმენტი6 5
    JMMB4210დოკუმენტური ფილმის მომზადება6 5
    JMMB3210ჟურნალისტური ოსტატობა IV/საგამოძიებო ჟურნალისტიკა6 6
    JMMB4130ჟურნალისტური ოსტატობა VI/პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება6 6
    JMMB4220ჟურნალისტური ოსტატობა VII/ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქება6 7
    JMMB3115საბოლოო პროექტი ჟურნალისტიკაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტი
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6
    JMMB4230პრაქტიკა ჟურნალისტიკაში6
    LAWB1230სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია6

    კრედიტების ჯამი:

    72









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი