eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ელზა ნიკოლეიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ფარმაციის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა B2 დონე) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შედეგად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით.

ფარმაციის სპეციალიზაციის მიმართულებით მიიღება ფარმაციის, საექთნო საქმის, ოკუპაციური მედიცინის, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ბაკალავრები, მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი განათლების მქონე აპლიკანტები და ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქვეყანაში დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.

პროგრამის მიზანი:

პრაქტიკული და კლინიკური ფარმაციის სფეროში გლობალურ და ადილობრივ გამოწვევებზე მოპასუხე თანამედროვე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა სამედიცინო ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაციისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის, კლინიკური ტოქსიკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული ფარმაცევტული ზრუნვისა და სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკის, აგრეთვე, კლინიკური კვლევების მეთოდების შესახებ; აგრეთვე, სტუდენტს მისცეს სისტემური ცოდნა მედიკამენტების ძირითადი ქიმიური და ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მათი ორგანიზმში შეყვანის გზების, ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, მედიკამენტების გვერდით ეფექტების და თერაპიული მნიშვნელობის შესახებ.

მაგისტრანტს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს საგნობრივი სამეცნიერო კვლევები, საქმიანობა წარმართოს ფარმაცევტული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალურ სერვისებში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვით განახორციელოს რაციონალური ფარმაკოთერაპია.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები

• დემონსტრირების მეთოდი

• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება

• ინტერაქტიული მეცადინეობები

• სიტუაციური ამოცანები

• სიახლეთა გარჩევა

• მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება

• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა

• კრიტიკული ანალიზი

• ჯგუფური დავალებები

• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)

• ლიტერატურის მიმოხილვა

• წიგნზე მუშაობის მეთოდი

• შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში

• პრეზენტაციების წარდგენა

პროექტი

• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი

• თემების დაწერა

სიმულაცია

ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება

კლინიკურ გარემოში სწავლება

პრაქტიკული მუშაობა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • •სისტემური ცოდნა პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური და ფარმაცევტული სექტორების ფუნქციებისა და პოლიტიკის შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეში

    •სისტემური ცოდნა გლობალური, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შესახებ;

    •ღრმა და სისტემური ცოდნა მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციების, ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის პროცესის თავისებურებების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის, გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და განხორციელების ეტაპების შესახებ, რაც განაპირობებს სისტემის, მის თითოეული სეგმენტის მართვის ახალი იდეებისა თუ წინადადებების შემუშავებას

    •ფარმაცევტული ეკონომიკისა და ფარმაცევტული პოლიტიკის საკითხების: ფარმაცევტულ ინდუსტრიის, ბაზრის სხვა თანამონაწილე კლასტერის სტეიკჰოლდერების, რეგულაციების, ზედამხედველობის და ადმინისტრირების - სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი და ირიბი ინტერვენციის სახით, ფარმაცევტული სერვისების კვლევის, ფარმაკოეპიდემიოლოგიის, კვლევის გამოსავლებისა და ჯანდაცვის პროდუქტიულობის ოპტიმიზაციაზე გავლენების სისტემური ცოდნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოახდინოს დარგის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზების გაცნობიერება.

    •გაცნობიერებულისარგებელი-რისკის, მიზეზების იდენტიფიცირების, ინდივიდუალური შემთხვევის უსაფრთხოების ანგარიშისათვი სმტკიცებითი და კლინიკური მონაცემების შეგროვების, მედიკამენტების გამოყენებისას სერიოზული გვერდითი მოვლენების და გართულებების დროს წამოჭრილი ცალკეული პრობლემის გადაჭრის გზები და ამ გზების მოძიებისას ახალი იდეების შემუშავების საშუალება.

    • ღრმა და სისტემური ცოდნა მედიკამენტების ძირითადი ქიმიური და ფარმაკოლოგიური ჯგუფების, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის, თერაპიული ჩვენებების და უკუჩვენებების იდენტიფიცირების, გვერდითი მოვლენების და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ

    •ღრმა და სისტემური ცოდნა სპეციფიური შხამების და ტოქსიური დოზების, მოწამვლის დონეების, მოწამვლებთან დაკავშირებული გართულების დროს-კომა, კრუნჩხვები, შოკური მდგომარეობები და სხვ. დეკონტამინაციის, დიალიზის და შესაბამისი მკურნალობის მეთოდების შესახებ

    •სისტემური ცოდნა კლინიკური ფარმაციის და ფარმაკოთერაპიის სფეროში, რომელიც საშუალებას მიცემს წარმოქმნილი კომპლექსური პრობლემის გადაჭრისათვის შეიმუშაოს ორიგინალური იდეები

    •გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ენდოკრინული დაავადებების, ანემიის, სისხლდენების, შიდსის, სიმსივნური დაავადებების, ღვიძლის, თირკმლების, და სხვა პათოლოგიური მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის პროცესში რაციონალური ფარმაკოთერაპია გაცნობიერებული ექნება როგორც ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზა.

    •გაცნობიერებული ექნება სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკის ( Good Pharmacy Practice) და მედიკამენტური თერაპიის ხარისხის გაუმჯობესების, აგრეთვე, დაავადების დადებითი კლინიკური გამოსავლის მიღწევის გზაზე წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის გზები.


  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • •ჯანდაცვის ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფასების, პრობლემური საკითხების ( პაციენტთა კმაყოფილების დაბალი დონე, შემოსავლების სიმწირე, სერვისების არადროული მიწოდება, არაეფექტური მართვა, სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული პრობლემები) კვლევისა და იდენტიფიცირების, მათ გადაჭრაზე მიმართული პროექტების დამოუკიდებლად შემუშავების უნარი

    •ფარმაკოეკონომიკისა და ფარმაცევტული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, ფარმაკოეკონომიკური კვლევისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით, დამოუკიდებლად კვლევისა და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად ორიგინალური გზების ძიების უნარი

    •ფარმაკოლოგიური კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი როგორც კლინიკური, ასევე ეპიდემიოლოგიური მიმართულებით. მედიკამენტების უტილიზაციის კვლევისა და ვაქცინების უსაფრთხოების ფარმაკოეპიდემიოლოგიური კვლევისთვის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენების უნარი

    • გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში, შხამსაწინააღმდეგო პრევენციული ზომების გატარებისა და წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მოიძიოს ორიგინალური გზის მოძიების უნარი

    •მულტიდისციპლინურ ან გაუთვალისწინებელ გარემოში (აფთიაქი, ამბულატორიული ან ჰოსპიტალური დაწესებულება, ლაბორატორია) კონკრეტული შემთხვევის ფარმაკოთერაპიული ასპექტის უზრუნველყოფისათვის მოქმედების უნარი

    •ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების დანიშვნის, მედიკამენტური თერაპიის მონიტორინგის ან მედიკამენეტის შეცვლის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად კვლევის ჩატარების და განხორციელების გზების ძიების უნარი

    •ფარმაცევტული ზრუნვისა და სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ახალ და არაადაპტირებულ გარემოში მოქმედების უნარი


  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • •ჯანდაცვის პოლიტიკისა და ზოგადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი, მეორეული და მესამეული დონის სერვისების სტრუქტურის, დაფინანსების, ორგანიზებისა და მიწოდების სეგმენტებში არსებული და უახლესი ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მტკიცებულებითი დასკვნის გაკეთების უნარი

    •ჯანდაცვის მენეჯმენტის და პოლიტიკის ლიტერატურული წყაროებისა და საკუთარი კვლევების საფუძველზე მოპოვებული მონაცემების დამუშავების, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის, კრიტიკული ანალიზის, ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარი

    •ფარმაკოზედამხედველობისა და ფარმაკოეპიდემიოლოგიის აქტუალური საკითხების -სასიცოცხლო ნიშნებისა და ფიზიკური მაჩვენებლების დაკვირვებისა და ინტეგრირებული ანალიზის, სპონტანური ანგარიშგების, მონაცემების ავტომატიზებული სისტემების შესახებ უახლესი კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შესწავლის მიზნით, დასაბუთებული დასკვნების გაკეთების უნარი

    •ჩატარებული უახლესი ფარმაცევტული და კლინიკური კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, რაციონალური ფარმაკოთერაპიის განხორციელების, ფარმაცევტული ზრუნვისა და ფარმაცევტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მტკიცებულებითი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;


  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • •ჯანდაცვის მენეჯმენტის ( უნივერსალური ფუნქციების, ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის პროცესის თავისებურებების, გუნდური მუშაობის, ლიდერობის და ა.შ.) საკითხებზე პროფესიული და აკადემიური საზოგადოებისათვის საკუთარი აზრის, ზეპირსიტყვიერად და წერილობით, თანამედროვედა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებისა და დისკუსირების უნარი.

    •საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის გლობალიზაციის, ჯანმრთელობა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობა და საერთაშორისო პოლიტიკის, ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულირების წესების, გლობალური ჯანმრთელობის ინიციატივების მიმართულებით აკადემიურ და პროფესილ საზოგადოებასთან, ფართო წრეებში აკადემიური პატიოსნების გათვალისწინებით მტკიცებულებითი დასკვნების, არგუმენტების წერილობით და პრეზენტაციების დონეზე წარდგენის უნარი.

    •ჯანდაცვის სფეროს პროფესიული და აკადემიური საზოგადოებისათვის ფარამაკოეპიდემიოლოგიისა და ფარმაკოზედამხედველობის, ფარმაკოთერაპიის, კვლევებსა და აქტუალურ საკითხებზე საკუთარი აზრის ზეპირსიტყვიერად, წერილობით (თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით) მიწოდებისა და საკუთარი მოსაზრებების დაცვის უნარი;

    • ფარმაკოეპიდემიოლოგიისა და ფარამკოზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესაწავლისას, წამლის უსაფრთხოების მონაცემთა შეგროვების, ბაზების შედგენის ან შედეგების მართვის კუთხით, საკუთარი მოსაზრების, კვლევის შედეგების და დასკვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წრეებში წარდგენის უნარი

    •კლინიკური ფარმაციისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალურ საკითხებზე, მაგ. ტკივილის მართვის (ონკოლოგიური დაავადებები და სხვ) დროს გამოყენებული მედიკამენტების პაციენტისათვის ინდივიდუალური დოზირების რეჟიმის აგება, მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონიტორინგი - ინტერპერსონალური ურთიერთობების წარმართვისა და პროფესიულ და აკადემიურ წრეებში საკუთარი მოსაზრების თუ კვლევის შედეგების, დასკვნების წარდგენის უნარი


  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • • საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციფიკური საკითხების (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, დაზიანებული ჯგუფების ჯანმრთელობა, წამალთპოლიტიკა და ჯანდაცვითი სისტემები, რეგულაციები, გლობალური ჯანმრთელობა და სხვა) მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენისა და სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი.

    •კლინიკური ფარმაციისა და ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული ზრუნვისა და სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკის მისთვის საინტერესო საკითხების უფრო ღრმად შესწავლის მიზნით საგნობრივი სწავლის პროცესის თავისებურებების განსაზღვრა და შესაბამისად, საკითხების სტრატეგიულად დაგეგმვისა და დამოუკიდებლად შესწავლის უნარი;

    •ფარმაციის მიმართულებით განათლების შემდოგმ საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უნარი;


  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • გათავისებული სამედიცინო და მენეჯერული ეთიკის პრინციპების დაცვის დამკვიდრებაში წვლილის შეტანის აუცილებლობა.

    •გათავისებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აღიარებული ღირებულებების ( პაციენტის უფლებები, პროფესიული ეთიკა,) დაცვა და პოლიტიკის გატარების აუცილებლობა.

    •გათავისებული ამბულატორიულ და ჰოსპიტლაურ სექტორში, ასევე თემის დონეზე კლინიკურ ფარმაციაში სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობისას, საზოგადოებრივი, აკადემიური თუ ეროვნული ფაქტორებისა და ღირებულებების მიმართ ეთიკური დამოკიდებულება, მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვა; ახალი ღირებულებების ფორმირებაში საკუთარი წვლილის შეტანის მნიშვნელობა.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07-16
    პროგრამის განახლების თარიღი: 05-27-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 19/16
    პროგრამის დეტალები:

    სუ ის სიმუალციურ აფთიაქში მოხდება სასწავლო შემთხვევების (კლინიკური, ლაბორატორიული, ფარმაცევტული) შესწავლა-გარჩევა, ხოლო უშუალოდ პრაქტიკები კი შესრულდება მაგისტრანტისთვის არჩევითი მიმართულებების (საგნობრივი ინტერესიდან გამომდინარე) მიხედვით (პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამბულატორიული დაწესებულება, ჰოსპიტალი, ფსიქიური ჯანმრთელობის სერვისები, კლინიკური ლაბორატორია) მრავალპროფილურ ჰოსპიტალურ და ამბოლატორიული ტიპის დაწესებულებებში, რომლებსაც გამართული აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი, ჩართულნი არიან ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამებში, სადაზღვევო კომპანიებში, შესაბამისი პროვაიდერული ქსელით. პრაქტიკული კურსის სწავლების ბოლოს მაგისტრანტი ასრულებს თვითშეფასებისა და განვითარების პროექტს.

    მაგისტრანტი შეთავაზებული 60 ECTS არჩევითი კრედიტიდან ირჩევს 18 ECTS კრედიტს, მათ შორის 6 ECTS კრედიტს მეორე სემესტრში. ამ სემესტრის არჩევით ბლოკში მოწოდებულია 24 ECTS კრედიტი -ეპიდემიოლოგიური, ცხოვრების წესისა და ქცევების, ეთიკისა და საინფორმაციო -სამედიცინო სოციალური სისტემების მიმართულებებით. მესამე სემეტრში არჩევითი ბლოკის 36 კრედიტიდან სტუდენტი ირჩევს 12 ECTS კრედიტს. ამ ბლოკში ძირითადად წარმოდგენილია კლინიკური მიმართულებები.

    სამაგისტრო ნაშრომი სრულდება ფარმაციის მიმართულებით ფარმაკოეპიდემიოლოგიური და სხვა საგნობრივი კვლევის მეთოდების საფუძველზე.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ფარმაციის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს –102 ECTS მათ შორის-სამაგისტრო ნაშრომის შესრულება - 30 ECTS და არჩევით საგნებს– 18 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შეთავაზებული არჩევითი საგნების 60 ECTS-დან.

    ფარმაციის სფეროში სტუდენტი შეასრულებს კვლევით სამუშაოებს, დაწერს რეფერატებსა და პროექტებს, გაივლის პრაქტიკას, მოახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციას, შეასრულებს სამაგისტრო ნაშრომს.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    CLPH5110ფარმაკოეპიდემიოლოგია და ფარმაკოზედამხედველობა6 1
    CLPH5120სამედიცინო ფარმაკოლოგია I6 1
    PHAR5110ფარმაკოეკონომიკა და პოლიტიკა (PEP)6 1
    PHMA5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა6 1
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი6 1
    CLPH5210კლინიკური ფარმაცია და ფარმაკოთერაპია I6 2
    CLPH5220სამედიცინო ფარმაკოლოგია II6 2
    CLPH5230ფარმაკოთერაპიის თავისებურებები ასაკობრივ ჯგუფებში (პედიატრიული და გერიატრიული ფარმაკოთერაპია)6 2
    CLPH5240კლინიკური კვლევები: დიზაინი, შედეგები, ბიომარკერები, წამალთუსაფრთხოება6 2
    CLPH 6110კლინიკური ფარმაცია და ფარმაკოთერაპია II6 3
    CLPH6120კლინიკური ტოქსიკოლოგია6 3
    CLPH6130ფარმაცევტული ზრუნვა და სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკა6 3
    CLPH6210სამაგისტრო ნაშრომი ფარმაციაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    PHAR6110წამლები -ეთიკა და პრაქტიკა6
    PHMA5240ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-სტატისტიკური კვლევის მეთოდები6
    PHMA6120ცხოვრების ჯანსაღი წესი და ქცევების ცვლილება6
    PHMA6140სამედიცინო-სოციალური საინფორმაციო სისტემები და მართვა6
    CLPH6140ფარმაცევტული პრაქტიკა ჰოსპიტალურ სერვისებში6
    CLPH6150ფარმაცევტული პრაქტიკა პირველადი ჯანდაცვის სერვისებსა და აფთიაქებში6
    CLPH6160ფარმაცევტული პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში6
    CLPH6170ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაცია პრაქტიკოსი ფარმაცევტებისთვის6
    CLPH6180ფარმაცევტული ზრუნვა-პრაქტიკული კურსი6
    CLPH6190ალტერნატიული და კომპლემენტარული მედიცინა6

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი