პროგრამები
eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაციის მენეჯმენტი
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: თინათინ ტურძილაძე
ოთარ ვასაძე
სწავლების ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა B2 დონე) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შედეგად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენით (TOEFL (87), IELTS (6.5) ან სხვა B2 დონის შესაბამისი შედეგით) ან უნივერსიტეტის ინსტიტუციური გამოცდის 70%-იანი ზღვარის გადალახვით.

პროგრამის მიზანი: მოამზადოს ფარმაციის მენეჯერები, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უსაფრთხო, ეფექტური და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდით გზით. შეძლებს ფარმაცევტული სფეროს მართვის სახელმწიფო მოდელის ვალიდურობის, ფარმაციის სისტემაზე/ორგანიზაციაზე მოქმედი გარე და შიდა გამოწვევების კვლევას, შეფასებასა და ადმინისტრირებას.
პროგრამის კურსდამთავრებული, ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრი, შეძლებს განახორციელოს მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობა სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანიზაციებში ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქციის სახელმწიფო ადმინისტრირება, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება, დისტრიბუცია, ლოჯისტიკა, იმპორტი, აფთიაქი, ხარისხის კონტროლი, მარკეტინგი და პრომოცია, კლინიკური კვლევებისა და ფარმაკოზედამხედველობის ადმინისტრირება, სადაზღვევო კომპანიებში ფარმაკოეკონომიკის მიმართულებით საქმიანობა. მას საშუალება ექნება გააგრძელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სწავლა განათლების შემდგომ, სადოქტორო, საფეხურზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

· ლექცია-სემინარები

· წიგნზე მუშაობის მეთოდი

· ახსნა-განმარტებითი მეთოდი

· დემონსტირების მეთოდი

· ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება

· სიტუაციური ამოცანები

· სიახლეთა გარჩევა

· პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა

· კრიტიკული ანალიზი

· დისკუსია

· პროექტები

· პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

· შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)

· ლიტერატურის მიმოხილვა

· წიგნზე მუშაობის მეთოდი

· შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში

· თემების დაწერა

· პრეზენტაციების წარდგენა

· ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი

· მცირე მოცულობის კვლევა

· წერითი მეთოდი

· გუნდური მუშაობა

· ვიზუალური ლექციები

· ინდუქცია-დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

· დებატები

· სემინარი

· პრაქტიკული დავალების შესრულება

· პრაქტიკა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
    • სისტემური ცოდნა გლობალური, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემების მართვის, მენეჯერული ეკონომიკის, ფარმაცევტული კოეკონომიკისა და ფარმაცევტული პოლიტიკის, ფარმაკოზედამხედველობის, ფარმაცევტული ხარისხის სისტემების მართვის,  წამლების ავტორიზაციის,  კლინიკური კვლევების ბიზნეს ადმინისტრირების,  ფარმაკოზედამხედველობის და ფარმაცევტული ეთიკის შესახებ;
    • ფარმაცევტული ეკონომიკისა და ფარმაცევტული პოლიტიკის საკითხების(ფარმაცევტულ ინდუსტრიის, ბაზრის სხვა თანამონაწილე კლასტერის აქტორების, რეგულაციების და ადმინისტრირების - სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი და ირიბი ინტერვენციის სახით, ფარმაცევტული სერვისების კვლევის, ფარმაკოეპიდემიოლოგიის, კვლევის გამოსავლებისა და ჯანდაცვის პროდუქტიულობის ოპტიმიზაციაზე გავლენების)  სისტემური ცოდნა, საშუალებას მიცემს მოახდინოს დარგის წინაშე მდგარი გამოწვევების  გადაწყვეტის  მიმართულებების  სიღრმისეული გაცნობიერება;
    • ღრმა ცოდნა მენეჯმენტის, მ.შ. ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის პროცესის თავისებურებების, ფარმაციის მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის, გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და განხორციელების ეტაპების შესახებ, რაც განაპირობებს სისტემის, მის თითოეული სეგმენტის მართვის ახალი იდეებისა თუ წინადადებების შემუშავებას ფარმაციის მართვის სფეროში, ასევე სიღრმისეულად გაცნობიერებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის მიღებისა და სტატისტიკურად დამუშავების თავისებურებები;
    • ფარმაცევტული ხარისხის მართვის სისტემის სისტემური ცოდნა, კერძოდ გააცნობიერებს GMP API (აქტიური ინგრედიენტის კარგი წარმოების პრაქტიკა), GMP MP (ფარმაცევტული პროდუქტის კარგი წარმოების პრაქტიკა), GDP API  (აქტიური ინგრედის კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა), GDP MP (ფარმაცევტული პროდუქტის კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა), GDP Exipien (დამხმარე ნივთიერებების კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა),  GSP(კარგი სასაწყობო პრაქტიკა) დახარისხის პროცესების პრევენციისა და კორექციის (CAPA)  სისტემას,   რომლის მეშვეობით გააცნობიერებს წარმოების, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის  ეტაპზე   წამლების უსაფრთხოების, ხარისხის, ეფექტურობის პრობლემების გადაჭრის გზებს.
    • სისტემური ცოდნა სწორი კლინიკური პრაქტიკის (GCP) და კვლევის ეთიკური პრინციპების  (კვლევის სუბიექტების    კეთილდღეობა და სხვა) შესახებ;
    • სიღრმისეულად გაცნობიერებული ფასწარმოქმნის სპეციფიკური სტრატეგიები (მათ შორის კარტელური გარიგება, ფასისმიერი ლიდერობა, დისკრიმინაცია, არაზღვრული ფასწარმოქმნა).

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანდაცვის ორგანიზაციის, ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტების მისიისა და მიზნების ჩამოყალიბების, სტრატეგიული და მიმდინარე გეგმების შედგენის (მ.შ.ხარისხის სისტემის მართვა), ფარმაცევტული პროდუქტციის მარკეტინგის, ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზებისა და ადამიანური რესურსებით დაკომპლექტების, გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა კოორდინირებისა და კონტროლის,  კონფლიქტების მართვის  უნარი.
    • ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუციის ეტაპზე ხარისხის უზრუნველყოფის მულტიდისციპლინარული პრევეციისა და კორექციის (CAPA) სისტემური აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და აუდიტირების უნარი,  აგრეთვე მოხმარებული წამლების გაუთვალისწინებული გვერდითი ეფექტების, კლინიკური კვლევების ადმინისტრირების, კვლევის ბიზნეს-გეგმის შედგენის, სტრატეგიული დაგეგმვა- ფინანსური გათვლების წარმოება, ადმინისტრირების პროცესში წარმოქმნილი კომპლექსური პრობლემების  ( კლინიკური კვლევის სუბიექტის კეთილდღეობა, ზიანის ანაზღაურება,  სტანდარტული ინფორმაციული პროცედურების დარღვევა და სხვა) ახალი მიდგომებით გადაწყვეტისა და მოქმედების, კვლევის შედეგების უახლესი სტატისტიკური  მეთოდებითა და მიდგომებით  დამუშავების უნარი.
    • ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, ეთიკურად გამართული კვლევისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად ორიგინალური გზების ძიების უნარი.

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ფარმაციის სფეროში ლიტერატურული წყაროებისა და საკუთარი კვლევების საფუძველზე მოპოვებული მონაცემების დამუშავების, ჰიპოთეზის ტესტირების, კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი.
    • ჯანდაცვის სისტემურ დონეზე, ფარმაცევტულ სტრუქტურებში, ფარმაცევტულ ბაზარზსა და კვლევებში არსებული რთული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზისა და გამოთვლილი კოვარიაციისა და კორელაციის შედეგების მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და კრიტიკული ანალიზის, შესახებ დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბების უნარი;
    • GMP MP  / სამედიცინო პროდუქტის/     და GMP  API/ აქტიური ფარმაცევტული პროდუქტის/  კარგი საწარმოო პრაქტიკით გათვალისწინებული პროცესების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე სისტემის შეფასების უნარი;
    • ფარმაცევტული საწარმოო პროცესებისა და აპარატურის ვალიდაციის ახალ მონაცემებზე დაფუძნებით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხის პროცესების პრევენციისა და კორექციის (CAPA) სისტემური აქტიობების განხორციელებას.
    • წამლის კომპლექსური მოდულარული ინფორმაციის (უსაფრთხოება, ხარისხი, ეფექტურობა, ლეგალურობა, ფარმაცევტული ინდუსტრიის მოქმედებების ეთიკური ასპექტები) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასკვნითი შეფასების ჩამოყალიბების უნარი;
    • ფარმაცევტული პოლიტიკის და ფარმაკოეკონომიკის უახლესი მონაცემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მარეგულირებელი მოდელების/ინსტრუმენტების ვალიდურობასა და ფარმაკოკოთერაპიის რაციონალურობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანდაცვისა და ფარმაციის მენეჯმენტში, ფარმაციის პოლიტიკის, ფარმაკოეკონომიკის,  ფარმაცევტული ხარისხის სისტემის, წამლის ავტორიზაციისა და უსაფრთხოების, ფარამკოზედამხედველობის , ფარმაცევტული ეთიკის საკითხებზე  წარმოებული კვლევებისა და მიღებული შედეგების შესახებ პროფესიულ საზოგადოებასთან თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით,  ასევე აფთიაქსა და კლინიკურ გარემოში მომხმარებელთან ინფორმაციის მიწოდებისა და დისკუსიის  უნარი.

  • სწავლის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • ჯანდაცვის მ.შ. ფარმაციის მენეჯმენტის, ზედამხედველობის, წამლების ავტორიზაციის, კვლევის, ხარისხის სისტემის როგორც დინამიურად განვითარებადი სფეროს, შემდგომი გაღრმავებული შესწავლის საჭიროების გაცნობიერების და ცალკეული საკითხების (მ.შ. სტატისტიკურ-მათემატიკურ სფეროში) დამოუკიდებლად სწავლის სტრატეგიული დაგეგმვისა და სწავლის უნარი
    • განათლების უფრო მაღალ საფეხურზე (დოქტორანტურა)  სწავლის გაგრძელების უნარი

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • უნარი შეაფასოს ფარმაცევტული სუბიექტის სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა საზოგადოებისადმი, ასევე ხელი შეუწყოს ჯანდაცვით სერვისების მიწოდებაში მენეჯერული, სამედიცინო, ფარმაცევტული ეთიკის პრინციპებზე ორიენტირებას.
    • უნარი შეაფასოს სტანდარტების ზედამხედველობით ადმინისტრირების უპირატესობა დირექტიული მართვის პრინციპებთან მიმართებაში და ხელი შეუწყოს მის დამკვიდრებას, აგრეთვე შეაფასოს საკუთარი და ჯანდაცვის პროფესიონალების დამოკიდებულება წამალთმოხმარების, კვლევებისა და ზოგადად ფარმაციის ეთიკაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07.16
    პროგრამის დეტალები: ფარმაციის მენეჯმენტის სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებს, ასრულებს სამეცნიერო სტატიის კრიტიკულ ანალიზს, არჩევს სიახლეებს და ამზადებს პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: ფარმაციის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 108 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი ფარამაციის მენეჯმენტში - 30 ECTS), განსაზღვრულ და არჩევით საგნებს– 12 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 54 ECTS -დან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6 1
    PHAR5110ფარმაკოეკონომიკა და პოლიტიკა (PEP)6 1
    PHAR5120ფარმაცევტული ხარისხის სისტემა (PQS)I ნაწილი6 1
    PHMA5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა6 1
    PHMA5210ჯანდაცვის მენეჯმენტი6 1
    PHAR5210ფარმაციის მენეჯმენტი, ლიდერობა, მარკეტინგი და ფინანსები12 2
    PHAR5220ფარმაცევტული ხარისხის სისტემა (PQS) II ნაწილი6 2
    PHAR5230წამლების ავტორიზაცია -თანამედროვე სტანდარტები6 2
    PHAR5240კლინიკური კვლევების ბიზნეს ადმინისტრირება6 2
    PHAR5250ფარმაკოზედამხედველობა6 2
    PHAR6110წამლები -ეთიკა და პრაქტიკა6 3
    STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6 3
    PHAR6210სამაგისტრო ნაშრომი ფარმაციის მენეჯმენტში30 4

    კრედიტების ჯამი:

    108

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ACCT5110ფინანსური აღრიცხვა6
    FINA5210დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი6
    HELM6110ჯანდაცვის ორგანიზაციული ლიდერობა6
    LAWP5250ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები6
    MGMT6120საერთაშორისო ბიზნესი6
    MKTG6130ბრენდის მენეჯმენტი6
    PHAR6120ფარმაცევტული მენეჯმენტის და ხარისხის სისტემა - პრაქტიკა6
    PHMA5220ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა6
    PHMA5240ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-სტატისტიკური კვლევის მეთოდები6

    კრედიტების ჯამი:

    54









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი