პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საჯარო მმართველობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
მაია ამაშუკელი
ნოდარ ხერხეულიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით. საჯარო ადმინისტრირების სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს მისცეს მრავალმხრივი განათლება საჯარო ადმინისტრირების მენეჯერულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში ისტორიული და თანამედროვე მიდგომების, თეორიებისა და პრაქტიკული ასპექტების შესახებ, რაც მნიშვნელვნია როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის. გარდა აღნიშნულისა, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთათვის საჯარო მმართველის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც გულისხმობს საჯარო და არაკომერციულ ორგანიზაციებში წარმატებული მოღვაწეობისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ობიექტური, რაციონალური, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების, მართვისა და შეფასების მექნიზმების გამოყენების პრაქტიკული უნარებისა და ჩვევების გამომუშავებას. კურსდამთავრებულთათვის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბება, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის, კეთილსინდისიერებისა და პატიოსნების, საჯარო ადმინისტრირების პროფესიული ეთიკის საკითხების გააზრება და გათავისება საჯარო მმართველობის პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. პროგრამა ასევე მიმართულია კურსდამთავრებულს განუვითაროს საჯარო მმართველობის სფეროში მეცნიერული თუ პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის სიყვარული, საკუთარი თავის რწმენა და პროფესიული წარმატების მიღწევის სურვილი, გამოავლინოს მათში თვითრეალიზებისა და ლიდერობის პოტენციალი, რაც მათი წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგეს.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიულ ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
  • ლექცია-სემინარები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • საჯარო ადმინისტრირების სფეროს ფართო ცოდნა;
    • პოლიტიკის მეცნიერებების ძირითადი თეორიების, სახელმწიფო მოწყობის, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სისტემების ცოდნა;
    • საჯარო პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესების, ასევე პოლიტიკის ანალიზისა და შედეგების შეფასების ეტაპებისა და მეთოდოლოგიის ცოდნა.
    • გაცნობიერებული სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების (არაკომერციული, არასამეწარმეო) როლი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ასევე მათი ურთიერთქმედება სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო მოთამაშეებთან.
    • გაცნობიერებული ეკონომიკური აზროვნების პრინციპები, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური კანონზომიერებები, სახელმწიფოს ბიუჯეტის არსი, ასევე საგადასახადო პოლიტიკის ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
    • სახელმწიფო ფინანსების, სახელმწიფოს საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, ბაზრის ტიპების, ინფლაციის გამოთვლისა და შეფასების მეთოდების, ასევე ეკონომიკური სუბიექტების პრეფერენციებისა და მათი რეალიზაციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ცოდნა.
    • სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემების, სამართლებრივი ტერმინოლოგიის, საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმის, ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, ასევე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
    • საჯარო სექტორში ლიდერობის ძირითადი თეორიების, ორგანიზაციული მენეჯმენტის თავისებურებების, ლიდერობისა და მართვის ფორმების, ორგანიზაციული კულტურის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის, სოციალური აქტივობების ძირითადი კანონზომიერებების, ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპებისა და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პრაქტიკული ასპექტების ცოდნა.
    • მენეჯმენტისა და მარკეტინგის ძირითადი თეორიებისა და ფინანსებისა და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საჯარო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი პრობლემების ინდენტიფიცირების, პრობლემის სტრუქტურირების, პოლიტიკის კურსისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავებისა და ფორმულირების უნარი.
    • სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის, კანონისა და სასამართლო გადაწყვეტილების გაგების, ასევე ნორმატიული საფუძვლების მოძიებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
    • საბიუჯეტო (როგორც სახელმწიფო ასევე ორგანიზაციის) პროცესის მართვისა და მონიტორინგის განხორციელების, მთლიანი შიდა პროდუქტისა და მთლიანი ეროვნული პროდუქტის გამოანგარიშების, ინფლაციისა და უმუშევრობის გამოთვლის უნარი.
    • ეკონომიკური გეგმების პროექტირების, ძირითადი სახელმწიფო სექტორების გაუმჯობესებისთვის მონაცემების დამუშავებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების, ეკენომიკაზე საზოგადოებრივი არჩევანის ეფექტების განსხვავებისა და აღწერის უნარი.
    • ორგანიზაციიის მისიისა და პოლიტიკის განსაზღვის, სტრატეგიული და ოპერაციული გეგმის შემუშავების, ორგანიზაციული სტრუქტურის შერჩევისა და დაპროექტების, თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავების, ასევე თანამშრომელთა შერჩევისა და მართვის უნარი.
    • მართვის სხვადასხვა მეთოდების ამოცნობისა და გამოყენების, საჯარო ორგანიზაციაში უკეთ ადაპტირების, საჯარო მართვის პრაქტიკისთვის დამახასიათებელი სტანდარტული სიტუაციების ამოცნობისა და სწრაფი რეაგირების, ასევე დროისა და რესურსების ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.
    • ეფექტური გუნდის ჩამოყალიბების, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
    • სხვადასხვა კვლევის მეთოდის გამოყენების, ინფორმაციის მოძიების, სტატისტიკური მონაცემების აღქმისა და დამუშავების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაანალიზების და შესაბამისი მიუკერძოებელი დასკვნის გამოტანის უნარი;
    • სამართლებრივი პრობლემის არსის იდენტიფიცირების და ცალკეული სამართლის დარგისთვის მიკუთვნების, ასევე კონსტიტუციური ცვლილებების სამართლებრივი ანალიზისა და დასკვინის გამოტანის უნარი.
    • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ეკონომიკური სფეროსთვის დამახასიათებელი მონაცემების, ქვეყნის ეკონომიკაზე სახელმწიფო ფინანსების და პოლიტიკის გავლენის, საჯარო სექტორის ეფექტიანობის, ასევე ამომრჩეველთა და ინტერეს-ჯგუფების ქცევისა და ბიუროკრატიასთან ურთიერთქმედების ანალიზისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის უნარი.
    • ლიდერობის თეორიებისა და მართვის მოდელების შედარების, შიდა და გარე ფაქტორების ორგანიზაციულ შედეგებზე გავლენის, საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელი სიტუაციების ანალიზის, ასევე ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვების და შესაბამისი არგუმენტირებული დასკვნების გამოტანის უნარი
    • კრიტიკული აზროვნების, თეორიული ცოდნის და ანალიზის საფუძველზე პროცესების ინტერპრეტაციის, ასევე თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ანალიზისა და მათ საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის გაკეთების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი მოსაზრებების სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად ზეპირად და წერილობით, ასევე ტექნიკური საშუალებების თანხლებით წარმოდგენის უნარი.
    • დაინტერესებულ პირებთან, სპეციალისტებთან და არასპეციალისტებსთან პროფესიული ინფორმაციის ეფექტური კომუნიკაციის, მოცემულობის ან პრობლემის და საკუთარი ხედვის გადმოცემის უნარი.
    • საჯარო მმართველობის, პოლიტიკისა და პოლიტიკის ანალიზის, სამართლის, ეკონომიკის, სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი.
    • პროფესიულ მოლაპარაკებებში, დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის მიღების უნარი
    • უნარი აწარმოოს აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენცია
    • საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი პროფესიული ინტერესებისა და ცოდნის გასაღრმავებლად საჭირო მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე სწავლის შემდეგ საფეხურზე მიმართულების დამოუკიდებლად შერჩევისა და სხვადასხვა პროფესიული პროგრამების საშუალებით ცოდნის გაღრმავების უნარი
    • ქართული თუ ინგლისურენოვანი ლიტერატურის, პროფესიული ჟურნალებისა და სტატიების მეშვეობით ცოდნის დამოუკიდებლად გაღმავების უნარი

