eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: გამოყენებითი მეცნიერებები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერებათა მაგისტრი (გამოყენებითი მათემატიკა), მეცნიერებათა მაგისტრი (გამოყენებითი ელექტროდინამიკა)
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია გამოყენებითი მეცნიერებების (გამოყენებითი ელექტროდინამიკა და გამოყენებითი მათემატიკა) დარგებში უზრუნველყოს კონკურენტული და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებსაც ექნებათ ფიზიკის/მათემატიკის/ინფორმაციულ და კომპიუტერულ ტექნოლოგიების ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსდამთავრებულები შეძლებენ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას, კრეატიულად აზროვნებას, და ექნებათ შესაბამისი სპეციალობით დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, მარკეტინგულ, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მოითხოვება თანამედროვე მეცნიერული აზროვნება, დარგის უახლესი მიღწევების და სიღრმეების ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის მეცნიერული გადაჭრის უნარი, სამეცნიერო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის უნარები. კურსდამთავრებულებს ექნებათ სათანადო კვლევის უნარები, რათა შეძლონ სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის დონეზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

·         ვიზუალური ლექციები

·         ინტერაქტიული ლექციები

·         ლექცია-სემინარები

·         პრაქტიკული მეცადინეობა

·         პრეზენტაციების წარდგენა

·         ლიტერატურის მიმოხილვა

·         პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა

·         პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

·         სიახლეთა გარჩევა

·         ჯგუფური მუშაობა

·         წიგნზე მუშაობის მეთოდი

·         ჯგუფური დავალებები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • მოდული - გამოყენებით ელექტროდინამიკა

    პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ფლობს ცოდნას დარგის უახლესი მიღწევების შესახებ
    • ფლობს საფუძვლიან ცოდნას კლასიკური ელექტროდინამიკის ფუნდამენტური საკითხების, გარემოში ელექტრული და მაგნიტური ველების გავრცელების თავისებურებებისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების საკითხების შესახებ
    • ფლობს ცოდნას გამოთვლითი ტექნოლოგიებისა და პროგრამირების საკითხების დაპროგრამების ენებს C++ და Fortran Microsoft-ს Visual Studio-სგარემოს ინსტრუმენტების, სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების შესახებ
    • ფლობს პირველი და მეორე რიგის დიფერენციალური განტოლებების ვექტორების,ვექტორული სივრცის, ვექტორული აღრიცხვის საკითხებს
    • აცნობიერებს და ფლობს ანტენების ძირითადი პარამეტრების, ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივების და მიღების ძირითადი პრინციპების, სხვადასხვა ტიპის ანტენების გათვლის და პროექტირების საკითხებს
    • იცნობს გამოყენებით ელექტროდინამიკის ძირითად ამოცანებს
    • ფლობს  და განმარტავს მრავალი მულტიპოლებისა და დამხმარე გამომსხივებლების მეთოდს
    • ფლობს ტალღგამტარებში სინათლის გავრცელების საკითხებს ზედაპირული პლაზმონურიტალღების გავრცელების საკითხების, ფოტონური კრისტალების ოპტიკური თვისებებს; უარყოფითი გარემოს, მეტამასალების ოპტიკური თვისებებს
    • ფლობს პროგრამული პროდუქტის პროტოტიპის შესაქმნელად ინოვაციური მეთოდებს ;პროგრამული პროდუქტების მისაღებად პროექტის დაგეგმვის და მართვის პროცესები სთანამედროვე მეთოდების ცოდნას; პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის და ტესტირების მეთოდოლოგის ცოდნას.

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა

    პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ფლობს მათემატიკური ამოცანების ალგორითმულად ამოხსნადობის საკითხებს
    • ფლობს და განმარტავს ექსტრემალური ამოცანების ამოხსნათა მეთოდებს
    • ფლობს ფუნქციონალური ანალიზის საკითხების საფუძვლიან ცოდნას;
    • ფლობს ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების,  ფინანსურ სფეროში არსებული მათემატიკური მოდელების სრულყოფილ ცოდნას;
    • იცნობს , აღწერს და განმარტავს ზოგად ტოპოლოგიურ სივრცეებში მიღებულ ძირითადი კონცეფციებს
    • უმაღლესი მათემატიკის ამოცანების ამოსახსნელად და მონაცემების ვიზუალიზაციისათვის ფლობს  MATLAB-ის ინსტრუმენტებს.

  • უნარი
  • მოდული - გამოყენებით ელექტროდინამიკა

    პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს და წარმოაჩენს სამეცნიერო ნაშრომს
    • პრაქტიკული ამოცანებისთვის იყენებს ელექტრომაგნიტური თეორიას
    • სხვადასხვა სამეცნიერო ამოცანებისთვის ადგენს პროგრამებს დაპროგრამების ენების C++ და Fortran ენების გამოყენებით;
    • სხვადასხვა ფიზიკურ ამოცანებში ეფექტურად იყენებს  მათემატიკურ აპარატს
    • ელექტროდინამიკის ზოგიერთი ამოცანის ამოსახსნელად იყენებს  დამხმარე გამომსხივებლების მეთოდს
    • განსაზღვრავს სხვადასხვა მარტივი ანტენური სტრუქტურების მახასიათებლებს , მოთხოვნების შესაბამისად არჩევს  საუკეთესო ანტენურ ტიპს
    • ამოხსნის თავისუფალ გარემოში, დიელექტრიკებში, ტალღგამტარებში სინათლის გავრცელებასთან დაკავშირებულ ამოცანებს
    • ამოხსნის ზედაპირული პლაზმონების ოპტიკური მახასიათებლების გამოთვლასთან დაკავშირებულ ამოცანებს
    • ინოვაციური მეთოდებით ქმნის პროგრამული პროდუქტის პროტოტიპის; განსაზღვრავს და იყენებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის და ტესტირების მეთოდოლოგიას
    • გეგმავს და ატარებს კვლევებს

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა

    პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • ახდენს ალგორითმების ფორმალიზაციას და იკვლევს ალგორითმულ სისტემებს
    • დამოუკიდებლად წარმართავს ფინანსური ინსტრუმენტების ანალიზს
    •  
    • ერთობლივ აბსტრაქტულად განიხილავს მათემატიკურ ამოცანებს
    • აფასებს ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების რისკს
    • ალგორითმების MATLAB-ის ენაზე ქმნის  საკუთარ  პროგრამულ კოდს;
    • რეალური ექსტრემალური ამოცანებისათვის აგებს მათემატიკურ მოდელს;
    • სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა, ტექნიკა, მედიცინა, სოციოლოგია და სხვა, დასმული ექსტრემალური ამოცანისათვის არჩევს ამოხსნის ეფექტურ მეთოდს
    • გეგმავს და ატარებს კვლევებს
    • შესაბამისი სპეციალობით დარგის საკითხებს თანმიმდევრულად და ნათლად უკეთებს ფორმულირებას და პრეზენტაციას
    • შესაბამისი სპეციალობით დარგის საკითხებზე ეფექტურად ახდენს  წერით და ზეპირ კომუნიკაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • სხვადასხვა სფეროში, აანალიზებს და მათემატიკურ ენაზე  ფორმულირებას უკეთებს გამოყენებით ამოცანებს
    • მიზნობრივად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
    • შესაბამისი სპეციალობით  დარგის ტერმინოლოგიასა და მეთოდებს ადეკვატურად  იყენებს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან დიალოგში.
    • შესაბამისი სპეციალობით აანალიზებს დარგის მნიშვნელოვან საკითხებს და აყალიბებს  საკუთარ დასკვნებს
    • წინასწარ აანალიზებს პრაქტიკულ ამოცანებს და აჯერებს მიღებულ შედეგებს
    • საკუთარი დასკვნებს ასაბუთებს შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით.

     


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

    • აცნობიერებს და ითავისებს გამოყენებითი მეცნიერების როლსა და მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/16, 26.02.2016
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა შეიცავს ორ არჩევით მოდულს: 1. გამოყენებით ელექტროდინამიკა (Applied Electrodynamics) 2. გამოყენებითი მათემატიკა (Applied Mathematics) პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ირჩევს ერთ რომელიმე მოდულს და ასრულებს ამ მოდულით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. IV სემესტრში სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომს არჩეული სპეციალობის მიმართულებით. კვლევით მუშაობაში სტუდენტის ჩართულია სწავლის დასაწყისიდანვე. კურსი ძირითადად შედგება ლექცია და სემინარისაგან. პროგრამის უმრავლესი საგანი 10 კრედიტიანი და გულისხმობს კვირაში ორჯერ სააუდიტორიო შეხვედრას.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის 120 კრედიტი შედგება: 1. გამოყენებითი ელექტროდინამიკა სპეციალობის ძირითადი საგნები 100 ECTS, სპეციალობის არჩევით საგნები 20 ECTS 2. გამოყენებითი მათემატიკა სპეციალობის ძირითადი საგნები 90 ECTS, სპეციალობის არჩევით საგნები 30 ECTS

    მოდული - გამოყენებითი ელექტროდინამიკა. სპეციალობის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO5113გამოთვლითი ტექნოლოგიები და პროგრამირება10 1
    MATH5114საინჟინრო მათემატიკა10 1
    PHYS5110ელექტრომაგნეტიზმის თეორია10 1
    PHYS5120ანტენების თეორია10 2
    PHYS5121გამოთვლითი ელექტროდინამიკა 110 2
    INFO5223ICT პროექტების მართვა6 3
    PHYS5210მიკრო და ნანო ოპტიკის საფუძვლები10 3
    PHYS5240სემინარი4 3
    PHYS5400სამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    100

    მოდული - გამოყენებითი ელექტროდინამიკა. სპეციალობის ასარჩევი

    სტუდენტი ირჩევს 20 ECTS
    კოდი საგანი კრედიტი
    MATH5116უმაღლესი მათემატიკის რჩეული თავები10
    PHYS5111ზოგადი ფიზიკის რჩეული თავები10
    EENG5110ელექტრონიკა 110
    EENG5112სიგნალები და სისტემები10
    EENG5111ელექტრონიკა 210
    PHYS5221გამოთვლითი ელექტროდინამიკა 210

    კრედიტების ჯამი:

    60

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა. სპეციალობის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH5117ალგორითმები და ანალიზი10 1
    MATH5118ზოგადი ტოპოლოგია10 1
    MATH5120პროგრამული პაკეტი MATLAB10 1
    MATH5119ფუნქციონალური ანალიზის რჩეული თავები10 2
    MATH5121მათემატიკური პროგრამირება და ვექტორული ოპტიმიზაცია10 2
    MATH5122ფინანსური ინსტრუმენტების რისკების შეფასების მეთოდები10 3
    MATH5400სამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    90

    მოდული - გამოყენებითი მათემატიკა. სპეციალობის ასარჩევი

    სტუდენტი ირჩევს 30 ECTS
    კოდი საგანი კრედიტი
    MATH5012პროგრამული პაკეტები მათემატიკაში (MATLAB)6
    MATH5013რისკის შეფასების მეთოდები ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისათვის6
    MATH5014კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია6
    MATH5015ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია6
    STAT5005სტატისტიკა6
    MATH5116უმაღლესი მათემატიკის რჩეული თავები10
    INFO5221რთული სისტემების ლოგიკურ-ალბათური მოდელირება6
    INFO5223ICT პროექტების მართვა6
    INFO6160ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    MATH51225ფუნქციათა თეორია10
    MATH5123კვლევის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდები10
    INFO5250კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი6
    INFO6150მათემატიკური მოდელირება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში6
    MATH5114საინჟინრო მათემატიკა10
    MATH5124კრიპტოგრაფია10
    MATH5126კომპლექსური ანალიზი10

    კრედიტების ჯამი:

    120










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი