პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: პოლიტიკის მეცნიერებები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრი პოლიტიკის მეცნიერებაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის პოლიტიკის მეცნიერებების, საჯარო მოხელეების და პოლიტიკურად განათლებული და საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების მომზადებით, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე. პროგრამა შეასწავლის თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებულ ძირეული პრობლემების გააზრებას და განზოგადებას. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად. სწვალის განმავლობაში სტუდენტებს გამოუმუშავდებათ საბაკალავრო პროგრამის დონისთვის აუცილებელი კვლევითი უნარები, რაც სხვადხვა პროექტებისა და ნაშრომების მომზადებაში გამოადგებათ. კურსდამთავრებულს ეცოდინება სახელმწიფო წყობის და ფუნქციონირების პრინციპები, პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური ქმედებების და ინდივიდს, საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთკავშირის შესახებ. აგრეთვე, სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ანალიზის უნარი. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს მეორე დონის საფეხურზე (მაგისტრატურაში). პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელსაც შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო მომსახურების სპეციალისტი, საკონსულო თანამშრომელი და სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც პროგრამის ასისტენტის, კოორდინატორის ან/და სპეციალისტის პოზიციაზე, ადგილობრივი თვითმართველობის უწყებებში სპეციალისტის პოზიციაზე, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების კამპანიის კოორდინატორის და მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში ასისტენტის პოზიციაზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • სიტუაციური ამოცანები;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • პოლიტიკის მეცნიერებების ძირითადი კონცეფციების ცოდნა (ძალაუფლება, ჰეგემონია, ხელისუფლება, კონსტიტუციონალიზმი და სხვა), პოლიტიკურ სისტემების (მაგ: დემოკრატია, ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, და სხვა) ცოდნა ;
    • ეცოდინებათ მთავრობის ფორმები (საპარლამენტო, ნახევარ-საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო, უნიტარული და ფედერალური სისტემა და სხვა.), საარჩევნო სისტემები, ძალადობრივი და არა-ძალადობრივი ადგილობრივი ცვლილებები;
    • პოლიტიკის მეცნიერებების ძირითადი თეორიები (მაგ: მოდერნიზაცია, რეალიზმი და ნეორეალიზმი, ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი, ძალა თანასწორობა, ახალი ინსტიტუციონალიზმი და სხვა) და კვლევის მეთოდები (მაგ: ქეისების განხილვა, შედარებითი ანალიზი მცირე მაგალითების, სტატისტიკური ანალიზი და სხვა) ;
    • დისციპლინის განვითარების ისტორიის ცოდნა;
    • პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიების ცოდნა;
    • ისტორიული და თანამედროვე საერთაშორისო სისტემებისა და ინსტიტუტების ცოდნა;
    • გლობალური პოლიტიკაში არსებული ტენდენციების ცოდნა, როგორებიცაა რეგიონალური ინტეგრაცია, გლობალიზაცია და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, გლობალური მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული ინტერვენციის ნორმები, გაუვრცელებლობის გლობალური რეჟიმი, ენერგო დამოკუდებულება და უსაფრთხოება, ტრანსნაციონალური ტერორიზმი და კონტ-ტერორიზმი;
    • სფეროს შესაბამისი კვლევითი ტექნიკების ცოდნა, როგორებიცაა დოკუმენტების კონტენტ ანალიზი, ინტერვიურების ტექნიკა, კითხვარების და კვლევის ნიმუშების შედგენა, ელემენტარული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს მარტივ ხაზოვან რეგრესიას და კორელაციას;
    • გაცნობიერებული პოლიტიკური მეცნიერებების როლი ქვეყნის განვითარების პროცესში;
    • გაცნობიერებული პოლიტიკის მეცნიერებების თეორიებს შორის ურთიერთკავშირი;
    • გაცნობიერებული დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა;
    • პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტის ფუნქცია- მოვალეობების ცოდნა;
    • გაცნობიერებული პოლიტიკის მეცნიერებების ურთიერთკავშირი სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან;
    • ანალიტიკური ნაშრომების შესრულების პრინციპების და სტანდარტების ცოდნა;
    • პოლიტიკური იდეოლოგიებისა და თეორების ცოდნა
    • გაცნობიერებული პოლიტიკასა და რელიგიას შორის ურთიერთმიმართბეა
    • გაცნობიერებული პოლიტიკური სისტემები
    • საარჩევნო სისტემების თავისებურებების ცოდნა
    • გაცნობიერებული გლობალური ტენდენციები თანამედროვე პოლიტიკაში
    • ევროკავშირის ფუნქციონირების თავისებურების ცოდნა
    • ისეთი გეოპოლიტიკური თეორიების ცოდნა, როგორიცაა რეალიზმიდანეორეალიზმი, მოდერნიზმი, ლიბერალიზმიდანეოლიბერალიზმი, ძალათათანასწორობადასხვა)
    • საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული მიდგომების ცოდნა
    • გაცნობიერებული გლობალური კრიზისები და მათი განმაპირობებელი ფაქტორები
    • პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლისა და სხვადასხვა რელევანტური კვლევის მეთოდების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ხელმძღვანელობის ქვეშ თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენება და წარმართვა, როგორებიცაა სტრუქტურული ინტერვიუები, კითხვარების შედგენა, ელემენტარული უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს მარტივ ხაზოვან რეგრესიას და კორელაციას.
    • კონფლიქტური სიტუაციების მართვის და მის მოგვარებაში მონაწილეობის უნარი;
    • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარების და რეალიზების, მიღებული საბაზისო ცოდნის და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • დროის მართვის უნარი;
    • მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებაში კრიტიკული და კრეატიული მიდგომების გამომუშავების უნარი;
    • კვლევითი და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების უნარი სტანდარტული საოფისე პროგრამების გამოყენებით,;
    • სხვადასხვა პოლიტიკური პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრების დაგაგმვის და მომზადების უნარი;
    • კორექტული გადაწყვეტილების მიღება სხვა კულტურების და ტრადიციების გათვალისწინებით;
    • მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვების უნარი
    • პოლიტიკური გავლენის მქონე რელიგიებთან დაკავშირებით მეორადი კვლევების განხორციელებისა და დაკვირვების უნარი
    • პოლიტიკური თეორიების პრაქტიკულად გამოყენების უნარი არსებულ რეალობაზე დაკვირვებისას;
    • საარჩევნო ტენდენციების გამოსაკვლევად მცირემასშტაბიანი კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე
    • შესაძლო და მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების შესახებ პროგნოზირების უნარი
    • გეოპოლიტიკურ საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენების უნარი

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პოლიტიკური მეცნიერებების შედარებითი ანალიზის საფუძველზე პროცესების ინტერპრეტაციის და დასკვნის უნარი;
    • უნარი მიღებული ცოდნის საფუძველზე პოლიტიკური სისტემების და პროცესების ანალიზი ისტორიულ/ლონგიტუდური და/ან შედარებითი/ერთაშორისი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
    • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვების უნარი (მაგ: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, ელექტრონული მონაცემების მოძიება, მათ შორის EBSCO Research Databases, JSTOR);
    • მონათესავე პროფესიების და დისციპლინების იდენტიფიცირების უნარი;
    • პოლიტიკის მეცნიერებების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხების სწორად გაანალიზების და შეფასების უნარი;
    • სხვა მონათესავე დარგების შეფასების უნარი მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრნობით.
    • სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური მოვლენების გავლენის შეფასების და ანალიზის უნარი;
    • მეორადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარი;
    • სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის, განზოგადების და დასკვნის გაკეთების უნარი;
    • კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის უნარი;
    • პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების და ამ გადაწყვეტილების შეფასების უნარი;
    • ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შეფასების უნარი.
    • მეორადი მონაცემების ანალიზზე დაყრდნობითპოლიტიკური ტენდენციების შეფასების უნარი
    • პოლიტიკური პრობლემის იდენტიფიცირებისა და შეფასების უნარი
    • პოლიტიკური მოვლენების ანალიზის უნარი
    • რელიგიური მოძრაობებისა და პოლიტიკური ტენდენციების შედარების უნარი
    • საერთაშორისო და გლობალური მოვლენების კომპლექსურად შეფასების უნარი

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • მიმდინარე პოლიტიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებთან (საჯარო მოხეელებთან, პოლიტიკის მეცნიერებების და სოციალურ მეცნიერებების მკვლევარებთან და სხვა), ასევე არასპეციალისტებთან (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა) ინფორმაციის მიწოდების (ქართულ და ინგლისურ ენაზე) უნარი;
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტიანი მონაწილეობის უნარი;
    • ანგარიშების, მემორანდუმების და მოხსენებების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი;
    • გუნდური მუშაობის უნარი;
    • მიმდინარე პოლიტიკურ და გლობალურ პროცესებში სიტუაციისა და ვითარების შეფასება და არგუმენტირებული თვალსაზრისის წარმოჩენის უნარი;
    • მონათესავე სპეციალობების წარმომადგენლებთან ინტერაქციის უნარი;
    • პროფესიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უნარი;
    • კონფლიქტური სიტუაციების გადასაჭრელად მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
    • პოლიტიკური მოვლენების შესაბამისად ციფრულ და ბეჭვდით ბიბლიოთეკებში და ინტერნეტ წყაროებში ინფორმაციის განთავსება და გავრცელების უნარი.
    • პოლიტოლოგებსა და არასპეციალისტებთან (მედია, ფართე საზოგადოება) პოლიტიკურ ტენდენციებისა და პროგნოზების კომუნიკაციის უნარი, როგორც ქართულად, ისე ინგლისურ ენაზე
    • საკუთარი არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებების, როგორც წერილობით, ისე ზეპირად კომუნიკაციის უნარი
    • პოლიტიკურ დილემებთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და პოლემიკაში მონაწილეობის უნარი

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პოლიტიკის მეცნიერებებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის მუდმვივი განახლების უნარი;
    • საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით შესაბამისი სასერტიფიკატო კურსების ან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის განსაზღვრის უნარი;
    • პროფესიულ ასოციაციებში და კავშირებში, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში გაწევრიანების და მასალების დამუშავების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე აგრეთვე, დამოუკიდებლად თვითგანვითარების უნარი;
    • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი;
    • თანამედროვე პოლიტიკური ტენდენციების და გლობალური საკითხების შესახებ დამატებით კვალიფიკაციის ამაღლების უნარი
    • სხვადასხვა პოლიტიკური შინაარსის პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების უნარი
    • სამეცნიერო და პროფესიულ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
    • პოლიტიკური საკითხების სიღრმისეული შესწავლის მიზნით სწავლის პროცესის დაგეგმვის უნარი უფრო მაღალ საფეხურზე სწავლის გაგრძელებით ან სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილეობით.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;
    • ადამიანის ძირითადი უფლებები;
    • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, ტრადიციული, თანასწორუფლებიანობა და სხვა) პროცესში მონაწილეობის მიღება და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
    • სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, დემოკრატიული ღირებულებები;
    • განსხვავებული აზრისა და შეხედულების პატივისცემა;
    • კულტურული, პიროვნული, რასობრივი, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური თავისებურებები და მათი პატივისცემა.
    • გათავისებული ადამიანების უფლებები და მათი პატივისცემის საჭიროება
    • გათავისებული ზოგადსაკაცობრიო, სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებები;
    • განსხვავებული აზრისა და პოზიციების პატივისცემა
    • პიროვნული, კულტურული, ენობრივი, ეთნიკური რასობრივი და სხვა თავასებურებებისადმი პატივისცემა და არადისკრიმინაციული დამოკიდებულება.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის დეტალები: საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 72 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის ან სკოლის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პოლიტიკის მეცნიერებაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 24 კრედიტს; სპეციალობის 144 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნებს 24 კრედიტს, პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ძირითად სასწავლო კურსების საფუძველზე 120 კრედიტის დაგროვებას:მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას პოლიტიკის მეცნიერებაში, რომლის მოცულობა 18 კრედიტითაა განსაზღვრული; 72 კრედიტის პროგრამის ასარჩევი, სკოლის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით ან დამატებითი სპეციალობის არჩევის საფუძველზე.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    KART1220აკადემიური წერა6 8

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 1
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 1
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6 2
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6 2
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6 3
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6 3
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6 3
    POLI3105თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში6 3
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6 4
    POLI3130ევროპული პოლიტიკა6 4
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6 4
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6 4
    POLI1221გეოპოლიტიკა და სტრატეგიული კვლევები6 5
    POLI2210ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები6 5
    POLI3205სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა6 6
    POLI3145ევროკავშირის გაფართოების და ინტეგრაციის საკითხები და გამოწვევები: ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე.6 7
    POLI4110რელიგია და პოლიტიკა6 7
    POLI4228საბაკალავრო ნაშრომის მომზადება18 8

    კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
    POLI4112მაკიაველი, მორი, ჰობსი6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    IREL1225მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი6
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6
    LAWB2250საერთაშორისო სამართალი6
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები6
    POLI3250პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემები6
    POLI3251შესავალი სტატისტიკაში პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობებისთვის6
    PUBL4110შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    IREL1230კვლევის დიზაინი6
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები6
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    POLI3215აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი