eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: პოლიტიკის მეცნიერებები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მაღალი კომპეტენციის პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების კვლევისა და გაანალიზების უნარი. პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალვრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დასაქმედნენ, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ინსტიტუტში, ასევე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც პროგრამის ასისტენტის, კოორდინატორის ან/და სპეციალისტის პოზიციაზე, ადგილობრივი თვითმართველობის უწყებებში სპეციალისტის პოზიციაზე, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების კამპანიის კოორდინატორის და მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში ასისტენტის პოზიციაზე, ასევე, საჯარო სამსახურებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც საგარეო მომსახურების სპეციალისტი, საკონსულო თანამშრომელი და სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე,

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსია
  • დებატები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • - პოლიტიკის მეცნიერებების ფართო ცოდნა, კერძოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა პოლიტიკური სისტემები, ფუნქციები, რეჟიმები და მმართველობის ფორმების პრინციპები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური აზრის ფილოსოფია, პოლიტიკური თეორიების, პოლიტიკური ინსტიტუტები, კულტურა და მექანიზმები, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ელემენტები და პროცესები, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები;


    - საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც გლობალური პოლიტიკის, მისი თეორიული საფუძვლების და გლობალური პოლიტიკის პროცესების, მათ შორის ომისა და მშვიდობის გამომწვევი მიზეზების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი ინსტიტუციური თავისებურებების შესახებ ცოდნა;


    - სახელმწიფოს მართვის თეორიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების, პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური სოციალიზაციის, საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის სტრუქტურის, განვითარების, ეტაპების და განხორციელების მექანიზმების ცოდნა შიდა და საგარეო სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტში;


    - ევროპეიზაციის ძირითადი მახასიათებლების ცოდნა, ევროპული ინტეგრაციის თეორიების, ევროკავშირის გაფართოების და ინტეგრაციის, ევროპული დემოკრატიის ცნების და პრინციპების, მისი პოლიტიკურ სისტემებში ასახვის ცოდნა.


    - პოლიტიკური სოციოლოგის რაობის, განვითარების, ეტაპების, პოლიტიკის, როგორც სოციალური მოვლენის და პოლიტიკის სოციოლოგიზაციის, ისევე როგორც ეკონომიკური პროცესების საფუძვლების ცოდნა;


    - კვლევის მეთოდების და მეთოდოლოგიის, გეოპოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების მნიშვნელობის, ისევე როგორც აკადემიური ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა პოლიტიკის მეცნიერებებში;


  • უნარი
  • - წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე პოლიტიკურ საკითხებზე კვლევების დაგეგმვის, მეთოდოლოგიის შერჩევის და კვლევის განხორციელების, ასევე, წყაროების და ლიტერატურის გამოყენების და როგორც ქეისური, ისე მეორადი კვლევების განხორციელების, კვლევითი ანგარიშების შემუშავებისა და შეფასების უნარი. აკადემიური სტილის შერჩევის/გამოყენების უნარი;


    - პოლიტიკის მეცნიერებებში მმართველობის ფორმების, პოლიტიკურ რეჟიმების, სისტემების თავისებურებების, განსხვავებული საარჩევნო სისტემების და პოლიტიკური შედეგების, პოლიტიკური კულტურისა და ინსტიტუტების თავისებურებების გაანალიზების და შეფასების უნარი;


    - პოლიტიკურ იდეათა და იდეოლოგიათა კატეგორიზაციის და პოლიტიკურ პროცესებში მათი როლის, განსხვავებული სახელმწიფოების მაგალითებზე პოლიტიკური სისტემები, სახმრეთ კავკასიაში რეგიონალური და ტრანსრეგიონალური საკითხების,მათი ურთიერთკავშირის და მთავარი მოთამაშეების ინტერესების დადგენის უნარი;


    - საერთაშორისო სისტემაში წესრიგისა და ფუნქციონირების, აქტუალური პრობლემების, ევროკავშირის გაფართოებისა და ინტეგრაციის საკითხების, ნაციონალიზმის თეორიის, მისი განვითარების ეტაპების და ამ ჭრილში თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შეფასების უნარი;


    - სოციალური ცვლილებებსი და მოძრაობების თავისებურებების, ისევე როგორც პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმურობისა და მისი ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირების უნარი;


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • - გათავისებული პროფესიული, ეთიკური და აკადემიური (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;


    - გათავისებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და თავისუფალი საზოგადოების პრინციპები;


    - გათავისებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღიარებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა;

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-09-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 03-06
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები:

    საუნივერსიტეტო, სკოლის (ძირითადი და არჩევითი) და პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 72 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის ან სკოლის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად პოლიტიკის მეცნიერებაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო ძირითად საგნებს 24 კრედიტს; სპეციალობის 144 კრედიტს, რომელიც მოიცავს სკოლის ძირითადი საგნებს 24 კრედიტს, პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ძირითად სასწავლო კურსების საფუძველზე 120 კრედიტის დაგროვებას:მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას პოლიტიკის მეცნიერებაში, რომლის მოცულობა 18 კრედიტითაა განსაზღვრული; 72 კრედიტის პროგრამის ასარჩევი, სკოლის ასარჩევი, თავისუფალი კრედიტებით ან დამატებითი სპეციალობის არჩევის საფუძველზე. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჟურნალისტიკა.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 შემოდგომა/გაზაფხული
    KART1220აკადემიური წერა6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1515ანალიტიკური და რაოდენობირივი აზროვნება6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    24

    სკოლის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1118გერმანული ენა A/16
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1218გერმანული ენა A/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6

    კრედიტების ჯამი:

    114

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    IREL1335ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები6 შემოდგომა
    IREL2225გეოპოლიტიკა6 შემოდგომა
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6 შემოდგომა
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 შემოდგომა/გაზაფხული
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6 გაზაფხული/შემოდგომა
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6 გაზაფხული
    POLI2210ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები6 გაზაფხული
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6 შემოდგომა
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6 გაზაფხული
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6 შემოდგომა
    POLI3105თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში6 შემოდგომა
    POLI3145ევროკავშირის გაფართოების და ინტეგრაციის საკითხები და გამოწვევები: ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე.6 გაზაფხული
    POLI3205სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა6 გაზაფხული
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6 გაზაფხული
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6 შემოდგომა
    POLI4110რელიგია და პოლიტიკა6 შემოდგომა
    POLI4228საბაკალავრო ნაშრომის მომზადება18 შემოდგომა/გაზაფხული
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    120

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    IREL3262კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში6
    IREL3264კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    IREL1225მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი6
    IREL1230კვლევის დიზაინი6
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები6
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები6
    POLI3215აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა6
    POLI3250პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემები6
    POLI3251შესავალი სტატისტიკაში პოლიტიკისა და საერთშორისო ურთიერთობებისთვის6
    POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
    POLI4112მაკიაველი, მორი, ჰობსი6
    PUBL4110შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი