პროგრამა: გამოყენებითი მეცნიერებები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი
გამოყენებითი ელექტროდინამიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია გამოყენებითი მეცნიერებების (გამოყენებითი ელექტროდინამიკა და გამოყენებითი მათემატიკა) დარგებში უზრუნველყოს კონკურენტული და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებსაც ექნებათ ფიზიკის/მათემატიკის/ინფორმაციულ და კომპიუტერულ ტექნოლოგიების ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსდამთავრებულები შეძლებენ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას, კრეატიულად აზროვნებას, და ექნებათ შესაბამისი სპეციალობით დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, მარკეტინგულ, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოითხოვება თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, დარგის უახლესი მიღწევების და სიღრმეების ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მეცნიერული გადაჭრის უნარი, სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის უნარები. კურსდამთავრებულებს ექნებათ სათანადო კვლევის უნარები, რათა შეძლონ სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის დონეზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

· ვიზუალური ლექციები

· ინტერაქტიული ლექციები

· ლექცია-სემინარები

· პრაქტიკული მეცადინეობა

· პრეზენტაციების წარდგენა

· ლიტერატურის მიმოხილვა

· პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა

· პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

· სიახლეთა გარჩევა

· ჯგუფური მუშაობა

· წიგნზე მუშაობის მეთოდი

· ჯგუფური დავალებები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულს ექნება:
  • მოდული - გამოყენებით ელექტროდინამიკა

    • დარგის უახლესი მიღწევების ცოდნა;
    • კლასიკური ელექტროდინამიკის ფუნდამენტური საკითხების ცოდნა; გარემოში ელექტრულიდა მაგნიტური ველების გავრცელების თავისებურებებისა და ელექტრომაგნიტურიგამოსხივების საკითხების საფუძვლიანი ცოდნა;
    • გამოთვლითი ტექნოლოგიებისა და პროგრამირების საკითხების სიღრმისეული ცოდნა; დაპროგრამების ენების C++ და Fortran სიღრმისეული ცოდნა; Microsoft Visual Studio-სგარემოს ინსტრუმენტების ცოდნა; სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებულიპროგრამირების პრინციპების ცოდნა;
    • პირველი და მეორე რიგის დიფერენციალური განტოლებების ცოდნა; ვექტორების,ვექტორული სივრცის, ვექტორული აღრიცხვის საკითხების ცოდნა;
    • ანტენების ძირითადი პარამეტრების ცოდნა და გაცნობიერება; ელექტრომაგნიტური ველისგამოსხივების და მიღების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაცნობიერება; სხვადასხვატიპის ანტენების გათვლის და პროექტირების საკითხების ცოდნა;
    • გამოყენებით ელექტროდინამიკის ძირითადი ამოცანების ცოდნა; მრავალი მულტიპოლებისმეთოდის ცოდნა; დამხმარე გამომსხივებლების მეთოდის ცოდნა;
    • ტალღგამტარებში სინათლის გავრცელების საკითხების ცოდნა; ზედაპირული პლაზმონურიტალღების გავრცელების საკითხების ცოდნა; ფოტონური კრისტალების ოპტიკურითვისებების ცოდნა; უარყოფითი გარემოს, მეტამასალების ოპტიკური თვისებების ცოდნა;
    • პროგრამული პროდუქტის პროტოტიპის შესაქმნელად ინოვაციური მეთოდების ცოდნა;პროგრამული პროდუქტების მისაღებად პროექტის დაგეგმვის და მართვის პროცესებისთანამედროვე მეთოდების ცოდნა; პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის და ტესტირების მეთოდოლოგიის ცოდნა.

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა

    • მათემატიკური ამოცანების ალგორითმულად ამოხსნადობის საკითხების ცოდნა;
    • ექსტრემალური ამოცანების ამოხსნათა მეთოდების ცოდნა;
    • ფუნქციონალური ანალიზის საკითხების საფუძვლიანი ცოდნა;
    • ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა, ფინანსურ სფეროში არსებულიმათემატიკური მოდელების სრულყოფილი ცოდნა;
    • ზოგად ტოპოლოგიურ სივრცეებში მიღებული ძირითადი კონცეფციების ცოდნა;
    • უმაღლესი მათემატიკის ამოცანების ამოსახსნელად და მონაცემების ვიზუალიზაციისათვის MATLAB-ის ინსტრუმენტების ცოდნა

  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
  • მოდული - გამოყენებით ელექტროდინამიკა

    • სამეცნიერო ნაშრომის ანალიზის და წარმოჩენის უნარი;
    • პრაქტიკული ამოცანებისთვის ელექტრომაგნიტური თეორიის გამოყენების უნარი;
    • სხვადასხვა სამეცნიერო ამოცანებისთვის პროგრამების შედგენის უნარი დაპროგრამების ენების C++ და Fortran ენების გამოყენებით;
    • სხვადასხვა ფიზიკურ ამოცანებში მათემატიკური აპარატის ეფექტურად გამოყენების უნარი;
    • ელექტროდინამიკის ზოგიერთი ამოცანის ამოსახსნელად დამხმარე გამომსხივებლების მეთოდის გამოყენების უნარი;
    • სხვადასხვა მარტივი ანტენური სტრუქტურების მახასიათებლების განსაზღვრის უნარი; მოთხოვნების შესაბამისად საუკეთესო ანტენური ტიპის შერჩევის უნარი;
    • თავისუფალ გარემოში, დიელექტრიკებში, ტალღგამტარებში სინათლის გავრცელებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნის უნარი; ზედაპირული პლაზმონების ოპტიკური მახასიათებლების გამოთვლასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნის უნარი;
    • პროგრამული პროდუქტის პროტოტიპის ინოვაციური მეთოდებით შექმნის უნარი; პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის და ტესტირების მეთოდოლოგიის განსაზღვრის და გამოყენების უნარი.
    • კვლევების დაგეგმვის და ჩატარების უნარი;

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა

    • ალგორითმების ფორმალიზაციის და ალგორითმული სისტემების კვლევის უნარი;
    • ფინანსური ინსტრუმენტების ანალიზის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
    • მათემატიკური ამოცანების ერთობლივ აბსტრაქტულად განხილვის უნარი;
    • ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების რისკის შეფასების უნარი;
    • ალგორითმების MATLAB-ის ენაზე საკუთარი პროგრამული კოდის შექმნის უნარი;
    • რეალური ექსტრემალური ამოცანებისათვის მათემატიკური მოდელის აგების უნარი;
    • სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა, ტექნიკა, მედიცინაა, სოციოლოგია და სხვა, დასმული ექსტრემალური ამოცანისათვის ამოხსნის ეფექტური მეთოდის შერჩევის უნარი;
    • კვლევების დაგეგმვის და ჩატარების უნარი;

  • დასკვნის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • შესაბამისი სპეციალობით დარგის მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზის და საკუთარი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    • პრაქტიკული ამოცანების წინასწარი ანალიზი და მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • საკუთარი დასკვნების შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით დასაბუთების უნარი.

  • კომუნიკაციის უნარი
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • შესაბამისი სპეციალობით დარგის საკითხების თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირების და პრეზენტაციის უნარი;
    • შესაბამისი სპეციალობით დარგის დარგის საკითხებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • სხვადასხვა სფეროში, გამოყენებითი ამოცანების გაანალიზების და მათემატიკის ენაზე ფორმულირების უნარი;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი.
    • შესაბამისი სპეციალობით დარგის ტერმინოლოგიისა და მეთოდების ადეკვატური გამოყენების უნარი სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან დიალოგში.

  • ღირებულებები
    კურსდამთავრებულს ექნება:
    • გათავისებული გამოყენებითი მეცნიერების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ცხოვრებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/16, 26.02.2016
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები: პროგრამა შეიცავს ორ არჩევით მოდულს: 1. გამოყენებით ელექტროდინამიკა (Applied Electrodynamics) 2. გამოყენებითი მათემატიკა (Applied Mathematics) პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ირჩევს ერთ რომელიმე მოდულს და ასრულებს ამ მოდულით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. IV სემესტრში სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომს არჩეული სპეციალობის მიმართულებით. კვლევით მუშაობაში სტუდენტის ჩართულია სწავლის დასაწყისიდანვე. კურსი ძირითადად შედგება ლექცია და სემინარისაგან. პროგრამის უმრავლესი საგანი 10 კრედიტიანი და გულისხმობს კვირაში ორჯერ სააუდიტორიო შეხვედრას.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: პროგრამის 120 კრედიტი შედგება: 1. გამოყენებითი ელექტროდინამიკა სპეციალობის ძირითადი საგნები 100 ECTS, სპეციალობის არჩევით საგნები 20 ECTS 2. გამოყენებითი მათემატიკა სპეციალობის ძირითადი საგნები 90 ECTS, სპეციალობის არჩევით საგნები 30 ECTS

    მოდული - გამოყენებითი ელექტროდინამიკა. სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    INFO5113გამოთვლითი ტექნოლოგიები და პროგრამირება10 1
    MATH5114საინჟინრო მათემატიკა10 1
    PHYS5110ელექტრომაგნეტიზმის თეორია10 1
    PHYS5120ანტენების თეორია10 2
    PHYS5121გამოთვლითი ელექტროდინამიკა 110 2
    INFO5223ICT პროექტების მართვა6 3
    PHYS5210მიკრო და ნანო ოპტიკის საფუძვლები10 3
    PHYS5240სემინარი4 3
    PHYS5400სამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    100

    მოდული - გამოყენებითი ელექტროდინამიკა. სპეციალობის ასარჩევი

    სტუდენტი ირჩევს 20 ECTS
    კოდისაგანიკრედიტი
    MATH5116უმაღლესი მათემატიკის რჩეული თავები10
    PHYS5111ზოგადი ფიზიკის რჩეული თავები10
    EENG5110ელექტრონიკა 110
    EENG5112სიგნალები და სისტემები10
    EENG5111ელექტრონიკა 210
    PHYS5221გამოთვლითი ელექტროდინამიკა 210

    კრედიტების ჯამი:

    60

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა. სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MATH5117ალგორითმები და ანალიზი10 1
    MATH5118ზოგადი ტოპოლოგია10 1
    MATH5120პროგრამული პაკეტები მათემატიკაში (MATLAB)10 1
    MATH5119ფუნქციონალური ანალიზის რჩეული თავები10 2
    MATH5121მათემატიკური პროგრამირება და ვექტორული ოპტიმიზაცია10 2
    MATH5122რისკის შეფასების მეთოდები ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისათვის10 3
    MATH5400სამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    90

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა. სპეციალობის ასარჩევი

    სტუდენტი ირჩევს 30 ECTS
    კოდისაგანიკრედიტი
    MATH5116უმაღლესი მათემატიკის რჩეული თავები10
    INFO5221რთული სისტემების ლოგიკურ-ალბათური მოდელირება6
    INFO5223ICT პროექტების მართვა6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    MATH51225ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია10
    MATH5123კვლევის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდები10
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი6
    INFO6150მათემატიკური მოდელირება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    MATH5114საინჟინრო მათემატიკა10
    MATH5124კრიპტოგრაფია10
    MATH5126კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია10

    კრედიტების ჯამი:

    90









    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2018 საქართველოს უნივერსიტეტი