eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საჯარო მმართველობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
ნოდარ ხერხეულიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს.

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ.

პროგრმა მოიცავს საჯარო მართვის პოლიტიკურ, მენეჯრულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.

სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის.

შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები/დებატები
  • ინტერაქტიულ ლექციები
  • ლექცია-სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • საჯარო ადმინისტრირების მმართველობითი კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:

    • საჯარო მმართველობის თეორიების, სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის ფორმებისა და პრინციპების, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების სტუქტურისა და ფუნქციების, მათი ფორმალური ურთიერთქმედებისა და არაფორმალური სამუშაო არხების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას
    • საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების (არაკომერციული, არასამეწარმეო) როლის, მათი სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთქმედების გააზრებასა და გაცნობიერებას
    • საჯარო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მართვის თავისებურებების, მენეჯმენტის ფორმების, ორგანიზაციული ფინანსების, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის, საჯარო სამსახურის მოდელებისა და საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი გამოწვევების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას

    საჯარო ადმინისტრირების სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:

    • პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიების, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სისტემების, ეკონომიკური აზროვნების პრინციპებისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური კანონზომიერებების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას
    • სახელმწიფო ფინანსების, საბიუჯეტო სისტემისა და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ასპექტების, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების სახეების ცოდნას
    • საჯარო პოლიტიკის ციკლური პროცესის ძირითადი ეტაპებისა და პოლიტიკის სახეების, ასევე საჯარო პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლიგიის ცოდნას, ასევე ანალიზის პროცესში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მოდელის, ეფექტიანობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მნიშვნელობის გაცნობიერებას

    საჯარო ადმინისტრირების სფეროს სამართლებრივი კონტექსტის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს:

    • სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემების, სამართლებრივი სახელმწიფოს არსისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლების, საზოგადოებისა და სამართლის ურთიერთკავშირის ცოდნასა და გაცნობიერებას
    • კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უშუალო და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმების, საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, ასევე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას
       

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად საზოგადოებრივ პრობლემებზე, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაციონალური და ეფექტიანი მოქმედების კურსის განსაზღვრის უნარი
    • საჯარო ადმინისტრირების სფეროში წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი პროექტის განხორციელების უნარი, რაც მოიცავს კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრას, კვლევითი კითხვებისა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევითი ინსტრუმენტების შერჩევას, მონაცემთა დამუშავებასა და საბოლოო კვლევითი და ანალიტიკური ანაგარიშის მომზადებას
    • სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის, კანონის, სასამართლო გადაწყვეტილების გაგებისა და ინტერპრეტირების, კონსტიტუციური და ზოგადი ადმინისტრაციული ნორმების განმარტებისა და გამოყენების, ნორმატიული საფუძვლების მოძიებისა და ნორმათა იერარქიის განსაზღვრის უნარი
    • განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ეკონომიკური გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტირების, ეკონომიკური მონაცემების დამუშავებისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავების, ასევე პოლიტიკური და საბიუჯეტო დაწესებულებების დიზაინის შემუშავების უნარი იმგვარად, რომ ისინი მაქსიმალურად ემსახურონ საზოგადოებრივ ინტერესს
    • ორგანიზაციიის მისიის, პოლიტიკისა და სტრუქტურის განსაზღვრის, ორგანიზაციული ეფექტურობისათვის მართვის სხვადასხვა მოდელისა და მეთოდის ამოცნობისა და გამოყენების, საჯარო ორგანიზაციაში უკეთ ადაპტირების, საჯარო მართვის პრაქტიკისთვის დამახასიათებელი სტანდარტული სიტუაციების გაანალიზებისა და სწრაფი რეაგირების, დროისა და რესურსების ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაანალიზების და შესაბამისი მიუკერძოებელი დასკვნების გამოტანის უნარი
    • სამართლებრივი პრობლემის არსის იდენტიფიცირების და ცალკეული სამართლის დარგისთვის მიკუთვნების, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული პრაქტიკის პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირების, საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული გააზრების, შეფასებისა და დასკვინის გამოტანის უნარი
    • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ეკონომიკური მონაცემების, ქვეყნის ეკონომიკაზე სახელმწიფო ფინანსების და პოლიტიკის გავლენის, საჯარო სექტორის ეფექტიანობის, ასევე ამომრჩეველთა და ინტერეს-ჯგუფების ქცევისა და ბიუროკრატიასთან ურთიერთქმედების ანალიზისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის უნარი
    • ლიდერობის თეორიებისა და მართვის მოდელების შედარების, შიდა და გარე ფაქტორების ორგანიზაციულ შედეგებზე გავლენის, საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელი სიტუაციების ანალიზის, ასევე ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან შეგროვების და შესაბამისი არგუმენტირებული დასკვნების გამოტანის უნარი
    • კრიტიკული აზროვნების, თეორიული ცოდნის და ანალიზის საფუძველზე პროცესების ინტერპრეტაციის უნარი

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი მოსაზრებების სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად, ზეპირად და წერილობით, ასევე საკომუნიკაციო ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით წარმოდგენის უნარი
    • საჯარო ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკისა და მონათესავე მიმართულებებისთვის დამახასიათებელი თემების შესახებ სპეციალისტებთან, არასპეციალისტებთან და დაინტერესებულ პირებთან პროფესიული ინფორმაციის ეფექტური კომუნიკაციისა და საკუთარი ხედვისა და პოზიციის არგუმეტნირებულად გადმოცემის უნარი
    • საჯარო მმართველობის, პოლიტიკისა და პოლიტიკის ანალიზის, სამართლისა და ეკონომიკის სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენების უნარი
    • პროფესიულ მოლაპარაკებებში, დისკუსიებსა და დებატებში მონაწილობის მიღების უნარი
    • საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის, ასევე აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის, მათ შორის ოფიციალური, ნახევრად ოფიციალური და არაოფიციალური მიმოწერის წარმოების უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • საკუთარი პროფესიული ინტერესებისა და ცოდნის გასაღრმავებლად საჭირო შემდგომი ეტაპების იდენტიფიცირების, ასევე სწავლის შემდეგ საფეხურზე მიმართულების დამოუკიდებლად შერჩევისა და სხვადასხვა პროფესიული პროგრამების საშუალებით ცოდნის გაღრმავების უნარი
    • ქართული თუ ინგლისურენოვანი ლიტერატურის, პროფესიული ჟურნალებისა და სტატიების მეშვეობით ცოდნის დამოუკიდებლად გაღმავების უნარი

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გააზრებული სახელმწიფოებრივი აზროვნების, საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა პატივისცემის, საჯარო მმართველობის სფეროში მორალური, ეთიკური, დისკრეციული და პრაქტიკული პასუხისმგებლობის საკითხები
    • გააზრებული სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობა, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და რაციონალური მიდგომის აუცილებლობა
    • მმართველობით, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მიმართ ლიბერალური და დემოკრატიული დამოკიდებულების დამკვიდრებისკენ სწრაფვის მზაობა
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31-16
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით. სტუდენტი პირველი სემესტრიდან იწყებს ინგლისური ენის შესწავლას იმ დონიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას და პროგრამის განმავლობაში დაფარავს B2/2 დონეს.

    სტუდენტის ინგლისური ენის ცონის დონე დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულის შესაბამისად:

    • 50 ქულა და ნაკლები შეესაბამება A2 დონე
    • 51-75 ქულის ჩათვლით - B1/1 დონე
    • 76-100 ქულის ჩათვლით - B1/2 დონე

    ინგლისური ენის შესასწავლად პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია 18 კრედიტი (B1/2, B2/1, B2/2). შესაბამისად, სტუდენტი, რომელიც B1/2 კომპეტენციით ჩააბარებს, ინგლისურ ენას შეისწავლის ძირითადი საგნების ფარგლებში. ხოლო ინგლისურის დაბალი ქულით ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვა ენის ჩაბარების შემთხვევაში, არჩევითი კრედიტების ხარჯზე შეუძლია დამატებით 18 კრედიტის გამოყენება მისთვის საჭირო ინგლისურის დონეების დასაფარად (A1-დან B1/1 ჩათვლით).

    თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე და ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა.

    პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია გაიაროს 12 კრედიტის შესაბამისი თავისუფალი კრედიტები.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. 162 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 72 კრედიტის აღების საშუალება აქვს არჩვევითი საგნების მრავალფეროვანი ბლოკიდან, რომელიც შეადგენს 312 კრედიტს.

    პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია 12 კრედიტის გამოყენება თავისუფალი კრედიტების სახით.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    PUBL3212შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    LAWB1220კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი6 3
    PUBL1010თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 4
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 4
    PUBL1216საჯარო პოლიტიკის პროცესი6 4
    PUBL3280ადმინისტრაციული ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში6 4
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 5
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 5
    PUBL4112შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6 5
    PUBL2010საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება6 6
    PUBL4000სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები6 6
    PUBL2000კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში6 7
    PUBL3000საჯარო სერვისების მენეჯმენტი6 7

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    PUBL3277შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2116გერმანული ენა A2/16
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    MGMT3151ცვლილებების მართვა6
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6
    PUBL1000პროფესიული ინგლისური საჯარო მმართველთათვის6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2216გერმანული ენა A2/26
    INTR1278პრაქტიკა საჯარო სექტორში12
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6
    POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
    PUBL5000საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებაში18
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    312









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2019 საქართველოს უნივერსიტეტი