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გააზრებული საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა პატივისცემის, ასევე საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობისა და საჯარო მმართველობის სფეროში მორალური, ეთიკური და პრაქტიკული პასუხისმგებლობის საკითხები, რაც გამოიხატება კანონისა და ეთიკის ფარგლებში მოქცევაში.
    • გააზრებული სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობა, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი და რაციონალური მიდგომის აუცილებლობა.
    • ღირებულებები, რომლებიც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების მიმართ განსხვავებული შეხედულებების ფორმირების პროცესში

    საზოგადოების არჩევანის, სახელმწიფოს ეკონომიკისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების მიმართ ლიბერალური და დემოკრატიული დამოკიდებულების დამკვიდრებისკენ სწრაფვის მზაობა

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის დეტალები: სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. თუმცა დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი გახარჯოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით).კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. კომპიუტერული უნარების გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა საშუალება ინტერნეტ რეგისტრაციის გავლით ჩაერთოს Mıcrosoft IT Acamdey სასწავლო პროგრამის კურსში და დამატებითი საზღაურის გარეშე გაიაროს უკრედიტო საოფისე კომპიუტერული კურსი.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 174 ECTS; დიპლომის მისაღებად სტუდენტმა საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი ასარჩევი კრედიტების შესაბამის საგნებიდან უნდა აიღოს 66 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1211ბიზნესი და ეკონომიკა9 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    PUBL3211საჯარო ადმინისტრირების საფუძვლები9 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 2
    MGMT2111მენეჯმენტი9 2
    PUBL1215საჯარო პოლიტიკის პროცესი9 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    LAWB1220კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი6 3
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 4
    PUBL1010თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში6 4
    STAT2219სტატისტიკა6 4
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 5
    PUBL3276საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობა9 5
    PUBL4111შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში9 5
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 6
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი6 6
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 6
    PUBL3278შესავალი არასამთავრობო სექტორის მართვაში6 6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6 7
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6 7

    კრედიტების ჯამი:

    174

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
    PUBL3277შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6
    PUBL2010საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    INTR1278სტაჟირება საჯარო სექტორში12
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    252









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი