პროგრამა: | ფარმაცია |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ელზა ნიკოლეიშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ფარმაციის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა B2 დონე) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შედეგად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით. ფარმაციის სპეციალიზაციის მიმართულებით მიიღება ფარმაციის, საექთნო საქმის, ოკუპაციური მედიცინის, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ბაკალავრები, მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი განათლების მქონე აპლიკანტები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქვეყანაში დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. |
პროგრამის მიზანი: | პრაქტიკული და კლინიკური ფარმაციის სფეროში გლობალურ და ადილობრივ გამოწვევებზე მოპასუხე თანამედროვე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა სამედიცინო ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაციისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის, კლინიკური ტოქსიკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული ფარმაცევტული ზრუნვისა და სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკის, აგრეთვე, კლინიკური კვლევების მეთოდების შესახებ; აგრეთვე, სტუდენტს მისცეს სისტემური ცოდნა მედიკამენტების ძირითადი ქიმიური და ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მათი ორგანიზმში შეყვანის გზების, ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, მედიკამენტების გვერდით ეფექტების და თერაპიული მნიშვნელობის შესახებ. მაგისტრანტს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს საგნობრივი სამეცნიერო კვლევები, საქმიანობა წარმართოს ფარმაცევტული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალურ სერვისებში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვით განახორციელოს რაციონალური ფარმაკოთერაპია. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | • ლექცია-სემინარები • დემონსტრირების მეთოდი • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება • ინტერაქტიული მეცადინეობები • სიტუაციური ამოცანები • სიახლეთა გარჩევა • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა • კრიტიკული ანალიზი • ჯგუფური დავალებები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • ლიტერატურის მიმოხილვა • წიგნზე მუშაობის მეთოდი • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • პრეზენტაციების წარდგენა პროექტი • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი • თემების დაწერა სიმულაცია ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება კლინიკურ გარემოში სწავლება პრაქტიკული მუშაობა |
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
უნარი
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 02-26-2016 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 07-16 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 19/16 |
პროგრამის დეტალები: | საქართველოს უნივერსიტეტის სიმუალციურ აფთიაქში მოხდება სასწავლო შემთხვევების (კლინიკური, ლაბორატორიული, ფარმაცევტული) შესწავლა-გარჩევა, ხოლო უშუალოდ პრაქტიკები კი შესრულდება მაგისტრანტისთვის არჩევითი მიმართულებების (საგნობრივი ინტერესიდან გამომდინარე) მიხედვით (პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამბულატორიული დაწესებულება, ჰოსპიტალი, ფსიქიური ჯანმრთელობის სერვისები, კლინიკური ლაბორატორია) მრავალპროფილურ ჰოსპიტალურ და ამბოლატორიული ტიპის დაწესებულებებში, რომლებსაც გამართული აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი, ჩართულნი არიან ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამებში, სადაზღვევო კომპანიებში, შესაბამისი პროვაიდერული ქსელით. პრაქტიკული კურსის სწავლების ბოლოს მაგისტრანტი ასრულებს თვითშეფასებისა და განვითარების პროექტს. მაგისტრანტი შეთავაზებული 60 ECTS არჩევითი კრედიტიდან ირჩევს 18 ECTS კრედიტს, მათ შორის 6 ECTS კრედიტს მეორე სემესტრში. ამ სემესტრის არჩევით ბლოკში მოწოდებულია 24 ECTS კრედიტი -ეპიდემიოლოგიური, ცხოვრების წესისა და ქცევების, ეთიკისა და საინფორმაციო -სამედიცინო სოციალური სისტემების მიმართულებებით. მესამე სემეტრში არჩევითი ბლოკის 36 კრედიტიდან სტუდენტი ირჩევს 12 ECTS კრედიტს. ამ ბლოკში ძირითადად წარმოდგენილია კლინიკური მიმართულებები. სამაგისტრო ნაშრომი სრულდება ფარმაციის მიმართულებით ფარმაკოეპიდემიოლოგიური და სხვა საგნობრივი კვლევის მეთოდების საფუძველზე. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ფარმაციის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს –102 ECTS მათ შორის-სამაგისტრო ნაშრომის შესრულება - 30 ECTS და არჩევით საგნებს– 18 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შეთავაზებული არჩევითი საგნების 60 ECTS-დან. ფარმაციის სფეროში სტუდენტი შეასრულებს კვლევით სამუშაოებს, დაწერს რეფერატებსა და პროექტებს, გაივლის პრაქტიკას, მოახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციას, შეასრულებს სამაგისტრო ნაშრომს. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
CLPH5110 | ფარმაკოეპიდემიოლოგია და ფარმაკოზედამხედველობა | 6 | 1 |
CLPH5120 | სამედიცინო ფარმაკოლოგია I | 6 | 1 |
PHAR5110 | ფარმაკოეკონომიკა და პოლიტიკა (PEP) | 6 | 1 |
PHMA5110 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა | 6 | 1 |
PHMA5210 | ჯანდაცვის მენეჯმენტი | 6 | 1 |
CLPH5210 | კლინიკური ფარმაცია და ფარმაკოთერაპია I | 6 | 2 |
CLPH5220 | სამედიცინო ფარმაკოლოგია II | 6 | 2 |
CLPH5230 | ფარმაკოთერაპიის თავისებურებები ასაკობრივ ჯგუფებში (პედიატრიული და გერიატრიული ფარმაკოთერაპია) | 6 | 2 |
CLPH5240 | კლინიკური კვლევები: დიზაინი, შედეგები, ბიომარკერები, წამალთუსაფრთხოება | 6 | 2 |
CLPH 6110 | კლინიკური ფარმაცია და ფარმაკოთერაპია II | 6 | 3 |
CLPH6120 | კლინიკური ტოქსიკოლოგია | 6 | 3 |
CLPH6130 | ფარმაცევტული ზრუნვა და სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკა | 6 | 3 |
CLPH6210 | სამაგისტრო ნაშრომი ფარმაციაში | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 102 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
PHAR6110 | წამლები -ეთიკა და პრაქტიკა | 6 | |
PHMA5240 | ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-სტატისტიკური კვლევის მეთოდები | 6 | |
PHMA6120 | ცხოვრების ჯანსაღი წესი და ქცევების ცვლილება | 6 | |
PHMA6140 | სამედიცინო-სოციალური საინფორმაციო სისტემები და მართვა | 6 | |
CLPH6140 | ფარმაცევტული პრაქტიკა ჰოსპიტალურ სერვისებში | 6 | |
CLPH6150 | ფარმაცევტული პრაქტიკა პირველადი ჯანდაცვის სერვისებსა და აფთიაქებში | 6 | |
CLPH6160 | ფარმაცევტული პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში | 6 | |
CLPH6170 | ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაცია პრაქტიკოსი ფარმაცევტებისთვის | 6 | |
CLPH6180 | ფარმაცევტული ზრუნვა-პრაქტიკული კურსი | 6 | |
CLPH6190 | ალტერნატიული და კომპლემენტარული მედიცინა | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 60 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |